ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...

სპორტით დატვირთულ სექტემბერში ფეხბურთს თავისი დიდი ადგილი უჭირავს - საქართველოს ნაკრები ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს, მეტოქეები კი უძლიერესია, ესპანეთი და ნორვეგია. შოტლანდიის ნაკრების შესანიშნავი სტარტის შემდეგ ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეებს ქულები ძალიან სჭირდებათ. ერლინ ჰოლანსა და მის თანაგუნდელებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჟამად კი დრო "ფურია როხას" დავუთმოთ. მუდამ ფავორიტი ესპანელები დაგვიმარცხებია კიდეც, დრამატულადაც წაგვიგია, ბოლო თბილისურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ვიგებდით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი დასანანი გოლი გავუშვით (1:2).

ვილი სანიოლის ტაქტიკა კონტრშეტევებზე საკმაოდ წარმატებული იყო, გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს მისი ხარისხიანად განხორციელებაც გვიჭირს. ობიექტურად, ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი უკვე ძალიან რთულია, თუმცა ამ გზაზე ბოლო შანსებია. გაახალგაზრდავებულ ესპანელებთან ჩვენი შანსი უნდა ვეძებოთ, რომელიც მხოლოდ კვარაცხელიას ინდივიდუალიზმს არ უნდა ეფუძნებოდეს.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადი საკმაოდ გადაახალისა, ახალი სახეები არიან. აქედან გამომდინარე, სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა რთულია. "ჯვაროსნების" დამრიგებელს შუა შესარჩევში ვერც მკვეთრ გადახალისებას მოვთხოვთ და გარკვეული თაობათა ცვლის დროც დადგა. შემადგენლობას თითქმის ზუსტად ვვარაუდობთ ხოლმე და შეცდომების დაშვება არც ახლა გვსურს. თანაც, ჩვენი მიზანი უფრო სიტუაციის ობიექტური ანალიზია.

გიორგი მამარდაშვილი - აქ სამსჯელო არაფერია, "ვალენსიას" კიპერი ბოლო ტურში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პენალტი ორჯერ მოიგერია და თავისი გუნდის სუსტი გამოსვლის მიუხედავად, კარგ ხასიათზეა.

საბა საზონოვი - საბას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი წარმატებული ჰქონდა, ახლა კი კარიერას იტალიის ჩემპიონატში აგრძელებს. უთამაშებლობა უკანასკნელ უქმეებზე და ნაკლებად დამაჯერებელი თამაში ბოლოს მოსკოვის "დინამოში" თითქოს ამის თქმის საშუალებას ნაკლებად იძლევა, რომ საზონოვი პირველივე წუთებიდან ითამაშებს, მაგრამ მისი მონდომება და კარგი ფიზიკური მონაცემები ბევრ რამეს დააბალანსებს.

გურამ კაშია - კაპიტანმა ბოლო ტურში გაიტანა და ამაღლებულ განწყობაზეა. მის ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ გურამს ის უნარები აქვს, რაც ჩვენი დაცვის ხაზს ერთიანს ხდის.

ლაშა დვალი ან ალექსანდრე კალანდაძე - თუ ისევ ვივარაუდებთ, რომ სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას აირჩევს, მაშინ მარცხნივ მას სულ ორი ვარიანტი აქვს. ხოჭოლავა ტრავმირებულია, ტაბიძე და ლოჩოშვილი ნაკრებში აღარ არიან, კვირკველია კი საზონოვის კონკურენტად უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, დიდია შანსი, "აპოელის" მცველი ლაშა დვალი ძირითადში ვიხილოთ. თუკი ვარჯიშებზე შესაბამისი შთაბეჭდილება დატოვა, იქნებ დრო 21-წლამდელთა ნაკრებში წარმატებულ კალანდაძესაც მიეცეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი ან საბა ლობჟანიძე - ვილის მარჯვნივ საკმაოდ ბევრი ფიქრი დასჭირდება. ერთი მხრივ, გოჩოლეიშვილის ბოლოდროინდელი პროგრესი და მეორე მხარეს საბა ლობჟანიძის შესანიშნავი ფორმა და გოლები აშშ-ში. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იქნება, თუ მწვრთნელის აზრით, რომელს აქვს დაცვაში თამაშისა და კონტრშეტევებზე უპირატესობის შექმნის უკეთესი უნარები.

ლუკა გაგნიძე ან გიორგი ქოჩორაშვილი - ქოჩორაშვილი ესპანეთში თამაშობს, თუმცა ამ ქვეყნის ნაკრებთან დებიუტი, თანაც შუა ხაზში, სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეტია შანსი, "ჩამშლელად" სანაკრებო გამოცდილების მქონე ლუკა გაგნიძე ვიხილოთ. თბილისის "დინამოს" საევროტურნირო წარუმატებლობა გულშემატკივრებს ძალიან აბრაზებთ, მაგრამ ამის გამო ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ გამოვა და ამ პოზიციაზე ანზორ მექვაბიშვილიც გამოდის.

ოთარ კიტეიშვილი - ოთო ახლა ფორმაშია, ეს კი შესანიშნავია. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენი ნაკრების შუა ხაზში ბურთით ყველაზე კარგად ის მოქმედებს. სანიოლის სიაში გამოცდილი გიორგი აბურჯანიაცაა, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატში კარგი საგოლე პასი შემოგვთავაზა.

ირაკლი აზაროვი - მამარდაშვილის არ იყოს, "შახტარის" ფლანგელიც მარცხნივ უალტერნატივოა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან სასტარტოში შესაძლოა არ ითამაშოს, ისაა, რომ სანიოლმა როტაციას მიმართოს, დრო წიტაიშვილს მისცეს და ირაკლი უფრო ნორვეგიისთვის შემოინახოს.

ზურიკო დავითაშვილი - "ბორდოს" შემტევმა ბოლო ტურში საგოლე პასი შეასრულა. ეროვნულ გუნდის ივნისის მატჩებში ცოტა ითამაშა, ახლა კი სასტარტოში ველით და იმედია, საკუთარ დადებით მხარეებს სრულად გამოავლენს. არ დაგვავიწყდეს გიორგი ჩაკვეტაძის განაცხადში ყოფნა.

ხვიჩა კვარაცხელია - "კვარა" ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს, "მშრალი" სერიის დასრულებას და გატანას კი ესპანეთთან ეცდება. ხვიჩას წინააღმდეგ ახლა ყველა განსაკუთრებულად იბრძვის. მიუხედავად ამისა, მას გუნდისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. კვარაცხელიას "აფეთქებებს" ქართველი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან.

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟმა", ფაქტობრივად, საკუთარი მხრებით ატარა "მეცი", ამ გუნდს 4 ქულა მოუპოვა და "აიაქსში" გადავიდა. ცოტა ხანში მის გოლებს აქაც ველით. ახლა მთავარია, ჩვენმა ნაკრებმა მისი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს. სანიოლმა თქვა, რომ ორ ფორვარდში ის უფრო პროდუქტიულია, მაგრამ ესპანელებთან ეს რამდენად გამოვა, ვერ ვიტყვით.

• ჟორა

კვარა, მიქაუტაძე და არაბიძე საოცარი თავდასხმა იქნებოდა

• ზაალს

თქვენი კომენტარის ლუმპენური სტილიდან აშკარაა, რომ „ტვინის წაღების“ პროცესი უკვე დასრულებულია!

• Skeleton

"საქართველო" ყველაფერში გეთანხმებით. ევროპასაც უცებ არ მოსვლია ეგ შედეგი და ეგ განვითარება რაც ახლა აქვს. წლები დასჭირდათ და ჩვენ ახლა გავდივართ იმ გზას, რაც ევროპამ უკვე გაიარა. ერთადერთი რაც ახლა დაგვღუპავს არის ნიჰილიზმი და სრული უიმედობა ახალგაზრდებში, რომლებსაც ძალიან დიდი ბრძოლა უწევთ, უამრავი აგრესიის და გაბოროტებული ადამიანების წინააღმდეგ. ისეთებს ვკითხულობ ზოგჯერ, ვფიქრობ, რატომ უნდა გვინდოდეს ახალგაზრდებს აქ დარჩენა, აქ შრომა და აქ თავის დამკვიდრება, როცა ვინც ყველაზე მეტს აკეთებს ზუსტად იმათ ერჩიან. ამიტომ დავსდევ ამ ხალხს და ვეუბნები, ნუ წერთ ასეთ კომენტარებს, უამრავი ბავშვი გიყურებთ, ნუ ულანძღავთ კუმირებს, ნუ უკლავთ ყველას მოტივაციას და ასე შემდეგ. უმრავლესობაში არიან და ვერაფერს გავხდებით :) ომ გამოვლილი და გაჭირვებული ქვეყანა კი ვართ მაგრამ ერთმანეთის შეჭმის მაგივრად ერთმანეთი რომ გავაძლიეროთ უფრო მალე დადგება ის შედეგი, რომელიც გვინდა. ყველა სფეროში.

• Skeleton

მადლობა დიდი.❤️ მე რიგითი გულშემატკივარი ვარ და არ მომწონს ერთ წრეზე ტრიალი. ზოგადად ქართველებს არ გვიყვარს სიახლეები და რაღაც რომ არ გამოდის იმის მიზეზსაც არ ვეძებთ. ისევ იგივეს ვაკეთებთ. დააკვირდით თუნდაც პოლიტიკაში, თუნდაც ხელოვნებაში, ჩართავ ტელევიზორს და იგივე ყველაფერი, რაც 10,20 წლის წინ იყო. იგივე სახეები, იგივე დიალოგები, იგივე ერთმანეთის ჭამა. ძალიან დამღალა ამან. გულშემატკივრობა ის არაა, ტალღას რომ აკეთებს სტადიონზე ბევრი ხალხი და გოლი გოლის რომ გაიძახიან. ნორმალური გულშეატკივრობა მე ამ ქვეყანაში არ მახსენდება. ერთი ლაშა ბექაურს უჭერდა მხარს საქართველო და ისიც ლანძღეს მერე. რათქმაუნდა ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ცუდად თამაშის დროს კი არ ვიტყვი რა კარგად ითამაშათქო, უბრალოდ კრიტიკაშიც მხარდაჭერა უნდა იგრძნობოდეს. მე იმიტომ გაკრიტიკებ, რომ უკეთეს მინდა იყო და არა იმიტომ, ჩასაფრებული ვარ და ერთი სული მაქ წააგო რომ გაგინო! აქ სულ ეს დამოკიდებულებაა. დღეს კამათს შევესწარი, ხვიჩაზე ამბობდა ერთი 6 თვეა გოლი არ გაუტანიაო. საიდან მოიტანა 6 თვე არვიცი, ერთმა თქვა და სხებიც აყვნენ, თვლა არ იციან. მაისში მოგებული ჰქონდა უკვე სკუდეტო. აპრილი და მაისი არ გაუტანია, (თუმცა თამაშის ხარისხი არ დაუგდია) მერე ორი თვე საერთოდ არიყო სეზონი. ახლა დაიწყო და ჯერ არასრული მატჩი ჩაატარა, ერთი საგოლე პასით. 6 თვე რანაირად არ გაუტანია? რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს ამდენ სისულელეს რომ დაწერ. ხოდა აუხსნეს ეს ყველაფერი და არგუმენტი რომ არ ჰქონდა, საწყლად თქვა ბოლოს, ხოდა მეც ეგ მინდა კარგად ითამაშოსო და ვგულშემატკივრობო. ვინმეს თუ ასეთი გულშემატკივრობის ჯერა არვიცი. ტყუილებსე და ცილისწამებაზე აგებენ ყველაფერს და მერე ვითომ გულშემატკივრობენ. საერთოდ აზრზე არ არიან გულშემატკივრობი აქ. იმედია ნელ-ნელა მაგ კომპონენტშიც დავიხვეწებით. ხვიჩასნაირი ვარსკვლავი პირველად გვყავს ერს და არვიცით როგორ მოვექცთ.:)

• საქართველო

სამწუხაროდ სწორედ იმ თაობის ნაკრებში ასპარეზობის დროს იყო კრიზისი,რომელიც 90-იან წლებში გაიზარდა,სადაც ისე ვიზრდებოდით,რომ არ ვიცოდით გვევარჯიშა თუ გვეკაჩავა,სადაც ვარჯიშის მშემდეგ 2 კაცი 1 ფენოვანს ვყიდულობდით სადაც მაკარონი იყო ცომში და ვიყოფდით და გვეგონა ნაჭამი ვიყავით, სადაც ვარჯიშებზე მარშუტკას მადლობაზე დავყვებოდით და მეტროში 1 წითელი ჟეტონით 2-3 კაცი შევდიოდით,სამწუხაროდ იმ თაობის(არველაძე,ქეცბაია და.აშ.) შემდეგ რომელიც საბჭოთა კავშირში გაიზარდა,სადაც არც ისე დაბალი დონის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და გარემო იყო 90-იან წლებთან შედარებით,გვქონდს ძალიან დიდი ჩავარდნა, ფაქტობრივად ჯაბა კანკავას გარდა მე ვერ ვიხსენებ მაღალი დონის ფეხბურთელს იმ პერიოდში გაზრდილს,რომელსაც შეეძლო იმდენი გაეკეთებინა ნაკრებისათვის რომ შანსი გვქონოდა რომელიმე დიდ ტურნირზე თამაშის, რათქმაუნდა რთულია ომის და სამოქალაქო ომის შემდეგ რომ ქვეყანა მალე დადგეს ფეხზე,თუმცა ჩვენ უფრო დიდი დრო დაგვჭირდა. სამწუხაროდ ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე,მოპარვის,წართმევის და სხვა ათასი მიზეზის გამო.ცხოვრება ძალიან განვითარდა ბოლო 20 წელიწადში დედამიწაზე და საბედნიეროდ წამოვიდა თაობა საქართველოშიც რომელსაც არც ახალი მანქანა უკვირს,არც ტელეფონი,არც 50 თეთრიანი ფენოვანის იმედზეა და არც ქუჩაში არჩევს საქმეებს ვარჯიშის შემდეგ.თუმცა მაინც ვთვლი რომ ძალიან შორს ვართ ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურისაგან და საფეხბურთო განათლებითაც ჩამოვრჩებით. მაგრამ საფეხბურთო ნიჭია რაც მათზე მეტი გვაქვს,რის ხარჯზეც გავდივართ ფონს.მე ვფიქრობ რომ სხვა სფეროებშიც წამოვა ახალგაზრდა თაობა,რომელთაც არ უნახავთ ომი და გაჭირვება,რომელთაც უყვართ და აფასებენ საქართველოს,იმედი მაქვს ახალი თაობის წარმატებული ბიზნესმენებიც გამოჩნდებიან ამ ჩვენ გაჭირვებულ სპორტში და ფეხბურთში და დაეხმარებიან მათ,რადგან სპორტია ამ ეტაპზე ერთადერთი რაც სახეს უნარჩუნებს საქართველოს,რადგან ესეთ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებები აქვს სპორტში,ალბათ ხორვატებთან ერთად ერთერთი საუკეთესო "პატარა" ქვეყანა ვართ რომელიც სპორტში ესეთი წარმატებულია

• ზაალ

ნუ წაიღეთ ტვინი ამ გველესიანით. ვინმეს გინახავთ მაინც მისი თამაში! დარწმუნებული ვარ არა. იყო წინა შეკრებაზე და ეტყობა დარწმუნდნენ რომ არაა ნაკრების დონე. ჯერ ირანი და მერე მისი ჩემპიონატი.

• გულშემატკივარი

გენაცვალე Skeleton წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!! თქვენს გვერდით ვართ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს შეხვედრა!!! უფალი გფარავდეთ❤️

• Skeleton

როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სულ დიდი ანგარიშით რომ წავაგოთ მაინც მხარს დავუჭერ ბოლომდე, რადგან ღრმად მჯერა, რომ მხოლოდ მხარდაჭერით და მეტი გულშემატკივრობით გავალთ შედეგზე. ახლა თუ არა მოგვიანებით მაინც. უკვე გავიარეთ ის პერიოდი, როცა ყველა იგინებოდა, ყველა კარტოფილის დათესვას გაიძახოდა მოედნებზე და ყველაზე ენამოსწრებული და მაგარი ტიპები ეგონათ თავი რაც უფრო ენამახვილურად დაამცირებდნენ ნაკრებს. ამან არაფერი მოიტანა სასიკეთო და ხალხმაც ჭკუა ვერ ისწავლა. მართლა არაფერი მოიტანა წლების მანძილზე. წაგება-გინება, წაგება-გინება და ერთ წრეზე ტრიალი. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს. არამგონია არსებობდეს ფეხბურთელი, ვისაც მოგება და გულშემატკივრის გახარება ან თუნდაც ჰეითერების გაჩუმება არ უნდოდეს. წარმოუდგენლია ეგ, უბრალოდ ზოგჯერ სურვილები შესაძლებლობებს აღემატება და რატომაც არის დღეს ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეში, ამის დანაშაული ყველამ უნდა ეძიოს თავის თავში. ესპანეთის ნაკრებს 44 წელი არაფერი ჰქონდა მოგებული, სანამ მაგარი თაობა არ გაეზარდა და სანამ 2008 წელი არ დადგა. რაული, ხუაკინი და უმაგრესი ფეხბურთელები ჰყავდათ მაგრამ ვერ დებდნენ შედეგს. სამაგიეროდ წამოვიდა ვილია, ტორესი, ინიესტა, ჩავი, რამოსი, ფაბრეგასი, სილვას თაობა და მოიგეს ყველაფერი ერთად. სტადიონებზე კარტოფილის დათესვაზე რომ ეფიქრათ კი ვერ მივიდოდნენ აქამდე :) ყველამ დაფიქრდით უბრალოდ რამხელა პროგრესი გვაქვს გასულ წლებთან შედარებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატარა ბავშვები ხვიჩას და მამარდას დანახვაზე ტირიან. აქამდე ეს გახსოვთ? მე არა. ჩემს ბავშვობაში ნამდვილად არ მყვდა ქართველი ფეხბურთელები კუმირებად. პროგრესი რომ არ დაინახო ბრმა უნდა იყო მაგრამ საკმარისი არაა რათქმაუნდა...

ისე ახალგაზრდული ნაკრები თამაშობს დღეს ქუთაისში. ვინმემ საერთოდ სადმე ახსენა? ვინმეს აინტერესებს რას იზამს ახალგაზრდული ნაკრები ან როდის თამაშობს ან ვინაა ძირითაში, ვის ეთამაშება და ასე შემდეგ? არსად მინახავს ინფორმაცია. უბრალოდ ქუთაისშია და მაგიტომ ვიცი. დარწმუნებული ვარ არცაა ბევრი ხალხი მისული სტადიონზე. თუ წააგებენ მერე დაიწერება სადმე და ოოო დაატეხავს რისხვას ჩვენი კლავიატურის ექსპერტები. ფარისევლები თუ არ ხართ რატო გკიდიათ ახლა ახალგაზრდული ნაკრები, ხვიჩათი რო წაიღეთ ტვინი, იიი არ ითამაშა, იიი მოღალატე:დ ვითომ განაღვლებთ რას იზამს ახალგაზრდული ნაკრები სადმე. უბრალოდ ხვიჩას პონტში ილანძღებოდით თორე ფეხებზე რომ გკიდიათ კარგად გამოჩნდა. ხვიჩა არის მარტო თქვენი ინტერესის ობიექტი და ყველაფერი,რაც ხვიჩას ეხება. რა სირცხვილია ამას რომ აღმოაჩენ

• რაბუ

ახალგაზრდულის თამაშის არც რეპორტაჟია არხებზე არც ლინკი საყურებელი, არც სტატია სადმე. მალადეც ეგრე გააგრძელეთ

• Გი

მაფიოზი ფედერაცია ბილეთებზეც დაიწყეთ ფულის კეთება უკვე?

• თენგო

ლინკი ახალგაზრდული თამაშისა ხომ არ იცით?

• ენძო

ამ ჯგუფიდან გასვლის უპერსპექტივობიდან გამომდინარე ბიჭები უმოტივაციოდ არიან და თავსაც დიდად არ შეიწუხებენ,თანაც ზოგიერთებს თავიანთ კლუბებში ადგილი მოსაპოვებელი.ერთი სიტყვით შევეგუოთ იმას რომ ორივე მატჩს წავაგებთ.

• სოსო

ეს ჩვენ,მის გულშემატკივრებს გვინდა,ნორმალური ხელფასი დაუნიშნონ,თორემ თვითონ არასოდეს ამოუღია ხმა,ამის შესახებ.ნაკრებში კი,მუდამ ბოლომდე იხარჯება და მომავალშიც ასე იქნება.

• Geo

სკოტებს ვერ მოუგეს და , ესპანელებს როგორ უნდა მოუგონ ?? მამარდას , საბას და ჟორჟის გარდა ყველა რეგრესშია… მადლობთ-ბოლო ადგილი!

• Givi

ეს ორი თამაში დარჩა ზოგიერთს ნაკრებში და 100+% ით უნდა დაიხარჯონ შედეგი რომ დადონ, თუ არ გამოვიდა დაიწყება ახალი გუნდის მშენებლობა განსაკუთრებით დაცვაში.

• Ucxo

ორი თავდამსხმელით რატოა ვითომ სარისკო პირიქით პირველ ტაიმში მაინც უნდა ვთამაშოდ ორი თავდამსხმელით იქნებ გაიტანონ გოლი თორემ მეორე ტაიმში ისე იღლებიან ხოლმე რომ ათი თავდამსხმელთაც რომ ითამაშონ აზრი მაინც არ ექნება.

• რატი

წადი, აქოთებულ სოროში შეძვერი. :)

• las

გაბელია ჩივაძე, ცხადაძე, ასათიანი, ხურცილავა ქეცბაია, ყიფიანი, სულაქველიძე, გუცაევი, შენგელია, კვარაცხელია. მწვრთნელი -ახალკაცი აუჩიკი - დავითაშვილი და კაშია

• ირაკლი

აბა დაბრუნდნენ საქართველოში კალადბურთელებიო? ხომ წავაგეთ ბოლო თამაში ავსტრალიასთან და ამით დასრულდა, ანუ ამხანაგური საქართელო ესპანეთი თუ ახალგაზრდულები თამაშობენ?

• დიდგორელი

სანიოლს სიურპრიზები არ უყვარს... მამარდა კვრიკვე კაშია დვალი გოჩო აბურჯანია კიტე აზაროვი ზუკა ჟორჟი კვარა

• kicha

----------მამარდა-------- -გოჩო---კვირკველია---კაშია---აზაროვი- -----------ქოჩორა---კიტე------------ -საბა----------ჩაკვე-----------კვარა-- ------------ჟორჟი-------------------

• madloba

შენ გაიხარე ამდენი კარგა ხანია არ მიცინია

• გიორგი IV

მეკარე მამარდა.დაცვა დვალი კვირკველია კაშია.ნახნვარდაცვა კიტე-ქოჩორა-გოჩო-აზარა-ზუკა წინ კვარა -ჟორჟი!სანიოლ არ გაბედო რამის შეცვლა)))

• გიორგი IV

მეკარე მამარდა.დაცვა დვალი კვირკველია კაშია.ნახნვარდაცვა კიტე-ქოჩორა-გოჩო-აზარა-ზუკა წინ კვარა -ჟორჟი!სანიოლ არ გაბედო რამის შეცვლა)))

• Kesha-ს

კალანდაძე არ იქნება, დვალი იქნება, ავტორი არც იჩემებს. კვირკველია არასდროს მოგწონთ და ახლა საზონოვიც არ გინდათ?

• დო მაჟორი

ისევ არ ფიგურირებს გველესიანი!? თუმცა, მას გარდა ცენტრალური მცველის პოზიციისა, აგრეთვე შეუძლია საყრდენ ნახევარმცველის პოზიციაზე კარგად თამაში!

• მწარე

საზონოვი ნაკრებისთვის ადრეა. თან მოუქნელია. თუმცა ცენტრში კაშიას გარდა ყველა მოუქნელია. ამიტომ ნახევარდაცვის ცენტრში ორი ჩამშლელია საჭირო. გაგნიძემ სამწუხაროდ ახალგაზრდული ჩააგდო. მეორე არ ვიცი. გამოდის მობილური ნახევარდაცვა უნდა დადგეს. 3-5-2 ტაქტიკით. წიმ მე მოხეტიალე კვარას და მიქაუტაძეს დავაყენებდი. ნახევარდაცვაში კიტეს იმედად ვიქნებოდი. სამწუხაროდ ამ ბიჭმა ბოლოს მგონი ორჯერ მიიღო ნაკრებში ტრამვა. უფალს ვთხოვ ეს აღარ განმეორდეს. თუ ესპანეთს თავიდანვე არ გაუმართლა, შემდეგ ჩვენები როგორც წესი აზრზე მოდიან. ასე რომ სანამ პირველი შემადგენლობა ფიზიკურად გაძლებს, იმედიც იქნება. აი, შეცვლები კი სიტუაციის მიხედვით არის. ბოლო 20 წუთი უეჭველია ესპანეთის იქნება და იქ რა მოხდება არ მინდა ვთქვა.

• ზაზა

ლოჩოშვილი რატომ აღარ არის ნაკრებში?

• ზაზა

ლოჩოშვილი რატომ აღარ არის ნაკრებში?

• თენგო

ხვიჩა! ამ ბოლოს ჩემი ფსიქიკა, ხასიათი, რაღაც უცნაურ რეჟიმში მუშაობს, თითქოს უხალისოდ და სულ მოლოდინში ვარ. ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, ამის მიზეზი შენ და ბოლო თამაშებში შენი თითქოსდა წარუმატებლობაა. ხვიჩა მე ვიცი ნახევარი საქართველო ჩემს დღეშია. მოინდომე, ძველებურად გაილაღე, შენ მომავალში იშოვი დიდ ფულს აუცილებლად. ახლა მხოლოდ თამაშით დატკბი და ჩვენც დაგვატკბე. მეტ სიყვარულსაც მოიხვეჭ, მეტ დიდებისა და ფულსაც შემდეგში წარმატებები

• ზურა

მოკლედ ეს ორი თამაში უნდა მოვიგოთ და კაი შანსები გვექნება გასვლის

• nk

რაგბში ტოპ 5 ნაკრებს ათამაშე ჩვენი ნაკრები და მერე იგივე ქენი ფეხბურთში. მერე აიღე და შეადარე რომელი უფრო მაგრა წააგებს და რომელში უფრო შევძლებთ რამე შედეგის გამოკვრას. მეეჭვება ამის მერე რაგბი ჩვენი თამაშიას ძახილი დაიწყო.

• რატი

და ისევ: რუსკი კარაბლ, იდი ნა **ი!

• დდდ

კი გამიკვირდა, აბურჯანია რომ გამოუძახიათ, მაგრამ ნაკრების გადახალისებაო და ... მთლად გადახალისება თუ არ გამოვიდა, გახალისებას რაღა დაუდგება წინ?!...

• გაგუუუუ

სჭამ რა ხო იცი რასაც თან

• kesha

რა პრინციპით იხელმძღვანელე ეს დაცვის შემადგენლობა? არც საზანოვი იქნება და არც კალანდაძე ძირითადში ესპანეთთან! და თუ ერთ ერთი მაინც იყო მალადეც ავტორ შენ, შენი ცნობა არ გვცოდნია:)

• გიორგი

ამ სულელს (ფეხბურთის გაუქმებას რომ ითხოვს) აუხსენით რაღაცა, ცოდოა

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ამ ჯგუფში გამოჩნდა რო ისევ იმ დონეზეა ეს ჯოგი და ისევ უნდა მოეწყოს მიტინგები ფეხბურთის გაუქმებასთან დაკავშირებით . არაა ეს ჩვენი საქმე და შევეშვათ ჯობია. რაგბი ჩვენი თამაშია ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს