კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ მოთამაშეების ძალისხმევით. მეორე თამაში და პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მეორე ნახევარში ძალიან კარგი კალათბურთი შემოგვთავაზა. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთესი დაცვა. ეს ის სათამაშო კომპონენტია, რომლის გაუმჯობესებაც გვმართებს. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იმ გუნდებს, რომლებიც კარგ დაცვას ითამაშებენ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებათ.

დაცვის გამოსწორება დიდ ენერგიას, კონცეტრირებას საჭიროებს. აუცილებლია უკეთ მოვხსნათ ბურთი. ბოლო წამზე მეტოქის მოხსნა გამოგვეპარა და თამაში სწორედ კონცენტრირების ნაკლებობის გამო დავთმეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის შემართებით და ძალისხმევით, მოხარული ვარ ახალგზარდების თამაშით. მუშაობა უნდა განვაგრძოთ".

Lasha
Boisa latariashi moviget cincadEsavit?
სოსო
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თამაში გვიდასტურებს,რომ საქართველოში,კალათბურთელებს საბაზისო ცოდნას და უნარებს საშუალო დონეზეც კი არ ასწავლიან.მთელი ნაკრები,ერთი-ორი უფრო ნიჭიერის იმედზეა და მერე,უცხოურ კლუბებში მათი გადაგზავნით,მათზე ზრუნვისგანაც ხელს იღებენ.ნაკრებში მისულ კალათბურთელს,იქ მხოლოდ ტაქტიკაზე უნდა ჰქონდეს სამუშაო,მაგრამ როცა ქვეყანაში გამთამაშებელი ვერ გაგიზრდია და საერთოდ,უკანა ხაზი,მხოლოდ ფორმალურად გყავს,რისი იმედი უნდა გვქონდეს?მამუკელაშვილზე დავწერე,სამჯერ,ფარზე წასულმა,სხვას უპასა და მეტოქეს მიაწოდა მეთქი,ბურთი.ასეც იყო,მაგრამ იძულებით სხვა პოზიციაზე თამაშობდა და ეს შეცდომებიც,უფრო ამისი ბრალი იქმნებოდა.ვეტერანი ლიდერები,როდემდე გაქაჩავენ?ცინცაძე,ასაკიდან გამომდინარე,ვეღარ ჰქაჩავს სიჩქარეებს,მაკფადენი,უფრო მსროლელია,სხვა კი,ვინ გვყავს?რატი,ძალიან სუსტია გათამაშებაში,ლიკლიკაძე კი,მომეწონა,მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა!ძალიან ბევრს ვცდებით,ვკარგავთ უაზროდ და უმიზეზოდ.ესეც ხომ კლასი,უფრო სწორედ კი,უკლასობაა.მებრძოლი ბუნება ძალიან კარგია,მაგრამ მხოლოდ მაგის იმედზე,ვერაფერს მივაღწევთ.გამთამაშებლის არ ყოლის გამო კი,ჩვენი მაღლების უნარების სანახევროდ გამოყენებასაც კი ვერ ვახერხებთ.ჩემპიონატზე,გაცილებით უფრო მჭიდროდ დაგვიწყებენ თამაშს და ალბათ მეტოქის ნახევარზეც გაგვიჭირდება,ბურთის გადატანა.როგორც რაგბიში,კალათბურთშიც,მიზანმიმართულად უნდა დაიწყონ,კონკრეტული ამპლუის კალათბურთელების გაზრდა.დღეს მხოლოდ ცენტრებს ვზრდით,ჩვენ კი,უკანა ხაზის კადრების მომზადება გვჭირდება ძალიან სასწრაფოდ.ჯერ დღევანდელი ცინცაძე რა არის და მის უკან,კიდევ უფრო უარესობაა.გიორგისთან არავითარი პრეტენზია არა მაქვს,ამდენი წელია,ემსახურება ნაკრებს,მაგრამ უამრავი ტრავმა გადაიტანა,აღარც ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს,რომ ფიზიკურად კარგად იყოს მზად და ასაკიც უკვე სოლიდური აქვს,რომ მხოლოდ მისგან მოვითხოვოთ,გუნდის თრევა.მის უკან კი,ვაკუუმია.წავა ეგეც ნაკრებიდან და მერე უფრო გამოჩნდება,რა უფსკრულშიც ვართ.
დავითი
ვინმემ იცის ბერიშვილს ტრავმა აქვს თუ რას ნიშნავს მის მიმართ იგნორი? ევროპაზეც ვინები ათამაშა და ბერიშვილისთვის წამი არ მიუცია. არადა თუ წაუვიდა,ნაკრებში საქმიანობის ერთერთი საუკეთესო მსროლელია მაკფადენთან ერთად . მსოფლიოში მაგის სამიანებით გავედით,ისლანდიაში ზედიზედ რომ ყარა,როცა ვაგებდით !
პაატა
აი ვინც DD-ს წინა კომენტარი არ მოიწონეთ დაწერეთ რაში არ ეთანხმებით! სრული სიმართლე დაწერა ადამიანმა და გასაგებ ენაზე გადმოსცა ძირითადი პრობლემები! ზუროსი არის ევროპული კრიტერიუმებით ჰა და ჰა საშუალო დონის მწვრთნელი და რატომღაც ჩვენში მაღალი დონის მწვრთნელად მიიჩნევენ… ანუ ისევ და ისევ არაკომპეტენტური ხალხი აკეთებს ამას! გურასპაულის პრეზიდენტობიდან დაიწყო ფედერაციის დეგრადაცია და სანიკიძემ საერთოდ დააგვირგვინა! მოსამზადებელ თამაშში ვის ჭირდებოდა შენგელიას 30 ქულა??? მარტო მაგაში ჩანს ზუროსის მოჩვენებით წარმატებებზე ორიენტირებული მიდგომა, ბოისას მწვრთნელობა საერთოდ “მოვლენაა” … მცოდნე ადამიანები ბევრად უკეთეს დღეში ამყოფებდნენ ჩვენს კალათბურთს, მაგრამ რას იზავ?! ის ხდება აქაც რაც ჩვენი ყოფიერების უმეტეს სფეროში, დაბალი კვალიფიკაციის ადამიანების აღლუმია…
რა მაფიაა?
სხვაგანაც გაიჟღერა ამ იდეამ და საფუძველშივე არარეალურად არასწორია... ერთიც რო ჩაეგდოთ უკვე აუცილებლად ჩასაგდები გვექნებოდა ჩვენ, ასეთ დროს უბრალოდ გაათმაგებულად კარგი დაცვა უნდა ითამაშო, ნიჩიაზე ჯარიმას არავინ იღებს
dd
ვინმემ ამიხსენით, სად ნახეთ ახალგაზრდები? ერთადერთი ლიკლიკაძე ათამაშა, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დანარჩენი 2 დებიუტანტი არ გამოუყვანია. მე ჭკუის სწავლებას ვერავის დავუწყებ, მაგრამ თუ დამისაბუთებთ, რომ არასწორად ვმსჯელობ, მივიღებ და გავჩუმდები. 1. რისთვისაა ამხანაგურები? იმისთვის, რომ გამოსცადო ახალი მოთამაშეები, სქემები, კომბინაციები და ა.შ. ლიკლიკაძის გარდა ის ყბადაღებული „ახალი სისხლი“ ნახეთ? თუ ისევ 5 კაცით აპირებს ზუროსი თამაშს, ჯერ 1 ეს შედეგს არ მოიტანს და მეორეც მაშინ დანარჩენების წაყვანას რა აზრი აქვს. განა უკეთესი არ იქნებოდა ასეთ თამაშებში გამოგვეცადა ახალგაზრდები? გამოცდილების, ან თუნდაც ფსიქოლოგიურად მომზადების თვალსაზრისით უკეთესი არ იქნებოდა შენგელიას ბოლომდე გამოწურვას ვინმე ახალწვეულისთვის დაეთმო რამდენიმე წუთი? სად არის აქ ლოგიკა. 2. 3 ნომრის პრობლემა. გუშინდელ თამაშში, ნომინალური 3-იანი არ გვყოლია. და ამ დროს ბერიშვილი სკამზე იჯდა. ზუროსს უნდა მამუსგან რაღაც მანქანებით სამიანის გამოდნობა მაგრამ რით ვერ მიხვდა, რომ არ გამოდის. მთელი ევროპა გადააყოლა ამ ექსპერიმენტს (იქ ბურჯანაძე იყო 4-ზე) და აქ იგივეს აკეთებს ჯიუტად. თუ მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი შენგელია გადიოდა, მამუ ეგრევე უმატებდა და გაცილებით ეფექტური ხდებოდა. რატომ? პასუხი გასაგებია მგონი. მე თუ ვხედავ, ზუროსის ტვინში რატომ არ შედის ეს? 3. გამთამაშებელი. ცინცაძე არ არის ეფექტური გამთამაშებელი და არც არასდროს ყოფილა. იგივე შეიძლება ითქვა ანდრონიკაშვილზე. რომელსაც როგორც იქნა მურსიაში ასწავლეს ზოგჯერ პარტნიორისთვის პასის მიცემა. ლიკლიკაძე ძალიან მომეწონა, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და გამოუცდელი. მსროლელზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სანაძეს ძალიან აქვს მოკლებული და ვრჩებით მობერებული ტადის იმედზე. ნამუსი რომ ქონდეს ჩვენს ფედერაციას, დიდიან-პატარიანა ყველა გადადგებოდა, ჯერ 1 იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1 საშუალოზე საშუალო დონის გამთამაშებელი ვერ გაზარდეს და მეორე რა გახდა მაკფადენის შემცვლელის მოძებნა. 4. მწვრთნელი. ვინმე ნახეთ საქართველოს თამაშში რაიმე სქემა ან მონახაზი? დაცვაში ვთამაშობთ კატასტროფულად, ვიღებთ უაზრო ჯარიმებს, ვკარგავთ ბურთს. ვერ ვკეტევთ პერიმეტრს. შეტევას რაც შეეხება, აქაც არანაირი სქემა არაა. გუშინ, ბურთების 95% მოთამაშეების ინდივიდუალური მოქმედების შედეგია. ზუროსი, თავისი შტაბიანად არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური. აბა სხვა რას უნდა ელოდო, როცა მოადგილედ ბოისას დაუნიშნავენ. მარკოიშვილზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კარგი იქნებოდა ნაკრების მწვრთნელობამდ ჯერ ელემენტარული მიღწება მაინც ქონოდა საკლუბო დონეზე. 5 ფედერაცია. ჩემი აზრით კალათბურთის ფედერაცია არის ყველაზე კორუმპირებული, თავხედი და უნამუსო, რომელიც შეგნებულად ბლოკავს კალათბურთის განვითარებას საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია ეროვნული ლიგის საუკეთესო ქართველი კალათბურთელების არ გამოძახება ნაკრებში, ახალგაზრდული ნაკრებების კატასტროფული გამოსვლა, ხოლო აპოთეოზი ბოისას ნაირი ხალხის სათავეში ყოფნა. ძალიან გთხოვთ გამომიქვეყნეთ, ამდენი ტყულად ხომ არ ვწერე.
ზესტაფდონი
ისე ბოლო შეტევისდროს ჯარიმაზე რო გვეთამაშა არ იქნებოდა ურიგო..ვერ ისროდნენ პერსონალრებს და კი შიძლებოდა გაეფუჭებინათ და ჩვენც დრო გვრჩებოდა შეტევისთვის....
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ზუროსმა საქართველოს ნაკრები "ჟალგირისის არენაზე" ავარჯიშა
ევრომასპინძლები: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
საქართველოს ნაკრები კაუნასში სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო [VIDEO]
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას