Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.

ლაშა
სალუქვაძეს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ძალიან საეჭვოა მამამისს უარი ეთქვა ბაიერნისთვის. უფრო თქვენი ვერსია არის სარწმუნო.
ტტტ
თუ მასეა უჩივლოს მაშინ ჩაკვემ და მისმა ოჯახმა ცილისწამესთვის სალუქვაძეს, რატომ სდუმან?
მადლობა ფიფიას
რომ აღზარდა ხვიჩა მამარდა და სხვები. ამით ფულს აკეთებს თუ არა მისი საქმე და პრობლემაა, ქართულ ფეხბურთს კი ძალიან ღირებულ საქმეს უკეთებს მიუხედავად იმისა ვინმე ამას ხედავს და აფასებს, თუ არა
რ.კ
ერთი დეტალია ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. ბაიერნმა ჩაკვეს ყიდვა პირველი თამაშის ნახვის მერე გადაწყვიტა შვედებთან U19 ზე.ნამდვილად დირექტორი რეშკე იყო ადგილზე და ის აწარმოებდა მოლაპარაკებას....უბრალოდ მაგ დროისათვის ხელშეკრულებები უკვე იყო მოწერილი გენტთან და შენთანხმება მიღწეული...მამა არაფერ შუაშია ...დინამომ თითონ იჩქარა ჩემპიონატის დაწყებამდე ფეხბურთელის გაყიდვა.....ვინ კითხავდა მამას ბაიერნში მის გადასვლას....დინამო შეეცადა საქმის უკან დატრიალებას მაგრამ ბელგიელბმა უარი თქვეს....ასე იყო ეს....,,მადლობა’’ ფიფიას გადაუხადეთ...შეცდომა იყო საერთოდ ამ დონის ტალანტის ჩემპიონატის დაწყებამდე გაყიდვა...ბაიერნის გარდა ყველა ტოპ გუნდის წარმომადგენელი იყო საქართველოში გენტზე უკეთეს შეთავაზებებს აუცილებლად მიიღებდა...მაგრამ ფიფიამ იჩწარა იფიქრა რომ ჩააგდოს ჩემპიონატი ეს ფულიც არ დავკარგოო...სალუქვაძეს კიდე როგორც მრჩეველს უნდა შეეშელა ხელი ამ სისულელის გაკეთებაში ....რაც შეეხება ფეხბურთელის აგენტებს...მათთვის ეს ბიზნესია და პირველ ადგილზე ყოველთვის თავის ინტერეს აყენებენ და დააყენებენ ....რატომ უნდა დაერწმუნებინა გენტში თუ მიყავდა ვიღაცას გიორგი იმაში რომ რა გინდა გენტში ბაიერნი ჯობიაო და უარია ეთქვა ამით ამხელა თანხებზე რომელსაც სავარაუდოდ დღესაც იღებენ...პ.ს ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს(ფიფიას ეხება)
Shota
ეს რა ბრიყვია!
Stf
შენ რუსეთის შტიკი ხარ სხვას რას იტყვი . არავითარი. ჯერ ერთი ჯუღელმა ჩაიყვანა ხვიჩა რუსეთში. ჯუღელს ენდობოდა უბრალოდ ხვიჩას მამა და იმან დაიყოლიათ. კინაღამ დაღუპეს იქ ძლივს გადარჩა რუსეთში დალპობას. უკრაინის ომი რომ არა ისევ იქ იქნებოდა ძლივს გამოაღწია რუსეთიდან
გიორგი
ჩაკვეს მამას უნდა მოვუსმინოთ, სანამ ამას სიტყვაზე ვენდობით.
G.LA
გამოდის მამას დაუღუპავს ჩაკვეს კარიერა. ბავარია რომ ასე დაინტერესდება და არ გაუშვებ ეს ნიშნავს გეშიანია რომ ვერ გაქაჩავს. შიში კი ანგრევს ადამაინს, რაც მოუვიდა კიდევაც ჩაკვეს.
საქართველო
შენ ფიქრობ რომ გერმანელები და მითუმეტეს ბაიერნი ეგეთი დაბალი დონის კლუბია,რომ 19 წლის ტალატი სკამზე დასვას და განვითარებაში ხელი შეუშალოს?! ბაიერნს ჰყავს U19, Bayern II და არაერთი ფარმკლუბი გერმინიის სხვადასხვა ლიგაში,სადაც შეუძლია ტალანტები ათამაშოს და შემდეგ როდესაც და თუ მზად იქნება ფეხბურთელი დიდ კლუბში დაიბრუნოს.
ვანჩოპე
პარკაძის განათხოვრებაზე ჯერ არ სმენიათ
უვიცი
ბაიერნის განათხოვრებული სად გინახიაო? :D
ზურა
დაგეთანხმებოდით, რომ არა ჩაკვეტაძის აგენტების რეპუტაცია. ასევე კლუბი, რომლის მენეჯმენტიც ბუნდოვანი ხალხით იყო დაკომპლექტებული ,,აღმოსავლეთ ევროპიდან"
დათო
ფიფია რისი მაქნისიცაა ვიცით კარგად, მაგრამ არ ჩანს ამ შემთხვევაში რამეში მტყუანი იყოს. სალუქვაძის ვერსია სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს, ვიცით ვინც ყავს აგენტებათ ჩაკვეტაძეს (მორფინისტი სასტავი). ხოდა იმოქმედა მაგ ხალხმა ,,საკუთარი ინტერესების" შესაბამისად

ადმინ, რეებს ჩალიჩობთ? სად გააქრეთ 2 კომენტარი, რომელიც გამოხმაურებად იდო? აქედან ხომ ვერ წაშლის ჩვეულებრივი მომხმარებელი საკუთარ კომენტარს.
კ ო მ ბ ლ ე
ესეც კაი ჟუკია ხო?! ეგრეც ვიცოდი, სიფათზე ეტყობა..
ლაშა
ჯობია ბაიერნში იყო და გამოცდილება მიიღო, ვიდრე მოცემულ შანსზე თქვა უარი და სხვა არჩევანი გააკეთო. როდესაც რაიმე შანსზე უარს იტყვი, შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ. ასეთი შანსი მქონდა მეც, ოღონდ არა სპორტის მიმართულებით...
დინამოელი
შენ თუ ძალიან ღრმად პატივცემული "ბატონი" რომანის მრჩეველი იყავი მაშინ გასაგებია რატომაც არ შედგა ეს ტრანფერი. და ამ სტატიიდან გავიგეთ, რომ გერმანელს რუმენიგეზე მაგარი რაღაცეები მოუყევი. შესაქები ხარ აშკარად
gio
პარკაძეს მაგ,რო მოგყავთ იმ დროს ჩაკვე რა ფეხბურთსაც თამაშობდა ვინ გაანათხოვრებდაა ძაან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ქონდა რაც შეეხება პარკაძეს ეროვნულ ლიგაშიც არაა მგონი ნათამაშები და ბაიერნის ძირითად გუნდში ვინ ათამაშებდაა
T.q
გამოდის რომ საკუთარ მამას დაუნგრევია ამ მაგარი ტალანტის კარიერა! როცა კონკურენციის შეგეშინდება იქ მთავრდება შენი კარიერაც!
ირაკლი
პარკაძე,მამარდაშვილი,ამათ რა პესპექტივა აქვთ ბაიერნში???
Olee
რა გჭირთ ხალხო, შეცდომა რომ იყო ახლა მაინც ხომ ვიცით ამ გადმოსახედიდან. რომც გაენათხოვრებინათ, გენტზე ნაკლებ გუნდში ნაღდად არ გაუშვებდა, და რა იცი იქნებ ტრავმა სულაც არ მიეღო.
Master
ბაიერნს გენტი არჩიეს,7 წლიანი კონტრაქტი გააფორმებინეს,დატრამვეს,არასწორად უმკურნალეს,დასტრესეს,მოატარეს მეორე ბუნდესლიგა და სლოვაკეთი,ნაკრებიდან ამოაგდეს,ახლა კიდე ჩემპიონშიპში გაუშვეს კეთილისმსურველებმა.ნიჭიერი და ყოვლისმცოდნე ხალხი ვართ ქართველები აშკარად...
გიორგი IV
ერთი სული ქონდა ფიფიას მაყუთი აეღო.ვინც მეტი შესთავაზა იქეთ გაუშვა.რათ უნდა ზღაპრები და რუმენიგეები ამას?!
ა, ძმაო, შანიძე ვინაა ამასთან?!
შეცდომაა: მერე მათი სამწდიცინო სტაფი პირველი როა არც კი გცოდნია. სწორია: მერე მათი სამედიცინო სტაფი პირველი რომ არის, არც ეს გცოდნია. მექანიკურ შეცდომას შევეშვათ. ასეთი ერუდირებული ჟურნალისტები რომ გვყავს, იმიტომაც არის საქმე კარგად. ყველას რა თქმა უნდა არ ეხება, მაგრამ უმრავლესობამ ელემენტარული გრამატიკა არ იცის.
ქუთაისი
ეს სალუქვაძე არაა კარგი ადამიანი. ბოღმაა და ამპარტავანი. ჯერ ერთი, ჩაკვეტაძის მშობელი ჩაკვეტაძისთვის არის "მამამისი", ამისთვის კი ბატონი მერაბი. ეს სალუქვაძე იყო, ჩაკვეს ტრამვის შემდეგ რომ თქვა- საქართველოს ჩემპიონატში მოუწევს ჩამოსვლაო... თურმე რაში ყოფილა საქმე.. ბოღმა და პატარა კაცი.. ჩაკვეს მშობლები მოიქცნენ სწორად... მაგ ასაკში ფეხბურთელს განვითარებისათვის უპირველესად სჭირდება თამაშები... ბაიერნში კი სათადარიგოშიდაც არ ჩასვამდნენ. გადავიდა გენტში, სადაც გახდა წამყვანი მოთამაშე და მისი სატრანსფერო ფასი გახდა 15 მილიონი. შემდეგ გადავიდოდა კარგ კლუბში20-21 წლის ასაკში.. რომ არა ის საბედისწერო ტრამვა... სხვათა შორის გენტსა და დინამოს შორის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჩაკვეს შემდგომი ტრანსფერიდან 30 პროცენტი ეკუთვნის დინამოს... პროფან სალუქვაძეს ისიც არ სცოდნია რომ ამ პუნქტისთვის ჭერი არის 30 პროცენტი და ასეთი კაცი აწარმოებდა მოლაპარაკებას ტრანსფერზე.. ბაიერნი თურმე არ უშვებს ფეხბურთელებს იჯარით, ეს ხომ უბრალოდ ტყუილია... და თუ მართლა უთხრეს ეს გერმანელებმა, მაშინ უბრალოდ მოატყუილეს როგორც არიფი.. სალუქვაძეს რომ რამის შნო ქონოდა და აზრზე ყოფილიყო, მაშინ უნდა ემუშავა გერმანელებთან, რომ აეყვანათ ჩაკვე და გაეშვათ იჯარით ისეთ კლუბში, სადაც ითამაშებდა... ეს რა კაცი და პიროვნებაცაა, მარტო იქიდანაც ჩანს, თუ როგორ საუბრობს და რა გამომეტყველებით.
laziale
სულ არ გაანათხოვრეს პარკაძე ავსტრიაში....
კახა
სალუქვაცე,საკუქვაცე,
ამაშია საქმე
კარგად იცოდა ბაიერნში სხვა დატვირთებია და როგორც ამბობენ ცოტა ზარმაცია ამიტომაც არ წავიდა.გგონიათ ბაიერნში უკეთესი გახდებოდა?
guga
100%
Irakli Apkhaidze
და საერთოდ რო არ გაგეყიდათ მინიმუ 1 წელი მაინც, სანამ 18 წელი არ შეუსრულდებოდა და მერე უფრო ძლიერი და ფასნამატით გაგეყიდათ ვერა? და საერთოდ იმ წელს, გაანახევრა რაღაცას დამგვანებული გუნდი ფიფიამ და მერე მწვრთნელ გაუშვა (თან არაერთი, მიყოლებით) არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო. როგორ ვერავინ ურჩია ამ კაცს რამე ჭკვიანური, ან კიდე თუ მაგარი ბიზნესმენია, როგორ ახერხებს, რომ მის აკადემიაში გაზრდილი მარგალიტებით, კაპიკს ვერ შოულობს?... ხვიჩა დინამოს აკადემიიდან წამოვიდა და ფულები, საიმანოვმა, რუბინმა, ბათუმმა და ჟურელმა გაჭრეს. ტოჟე მნე ბიზნესმენ... ეგ არი რუსული ბიზნესის მარგალიტი...
guga
მაინც მგონია ცოტა წაუმიუნჰაუზენა და წაუსუპერმენა. ერტი კიდე, მითხრეს, როდის იყო ჩვენ ფეხბურთელს ვანათხორებდიტო და ახლა არ გაანათხოვრეს პარკაძე ავსტრიის მეორე ლიგის ადმირაში?..
ბაბუაწვერა
ბაიერნი რო გიწვევს და გენტში გადადიხარ იმიტომ რო მერე ბაიერნში გადახვიდე საოცრებაა პირდაპირ. სულ რო მესის დონეზე ითამაშოს და ღმერთმა ქნას,ბაიერნის დონის გუნდში ვეღარ მოხვდება-ღმერთმა ქნას ვცდებოდე
gio
შენ ხო წერ სამაგიეროდ თავანკარა ქართულით? "სჭვრეტავენ" "აბავს"
ბმბ
დარწმუნებული ვარ, თვითონ სალუქვაძე მპასუხობს, ისეთი ბოღმა ტიპია. სხვამ არა მგონია ასეთი წუწუნა ტიპისთვის რომ თავი შეიწუხოს. წერა-კითხვა ვინ იცის და ვინ არა რომ გაიგოთ, მაგის კომენტარებს მოუსმინეთ.
ilar10N YouTube
ჩაკვე ვოტფორდშ გადავიდა ახალი ამბავია !! აეეეეეეეეეე გილოცავთთთთ
suxumchanin
წაკითხულის აღქმის უნარი რომ არ შეგიძლია შენი კომენტარიდანაც ჩანს. სად ნახე სალუქვაძის ხაოუგობა, დავრწმუნდი ბევრად უფრო პრაგმატულია ვიდრე ისინი ვინც ერთჯერადად ფულის მიღებით ჩაკვე გენტში გაუშვა. ჯერ ერთი ბაიერნის რეჟიმში გიო სუპერფეხბურთელი გახდებოდა და მერე მათი სამწდიცინო სტაფი პირველი როა არც კი გცოდნია.
კაი ერთი
სალუქვაძე ყოფილა ბოღმა თურმე! მეტი ვერაფერი დაინახე ? ბიჭი რომ დაღუპეს მისმა ახლობლებმა თავისი პირდაპირ ვთქვათ უტვინობით, ან სხვა მიზეზით, ეგ არაა მთავარი?! ბაიერნი გიწვევდეს და გენტში წახვიდე ამას ხომ მოფიქრება უნდა. დავუშვატ და გაეშვათ იჯარით, სათამაშო პრაქტიკისათვის (თუმცა ამასაც არ აპირებდნენ) მაინც ბევრად უკეთესი იქნებოდქა ვიდრე გენტთან ხანგრძლივი კონტრაქტი. როგორც ვატყობ ეს გაუგებარი ამბები კიდევ გრძელდება რადგან ამ ყველაფრის მერე, რაც გენტთან დაემარტა, აღმოჩნდა რომ კიდევ გაუგრძელებია კონტრაქტი და ეხლა გაუგებარია რა იქნება გიორგის თავს. საერთოდ ერთხელ აგეღოტ ინტერვიუ და აეხსნა ეს გაუგებარი რაღაცეები!
გგ
იუთუბში მოიძიეთ, დილეტანტიზმი -რამაზ ჩხიკვაძე და ყველაფერს მიხვდებით… დილეტანტები ყველგან, ბავშვთა მწვრთნელებიდან დაწყებული ვითომ აგენტებად დამთავრებული… მოლაპარაკებები ხელოვნებაა და მას ცოდნა და უნარი სჭირდება. ფულზე დახამებული მრჩეველები კი რომლებიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და სულ არ ანაღვლებთ რა იქნება ხვალ, რა უკუ შედეგს მოიტანს რადგან ვერ სჭვრეტავენ ამდენს, უცოდინარობით სწორი ანალიზის გაკეთება არ შეუძლიათ… ჯაკობიასგან ჯუღელი თქვენ გგონიათ დიდად განსხვავდება ? არ დაწყებულიყო ომი და სად იქნებოდა ჩვენი ხვიჩა ღმერთმა უწყის… ბევრს რომ ყოყოჩობს და თავი სუპერაგენტი რომ ჰგონია 1-2 სიტყვას რომ ვერ აბავს გამართულად. მოკლედ, იმედი ბოლო კვდება და მე მაინც მჯერა რომ ჩაკვე ფსიქოლოგიურად დაძლევს ბარიერებს და დაგვიბრუნდება ჩვენი ვარსკვლავ-ბიჭუნა უფრო მაღალ დონეზე ვიდრე აქამდე იყო!
გ.შ.
სად დაინახეთ ხალხნო ამის ამ სიტუაციიდან ფეხბურთელის ინტერესი??? საერთოდ უკანა კი არა და რომელ პლანზეა ვერ გაიგებ, ფინანსებზეა ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა, ანუ მთავარი დიალოგის არსი: ფინანსური მხარე, იმიტომაცაა რაცააა
გიორგი
მე ვერაფერს ვიტყვი ლევან სალუქვაძის განცხადებაზე, და იმაზე რა ახსოვს ზუსტად რა არა მაგრამ, რაც შეეხება ბაიერნის განათხოვრებულ ფეხბურთელს,ბაიერნმა სულ ახლახანს ლუკა პარკაძე გაანათხოვრა ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში თუ არ ვცდები.
Vasili
სალუქვაძეს ქეცბაიას მიმართებაში არ ვეთანხმები არასდროს და მაგარი აცდენილია მაგ თემაში და ჯიუტობს ტყულად, ამ ინტრრვიუში ისიც თქვა რომ არაა ბედნიერი იმ ამბით რომ ასეთი აურზაური გამოიწვია მისმა კრიტიკამ./ რაც შეეხება ჩქჯვეტაძეს ვინც სრული გადაცემა ნახა, იქ არაფერი ბოღმა და ღვარძლი არ იგრძნობოდა, ჩაკვეს მიმართ, რაც მართალია მართალია! და ეგ ფული თავის ჯიბისთვის კი არ მიქონდა, დინამოს სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას და რქც ხეირი იქნებოდა ფინანსური ისევ თბ.დინქმოს ბიუჯეტზე აისახებოდა./ წაკითხულს ყოველთვის მონასმენი ჯობია,/ აქ დანანებით და გულდაწყცეტით საუბრობს და არა ნიშნისმოგებით.
მმმ
სამწუხაროდ მეც ასე ვფიქრობ რა თასმამდეც უნდა ასულიყო ვერასოდეს ავა.პირველ რიგში და მთავარი რაც გენტმა უქნა იმას არ უზამდნენ ბაიერნში,ოდნავი საშიშროებაზეც მკურნალობას დაუწყებდნენ.ახლა კი პრაშჩაი ბავარია და მაგნაირი გრანდები.ყველამ იხეირა გიორგის გარდა.მაგარი ტალანტი დაიკარგა
beqa
ბაიერნი რო გეპატიჟება, უცბათ გენტში გადახვალ სათამაშო პრაკტიკის გამო რო ბაიერნში გადახვიდე:))))) უცნაურია
ბმბ
აი, თურმე რატომ გააკეთა ისეთი ღვარძლიანი განცხადება თავის დროზე სალუქვაძემ, როცა ჩაკვემ ტრავმა მიიღო: ეს ალბათ ისევე სადმე საქართველოს ჩემპიონატში მოუწევს კარიერის გაგრძელებაო, როგორც არაერთხელ გვინახავსო, არადა სულ ახალი მიღებული გქონდა ტრავმა და ცოტა უცნაურად და გაუგებრად ჟღერდა ასეთი განცხადება, ეს რა ბოღმა ტიპი ყოფილა, ვერც გაიხარა იმის მერე ჩაკვემ, ეს კიდევ გულს იფხანს ალბათ ახლაც. თურმე რა ფული დაუკარგავს ტიპს და რაზე ყოფილა გაბერილი. მიდი ჩაკვე, მარტო ამის ჯიბრზე უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი.
giga
რაღაცეებს არამბობს ბოლომდე, აგენტმა შეაცდინა და ფული აქვთ აღებული, ფიფიასაც გენტი უფრო აწყობდა ლევად აიღებდა ფულის ნაწილს რასაც ბაირნს ვერ გაუბედავდა. გერმანელები გაოცდნენ გენტში იმიტო მიდიხარ ბაიერნში რო მოხვედეო
Lobotka
აქ რომ წერთ ზღაპრებიო და იტყუებაო.... აი რატო უნდა მოიგონოს ამხელა ტყული? მამის უარი მე მგონია უფრო ფინანსური თემა იქნებოდა რაც კატასტროფული შედეგით დამთავრდა. უდიდესი ტალანტია და პიროვნულადაც მგონია კაი ტიპია,მაგრამ რა ფეხბურთიც მისი მონაცემებით უნდა ეთამაშა,სამწუხაროდ ვეღარ ითამაშებს ალბათ... ნეტა ვცდებოდე...
ქუთაისი
თუ რამე უკეთებია სალუქვაძეს ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, ჩაკვეტაძეს ბაიერნში გზავნიდა, დინამოს ფულს აშოვნინებდა, თვითონ ალიანს არენაზე ლოჟაში რუმენიგეს გვერდით და დეტალები არ ახსოვს.თურმე... 20 თუ 25 პროცენტი... 500 ათასი თუ რაღაც სხვა... გგონიათ მართლა არ ახსოვს?!... არ მწამს ასეთი არა გულწრფელი და წატრიპაჩო ტიპების... რაც თვითონაა ისე გამოვიდა ეს საქმეც... ამიხსნეს, რომ 50 პროცენტს არავინ მოგცემთ ევროპაშიო.. კაცი ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებდა და ის არ იცოდა რომ მაქსიმუმ 30 პროცენტი იწერება ამ დროს კონტრაქტში... ჩაკვეტაძის მამას ეს კი არა, ვინმე ავტორიტეტი უნდა დალაპარაკებოდა... ის გერმანელები თუ ასე იყვნენ დაინტერესებული ჩაკვეტაძით, ამის გარდა რამე სხვა კანალი ვერ მონახეს?!..ეს კიდე ოჯახს აბრალებს... ოჯახის კი არა და არაპროფესიონალიზმის ბრალია... როცა კაცს თავის ადგილი არ უკავია ცხოვრებაში.
ელგუჯა
რაღაც ბოდვას უფრო გავს, დავიჯერო ისეთი სულელია მამამისი ბაიერნს და გენტს შორის სხვაობას ვერ ამჩნევს? თუ თავისი შვილის მტერია? რა ვიცი, რა ვიცი. ისე სად გინახავთ დინამოდან პირდაპირ დიდ გუნდში გადასული ფეხბურთელი? ეს ერთი შანსი იყო და ისიც თურმე მამამ ჩაშალა, ეს ზღაპრები თქვენნაირებს მოუყევით. დინამოში და საერთოდ ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ეს კიდევ სხვა თემაა...
H
ისეთ აზრებს აფრქვევთ და აკრიტიკებთ მშობლებს ვითომ ბაიერნში დაზღვეული იქნებოდა ტრავმებისგან. გენტში მისი პრობლემები გაუთავებელი ტრავმების და შესაბამისად ფსიქოლიგიური ჩავარდნის შემდეგ დაიწყო თორე არავის ძალით არავის გაუფუჭებია მისი კარიერა. თავიდანვე ნდობა გამოუცხადეს და ძირითადში ჩასვეს. იმ მომენტისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან გენტი კარგი ტრამპლინი იქნებოდა, რომ არა ტრავმები. სალუქვაძის ინტერვიუდან ის გამოჩნდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ ფეხბურთელის ინტერესების და მხოლოდ დინამოს მისაღებ მოგებაზე მიდიოდა ლაპარაკი. ან ეს სისულელე რამ ათქმევინა 4 წელი რომც არ ათამაშონ გენტი მაინც წაიყვანსო. ალბათ გენტმა ძირითადის გარანტია მისცა მშობლებს და ამიტომაც არჩიეს ეს ვარიანტი. არამგონია 18 წელს მიუღწეველი ჩაკვეტაძე ვინმეს ბაიერნში ეთამაშებინა. გრანდში გადასვლა საერთოდ არ ნიშნავს წარმატებულ კარიერას. ათეულობით პერსპექტიული ახალგაზრდა გვინახავს გრანდებს, რომ გაუფუჭებიათ და დაკარგულან.
გელა2
იყო და არა იყო რა....
ლაშა
საღოლ მშობელო, საშვილიშვილო "საქმე" კი გაგიკეთებია საკუთარი შვილისთვის!
ტაჰამატა
ჩამოიყვანონ გიორგი საქართველოში და ტორპედოში ათამაშონ.კარგი მწვრთვნელი ყავს ტორპედოს და აათამაშებს. არაბიძე გიგაური შერგელაშვილი ჩაკვეტაძე აკბარი მაგარი ნახევარდაცვა შეიქმნება.არაბიძემ კინის ხელში მაგრად მოუმატა და ეს კიდე დასაწყისია
დათო
სალუქვაძე ჩარჩიხსრ და მატყუარა
ლაშა
გაცილებით ჭკვიანები აღმოჩნდნენ კვარაცხელიას მშობლები! ამ ბიჭს მემგონი საკუთარი თავის არ სჯერა ისე ეტყობა სიფათზე და რავიცი, ალბათ ამიტომ გვიჭირს ჩვენ მისი დაჯერება მისი შემდგომი ზრდა-განვითარების. ღმერთმა ქნას ვცდებოდე...
₾ადო
ქართული სიხარბე. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს მამამისი. ბაირნზე მაღლა რაღა იყო ან არის. დაუღუპია ბიჭი...
შახრუდინი
თავისიანებს დაუღუპიათ ეს ბიჭი და რა გინდა რო ქნა აჰა))გადასულიყო მანდ და ეხლა იქნებოდა ხვიჩაზე მაღალი დონის!ბაიერნში ის სწორად განვითარდებოდა და ასეთ ტრავმებს არც მიიღებდა….ის კონსულტანტი დამაჭერინა ვინც მამამისს ბაიერნზე უარი ათქმევინა და გენტი აარჩევინა…
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
"ბაიერნის" სამიზნეები გამოიკვეთა - სიმონსი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტომას მიულერი სერია A-ში გადაბარგებასთანაა ახლოს
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება
"ჩვენ ისეთები გამოვიარეთ და ვნახეთ, რომ ამასაც როგორმე გადავიტანთ..." - ლევან სალუქვაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა