"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის წინ გასახურებელი პირველი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო საფრანგეთისთვის მზადებას კარგად ნაცნობი რუმინეთით იწყებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 12 აგვისტოს, 19 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებს" რუმინეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ, 27-ჯერ უთამაშია. საუკუნეების გასაყარზე ის ჩვენი უმთავრესი მეტოქე იყო და პირველი 9 რკენიდან 7 რუმინელებმა მოიგეს. მერე ქართული რაგბი სწრაფი ტემპებით განვითარდა და ჯამში საქართველოს მეტოქე 17-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 1 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 9 შემთხვევაში რუმინეთმა იმარჯვა. ჩვენ გავიტანეთ 56 ლელო და მივიღეთ 37, ქულები – 561:441.

2018 წლიდან მოყოლებული, რუმინეთი ზედიზედ 6-ჯერ გვყავს დამარცხებული, წელს მარტში „ავჭალაზე“ – 31-7.

3-წლიანი შესვენების შემდეგ (2020 წლის დეკემბრიდან) გუნდს უბრუნდება და თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს მიხეილ ნარიაშვილი. აქამდე მას "ბორჯღალოსნების" კვართი 66 მატჩში მოურგია და 7 თამაში ჩაატარა მსოფლიო თასზე (2015, 2019). ნარიაშვილთან ერთად პირველ ხაზში კვაჭი გიორგი ჭყოიძე და ლუკა ჯაფარიძე იდგებიან.

მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლადო ჩაჩანიძის დუეტს ვიხილავთ. მესამე ხაზში ფლანკერებად თამაშს ოთარ გიორგაძე და მიხეილ გაჩეჩილაძე იწყებენ, შემკვრელი კი ლუკა ივანიშვილია.

შეცვლილია ღერძი და მოედანზე პირველი წუთებიდან გელა აფრასიძისა და ლუკა მატკავას დუეტი გავა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემურ თაფლაძე შეუწყვილდება, ფრთებზე ოთარ ლაშხი და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი მირიან მოდებაძეა.

პირველი ხაზის მარქაფაში შალვა მამუკაშვილი, ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე არიან, მეორე და მესამე ხაზში, შესაბამისად, ლაშა ჯაიანი და გიორგი ცუცქირიძე შევლენ; 9 ნომრის შეცვლაზეა ვასილ ლობჟანიძე, ხაზში კი ლაშა ხმალაძეს და გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო თამაშს ასევე „მიხეილ მესხზე“ 19 აგვისტოს, 19 საათზე აშშ-სთან გამართავს, 26-ში კი შოტლანდიას „მარიფილდზე“ ეთამაშებიან.

12 აგვისტო. "მიხეილ მესხი". 19 საათი

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

Rugby.ge

სოსო
ტრავმის შემდეგ,რეაბილიტაციას ამთავრებს.მესამე თამაშისთვის,სავარაუდოდ მზად იქნებაო!
fani
მთლიანობაშიც მეორე შემადგენლობაა 2-3 გამონაკლისის გარდა
anti
ნინიაშვილი რატომ არ არის?
123
შერკინება აშკარად მეორე შემადგენლობაა.
ნიკა
33-ში არის თედო

აბჯანდაძე არსად ჩანს
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
თსუ-მ ზესტაფონში მარგვეთს მოუგო და სუპერლიგაში პირველ ადგილზე გადავიდა
"ლანსმა" "ჰავრი" დაამარცხა და გალიდერდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან რუსთავსა და თბილისში
15-ქალა | ისტორია ხორვატიით გრძელდება
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს
"ლივერპული" ფეხბურთელებს სწორედ ამ გეგმით იმატებს" - არნე სლოტი მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
შეთანხმება მიღწეულია - ალბერტ რიერა ბუნდესლიგის გუნდს ჩაიბარებს
ევროპა ლიგა. მერვედფინალისტები და პლეი-ოფში გასული გუნდები გაირკვა
[VIDEO] კიტეიშვილს ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "შტურმმა" "ბრანს" მოუგო
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
იური ტაბატაძეს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?