გიორგი ჭიაბრიშვილმა "დინამო თბილისი" დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად "დინამო" ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოზაძემ და ალექსანდრე ინწკირველმა დატოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში "ლურჯ-თეთრებმა" მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართა.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ."

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

FC Dinamo Tbilisi

სიმართლე
ტაბიძეს მოუყვანეთ გამოცდილი კაი მცველი მაგარ დაცვას ჩამოაყალიბებენ....შემტევები კაარგიი 2 მაღალი დონის ესპანელი ბრაზილიელი იყოს კარასკო ჩისკო ვინმე ისეთი რო თავის ქვეყნიდან კარგი ფეღბურთელები ჩამოიკვანოს აკადემიიდან რო გამოჩნდება ვინმე კაი ბავშვი ეგრევე ნუ გაყიდი აცადე ცოტახანი და რაღაციქნება გუნდს მინიმუმ 5 წელი უნდა შეინარჩუნო ბირთვი...დინამო კაი გუნდია მაგრამ გამოკვეთილი ლიდერი აკლია მაგალითად ერთს გეტყვით ეხლა რო გაყიდა სიგუა არ უნდა გაეყიდა 2-3 წელი აცალაე 5 მაგად გაყიდი მაგრამ ფიფიას ურჩევნია დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს და ეგ ტეხავს არადა პირიქით მაგარი იქნებოდა ქალაქისთვისაც კარგი გუბდი რო გვყავდეს სიტყვაზე ლოკომოტივი უზველესი გუბდია საბურთალომაც რო შეინარჩუნოს ბირთვი იმენა მაგარ წარმატებად მიახწევს ატვეჩაივარ
Mr.kostaia
უნდა დამეწერა კარასკოს აწინაურებენ-თქო დინამოს აკადემიიდან
აკადემია
ეს კარგია რომ წავიდა.დოლიძე ისიც ხომ მიზანმიმართულად ანგრევს დინამოს,სახელს უტეხს
ბეჟო
ალილუია! ეს ვიტჯორიას დამხმარე სამწვრთნელო შტაბი მეორედ მოვიდა, პირველად ჩხეტიანის დროს იყვნენ და მაშინაც ასე საშინლად ათამაშეს გუნდი და იმედია აღარასოდეს დაბრუნდებიან! პ.ს. დინამოში უნდა იყოს დინამოელი!
Mr.kostaia
ამბობენ კარასკოს ავითარებენ დინამოს აკადემიიდანო. ეს საკმარისი არაა ,თუ არ გადაახალისეს შემადგენლობა,.ყველა უცხოელი ვინც დინამოს ჰყავს,ყველა გასაშვებია, პლუს ამას ზოგი ქართველიც არ აკმაყოფილებს საშუალო დონესაც... ახალი მწვრთნელი კი კარგია,მაგრამ გუნდს სჭირდება კარგი სელექციონერი, რომ მატარებელს ჩამორჩენილი უცხოელები კი არ დაიმატოს გუნდმა, არამედ საშუალოდ ნორმალურები მაინც. მოკლედ, ახალ მწვრთნელთან ერთად გვჭირდება ახალი ფეხბურთელებიც ახლავე და არა ევროპული ტურნირების წინ ვიღაცას რომ დაიმატებენ და დააბოლებენ გულშემატკივრებს. მაგრამ 8ზამს ამას ფიფია? რაღაც მეეჭვება
Mamuka
აუცილებლად გამოცდილი უცხოელი
თენგაბი
ასეთი უსუსური თამაში უკვე ეჭვს აჩენს და რამდენიმეჯერ გაჟღერდა, რომ ფიფია ყომარობს ტოტალიზატორშიო, მწვრთნელთან შეთანხმებით, გარანტირებულად დებს დინამოს წაგებაზე და ამ ბიზნესში ჩაბმულია მთელი ფედერაციაო. ბევრს ასეთი რაღაცეების არ ჯერა, მაგრამ სადღაც თურმე ასეთებიც ხდება. არ ვიცი, რა ვთქვა ... აქ გაიჟღერა კობა ჟორჟიკაშვილის კანდიდატურამ. არასოდეს დამავიწყდება მისი გაწვრთნილი რუსთავის და ალბანური ტეუტას მატჩი. ამ მატჩში იყო ყველაფერი, რაც თანამედროვე ფეხბურთს ამშვენებს - ჩვენი ფეხბურთელების იდეალური გახსნები, დროული პასები, უბურთოდ მოძრაობა, კონტრშეტევები. თუ არ ვცდები, სახლში 6-1 მოვიგეთ, გასვლაზე, 3-0. ერთხელ ვკითხე ბატონ კობას, რატომ არ გაგრძელდა ამ სტილის და ხელწერის სრულყოფა-თქო. ბატონმა კობამ მიპასუხა, იმისათვის რომ გუნდი სრულფასოვნად გამოიყურებოდეს მარტო ტექნიკა, ან მარტო ტაქტიკა ან ფიზმომზადება არ ყოფნის. საჭიროა ერთი სრულფასოვანი ციკლი მაინც. მე ამის დრო არასოდეს მქონდაო. სულ სეზონის მსვლელობაში მიწევდა კორექტივების შეტანაო. პლზენთან შეხვედრაში აშკარად გამოჩნდა ჩვენი ფიზმომზადების დაბალი დონე და მიუხედავად აზრიანი თამაშისა და გაბრძოლებისა, რუსთავმა პლზენთან თამაშები დათმო. გულშემატკივართა ერთი ჯგუფის სახელით სახალხო წინადადება შემომაქვს, დავნიშნოთ ჟორჟიკაშვილი დინამოს მწვრთნელად, სულ მცირე ერთი წლის ვადით და მივცეთ საშუალება თავისი იდეები განახორციელოს. თვეში ერთხელ გულშემატკივრებს შეგვხვდეს და მოსამზადებელი სამუშაოები გაგვაცნოს. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრების ჩართულობა და სამწვრთნელო შტაბის თანამშრომლობა თბილისის დინამოს ახალ ეტაპზე აიყვანს და შემდგომ ციკლში სულ მცირე ჯგუფურ ეტაპზე გაგვიყვანს.
შახრუდინი
გეთანხემბი)როგორც აზერბაიჯანმა გააკეთა უძლიერესი გუნდი ყარაბახი და დღეს აგერ კი ვხედავთ დაიბრუნეს კიდეც ყარაბახის მიწა)))ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშბნელობა….ჩადოს ფული ბიძინამ თუნდაც გაგრა რომაა გუნდი იმაში ან სოხუმი და გაქაჩონ როგორც ყარაბახი მაგრამ ვაიშ მეტ…..არც სააკაშვილს უყვარდა ფეხბურთი არც ივანიშვილს და არც შევარდნაძეს კიდევ მანამდე….ერთი კაცი ხო ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში ფეხბურთო რომ უყვარდეს ისეთი ვაი ჩვენს ბედს…..იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ საქართველოში ხალხს ფეზბურთში წარმატება აერთიანბს და აბედნიერებს…აი თუნდაც ბიძინამ რომ ააყვაოს თბილისის დინამო და გახადოს დინამო ზაგრების დონის მაინც და ყოველ წელს ლიგაზე გავიდეს ის ამით ხალხის ხმებსაც მოიგებს…მე პირადად მივცემ ხმას ფეზბურთის სიყვარულის გამო…მაგრამ მაგდენს ვერც ხვდებიან
სიმართლე
ყავდეს ამას ეს გუნდი მაგრამ ბიზინამ იცი რაჯობია გააკეთოს ცხინვალის გუნდი სოხუმია გუნდი და გაიყვანოს ლიგაზე და დაანახოა რი ქართული გუნდია და ქალაქია სიტყვაზე სოხუმი ამით ბევრი რაღაც გაკეთდება
qomagi
“დინამო” ფიფიას, დოლიძის და უვარგისი ფეხბურთელების გარეშე!
Jango
ურთიერთარათავსებად და დაბალი პასუხისმგებლობის ფეხბურთელებს გვარდიოლა და სპალეტტი რომ მოუყვანო, მაინც არ უშველის, პირველ რიგში კოლექტივია მანდ სრულიად გადასახალისებელი, სელექციონერებს არა შეწყობადობით არამედ ფას-ხელფასით მოჰყავთ ახალი ფეხბრუთელები და ვღებულობთ აჯაფსანდალს!
ლაშა
არადა დემჩენკოს ბიჭი დინამოს აკადემიაშია... შეიძლება სცადოს კიდეც ფიფიამ გადაბირება, მაგრამ დინამო ისეთ დღეშია, მაგას მწვრთნელი ვერ უშველის ვინც არ უნდა მიიყვანო. ათწეულებია ეს კლუბი ჭაობში იძირება!
Dato
ტოპ-5-თის, გუნდების 3-4-ლიგის გუნდები არადაა, პორტუგალიის ჩემპიონატის 3-4-ლიგის გუნდების მწვრთნელად მგონი გაართმევს თავს გიორგი. პიროვნება ძალიან კარგი ადამიანიაა, განათლებულიი. მაგრამ, ფეხბურთის ცოდნა სხვა რამეა გიო. იმუშავე დიდ მწვრთნელებთან, და დარწმუნებული ვარ რომ მერე გაართმევ კარგად თავს ამ სფეროში. გია გეგუჩაძესთან პრაქტიკის გავლა არარის საკმარისი ხომ ხედავ? ასე რომ დრო არ დაკარგოო, წადი სადმე ან ჰოლანდიაში ან და ბელგიაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, და მერე კლუბის თავკაცობა კი არაა, ნაკრებიც შეგიძლია ჩაგაბარონ.......
ირაკლი
აგერ აიღო პასუხისმგებლობმა კაცმა და წავიდა კაცურად. მიიღოს მაგალითი გეგუჩაძემ და დატოვოს დინამო ბათუმი!.. მერამდენე სეზონი უნდა შეწირონ კიდე?!.. ვერ შვება ვერაფერს ევრო ტურნირებზე. მაგას რომ ხელფასიაქვს იმ ხელფასად ნორმალურ შვეიცარიელ მწვრთნელს მოიყვანდა კაცი გუნდში. მაგალითად ზეიდლერი სენტ გალენის მწვრთნელი, ძან მოუხდებოდა დინამო ბათუმს მისი შემტევი ფეხბურთი
დინამოს ფანი
ათასი ოქრო იმას, ვინც ფიფიას მოგვაშორებს!
Lasha
Bidzima archhvenebi tu ginda moigo iyide dinamo tbilisi shen ar ici fexburti qartvelebistvisb ras nishnavs yvela codvas gapatieben.
The
არცერთმა ქართველმა არ უნდა იმუშავოს ფიფიასთან თუ სინდისი აქვს. ფიფია იძულებული უნდა გახდეს რომ დინამო გადასცეს ვინმეს! გაყიდვას სცდილობს ათეულობით მილიონად!
SS
ყაზახებთან დაგჭირდათ ალბათ
kaxa
მარტო მწვრთნელი კი არა მთელი გუნდი დასაშლელი და ახალი გუნდია გასაკეთებელი.მანდედან თუ რომელიმე ფეხბურთს თამაშობს და არ ვიცი მე რაა......
მიხაელ
მე დაგიწერე მინუსი და ვეცდები აგიხსნა. მიმაჩნია ცუდ მაგალითად ვიღაც მეცენატის და 1 ბიზნესმენის ლოდინი და ალბათ აჯობებს ველოსიპედის ახლიდან მოგონებას ვნახოთ მაგალითები თუ რომელმა ქვეყნებმა 0დან შექმნეს პროფესიული ლიგა და გახადეს წარმატებული . პირადად მე ძალიან მომწონს MLSის მართვის მოდელი და მიმაჩნია საქართველოს მსგავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში იქნებოდა იდეალური და ამას გარდა თუ მასობრივი გახდებოდა ფეხბურთი(ზოგადად სპორტი სკოლებსა და უნივერსიტეტებში) პ.ს. იმედი მაქვს საიტის ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს.
ემილი
რა შედეგებსაც 'დინამო' ანახებს, მწვრთნელი საერთოდ რად უნდა? თუ მეპატრონე და მიდგომები შეიცვლება, მაშინ კი
გიუშა
მატლის გუნდსო))))
dila
დემჩენკოს სადაც არის იქ უნდა იყოს!!! დემჩეს აქამდე მოსასვლელად უდიდესი შრომის გაწევა მოუწია, და საკმაოდ დიდი გეგმები და პროექტი აქვს დილასთან ერთად ჩაფიქრებული, გორში ანდრეი ყველას ძალიან უყვარს და პირიქით ანდრეისაც ძალიან უყვარს გორი და გორელები. ერთი სიამოვნებაა იმის ნახვა ქალაქის ქუჩებში მოსეირნე დემჩენკოს და ნებისმიერი გორელის შეხვედრა, განურჩევლად სქესისა და წლოვანებისა, რა უნდა დინამოში? რო სამ თვეში გაუშვას ფიფიამ? გულშემატკივარი დინამოს არ ყავს! დილას ვარჯიშებზე უფრო მეტი ხალხი დადის ვიდრე დინამოს თამაშებზე. ანდრეის თუ კარგი ევროპული წინადადება არ ექნება არ წავა სხვა ქართულ გუნდში დარწმუნებულები იყავით. ის გორის დილას მთავარი ვარსკვლავია!!! ასე რომ ბათუმის და თბილისის დინამოს გულშემატკივრებო ტყუილად ნუ ოცნებობთ დემჩენკოზე!!!
მამუკა
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა
დათო
დაუნიშნეთ ვინმე უკრაინელი!!!
გიორგი
საფეხბურთო ქვეყანა ვართ ძმაუ, მერე რა რომ გლდანისხელა ქვეყნის ჩემპიონი, მეთევზეებით დაკომპლექტებული გუნდი, შაბათობით რომ თამაშობს გასართობად, ძირითადი სამსახურიდან თავისუფალ დროს, უგებს ჩვენს ჩემპიონს! გერმანია/ინგლისი/ესპანეთ/იტალია/პორტუგალია/საფრანგეთ-ჰოლანდია-ხორვატია კი არა, ალბანეთი პოლონეთი ფინეთი თუ ნორვეგია სათხილამურო ქვეყნებია, მაგნიებმა რა იციან ფეხბურთი, ჩვენ ვართ ძმაუ საფეხბურთო ქვეყანა! მიდი გამოუშვი ბიუჯეტიდან ერთი 500 ლიმონი, იქნებ ფარერების ჩემპიონს მაინც მოვუგოთ
100%
დღეს ფეხბურთი საქართველოში არის, წამგებიანი ბიზნესი. ამიტომ სჭირდება მეცენატი, პატრიოტი მეცენატი, რომელიც დროს არ მიაქცევს ყურადღებას და ფულს თვლას არ დაუწყებს, იმ დღესვე. აქედან გამომდინარე, გუნდი (სახელს არც ვაფიქსირებ, იმიტომ რომ მე რასაც ვეძახი, ადმინი არ უშვებს.) უნდა გაიყიდოს!
ახალი სისხლი
ნორმალურები საქართველოში არ არიან! ყველა ყარტაყურტაა! ერთ გუნდი ვერ ივარგა,მეორეში გადაჰყავთ, მერე იქაც ვერ ივარგა მესამედში, და არის წრეზე ტრიალი
ნუკრი
რა ჯანდაბად გინდათ ეს ლეგიონერები?რომელმა დაგიდოთ ოქროს კვერცხი?ერთმანეთზე უტვინო,ზარმაცი და უმაქნისია ყველა.ათამაშეთ ამბიციური ადგილობრივი ახალგაზრდობა,ოღონდ ის პირობა ჩაუდევით,რომ 2 წლის მანძილზე ბაზაზე იცხოვრონ,კვარასავით დღე და ღამე ივარჯიშონ,9 პირი ტყავი გაიძრონ,ტონობით ოფლი ღვარონ და ამა ქვეყნის ცდუნებანი-მანქანა,კლუბი,სასმელი ცნობიერებიდან ამოაგდონ და რაც მთავარია ღირსეულად გადაუხადეთ.ასე დადგება შედეგი.არა და გაგ...თ წარამარა
ლაშა
კობა ჟორჟიკაშვილი!
გრიგოლი
ქეცბაია მოიყვანეთ
Alia
დემჩენკოს შეუთანხმდი ფიფია მომავლისთვის, ახლა აბა როგორ თორემ ხო. დროებითი დანიშნე ვინმე და მოიყვანე დემჩენკო, თუ გინდა რამე საერთოდ.
დათო
ქართველი მწვრთნელები რაც არ უნდა კვალიფიცირებულები იყვნენ მარტო იმაში არიან დამნაშავეები რომ ამ უსაზიზღრეს ფიფიასთან იჭერენ საქმეს. ბორდი არ მიდის? ბორდთან ურთიერთ შეთანხმება არ იქნება? ბორდი ბორდი
გუჯი
ეს იგივეა მძიმედ დაავადებულ ადამიანს რომ პატარა მეჭეჭი მოაჭრა. ამ გუნდის კიბო არის ფიფია და ის თუ არ წავა ვინც გინდა გაუშვი და გამოუშვი
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
გუცაევი!
beqa
მწვრთნელი მაინც მოიყვანეთ ნორმალური
დავით
ჭიაბერაშვილის წასვლა არ უშველის დინამოს ფიფია შენ გეხება ყველაფერი.
Aba hee
100% სწორი გადაწყვეტილებაა,გეგუჩაძესაც ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო
დინამოელი
რატომ წავიდა, მოხდა რამე?
გიზოგ
მწვრთნელის გაშვება კი არ არის მთავარი, ამაში ფიფია ძალიან მაგარია, მთავარია ძლიერი და მაღალკვლიფიციური მწვრთნელის მოყვანა, რომელსაც უკვე აქვს დამტკიცებული თავის კვალიფიკაცია.
bejo
შოტლანდიელი მოიყვანეთ იქნება ბრძოლა ასწავლოს გუნდს... წესით აქეთ უნდა ვასწავლიდეთ მაგრამ რადგან დავბეჩავდით სჯობს ცხადაძე ისე გაუშვეს რომ რავიი ... გუნდი ჩამოაყალიბა და ევროთასები არ ჩაატარებინეს ... რაღაცას მაფიოზობს ფიფია აშკარად არ უნდა რომ გუნდმა რომელიმე ეტაპი დაძლიოს , ეს ამბავიც გასკდება ადრე თუ გვიან ...
ტორპედო
დარჩია გია არ წახვიდე, გვჭირდები!
დაშალეთ დინამო
ეხლა გამოვა ფიფია და გაახალგაზდავებას ვიწყებთო აგერ ნახეთ .ერთი და იგუვე კარუსელი
ბადური
აქამდე რას აკეთებდა,გაგი მარგველაშვილი არ დაავიწყდეს
უნივერსალი
დინამო თბილისს არაფერი ეშველება, სანამ ფიფია არ დატოვებს!
nika7
დოლიძე რჩება?
kesha
აი ესეთი უნამუსობა არ ვიცი რა, მერამდენე მწვრთნელია ესე რომ ემშვიდობებით და პრეზიდენტიდან დაწყებული დირექტორებით დამთავრებული პასუხისმგებლობას თავს არიდებთ. უნამოსუბაა თან მაგარი.არ უნდა გაჩერდეს ხალხი სანამ უფროსობა არ აიღებს პასუხისმგებლობას თორემ ისევ იგივე წრეზე წავა ეს ყველაფერი!!!
mirian
მწვრთნელების ცვლის მაგივრად მენეჯმენტს მიხედონ და დროზე გაასხვისონ რეალურ ფასად და პირობებით გუნდი. დინამოს ასე დაბეჩავება არავის ეპატიება!!!
ირაკლი
ფიფიას ხელში აზრი არ აქვს ვინც არ უნდა უთავკაცოს. ფიფია არის “დინამოს” ავთვისებიანი სიმსივნე.
ლადო
რაც ითამაშეს ასე მწვრთნელის გარეშეხ ითამაშებნდენე. ფეხბურთელები მოიყვანეთ ნორმანული ეგ ჯობია.ერთ წრეზე რომ დადის დინამო. ისეთი ფეხბურთელი ვინც იცის დინამოს ღირსია და სირცხვილის გრძნობა აქვს
Ნიკოლოზი
ფიფია თუ არ მოცილდა არაფერი შეიცვლება, არაფერი
roma bejanidze
გეგუჩაძე იქნებ მიგებაძა. სწავლა სიბერემდეა და შენი ყოფილი შეგირდისგან რომ რაღაც ისწავლო ხომ შეიძლება.
dato
10 კაციან მატლის გუნდს რომ გოლს ვერ გაუტან მთელი ტაიმი, მგონი საერთოდ უნდა დაანებოის თავი მწვრეთნელობას
Givi
ცხადაძე ან არველაძე, დემჩენკოც შეიძლება მაგრამ დილას ვერ მიატოვებს ამ ეტაპზე ალბათ.
სიმართლე
მწვრთნელების ცვლა გუნდს არაფერში არ შველის ავიღოთ დილას ტრენერი ფეხბურთელები თუ არ შეინარჩუნე და გაყიდე თამაშების წინ ვერანაირ წარმატებას ვერ მიახწევ ისე დაუთმეთ აკადემისს ფეღბურთელებს დრო უფრო მეტი აზრი არაქვს თუ კარგი ლეგიონერები არ მიახმარე გუნდს ისეე დარხეული აქვს ქართულ ფეღბურთს
ალეკსანდრე
ვინც გინდათ გამოცვალეთ სანამ გუნდი ფიფიას ეკუთვნის არაფერი შეიცვლება
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა