საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი, არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

სვანსკი
აქ ზოგ-ზოგიერთებს ზვიადის დრო გონია,ქართველი, რომ ქართველობდა და ქართველის სიტყვას რომ ფასი ქონდა,სტუმარმა თავისი ადგილი იცოდა მასპინძელმა თავისი. ეგ დრო დამთავრდა. დრო მოვიდა კაზინოების და ტოტალიზატორების მილარდობით დოლარი დევს სასწორზე, თუ დაჭირდათ კვარას ისეთ ტრამვას მიღებინებენ ღმერთმა დაგვიფაროს არც დაგვესიზმრება,ამიტომ დაოკდით.ყველაფერი ისე არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს
სოსო
ეს,ზედიზედ მესამე სეზონი იქნებოდა,დასვენების გარეშე!თანაც,ოლიმპიადაზე 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელები თამაშობენ და სულ ორი თუ სამი უფრო ასაკიანი ფეხბურთელით გაძლიერების უფლება აქვთ.ნებისმიერი ფასეული სპორტსმენი,მთელი კარიერა,რეჟიმში ცხოვრობს და მიუხედავად დიდი სურვილისა,ბევრ გასართობზე,ან რაიმე სხვა,მისთვის სასურველ მოვლენაზე ყოფნაზე ამბობს უარს.ამას მოითხოვს მისი პროფესიონალიზმი.ამ ტურნირზე,ხვიჩას მეგობრები თამაშობდნენ და ვერავინ დამაჯერებს,რომ ხვიჩას,მათთან ერთად ყოფნის სურვილი არ ექნებოდა,მაგრამ პროფესიონალიზმიც სწორედ ეს არის,რომ ბევრ რამეზე ამბობს უარს,მთავარი მიზნის მისაღწევად.მას ავალია,საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ბევრს, კონტრაქტში,ოფიციალურის გარდა,რაიმე სხვა ტიპის თამაშში,მონაწილეობის აკრძალვაც კი უწერიათ.
გიორგი IV
ლააას ლაპალაკობ გეთაყვა???ოლიმპიადასაც ხოარ აუქმებენ?
გიორგი IV
ანუ თქვენ ფეხბურთში ღრმად ჩახედული პროფესიონალი ბრძანდებით???
პანდევი
პანდევიც არ უნდა ანახო ამათ. არ იმსახურებენ.
წადი ბიძია შენ საქმეს მიხედე
შენ გეხვეწება ვუნმე კომენტარი დაწერეო???
თერჯოლელი
ხვიჩას ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა და კარგია,რომ არ ითამაშა,რატომ?ამას მხოლოდ ფეხბურთში ღრმად ჩახედილი,პროფესიონალები მიხვდებიან.....
Guderian
100%
ქუთაისი
ოლიმპიადაო... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ოლიმპიადაზე მის საუკეთესო ფეხბურთელებს არ აგზავნის... ოლიმპიადა ფეხბურთისათვის ითვლება კვაზი შეჯიბრებად, სადაც მეორე ნაკრებები, ეგრედ წოდებული ოლიმპიური ნაკრებები მონაწილეობენ. ოლიმპიადა ფეხბურთში არის არაპრესტიჟული ტურნირი და იმდენად, რომ საერთოდაც ფიქრობენ მის ამოღებას ოლიმპიური პროგრამიდან.
საქართველო
მსგავსი კომენტარი წავიკითხე და არაერთხელ. - კაცი ნაპოლიში თამაშობს და 100 მილიონი ღირს, 2 წლით პატარებში რატომ უნდა ითამაშოს :-) წადით ბიძია საქმეს მიხედეთ,ხომ ხედავთ რომ საერთოდ ახლოს არ ხართ ფეხბურთთან,გეხვეწებათ ვინმე რომ კომენტარები აკეთოთ ისეთ საკითხზე რაც არ იცით?! რამდე გასამართლებელი საბუთი შეიძლება მოიყვანო იმის თუ რატომ არ ითამაშა კვარამ 21 წლამდელებში,ყველანაირი,მაგრამ ეს რა უბედურებაა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვფიქრობ რომ კვარა უნდა ჩამოსულიყო,თუმცა საკუთარი პირადი ბედნიერება და პლიუს კლუბსაც უარი ვერ უთხრა და ეს ყველაფერი გაიცვალა ოლიმპიადის საგზურში, მოკლედ კვარა "დავალებული" ხარ ქართველ გულშემატკივრებთან და გაზაფხულზე ორმაგი მოტივაციით უნდა გამოხვიდე და ყველანი ერთად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.მხოლოდ ამ შემთხვევაში დავივიწყებ ოლიმპიადის საგზურს.
gela
არჩევანი/ სამშობლო ხალხის დაფასება ან ფული და კლუბი
ქუთაისი
პანდევზე უკეთესი არ გენახოთ, ვინც კვარაცხელიას აკრიტიკებთ. და თან უაზროდ. პანდევს ერთი თამაში ქონდა სათამაშო, მთელი ტურნირი კი არა. რომლის მოგების შემთხვევაში ის და მისი გუნდი ევროპაზე გადიოდა. ვინც ევროპის ჩემპიონატს ადარებთ ახალგაზრდულ ევროპას და ოლიმპიადას, დონე გაქვთ პლინტუსს დაბლა. ერთი ისიც მითხარით თუ იცით ვინ გახდა ამის წინა ახალგაზრდული ევროპის გამარჯვებული, ან რომელი ქვეყანაა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში ეხლა. არ იცით ხომ?!... და ესეთ ტურნირში უნდა ეთამაშა თურმე მსოფლიო დონის კვარაცხელიას. და მერე პირდაპირ დაეწყო ნაპოლის მოსამზადებელი და სერია ა, დასვენების გარეშე. დავუშვათ, რომ ეთამაშა კვარაცხელიას და მიეღო მძიმე ტრამვა. მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებოდით. ქართველებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ვათამაშეთ ახალგაზრდული ევროპა, სადაც რომელიღაც უცნობმა თინეიჯერმა მოტეხა ფეხი. მაგარია არა?!.. პანდევზე უკეთესი არ გენახოთ აწ და მარადის.
კომენტატ2
მახსენდება ის ავადსახსენებელი თამაში მაკედონიასთან რომ წავაგეთ, პანდევმა გაგვიტანა.მაშინ კოვიდი იყო გემახსოვრებათ, სერია ა-მ ლეგიონერებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ან ვინც დატოვებდა უკან ვეღარ ჩავიდოდა, პლიუს რაღაც ფულადი ჯარიმაც იყო საზღვრის კვეთაზე. ფრენებიც აკრძალული იყო მაშინ, დედამიწა გაჩერდა. ყველანაერი ლოგიკით ვერ უნდა ეთამაშა პანდევს, თუმცა ყველაფერი ქნა, მგონი ყველა სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა რომ აქამდე ჩამოეღწია და კი გვახსოვს როგორც დაუფასდა. თორნიკე შენგელია გამახსენდა ბოლო შესარჩევზე რეებიც ქნა და მაგარი იყო 4 დღეში 3 თამაში პლიუს 3 ან 4 ფრენა. რეზო არველაძეზე თქვეს იმდღეს, დინამო რომ ევროტურნირებზე დააბრუნა უეფამ, კიოლნიდან წამოვიდა რომ დინამოში ეთამაშა ევროტურნირებზე და იცოდა რომ უკან აღარ მიიღებდნენ გერმანელები მაგრამ მაინც ეგ ნაბიჯი გადადგა. ალბათ ესეთი რაღაცეების გამო გვიყვარს სპორტი. მე ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, ბიჭმა რამხელა სიხარული გვაჩუქა წინა წელს, უბრალოდ მე და ჩვენ უბრალო გულშემატკივრებს რომლებსაც საერთოდ არ გვაინტერესებს კულისებს მიღმა რა ხდება, გული გვწყდება რომ გვყავს ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომელსაც ასაკით შეეძლო ეთამაშა თავისი ქვეყნისთვის და ვერ ითამაშა. რაღაც რაც არ მომხდარა ძნელია იმაზე კამათი, ზოგი იძახის რომ გვყოლოდა ხვიჩა და მიქაუტაძე შეიძლება ტურნირი მოგვეგოვო, ზოგი იძახის შეიძლება მთელ გუნდს მაგათზე ეთამაშათ და ჯგუფიდანაც ვერ გავსულიყავითო, რას გაიგებ... ვინც ითამაშა მადლობა მათ, განსაკუთრებით დავითაშვილს და იმათ ვინც წინა დღეს შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს ტრაპიდან პირდაპირ დინამოზე წამოვიდნენ. გაიხსენეთ პანდევის თავგანწირვის დაფასება მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ზურიკოს გოლი ჰოლანდიასთან,მასაც დაუფასდა ;) არც პანდევის გოლი დაავიწყდებათ მაკედონიაში დიდხანს და არც დავითაშვილის გოლი საქართველოში.
ნაღდია
მილიონ % ნაღდი ხარ...ჩამოსვლისას რომ გულში მჯიღები იკრა მოუთმენლად ველოდები ახალგაზრდულში თამაშებსო,მაგის თქმაც ვინმემ დააძალა? არც მამა გამოადგა მრჩევლად და არც ჯუღელი...გამოდი და კაცურად თქვი როგორც იყო და კოვიდის ამბავიც მიაყოლე (ვონ და სად აგკიდა)...
ბექა
არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა. სირცხვილია, 100 მილიონ ევროდ შეფასებული, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი 2 წლით უმცროსებთან რომ გამოჩენილიყო. ახალგაზრდული ჩემპიონატის დანიშნულება ერთადერთია, გამოავლინოს პერსპექტიული სპორტსმენები. კვარაცხელია ვიღაცას გზას გადაუჭრიდა და წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი მას დაბრალდებოდა. რა თქმა უნდა, ეგეთ ტურნირში თავს გაუფრთხილდებოდა და მასზე აგებული ტაქტიკის გამო, გუნდი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. საერთოდ, აბსურდია მაგ საკითხის განხილვაც კი. ვერ ვიხსენებ შემხვევას, როცა ასაკით უფროს ფეხბურთელები, რომლებმაც 20 წლის ნაკრებში არ ითამაშეს, გაეკრიტიკებინოთ. საერთოდაც, ასაკობრივი ჩემპიონატების მიმართ ყურადღება არსად მახვილდება.
გიორგი
და შენ რა გიხარია, რომ არ მოუმატებს?

რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძეს ათი თავით ჯობნიდნენ საქართველოში მოთამაშე ბიჭები,მათ შორის თავისი მოგვარე ნიკა გაგნიძე!!!ძალიან ბევრს გიხაროდათ რუსეთში რო თამაშობდა და ხო დაინახეთ როგორი რეგრესი აქვს!!არა მგონია მოუმატოს!!!!!
გია
ნახევარდაცვა მართლაც არ გვყავს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში და არც პირველ გუნდში. არც ჩაშლა, ჩაჭრა, არც შეტევის სწორი დაწყება არ ჩანს. ეს იცის წინასწარ ზოგი ფეხბურთელის და მწვრთნელის ქებამ და ცაში აყვანამ ისე რომ არაფერი დაუმსახურებიათ, ეს იცის შინაურ ნაცნობობამ და აგენტების, პრეზიდენტების ზეგავლენამ და მერე გვიკვირს ყველაფერი. ქართულ ფეხბურთს სერიოზული შიდა ქირურგიული ჩარევა ჭირდება, თორემ გარედან ყველაფერი ფერადად ჩანს.გამგები და ჩახედული ხალხი გამიგებს.
4
ყველა მოსაზრებით სწორად არ მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, ჩეეეეეემი თამადობით(მე უკვე გავიყარე)გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად
ტერმინატორი
ვკითხულობ, ზოგიერთ კომენტარს და მიკვირს,კვარა არ ათამაშესო?და გინდათ, რომ ეს ზღაპრები დავიჯეროთ!?თვითონ არ ითამაშა,თავი მართლა მარადონა ჰგონია უკვე,მაგრამ ის არ იცის,რომ მარადონა არა მარტო დიადი ფეხბურთელი უაღრესად პატრიოტი და თავმდაბალი ადამიანი იყო. საქართველოს ნაკრებში თუ არ ითამაშებს კვარა ნაპოლი სულ ფეხებზე მკიდია,დომენის გარეშე ვნახავ რისი გამკეთებელი ხარ!?
ქუთაისი
აუ, აღარ დამთავრდა რა.
zura222
ზეწოლა ნაღდად იყო ! ოღონდ არა ნაპოლიდან (უბრალო მისეზის გამო--არ ქონდათ ამის უფლება) და ვიღაცეები რომ ამბობენ რომ ეთამაშა დასჯიდაო ნაპოლი და საინტერესოა როგორ დასჯიდა ? ხელფასს დაუქვითავდა ?(რისი უფლებაც ასევე არ აქვთ) არ ათამაშებდა ?? და მაგის გამო მთელი ნეაპოლი ცოცხლად შეჭამდა ნაპოლის თავკაცებს ! კვარა ვიღაცა დემე ან თუნდაც ელმასი კი არაა რომ ასე აიღონ და არ ათამაშონ ! გუნდის ლიდერი და მთელი ნეაპოლის კერპია ! ზეწოლა იყო იმ ძალებისგან ვინც ებრძვის საქართველოს @ ვინც წაგვაგებინა მაკედონიასთან ფინალი @@@
მწარე
კარგი რა. კრიტიკას რომ ერიდებიან. არ უნდათ ურთიერთობების გაფუჭება. ლუკა გაგნიძემ კარგად ითამაშა? ან ლუკამ ვერ ითამაშა ან არასწორად იყო უკან საყრდენად დაწეული. მიპასუხეთ, მითხარით რომ ვცდები, ოღონდ რაში ვცდები.
მამუკა
ნაპოლი ზეწოლას ვერანაირად ვერ მოახდენდა, შეიძლება რეკომენდაცია და რჩევა მისცა ტექნიკურმა დირექტორმა რომ დასვენება უკეთესიაო მომავალი სეზონისთვისო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მე მგონია მაინც მამამისმა და ჯუღელმა მიიღეს და ხვიჩაც დათანხმდა,თორემ თავიდან მაგარი მოტივირებული იყო ხვიჩა სათამაშოდ
gio9
მართალი ხარ კახი, კვარა თავიდან აპირებდა თამაშს თუმცა რაც პარტენოპეიში ახალი თავკაცი მოვიდა მას მერე შეიცვალა აზრი და აგარ ითამაშა თუმცა კვარა ოქროა და მას გაფრთხილება სჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობა ახალგაზრდულ გუნდს
4
ყველა მოსაზრებით სწორად მოიქცა, რომ არ ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონატში! თქვენ კი, ვინც ამდენი ხნის შემდეგაც ვერ დაოკდით ჭორაობით, უნდა გირჩიოთ, გრძეეეეეეელი მახათი გამოიყენეთ უსაქმურობის გასაქარვებლად!
odala
მიქაუტაძე მაინც ფრანგია. ხვიჩა სიხარულით ითამაშებდა თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო.
odala
მე მგონია რომ ხვიჩას გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ითამაშებდა. ეტყობა რომ პატარა ბავშვივით უხარია ფეხბურთის თამაში და საქართველოში მით უმეტეს დიდ სიამოვნებას მიიღებდა ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე.
ლაშა
ხვიჩა შეგეშალა!
მწარე სიმართლე-ს
ეგ დიდი ხანია ჩვენ ვიცით ვინც გაბრაზებულები და გაწბილებულები ვართ თორე სექტას,რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა გაგონება და დანახვა არ უნდა,დილიდან საღამომდე შეუძლიათ შესციცინონ თვალებში. ამით რას მივიღებს ან თავად და ან მისი სექტა მაგასაც ვნახავთ.მაგაზე დიიიდი სპორტსმენები მინახია უკვალოდ გამქრალები და აღარავის რო არ ახსოვს. მერე თავად სექტა ჩაწიხლავს და ახალ ქურუმს დაემონება. მე პირადად მამარდა,გოჩოლეიშვილი,წიტაიშვილი უფრო მგონია რო მეტს მიახწევენ.თუ არა გჯერათ და მაგასაც ვნახავთ. ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდეს კაცი,ვინც გაზარდა იმას არ ახსენებს არსად და ბათუმს ეხმიანება.დაუნახაობა ყველაზე ცუდი საქციელია რომელიც ასე ჰაერში არ ჩაივლის
Tbilisi
ზეწოლა არა კიტრი, არ უნდოდა და არ ითამაშა არც მიქაუტაძემ იკადრა, აბა ლეაოს ან სხვებს ეთამაშათ თუ არ ითამაშებდა
მწარე სიმართლე
კაცო რას ვმარჩიელობთ და რატო არავინ ამბობს სიმართლეს??? ეს ჟურანლისტებიც ხმას არ იღებენ და ჩემს კომენტარს არ აქვეყნებენ!!! ამოიღეთ აბა როდის იქორწინა ხვიჩამ? იქორწინა იმ შაბათს როცა ისრაელს ხვდებოდა საქართველო მეოთხედფინალში. 3 დღით ადრე კი არ დანიშნა ქორწილი. დიდი ხანი იცოდა რო არ ითამაშებდა. არჩია თვისი ქორწილი ქვეყნის ნაკრებში თამაშს. რადგან ნაპოლიში თამაშობს არ გავაშავეთ ყენიასავით თორე ყენიამ რამე სხვა კი არ ქნა. სამწუხარო სხვა არაფერი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
ცხადაძე აზარბაიჯანულ კლუბს ვერ შეუთანხმდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე