ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ტირანასთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
გასვლაზე აჭარული გუნდი ფრეს დასჯერდა (1:1), სახლში უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე პირველივე შანსი გამოიყენეს. მალე გატანა გიორბელიძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალბანურ გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ აბაზის დარტყმული ბურთი მეკარე ჩიჩკანმა მოიგერია. „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ თამაშის გამწვავება ცვლილებებით სცადა, რამეთუ შეხვედრა სტუმართა კარნახით მიმდინარეობდა. ზარიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, წიტაიშვილის ძელს და... "ტირანამ" მეორე გოლიც გაიტანა. 90-ე წუთზე კაპანაძემ ანგარიში შეამცირა, მსაჯმა მეორე ტაიმს 8 წუთი დაამატა, თუმცა ბათუმელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტირანა 1:2
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 აბაზი (79), 1:2 კაპანაძე (90)
• მორიელი
ბავშვი დამყავს ფეხბურთზე და ერთი ნორმალური მწვრთნელი ვერ ვნახე რომელიც, მწვრთნელობის რამე გაეგებოდეს. აღარაფერს ვამბობ, მათი ვარჯიშები რამდენად ჩამორჩება, ევროპაში მოთამაშე ბავშვების ვარჯიშებს. გარტყმაში არარიან და შესაბამისად, ვერც დიდები ქაჩავენ. არ ასწავლიან არაფერს
• XXX
ეს გეგუჩაძე სანამ იქნება ბათუმის დინამოს მწვრთნელი, არაფერი არ ეშველება ბათუმს
• სოსო
ბათუმს სტადიონი დაუნგრიეს,საფეხბურთო სკოლა არ ჰქონდათ და სავარჯიშო ბაზა.საიდან უნდა გაეზარდათ ფეხბურთელი?საფეხბურთო აკადემიამ,გუნდი რომ მოამარაგოს,ახალგაზრდის გაზრდას,სულ ცოტა 7-8 წელი მაინც ხომ უნდა?ჰოდა საფეხბურთო აკადემიის გახსნიდან ამდენი წელი რომ გაივლის,მაშინ მოვკითხოთ ბათუმს,ფეხბურთელის გაზრდა.დღეს,ის,სხვა გუნდებიდან გადაყვანილი ფეხბურთელებით ავსებს შემადგენლობას და ასე ინარჩუნებს მდგომარეობას.სხვაზე დამოკიდებული კი,ვერასოდეს იქნება,სტაბილური.გეგუჩაძეზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ მთლიანად გუნდს,მაშინ მიეცემა სტაბილურობა,როცა საკუთარი გაზრდილებით დაიწყებს შევსებას.ადგილობრივი ხომ ,მაინც სულ სხვა ჯიგრით იბრძვის.
• m m
ბათუმი მომავალი ჩემპიონები? ოეეე თქვენ კიდევ ვერ ისწავლეთ ჭკუა და კიდევ ბლატაობთ? სტადიონის გარდა არაფერი კარგი არ გაქვთ სოფლის გუნდი ხართ.
• ბათუმს ქათქათას
ერთი ფეხბურთელი ვერ გაგიზრდიათ ჩვენწელთ აღრიცხვიდან დღემდე და ამბიციები კი იცოცხლე
• გაიოზ გოშაძე
ბათუმის დინამოს წაგებამ ძალიან დაგვწყვიტა გული, რადგან გუნდი ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რო სწორი-გამართული სათამაშო დისციპლინის შემთხვევაში ტირანაზე უფრო დიდ გუნდებსაც გაუმკლავდებიან. თუ ბატონ გია გეგუჩაძეს ამ მხრივ ამოწურული აქვს პოტენციალი, სჯობია დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე ითქმის გია ჭიაბრიშვილზეც. დინამო თბილისი მუდამ იყო არამარტო საკავშირო მასშტაბის, არამედ საერთაშორისო ვარსკვლავებითაც კი, მაგრამ დიდ შესაბამის წარმატებებს ათეული წლები ვერ აღწევდა იმის გამო, რომ მწვრთნელები ვერ ახერხებდნენ გუნდში სათანადო სათამაშო და სპორტული დისციპლინის დამყარებას. გადაწყვიტა რა ეს პრობლემა ნოდარ ახალკაცმა, მაშინვე დაიწყო ჯერ საკავშირო და შემდეგ საერთაშორისო მატჩებში სერიული წარმატებები. სიცხადისათვის საბჭოთა კავშირის თასი პირველად 1976 წელს მოვიპოვეთ, ახალკაცის მოსვლის პირველსავე წელს, 1926 წლიდან მოყოლებული. ვისაც ნახევარ ფინალი და ფინალი ახსოვს შახტიორთან და არარატთან ადვილად მიხვდება რაზეც ვსაუბრობ.
• გაიოზ გოშაძე
ბათუმის დინამოს წაგებამ ძალიან დაგვწყვიტა გული, რადგან გუნდი ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რო სწორი-გამართული სათამაშო დისციპლინის შემთხვევაში ტირანაზე უფრო დიდ გუნდებსაც გაუმკლავდებიან. თუ ბატონ გია გეგუჩაძეს ამ მხრივ ამოწურული აქვს პოტენციალი, სჯობია დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. ასევე ითქმის გია ჭიაბრიშვილზეც. დინამო თბილისი მუდამ იყო არამარტო საკავშირო მასშტაბის, არამედ საერთაშორისო ვარსკვლავებითაც კი, მაგრამ დიდ შესაბამის წარმატებებს ათეული წლები ვერ აღწევდა იმის გამო, რომ მწვრთნელები ვერ ახერხებდნენ გუნდში სათანადო სათამაშო და სპორტული დისციპლინის დამყარებას. გადაწყვიტა რა ეს პრობლემა ნოდარ ახალკაცმა, მაშინვე დაიწყო ჯერ საკავშირო და შემდეგ საერთაშორისო მატჩებში სერიული წარმატებები. სიცხადისათვის საბჭოთა კავშირის თასი პირველად 1976 წელს მოვიპოვეთ, ახალკაცის მოსვლის პირველსავე წელს, 1926 წლიდან მოყოლებული. ვისაც ნახევარ ფინალი და ფინალი ახსოვს შახტიორთან და არარატთან ადვილად მიხვდება რაზეც ვსაუბრობ.
• რადა
პაატა ღუდუშაური მაგარი იყო, საგოლე გადაცემა შექმნა, პირველ ტაიმშიც რომ ეთამაშა, იქნებ გაემარჯვათ
• ბათუმელი
გუშინ ვესწრებოდი თამაშს და ნერვები დამწყდა. სიმართლე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ პრობლემები გვაქვს, ამის შემდეგ კი ვიფიქროთ შეცდომების გამოსწორებაზე. ბათუმის დინამომ რა თამაშიც აჩვენა, ასეთს უკვე 30 წელია ევროპაში აღარ თამაშობენ. შეიძლება მეტიც. ისევ საბჭოთა სტილი, ბურთის ჩანჩალი, არანაირი კრეატივი, არც კომბინაცია. მეგონა 1975 წლის პარადზე, ლენინის ქუჩაზე ის "დიადი" მოსკვიჩი მიბობღავდა... რამდენჯერ უნდა გაწბილდეს ათასობით გულშემატკივარი რა. შეცვალეთ რაღაცა თქვე დალოცვილებო, ვინც მენეჯმენტს ქმნით გუნდში...
• ბაჩო
ქართველი მწრთვნელები ვერ ქაჩავენ, პრობლემა მაგათშია და არა ფეხბურთელებში.. შეხედეთ დილას და ტორპედოს უცხოელი მწრთველები ყავთ, და კი გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
• SOSO
თბილისის დინამოზე მფლობელებზე ვერაფერს ვიტყვი თუნდაც მისი აკადემიის საუცხოვოდ მუშაობის გამო, მაგრამ ეს მეორე დინამო როგორ ახერხებს ამხელა საფინანსო,სახემწიფო,მუნიციპალური და საიმფორმაციო მხარდაჭერის პირობებში დარჩეს ე.წ. ჭ კლასის დონეზე ვერ გამიგია, ან ამ გეგუჩაზე რას ჩაიციკლეთ ან რა გახდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული მენეჯმენტის შექმნა,რომელიც რამდენიმე ნორმალურ ლეგიონერ ფეხბურთელს და მწრთნელს მოიძიებდა.თამაშის დროს გაუთავებლად ჩინურ სტილში განათებული 20 ათასიანი სტადიონის ზედა ხედით ჩვენება-კარგია, [ზოგისთვის გადამეტებული] მაგრამ შედეგი მაინც ტრადიციულია 000.....ახლა დაიწყება გაპრავების სერია ისე როგორც შარშან და წავალთ მორიგ წრეზე....და ასე გაუთავებლად..
• თემო
ჩერჩესოვი ჯობია))ფერენცვაროშიდან გამოუშვიათ.
• დიდი სტრატეგოსი
გეგუჩაძის სტრატეგია და ტაქტიკა შეუდარებელი იყო. მაგის კონსპექტებს იწერენ და აქსეროქსებენ ევროპელი მწვრთნელები :)))))
• მერაბი
ბათუმი, მომავალი ჩემპიონი აგებს გაუგებარ გუნდთან! რის იმედი ქონდა ან მწვრთნელს, ან მთლიანად გუნდის შტაბს?! ნახევარი გუნდი მარგინალია, არაფრის მაქნისი. მოიყვანონ ნორმალური ლეგიონერი, არ მაქვს პრეტენზია, მაინცადამაინც ტოპ ლიგებიდან ჩამოიყვანონ ვინმე, გასაგებია, არც ჩამოვლენ, მაგრამ სკაუტებს უნდა შესწევდეს უნარი, გამოარჩიონ პერსპექტიული ფეხბურთელები, როგორც გორის დილა ახერხებს. მწვრთნელთა შტაბი შესაცვლელია პირველ რიგში. სლუცკი, ბერდიევი შესანიშნავი მწვრთნელებია. დაფიქრდეს ბერიძე, ფიფიას გზას არ გაყვეს.
• rv100
ერთი ბათუმელი ფეხბურთელი მითხარით ვინც საქართველოს ჩემპში გამორჩეული იყო როდესმე!!! დავანებოთ სხვას ყველაფერს თავი!! მაგრად გამიტყდა რომ წააგეთ მაგრამ ძაან ბევრიც იბლატავეთ მანამდე
• roma bejanidze
იცით რას მივხვდი მე ფეხბურთის უბრალო გულშემატკივარმა? გეგუჩაძე იმდენად უაზრო ფეხბურთს ათამაშებს გუნდს რომ პირველ თამაშში ტირანას მწვრთნელმა ვერაფერი გაუგო. ეგონა ფეხბურთის მცოდნე გეგუჩაძე და იმიტომაც ვერ მოგვიგეს. მეორე თამაშში აუღო ალღო უაზრო ფეხბურთს და მოიგო კიდეც. სრულ 180 წუთში ტირანას მწვრთნელმა პირველი ტაიმი წააგო ალბანეთში და 3 მოიგო. აი ხომ ხედავ გეგუჩაძე უნდა წახვიდე. ახალ ველოსიპედს შენ ვერ გამოიგონებ და ფეხბურთი უკვე აღარ გესმის. მადლობა ყველაფრისთვის და ახლა წადი. წადი. წადი. მანდამაინც ვიღაცამ უნდა გაგაგდოს?
• asa
როგორ მახსოვს შარშან ამ დროს ბათუმის ფანების კომენტარები რო იძახდნენ ბათუმი ქართული ბაიერნიაო, მაშინ დინამო თბილისს 11 ქულით უსწრებდნენ. რაღა აზრი აქვს ჩემპიონატში თამაშსო, ვითომ ვეტერანი ფეხბურთელები კიდევ დინამო ჯგუფში მოხვდებაო. ქართული ბაიერნი კი არა ერთი ჩვეულებრივი სოფლის გუნდია ბათუმი! ეს ჯერ კიდევ მაშინ დამტკიცდა ახალგაზრდულ ევროზე ერთი ფეხბურთელიც არ ყავდათ, გუნდს რომელსაც ამხელა ამბიცია აქვს და ერთი კაცი არ ეყოლება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, გუნდი რომელიც კვერნაძეს სკამიდან არ ააყენებს და მერე ბიჭი სერიაში წავა რაღაზეა ლაპარაკი. გუნდი რომელიც ზამთარში მოყვანილ ლეგიონერებს ზაფხულში უშვებს და დილადან გაშვებული ფეხბურთელებით ძლიერდება, რა ევრო თასების ჯგუფზეა ლაპარაკი. ის პატიოსანი კაცი რატო ყრის ფულს უაზროდ არ მესმის. ჯერ მენეჯმენტი ააწყოს კარგი სამწვრთნელო სტაფით არ ჯობია?
• ამატაკი
გულითადი მილოცვა ტორპედოსა და გორს! კარგია რომ თითქმის ერთდროულად ტარდება ეს ევროთამაშები. ძალიან ნათლად გამოჩნდა რომ ფეხბურთს კაცები თამაშობენ(ჩემი პატივისცემა ქალთა ფეხბურთს). ზოგიერთებს ნაღდად გგონიათ რომ ნაღდის გემოს შეგრძნება უმრავლესობას არ გაგვაჩნია და ფალშს შემოგვტენიაინ.ეს თამაში არაა მარტო ლამაზი სანახაობა. ფეხბურთი , როგორც სპორტის სახეობა პირველ რიგში ბრძოლაა, თავდადება, ჟინი, ერთმანეთის გვერდში დგომა! მარტო სანახაობა რომ გვინდოდეს ბალეტში წავიდოდით. იქ ნამდვილად მეტია მოხდენილი, ნაზი, ლამაზი მოძრაობები. ბათუმის მეორე გოლზე დავტოვე სტადიონი. დაიწყებენ ეხლა ნაღდი გულშემატკივრობა, ბლა-ბლა-ბლა, ასე არ არის და რაღაც მსგავს სენტიმენტებს. დინამოების ამ ნათამაშებებს არაფერი აქვს საერთო სპორტთან, რის გულშემატკივრადაც მივიჩნევ თავს. მერე დაიწყება წუწუნი: არ დადის ხალხი სტადიონზე, მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთს, ფულის ჩადება არ უნდათ ფულიან ბიძიებს... გულისამრევია უკვე ეს ყველაფერი, სუნი ასდის უკვე. როდესღაც ეს უნდა დამთავრდეს,კმარა! ის დროა რომ მიხვდეთ, რომ ამ თაობის ფეხბუთის ხალხმა უნდა ჩაიწიოთ, დაასრულოთ, სხვა საქმეს მიხედოთ. მიეცით გზა ახალ თაობის მენეჯერებსა და ფეხბურთელებს, საკმარისია!
• Levani
შენ რაც შეგვახსენე უფრო მომეშალა,მეც მინდა.
• იკა
მაინც ტორპედოს და გორს დაშლიან გამწარებულ გულზე არ ძინავს ეხლა მთელ ფედერაციას..გეგუჩაძეს და სვიტრა ჭიაბრიშვილის გადმოიყვანენ მწვრთნელებად უეჩველი
• ქომაგი
თბილისის დინამოს მაისურზე რომელიღაც ტოტალიზატორის სახელი აწერია, ხოლო ბათუმის დინამოს კი კროკობეთი
• challenger
ქოჩორა გასაშვებია.
• ლევანი
გორელებო გენაცვალეთ! აგერ ქუთაისმა გაიტანა, იბრძვიან ბიჭები. ამ დინამოებს გადაარქვით სახელები, დაარქვით: უბედურება. ვაი ჩვენს პატრონს, ვაი...
• ასტრალი
წიტაიშვილი რომ დაიმატეთ სად არის? რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს წიტაიშვილმა რა გვარიცაა ეგ არის ზუსტად
• სულ1ა
გეგუჩაძე და დვალიშვილი სასწრაფოდ კარისაკენ, ბერიძე ტოტალიზატორიდან გამოათრიეთ ასევე ფიფიაც
• Anti
პირველ რიგში გეგუჩაძე არის გასაშვები, აღარ არის გეგუჩაძის ფეხბურთი დღეს აქტუალური, ცენტრი ალბანელების იყო, ვერაფერი ვერ შეცვალა საერთოდ, ცენტრის აღება გვესაჭიროებოდა და ამ კუთხით არაფერი არ გაკეთებულა. დინამოს აქვს ფინანსები და ერთი უცხოელი მწვრთნელის მოყვანა არ უნდა გაუჭირდეთ, რომელიც თანამედროვე ევროპულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, ასევე რადიკალურად შეცვლის მეორე ტაიმში თამაშის სურათს. დილას სატრანსფერო პოლიტიკას მივესალმები, მოყავს გუნდში უცნობი ფეხბურთელები, რომლებიც არიან ისეთი ქვეყნებიდან საიდანაც ყოველგვარი დანახარჯების გარეშე იმატებენ ლეგიონერებს და ეს ლეგიონერები არიან საფეხბურთო თვალსაზრისით მშიერები და ეძებენ დიდ საფეხბურთო ასპარეზზე გასვლას, ესეთი ფეხბურთელი უფრო ითამაშებს და დადებს შედეგს ვიდრე ევროპა მოვლილი და იქ ვერაფრის გამკეთებელი ფეხბურთელი, რადგან ეგეთი ფეხბურთელი ეძებს ნავსაყუდელს და ფინანსურ დაინტერესებას ძირითადად, როგორც ჩვენები გარბიან ხოლმე ყაზახეთში, უზბეკეთში და არასაფეხბურთო ქვეყნებში.
• ბათუმს ქათქათას
იცით რატო წააგეთ?თბ.დინამოს წაგება ზარზეიმით რო აღნიშნეთ.ბუმერანგი ბათუმელებო,ბუ მე რან გი!!!
• ბერიძე არიფია?
ვინც გეგუჩაძეს მწვრთნელის ლიცენზია მისცა...მწვრთნელის ხელი მეტოქე გუნდს ეტყობოდა დინამოს კი არა. დანიშნონ ვინმე ახალგაზრდა კადრი, ამაზე უარესად მაინც არ ითამაშებდა გუნდს.
• roma bejanidze
მივმართავ ბერიძეს. გეგუჩაძის წასვლის დროა. ვაწაძე და მისნაირი ჩამოწერილი ფეხბურთელები გუნდიდან გაუშვი. ხომ ხვდები გატყუებს ეს გეგუჩაძე. მოიყვანა ისინი ვისთანაც ძმაკაცობს. ტიპი ჩაწოდებებზე გადადიოდა და ყველაზე მაღლები ვინც ყავდა გაიყვანა. უკვე რაღაცეებს იგონებს გეგუჩაძე(ალბათ ახალ ველოსიპედს). ტყუილად ხარჯავ ამდენ ფულს. (ნამდვილად ვიცი რომ ხარჯავ და წუწურაქი არ ხარ). ხვდები ტიპს ვინები მოყავს გუნდში? ერთადერთი წიტაიშვილია და ნუ მოითხოვთ მისგან გუნდი ათრიოს პირდაპირ კონფერენს ლიგაში გაყვანას ნუ მოთხოვთ. ჯერ ადაპტაცია ჭირდება. ბერიძე გუნდს მიხედე თორემ დაკარგავ ხალხის ნდობას და საერთოდ აღარ მოვლენ და რასაც გუნდი აკეთებს ხალხის გარეშე საქართველოს ჩემპიონატშიც ვაფშე ვეღარაფერს მიაღწევ. უბრალოდ ხალხის ფაქტორი ძალიან დიდია ქართულ გუნდებზე და ამით ვიგებთ. ხომ ხედავ სამგურალიც კი 4 გოლს იტანს ბათუმთან. მანამდე აღარ მოვალ თამაშზე (თითქმის ყველა თამაშზე ვარ ნამყოფი რაც სტადიონი გაიხსნა მაქსიმუმ 4 თამაში გამოვტოვე ჯანმრთელობის გამო) სანამ გეგუჩაძეს არ გაუშვებ. ასე იქნება ამ ხალხის 80 პროცენტი ვინც თამაშზე დადის.
• კონსერვატორი
ტოტალიზატორი თორე ისე კაფელს ამტვრევენ :)
• Anri
როცა ჩემპიონატს კრისტალბეთ ლიგა ქვია და სტადიონს აჭარაბეთ არენა, თამაშის გაყიდვა და ტოტალიზატორზე თამაში არუნდა გაგიკვირდეთ.
• ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
15 -20 ათასი აქვთ არადა ხელფასი.ბინები, მანქანები, ნაშები ნაირ ნაირი...თქვენ კიდე ნერვებს იშლით)))
• რაბუ
ტოტალიზატორი როგორ გელანდებათ ყველგან, ვაწაძით და კაპანაძით რომ "აძლიერებ" შეტევას რისი იმედი უნდა გქონდეთ.
• Superman
კიდევ ერთხელ ვიკითხავ: ფერგიუსონი წავიდა, დელ ბოსკე წავიდა, ვენგერი წავიდა, არიგო საკი წავიდა, კაპელო წავიდა. თან ფორმის პიკში წავიდა ეს ხალხი. ბოლო ბოლო მესი წავიდა ბარსელონადან და რაული რეალიდან. ჯორდანი წავიდა ბოლო ბოლო. ფედერერი წავიდა. განა აღარ შეეძლოთ? უბრალოდ დროზე წავიდნენ. ლუის არაგონესმა ევროპა რო მოაგებინა ესპანეთს მეორე დღეს წავიდა. არადა კარიერის პიკზე იყო. გამაგებინეთ რა გახდა ეს გეგუჩაძე, ფიფია, ჭიაბრიშვილი და ეს ტკიპები? საკუთარ შეცდომებზე კატა, ძაღლი, რვაფეხა და კენგური სწავლობს და ამდენი წელი ამ ჰომო საპიენსებმა რა ვერ ისწავლეს? ხო უნდა მიხვდე არა რო უნდა წ ა ხ ვ ი დ ე
• Რაო ბათუმი
ვერ გივარგათ მოტივატორი,ვერააა... ისე იმას გადაეცით ილოცოს ოსიმენი არ წავიდეს ნაპოლიდან თორე მოუწევს თქვენთან დაბრუნება.თუ არადა მაგასაც ვნახავთ
• Nikoloz
მარტო მწვრთნელი არ უშველის არცერთ გუნდს ფული უნდა კაი ლეგიონერს ფულიიიიიიიი ფულიიიიიიიიი ფულიიიიი იყიდოს რუსმა ვინც გინდა იმან იყიდოს ლიჟბი ვინმემ იყიდოს ვისაც ისტორია ახსოვს და მარტო აკადემისს ფეღბურთელების გაყიდვით არ იქმება დაკავებულიი...
• ირაკლი
ამათ რომ ჰკითხო გულშემატკივარი არ დადის სტადიონზე და ქართულ ფეხბურთში ყველა უბედურების საწყისი ეგ არისო. აგერ გადაჭედილი იყო ბათუმის არენა და რით გადაუხადეს მადლობა გულშემატკივრებს. ქარვასლად იქცა ჩვენი ფეხბურთი უკვე დიდი ხანია და ამას აღარც მალავენ. საღორეა ფედერაცია კი არა.
• Რაო ბათუმი
ბათუმელებო თქვენ ისე მოგივიდათ-უნახავმა რა ნახაო... არსებობის მანძილზე არათუ რამე წარმატება,ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ,რაღაცა გაიფაფხურეთ და თავი მან.სიტი გგონიათ. მამაჩაშვილი არ დაგეკარგოთ-ბათუმის დინამოს რონალდო
• გიორგი
სასწრაფოთ მოაშორეთ ეს გეგუჩაძე.
• ILIA
სოფლის გუნდი!
• დავით 67
ამათ რად უნდათ ესეთი სტადიონი!
• Რაო ბათუმი
ვერ გიშველათ მსოფლიო დონის ვარსკვლავის სამოტივაციო ვიდეომ?
• ვანჩოპე
და იმათთან რას ვიზამთ რო? აქ ჩასვრა სჯობია იქ ჩასვრას. მწვრთნელები გვინდა სასწრაფოდ
• რეზო
ბოსნია დდს სრაკი
• Kvekeskiri
ეხლა მაინც ეყოს ნამუსი პროფესორას და დაახვიოს,ტიპი გონში არაა მწვრთნელობის,შარშან უნდა გაგეგდო ბერიძე შარშან...ეს ფლამარიონიც რამ გამოაკაჭარავა,გაყიდეთ ეგეც იმ ისრაელის კლუბში,ღრუსეთის მერე საშინელებაა მაგის ფეხბურთი,რაღა დროს ვაწაძეა,ან ეგ კობახიძე რა გახდა ტიპი ლიბეროს თამაშობს,დაცვა კატასტროფა იყო,გიორბელიძემ დილას მერე ვერაფრით მოუმატა,წიტაიშვილს კი ბევრი გაუცდა,საბოლოდ მთლიანად ბათუმის მენეჯმენტია გასაშვები თავის ბანძ გეგუჩას შტაბთან ერთად...თუ არადა ბერიძე გახდება ახალი ფიფია... 1)უცხოელი მწვრთნელი 2)წესიერი მენეჯერი ბალასტი რო არ მოყაროს 3)პოზიციური გაძლიერება,განსაკუთრებით მოაშორეთ კობახიძე დაცვიდან,გამტანი ფორვარდი მოიყვანეთ,ცოტა ფული დახარჯეთ,შემადგენლობა შეათამაშეთ და რაღაც გამოვა...ეს ბანძი გუნდი არ უნდა გახდეს ჩემპიონი... P.S.მოკლედ ფიფიამ ტრადიციულად,გეგუჩამაც ტრადიციულად სუნი დააყენეს...
• G.LA
ბათუმელებო დროა უკრაინიდან ჩამოიყვანოთ მწვრთნელი, მიბაძეთ გორელებს. ყველაზე მეტად ბათუმის გასვლა მეჯერა და ყველაზე ნაკლები შანსი დილას ქონდა კენჭისყრის შედეგებით. სირცხვილია უკვე მერემდენეთ გეგუჩაძე აფლავებს ბათუმს.მგონი მწვრთნელებშია ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება. აგერ დილამ დაამტკიცა, რომელსაც ეტყობა მწვრთნელის ხელი. ორივე დიმაოს მწვრთნელები გასაყრელები არიან.
• ირაკლი
არა შეჯდა მწყერი ხესა!!!!
• Mr.kostaia
"მადლობა" ბათუმის დინამოსაც. ნეტა რა საჭიროა და რა აზრი აქვს საქრთველოს ჩემპიონატის ჩატარებას. უეფა შენს დედას გავარტყი ,დაასანქცირე ჩვენთან ფეხბურთი.
• კახა
ძალიან აღელვებული ვწერ,ხუმრობად ნუ მიიღებთ ან უარი ვთქვათ ევრო ტურნირებზე და ან არ გვქონდეს პრეტენზია ერთი ეტაპის გავლაზეც(ვთქვათ როგორც გიბრალტარის ან ანდორის გუნდებს აქვთ)თუმცა ააქვთ კიიი??????))) და რაც უფრო ეგზოტიკური ქვეყნები შეგვხვდება ყოველ წელს კარგია,ბიჭები იმოგზაურებს და ქვეყნებს დაათვალიერებენ.
• კონსერვატორი
საღოლ გეგუჩ შენზე მაღალი არ გააკარო გუნდს ვესი დაგეკარგება.
• კახა
რად უნდა ამას ბევრი სჯაბასი ტოტალიზატორი იყომარეს შემდეგ ეტაპზე ვინ მისცემდათ ესეთ კუშს დაღუპულია ქართული ფეხბურთი
• RX
• კონსერვატორი
არადა რა უდიდესი ფეხბურთელები დაიმატა ბათუმმა და მაინც ვერ გავიდნენ .ვაწაძე რაც უზბეკეთი მოიარა სულ უფრო დაემსგავსა ირმა ინაშვილს . საღოლ გეგუჩ შენზე მაღალი არ გააკარო გუნდს ვესი დაგეკარგება.
• შაკო
გეგუჩაძე out
• სიმართლე
პირველ რიგში ნახევარი გუნდი ბალასტია , გეგუჩაძეზე აღარაფერს ვიტყვი , შეხედეთ დილას ბევრად მწირი რესურსით და ნორმალური მწვრთნელით სწორ ფეხბურთს თამაშობს , ფიფიას და ბერიძის გასაგონად ნორმალური მწვრთნელები მოიძიეთ ...
• დავითი...
კაი კაცო.... არ იზავდნენ მაგენი მაგას...გასაკვირია რაღაც...ამ ორივე დინამომ რავა ერთნაირად ჩაისვარეს... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
• შახრუდინი
და გაუკვირდა ვინმეს რამე?ბათუმის მფლობელებს მოგმართავთ კიდე თქვენც გაგიკვირდათ რამე?ზურიკო ალთუნაშვილი კუპატაძე აზაროვი ამ ფეზბურთელების წასვლის შემდეგ ვინმე ნორმალური დაიმატეთ?რამის იმედი გქონდათ?როგორც მოემზადეთ ევროთასებისთვის აგერ სახეზეა)
• ნოე
პეტიცია რომ დავწეროთ ქართველებმა და ოკეანეთის ზონაში გადავიდეთ ოღონდ ტაიტი მაკაო ვირჯინიის კუნძულები და მისთანანნი არა,სადმე იქნებ პოლინეზიის კუნძულებზე ვინმე ტომი გამოვჩხრიკოთ და იმათ ვეთამაშოთ არ გაითვალისწინებენ?
• აქაური
აგე ტორპედოც ალაგებს ბარგს უკვე, დაისვენეთ ბიჭებო!!!
• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
Sanam am rusul logos ar moicilebt tqve unamudiebo ikamde iknebis aset dxeshi .xmerti iyureba zemodan . Namdvili qartuli gundi dxes ki gavida
• ჯორჯო ბიძია
გადით ეხლა შვებულებაში, ხო სულ მაგას ნატრობდით ისედაც..ცოლ შვილი წაიყვანეთ ზღვაზე..
• 123
არაქ ფეხბურთი ქართველების სპორტი, მერქმდენედ დამტკიცდა. ფეხბურთის ნაცვლად ინვესტიცია რაგბში გავქკეთოთ.
• ღადაობთ?
ერთი კარგი სიტყვა გვაქ...ფარჩაკები!!!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ორი განსხვავებული ტაიმი - "ტორპედო" "ტირანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ყველას ბოდიშს გიხდით! შედეგი ორმაგად გულდასაწყვეტი ამის გამოა..." - რა თქვა "ტირანას" მწვრთნელმა "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
სტივ კინი: ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ და და შედეგიც მოვა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით