ქართულმა ჯარმა საფრანგეთში მიმდინარე შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ტონგა 67-0 დაამარცხა და მე-5 ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და ჯამში მეტოქეს 11 ლელო გაუტანა. ქართული ჯარი უპირატესობას ფლობდა როგორც ძალისმიერ, ასევე გაშლილ თამაშში. პირველ ტაიმში გუნდმა 6 ლელო გაიტანა და ორი გარდასახვა გამოიყენა, მეორე ტაიმში კი მონაგარს კიდევ 5 ლელო შემატა.

ქართულმა ჯარმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში დიდი სხვაობით მოიგო – ესპანეთთან (87-0) და ტონგასთან, დიდ ბრიტანეთს კი 3 ქულით ჩამორჩა (21-24) და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ავსტრალიას, რომელიც დასკვნით ტურში იაპონიას ჩვენი მატჩის დასრულების შემდეგ ეთამაშა (81-0), გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა საქართველოსთან მიმართებით +9 აღმოაჩნდა და საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, ჩვენ კი მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავედით, სადაც მეტოქედ კვლავ ტონგა გვეყოლება. თამაში 2 სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

მე-5 ადგილის მეორე ნახევარფინალში ახალი ზელანდია ირლანდიას ეთამაშება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 39-24 მოუგო. ფინალი 9 სექტემბერსაა ჩანიშნული.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი

საფრანგეთი. 27 აგვისტო

საქართველო – ტონგა 67:0 (34:0)

საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. გოგა გელაშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა სვიმონიშვილი, 2. დიმიტრი ცაბაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. თორნიკე ზოიძე, 6. თენგო გიგოლაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიგა კაციტაძე, 20. ლევან რატიანი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. თაიგ სქური.

Rugby.ge

ნოდო
ჯერ ერთი ეს თამაში 2 დღის წინ იყო და მერე მეორეც მანამდე ინგლისთან იყო თამაში და ესეთი მიკერძოება არ მინახავს 2 დანიშნული მეტოქეზე ჯარიმა შემოგვიტრილა მსაჯმა და აქედან ერთი იყო მაღალი ბოჭვის ჩვენს მორაგბეზე გასაგდებიც იყო მარა უკვე დაჯარიმებული ინგლისს გადასცა ბურთი იუთუბ არხზე International Defence Rugby Competition 2023 დევს მთლიანი შეხვედრა და მართალია საშინელი ოპერატორი იღებდა მარა ცუდ მსაჯობას მაინც შეამჩნევთ
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
[VIDEO] გულიაშვილის 58 წუთი "გრანადასთან" და "რასინგის" წაგება