ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, „ჟალგირისის არენა“ პირთამდე გაივსო. მცირე ტრავმის გამო ჩვენს ეროვნულ გუნდს ბითაძე ვერ დაეხმარა. მასპინძლები სამი მეოთხედი უკეთ თამაშობდნენ, 17 ქულით წინ იყვნენ და საქართველოს ნაკრებმა წაგებული მატჩი კინაღამ შემოატრიალა.

მეოთხე პერიოდი ზუროსის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს, ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება შეძლეს, შემდეგ შერმადინმა მეხუთე პერსონალური მიიღო, მაკფადენმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო წამზე დიმსამ ორქულიანი ჩააგდო და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შენგელია იყო (პლუს 4 მოხსნა და 7 პასი), მამუკელაშვილმა 19 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა და შერმადინმა - 18-18, სანაძემ და ცინცაძემ - 5-5, ჯინჭარაძემ - 4, ტურძილაძემ - 2, ანდრონიკაშვილმა კი - 1. ლიეტუველთაგან ვალანჩუნასმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო იოკოუბაიტისმა - 19.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 აგვისტოს რიგაში, ლატვიასთან ჩაატარებს.

გუჯი
შემგელია ცვლის ამინდს. მის გარაშე ვართ რაც ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე- საშინელება
ვვვ
ლიკლიკაძე რა კარგი ყოფილა, კაცო. ფსიქოლოგიურად თუ მზადაა (ლიეტუვაში მზად იყო), ჩემი აზრით, წასაყვანია
ვატო
საქართველოს მოქალაქეა, ორმაგი მოქალაქეობა აქვს. და რაც არ იცი, ნუ წერ. ჯიბრში უდგება საქართველოს ფედერაცია და მაგ ერთმანეთთან გაზაობამ დაღუპა ზუსტად, ქართული სპორტი და მთლიანად ქვეყანა.
ვატო
კომენტარებში ზოგი ისეთ რამეს აკრიტიკებს, რომ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ეგვიპტესთან მატჩი იყო საწვრთნელი, რომელშიც ძირითადი ბირთვი ისვენებდა. შესაბამისად, გამოიცადნენ სარეზერვო კალათბურთელები. მათგან სამი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ მოხვდება. ლიტვასთან აღარ წაუყვანიათ და უკვე საქართველოში არიან. ახლა დარჩენილია 15 კალათბურთელი, საიდანაც საბოლოოდ 12 შეირჩევა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე წავა. რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს. ის ავსტრიის მოქალაქეა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის თხოვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობასა და ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე. შესაბამისად, მასზე, როგორც საქართველოს ნაკრების პერსპექტიულ მოთამაშეზე საუბარი ზედმეტია. გუშინდელი მატჩი უნაღლეს დონეზე ითამაშეს და არა მარტო ბოლო მეოთხედი. მთელი მეორე ტაიმი იყო ძალიან კარგი. უნდა გაითვალისწინოთ, მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და თავისუფლად შეიძლება ითქვას, საკალათბურთო ქვეყანა იყო. მწვრთნელის ქმედება თითქმის უნაკლო აღმოჩნდა და გაამართლა, როგორც თამაშში, ასევე ანგარიშში. ბოლო მეოთხედში დაცვაშიც კარგები იყვნენ. მთავარია, მსგავსი თამაში მომავალშიც აჩვენონ
ქომაგი
რაში სჭირდება ნაკრებს ცინცაძე, თუ ანდრონიკაშვილი და ლიკლიკაძე გვყავს? მესმის, რომ იყო მომენტი, როცა მასზე უკეთესი არ გვყავდა და მაგ პერიოდის ყოველი წუთისთვის მადლობა, მაგრამ დღეს ვეტერანთა მატჩის ფორმაშია ტიპი, ძლივს დადის, დაცვაში ნულია საერთოდ და ვიღაცასთან რომ ძმაკაცობს, ეგ უნდა კმაროდეს ნაკრებში გამოსაძახებლად. უნდა შეველიოთ, მიუხედავად სენტიმენტებისა და თვითონაც უნდა შეელიოს ნაკრების წევრობას. სირცხვილიცაა, სისულელეებს რომ აკეთებს და მსაჯებს აბრალებს მერე თავის სისულელეებს.
kostaias
ბეჟანიშვილმა თავად ამჯობინა საქართველოს მოქალაქეობას ავსრიის და ფედერაციას რა უნდა ექნა? თან ეგ პოზიცირად თოკოს და მამუს ადგილას თამაშობს და ვერცერთს ვერ ჯობია და სახვეწარიც არაფერია.
Mr.kostaia
მეოთხე პერიოდმა ძალიან გამაოცა, 102 ქულა ჩვენმა ნაკრებმა ბოლოს როდის ჩააგდო, ვერ ვიხსენებ, თოკო თუ ჯანზეა, ჯობია წინ არ დაუდგე, სანდრომ უნდა მოუმატოს,ერთი კარგი გამთამაშებელი ცინცაძის მაგივრად, დაგვხატავდა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
Mr.kostaia
არავის არ ეწყინოს, მაგრამ ტურძილაძეს, ბექაურსა და ბურჯანაძეს ვფიქრობ აჯობებდა გიორგი ბეჟანიშვილი...აწი რა აზრი აქვს,ვერაფერს შევცვლით, უბრალოდ იმაზე მწყდება გული კარგი ქართველი სპორტსმენები სხვა ქვეყნის სახელით არ უნდა გამოდიოდნენ და გადაჯიშებულ,გარუსებულ(ფეხბურთელი მარადიშვილი მყავს მხედველობაში),რომელთაც ქართველის იოტისოდენა დნმ-ი საერთოდ არ გააჩნიათ,გვარის გარდა, იმათ ვებღაუჭებით როგორმე მოქალაქეობა მივცეთ, რათა ნაკრებში ვათამაშოთ. მესმის ისეთი ფასდაუდებელი და თავის პოზიციაზე ჩვენებურებზე უფრო ძლიერი სპორტსმენები თუ იქნებიან, კიდევ ჰო, მაგრამ ასეთები შეინახონ თავიანთ ქვეყანაში
თენგო
ახლა, ურემი უკვე გადაბრუნებულია და ყველა მაგრები ვართ. ძალიან კარგი იყო გადამწყვეტ მეოთხედში დავადებილეთ ასეთი ძლიერი გუნდი, და მოგებაც შეგვეძლო კიდევ მოუმატებენ. მაგარია
დიმა
მიუხედავად წარმატებული მეოთხე მეოთხედის, ნაკრებში ბევრი პრობლემაა: ქულებიდან 85 ოთხმა კაცმა მოაგროვა, დანარჩენებმა ერთად 17. კოლექტიური, კომბინაციური თამაში, სამქულიანები, დაცვა, ბურთის დაკარგვა კვლავ პრობლემად რჩება. სასიამოვნოდ გამაკვირვა ლიკლიკაძემ. მართალია ქულა არ აუღია, მაგრამ კარგი იყო. ტურნირის მსვლელობისას 4-5 კაცით ფონს ვერ გავალთ. მამუკელაშვილიც მომენტებში საერთოდ დაკარგული იყო. ნაადრევად ირწმუნა ლიტვამ გამარჯვება და კინაღამ დავსაჯეთ. შემდეგ თამაშში უფრო გამოჩნდება ჩვენი პლიუს-მინუსი.
Givi
თურმე 3 ქულიანები შეგვძლებია! და რა ღმერთი გაუწყრათ შარშან ევროპაზე? ისე დაცვაში სუსტად ვთამაშობთ და ეს არ არის ახალი ამბავი ზუროსის ხელში...
SLR
მომკალით და მგონია, რომ მამუს სათანადოდ ვერ იყენებს ზუროსი, რაღაც უნდა მოიფიქროს, თორემ ასეთი მოთამაშის გამოუყენებლობა არ იქნება.
სვანსკი
პრობლემაა დაცვა და სათადარიგოები, საჭიროა მაღალი კლასის სათადარიგო გყავდეს შეიძლება პირველ ხუთეულს მეორე ხუთეულმა აჯობოს. ჩვენ შემთხვევაში პირველს ძალები არ ყოფნის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
Joo
Satadarigoebi verafers aketeben burts saertod ver agdeben.albat yvelaze susti satadarigo skami gvyavs
ნუგზარი
ბეჟანიშვილი თამაშობს 4-5 ნომრად. ამ პოზიციაზე გვყავს შეაბამისად, მამუ - თოკო და შერმადინი - ბითაძე. გვიჭრს 3 ნომერი - მსუბუქი ფორვარდის პოზიცია (მამუს უწევს ზემოთ აწევა და თამაში, რაც არ არის მისი კლასიკური პოზიცია, სხვა არც არავინ გვყავს). და 1 ნომერი გამთამაშებელი. ერთი მსროლელი მცველიც არ გვაწყენდა თედოს შემცვლელად. ბეჟანიშვილი ვერ უშველის საქმეს.
G.LA
მე-3 პერიოდში მეგონა 20 ქ მეტს წავაგებდით. ამიტომ ძალიან კმაყოფილიც კი დავრჩი ასე გულდასაწყვეტად რომ წავაგეთ. ლიტვა გრანდებს განეკუთვნება. იმედია ჩვენები კიდევ მოუმატებენ ასეთი მე-4 პერიოდის შემყურეს გამიჩდა იმედი. ვნახოთ ლატვიასთან როგორ ვითამაშებთ. წარმატება ბიჭებს.
სოსო
თავის მოტყუება არ ღირს,დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს და შეტევის ორგანიზებაშიც.ლიტველებმა,თამაში მოგებულად ჩათვალეს და ამის შემდეგღა შევამცირეთ,სხვაობა!უკვე დავიმკვიდრეთ,რომ ბოლო შეტევას,ჩვენ ვაფუჭებთ და მეტოქეს ვაგდებინებთ.მამუკელაშვილმა,სულ ცოტა სამჯერ ჩააბარა ბურთი მეტოქეს,როცა ფარქვეშ შედიოდა და ტყორცნის სანაცვლოდ,ვითომ თავისიანს უპასა,სინამდვილეში კი,მეტოქეს გადასცა.საერთოდაც,ძალიან ბევრი დაკარგვა დავაქუჩეთ
A
ცინცაძემ კარგადაც რომ ითამაშოს დაკარგვებით და გარბენებით მაინც ზარალია
simartle
ამხანაგურია მაგრამ 17 ქულით ჩამორჩენა კეიპ ვერდესთან და ვიღაცეებთან იმედია არ მოხდება:) ეგვიპტესძტან რა მოხდა არ ვიცი ალბათ ფარაონების ბრალი იყო:)
ნიკოლოზი
კარგი რა ზუროს!!! ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სამწვრთნელო შტაბი უკვე მერამდენედ სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებს!!! 24 წამი ქონდა ლიტვას შეტევისთვის და ჩვენებს ბურთის გამოტანისთანავე უნდა აეღოთ ჯარიმა! ლიტვა ვერ ისროდა ჯარიმებს კარგად სა შეიძლებოდა მინიმუმ ერთი გაეფუჭებინათ ან ორივე! ჩვენ შეტევისთვის გვექნებოდა 20 წამი! თუ ლიტვა ერთ ჯარიმას მაინც გააფუჭებდა იძულებულები იქნებოდნენ დაზღვევის მიზნით ( რომ ბოლო წამებზე 2 ან 3 ქულა არ მიეღოთ კალათში და ჩვენი ნაკრები წინ არ გასულიყო) თვითონაც აეღოთ მალევე ჯარიმა. ჩვენები კარგად ისროდნენ და 2 იდან ერთიც რო ჩაეგდოთ სტატუსკვო აღდგებოდა 2 სან 2 ის ჩაგდებისას წინ გავიდოდით ერთი ქულით! იმ შემთხვევაში კი თუ ლიტვა ორივე ჯარიმას ჩააგდებდა და წინ გავიდოდა 2 ქულით ჩვენ გვექნებოდა შეტევისთვის 20 წამამდე და შევიდოდით ფარზე ბოლო წამებზე ნაღდი 2 ქულიანისთვის ჯარიმის ზღვარზე რომელსაც შეიძლებოდა მოყოლოდა +1 და გავსულიყავით წინ ბოლო წამებზე ან მინიმუმ 2 ქულის აღებით გადავიდოდით ოვერტაიმში!!!! ამნიუანსების გათვლა დავიჯერო ასე ძნელია? მეტოქეს გადამწყვეტი შეტევისთვის 24 წამი რო არ უნდა დაუტოვო და თამაშის ბედი არიოლ-რეჟკაზე ( იქნებ სროლისას ააცილონ და ბურთი არ ჩავარდეს) არ უნდა ააგდო!!! მერამდენედ უკვე!!!
Mr.kostaia
მარადიშვილის გაქართველებას ცდილობენ(ზოგადად ვამბობ) სულით რუსის და ბეჟანიშვილი, საქართველოში დაბადებული გაზრდილი ავსტრიის სახელით უნდა გამოდიოდეს თქვე მამაცხონებულებო?! რამდენს აჯობებდა ის ჩვენს ნაკრებში...
ბნელი გრუზინი
რავიცი ლიეტუას გასვლაზე 100+ ქულას რომ ჩაუგდებ თემაა. თან იმის გათვალისწინებით რომ ბოლო მეოთხედს 82:65 იწყებ(პლიუს ბითაძე არ გაკლია)
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ბრავო, ბიჭებო!
მ.მ
ძველებურად ვთამაშობთ, ეიფორიულ/ქაოსურად…
ბესო
ძაალიან მაგრად ვითამაშეთ ! მადლობა ბიჭებს ! ბევრად უკეთ გამოვიყურებით , ვიდრე ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ . მსოფლიოს დაწყებამდე , დარწმუნებული ვარ კიდევ მოვუმატებთ . ერთ რამეს შევცვლიდი მარტო ... პირველი არხის კომენტატორებს , ძალიან დიდი პესიმიზმი მოდის და მაგიტომ
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ზუროსმა საქართველოს ნაკრები "ჟალგირისის არენაზე" ავარჯიშა
ევრომასპინძლები: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ზუროსი: დაცვაში აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია