საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ფიფას (2006-2022) და უეფას (2010-2022) ყოფილი არბიტრი ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს. გამოცდილი არბიტრი დღეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

ჯუნეტ ჩექირმა მსაჯებს სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირს და ზოგადად, სფფ-ის ხელმძღვანელობას. ჩვენ შორის შედგა შესანიშნავი კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც შემომთავაზეს ეს პოზიცია. სფფ-ის ხელმძღვანელობამ გამიზიარა თავისი ხედვა, გეგმები და მოსაზრებები მსაჯობასთან დაკავშირებით. ეს პოზიტიური მიდგომა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ. ჩემს კარიერაში მე არაერთ დიდ მატჩსა და ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის მდგრადი წარმატების მიღწევა იყო. ჩვენი პირველი მიზანიც სწორედ მდგრადი წარმატებისკენ ნაბიჯების გადადგმა იქნება. ჩვენ დავნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს მსაჯთა მომზადებაში და შევეცდებით, მეტი მსაჯი ჩავრთოთ საერთაშორისო მატჩებში. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, მოთამაშესა და მწვრთნელს, საპასუხოდ კი ველით, რომ მოედანზე იგივე პატივისცემა მივიღოთ. ჩვენი მიზანია, ყველა მსაჯი საუკეთესოდ მოვამზადოთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებისთვის, რათა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი იყოს სალაპარაკო თემა. ჩვენ მეზობლები ვართ და მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირები ჩამოყალიბდეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში - ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იქნება“, - აღნიშნა ჯუნეტ ჩექირმა.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საუბრისას მადლობა გადაუხადა მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ მიხეილ მაზიაშვილს, რომელიც ამ მიმართულებას 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა.

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილებას ფიფას გამოცდილი არბიტრი ჯუნეტ ჩაქირი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ თურქი სპეციალისტი საქართველოში იცხოვრებს და ყველა იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომლებიც სფფ-ს მსაჯთა მიმართულების განვითარებისთვის ხორციელდება. რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებიც მასთან ერთად დაინერგება. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან წლების განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე დააგროვა, დადებითად გამოადგება ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში”.

14 აგვისტოდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ხუთდღიან საწვრთნელ, გაცნობითი სახის შეკრებას გაივლიან.

“Პირველი შეხვედრა ტოპ დივიზიონის მსაჯებთან ჯუნეტ ჩექირმა დღეს უკვე გამართა. 14 აგვისტოდან კი 5 დღიანი საწვრთნელი შეკრება გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. Როგორც იცით, გასული წლიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეო რეფერის სისტემა დავნერგეთ. Სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მატჩი ვიდეო რეფერის თანხლებით გაიმართება. Აღნიშნულ შეკრებაზე ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კიდევ ერთ გადამზადებას ბატონი ჯუნეტთან ერთად გაივლიან და სიახლეებს გაეცნობიან, - განმარტა დავით მუჯირმა.

მსაჯებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი - ზაზა ზამთარაძე და მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები.

ცნობილი თურქი არბიტრი 2010 წლიდან რეგულარულად მსაჯობდა უეფას და ფიფას ეგიდით გამართულ მაღალი დონის მატჩებს. მათ შორის:

2012 | ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი

ესპანეთი - პორტუგალია

2012 | ფიფას საკლუბო ჩემპიონატის ფინალი

კორინთიანსი - ჩელსი

2014 | მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი

ნიდერლანდები - არგენტინა

2015 | ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ბარსელონა - იუვენტუსი

2018 | მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი

ხორვატია - ინგლისი

ამას გარდა, ჯუნეტ ჩექირი უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ მატჩებზე დამკვირვებლის სტატუსით მუშაობს, ასევე წლების განმავლობაში სტაბილურად მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩებს. ჯამში, მის გამოცდილებას ზურგს 204 საერთაშორისო და 2001-2022 წლებში თურქეთის სუპერლიგაში განსჯილი 385 თამაში უმაგრებს.

GFF.GE

გიზოგ
არ გადავდგათ ნაბიჯები ამ ჭაობიდან გამოსასვლელად. „ვალენტინ კანსტანტინოვიჩ, ვსიო ხაროშოე დოროგო სტოიტ“.
დათა თუთაშხია
ფედერაცია კლუბებს ვერ აუმაღლებს დონეს, ფედერაციის საქმე რაც არის - ინფრასტრუქტურა, ფაქტია საკმაოდ წინ მივიწევთ ამ მხრივ. მსაჯობის დონესაც თუ ავწევთ, ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დანარჩენი კლუბებმა უნდა იაქტიურონ, თუ კარგი მოედანი გაქვს, მსაჯობაც კარგია, აბა მართლა მუმუ ხომ არ შევა ამათ ნაცვლად სათამაშოდ?
ირაკლი
კარგია! - ცუდი არ არის! მაგრამ, ეს კაცი არის ზეგამოცდილი და უპრფესიონალესი. შესაბამისად, მისი მატერიალური უზრუნველყოფაც მაღალია. მე მაქვს კითხვა: რა საჭიროა ამ დონის სპეციალისტის ჩვენთან მოწვევა სამუშაოდ, როცა უამრავი პრობლემა გვაქვს საკლუბო ფეხბურთში და მსუბუქად რომ ვთქვა, სათამაშო დონე (შედეგებიდან გამომდინარე უმდაბლესი)?
ნიკა
ეს ჯანეტის ვინ არის, ძმა თუ ფანი ???
ზურაბ
მალე რჯულსაც შეიცვლით, მუმუს როგორ ამოადგმევინა ენა ქეცბაიამ, თუ ჩაირთო ვეღარ გააჩერებ.
გენა
ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ რომ თურქი სპეციალისტი მოიწვიეს. იმედია გაუმჯობესდება ჩვენი მსაჯების მუშაობა
გ.შ.
მუჯირო ნაკლები , ნაკლები, ცოტა აბა დაფიქრდი , იქნებ რამეს არასწორედ აკეთებ, სინდის გადახედე, უფრო მეტის და უფრო კარგად გაკეთება ხომ არ შეიძლება, შენ თავზე და პირად სარგებელზე ნაკლები რომ იფიქრო, გეცადა მაინც რავიცი ისე
გიუშა
ახლა მთავარია ჩვენი მთავრობის სახელმძღვანელოდ ერდოღანი მოვიწვიოთ დე ეგაა)))
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
ვინ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი? - ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა