<p>ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.</p><p>"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.</p><p>საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.</p><p><p><br></p>
SOS!!!
მაგას რა მიხვედრა უნდა, ყოველ შემთხვევაში ქართველი გულშემატკივარისათვის მაინც! რატომაც ესპანეთის ნაკრებთან არ თამაშობდნენ, იგივე მიზეზით თქვენთანაც არ ითამაშეს!
ზურა
ცხადაძემ რამდენიმე წლის წინ სულ რაღაც თვენახევარში თუ ორ თვეში წარმოუდგენლად გააძლიერა ნაკრები. სასწრაფოდ დაგვიბრუნეთ, სანამ გაჭირვებით,მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავს ჩვენი გუნდი, თორემ ერთა ლიგაზეც არავითარი შანსი არ გვექნება.
ზურა
ცხადაძემ რამდენიმე წლის წინ ნაკრები სულ რაღაც თვენახევარში თუ ორ თვეში წარმოუდგენლად გააძლიერა. დაგვიბრუნეთ სასწრაფოდ, სანამ ჯერ კიდევ გაჭირვებით, მაგრამ მაინც სუნთქავს ჩვენი გუნდი, თორემ ერთა ლიგაზეც არავითარი შანსი არ გვექნება.
ზურა
სულ მაგის ეჭვი მქონდა, რომ ხიზანიშვილის სახელით ფედერაცია ძაან ერევა ნაკრების საქმეებში, სანიოლის მოსვლა მაგით ავხსენი, რადგან ნაკრებში ფედერაციის სასტავი დაასაქმა ანუ საიდან გაიჩითა ხიზანიშვილი სანიოლის დამხმარედ?
ვანჩოპე
სოლბაკენ, რა მაცინე))) სამით ნოლს გიგებდით და დაგითმეთ ბურთი და ინიციატივა
იზა-971
სანიოლის კითხეთ…. იქნებ გიპასუხოს
იზა-971
სანიოლის კითხეთ…. იქნებ გიპასუხოს
Lobotka
რას არ მოვსწრებივართ ცოტა სტაჟიანი (90 იანების) გულშემატკივრები მითუმეტეს მაგრამ ესეთი არაფერი მსმენია არასდროს მსოფლიო ფეხბურთშიც კი....
ზაზას
რა წერია აქ ტყუილი რომ ილანძღები შე ლ.გ.ბ.ტ თემის წარმომადგენწლო მეტი რაღა უნდა მიეტანათ 4 ი 100 იანი მომენტი ქონდა..კრიტიკა თუ არ გესმის ....მიხედე შენს მყრალ პირს..
Rao?
თვითონა არ იციან თქვენ რას მიხვდებოდით:)
ღადაობთ?
სახლში 1:7 რო წააგებ.. სან მარინოც რო არ აგებს, მერე კიდე ტაქტიკა რო არ გაქვს..სოფლის მწვრთნელს 4 მილიონს რო უხდიან..და პასუხისმგებლობას რო არ იღებენ. მალტასთან 2 წაგება დინამოსი. ალბანეთთან სახლში წაგებები..სტანოკია ეს ყველაფერი!!! ზეიმია ევროპაში ფეხხბურთი, ჩვენთან გულშემატკივრის ტანჯვა..
სვანსკის
კიდევ ვაზელინი უნდა ბევრი ვაზელინი და ზებრას როლის კარგად თამაში
დათო
სამაგიეროდ სანიოლმა იცის ზედმიწევნით კარგად:)
სვანსკი
დაიწყე მუშაობა ჩვენს ფედერაციაში და მიხვდები
ზვიადი
ვერც მე :)
ვალერი
ეგ ჩვენც არ ვიცით წლებია)))
გულშემატკივარი
უცოდინარობის და არაპროფესიანალიზმის ზეიმი რომ არის სამწვრთნელო შტაბში და ფედერაციაში ეგ არის მიზეზი. სანიოლს არ კიდია ფულს იღებს სულ არაფერში, შემადგენლობის გამოძახებაზეც არ წუხდება, სხვები უწერენ სიას ...
ბადრი
ჩვენ, ქართველები ჰუმანური ხალხი ვართ, შეტევა, თავდასხმა არ გვახასიათებს. მოწინააღმდეგე ყოველთვის გვეცოდება და ვუფრთხილდებით, ე მანდ რაიმე არ დავუშავოთ, ტრამვა არ მივაყენოთ.ამიტომ არ გიტევდით.
x
იმიტომ რომ ომი არ გვინდა,ჩევნთან ყვგან და ყველაფერში იგრძნობა ქოცური სული
ზაზა
გველივით გესლს რომ ანთხევთ მიტომ ვართ ასეთ დღეში,ფეხბურთშიც და საერთოდ.რა გინდა ხვიჩასგან,ბურთი მიიტანეს მასთან? ბურთის გარეშე კი სასწაულმოქმედი არაა რომ ფოკუსები ჩაიტაროთ. აწიეთ ეგ უკანალი, გააკეთეთ რამე უკეთესი და მერე ვილაპარაკოთ!!!
სვანსკი
კი ბიჭო გაგიხსნით კარტებს,როცა ორ ბურთს შეაგდებ საკუთარ კარში დაინიშნები მერად
zmo
კიარ გიტევდნენ ვერ გიტევდნენ. კვარას მოტივაცია აღარააქვს, რომ თავი გამოიჩინოს,ბოლო წლებია ეს ხომ ერთი კაცის ნაკრებია, ჯერ ჩაკვეტაძემ გაიფაფხურა მერე კვარაცხელიამ და როდესაც ხალხმა ტაში დაუკრა ჩვენი ფეხბურთიც იქ დამთავრდა
რეზო
))))) საუკუნის კომენტარია! მეტი არანაირი განხილვა-ანალიტიკა აღარაა საჭირო
ზურიკო
შეტევას ერთი ადგილის განძრევა უნდა და ცოტა გვეზარება რა. ჩვენ ისევ ერთა ლიგას მივაწვებით და თქვენ მიხედეთ ამ ევროპის შესარჩევს ))
კ ო მ ბ ლ ე
შენ ჯერ აზრზე არა ხარ, გაკვირვება აწი ნახე. ჩვენ გასახდელში უფრო მაგრები ვართ,
ერთი-ერთში
ვაიმეე, გავიგუდეეე! რა მაცინებს, მაგრამ მაინც!!!
რრრ
ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, მარა თქვენც კაი ტაშტი ხართ.
Gundi
Samartskhvinoa,ro kitkhot kvela vitom magar gundshi tamashobs da isvrian nakrebshi,gamukvirda araphers ro ar ajetebdbebo norvegiis mtsvtnelma
ქომაგი
ქართველი ფეხბურთელები მექმნებოდა შთაბეჭდილება რომ მართლაც არ უტევდნენ სივრცეებიც ქონდათ ნორვეგიამ როცა პრესინგი მოხსნა მაგრამ ქართველი ფეხბურთელები გაურკვეველ გადაწყვეტილებას იღებდნენ.ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია რაღაც აშკარად ხდებოდა.მწვრთნელის ხელი კი გუნდს აშკარად არ ეტყობა და სანიოლის ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს.
დინამოელი
დაღლილები არიან შარშანდელი სეზონის შემდეგ
გიორგი
შემოგიტიოთ რა ომი კი არ გვინდა
oto777
შე კაი ადამიანო შენი ფეხბურთელები ხელს გვიშლიდნენ და აბა როგორ?:)
ნიანია ბაკურიანი
ისევ გველის არაფლის მომცემი თამაშები.
მირო
სოლბაკენ,თუ ძმა ხარ და თუ იცნობ სანიოლის,შეეკითხე რატომ არ უტევდა,ჩვენც გვაინტერესებს და თუ გაიგე რამე ჩვენც გვითხარი რა.ბუნდოვან რაღაცეებს ლაპარაკობს ეს სანიოლი და ვერ გავიგეთ ვერაფერი,იქნებ შენ გითხრას რამე სოლბაკენ???
იბერია
არა ბიჭო მაგის ჩიტები ვართ ახლა შენი წინასამატჩო მონახაზისა და ანალიზისამებრ ვითამაშოთ და შენზე ავეწყოთ. დიახ, ხომ გაგაოცა ვილიმ, ხო მოგიგო დუელი? ეს ჩვენი ტაქტიკა იყო გაზაფხულისთვის ვემზადებით არა ბიჭო ახლა თქვენთან გამოვუფენდით საცვლებს ყაზახეთს და ლუქსემბურგს. ვმალავთ თამაშს რა ვერ გაიგე? ნუ ესპანელებთან თვითონ თამაში დაგვემალა და თქვენთანაც მაგრამ ნუ კაროჩე ჩვენი მონახაზი არის ასეთი - ვფარჩაკდებით ყველასთან და მერე ლუქსემბურგს ოოოოპ და გამოიღე
გუსანი
გასაკვირი ჩვენთვის არაა, არ შეუძლიათ, უნაიათო ნაკრები გვყავს, ცოტა არაუშავს 3-4 , დანარჩენმა კი სხვა პროფესია ვერ აირჩია და ფული გაკეთება ფეხბურთში ცადეს...მგონია რომ სკამიდან დარიგება ქონდათ კიდევ რომ არ წაეგოთ დიდი ანგარიშით, ჩამჯდარიყვნენ დაცვაში, საცოდავი სანახავი იყო, ანგარიშმა არ მოგატყუოთ, პირველ რიგში ფიზიკური კონდიციები გვაქვს დაბალ ნიშნულზე, მათ შორის ხვიჩასაც, აკომპენსირებს ნიჭით. თუ დააკვირდებით ჩვენებს უჭირთ მომენტის წაკითხვა ამიტომაც ვარდებიან საცოდავ სიტვაციებში როცა ერთი მეტოქე ერთროულად 3-4 ჩვენიანს გვიპამპულავებს, ბურთის სავარაუდო ტრაექტორიას ხომ ვერ საზღვრავენ, ამ თამაშშიც იყო მომენტები, ან ფიზიკის უქონლობის გამო ვერ რეაგირებენ გადმოვარდნილ ბურთზე დროულად ან ., ნახევარდაცვა არ გვყავს რომ თამაში აკონტროლოს, არც დაცვა. მამარდაც პერიოდულად კონცენტრაციას კარგავს, მოდი და ნუ დაკარგავ ასეთი თამაშის შემყურე. ყაზახეთთან ძალზე გაგვიჭირდება, თუ სასწაული მოხდა და გავცდით ბერძნებს ან თურქებს გავცდებით?!, მეზობლებთან შედარებითაც სუსტი ნაკრები გვყავს, საწუხაროა რომ არც ახალგაზრდებში ჩანს უკეთესი პერსპექტივა,
ლექხო
რაა აქ გაუგებარი ჩაისვარეს მწვრთნელებმა
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
ვილი სანიოლი: ვერაფრით ვხვდები, რატომ ინტერესდება ნორვეგიელთა მწვრთნელი ამ საკითხით.
L.J s
ამას ომი უნდა
Გიო
შენ ვერ გაიგებ ჯიგარო მაგას მარტო კობიმ იაშკამ ხიზანამ იცის ეგ დაჟე სანიოლიც ვერ გაიგებს.ვაი ჩვენ პატრონს..დაგვცინის ეს ვიკინგების ბასტარდი
თემო
როგორ უნდა შეუტიონ ვისაც მაგის თავი აქვს თმის სწორების და სეირნობის მეტს არაფერს აკეთებს. ვინაც უნდა იბრძოლოს და კაცი მოატყუოს ნაკრებში არ იძახებენ არაბიძე მყავს მხედველობაში .აუჩემებიათ ხასიათი ხასიათიო .რომ უყურებს არაბა რომ არ თამაშობს გუნდი აგინებს მერე და ეგაა მანდ საქმე ისე გინების ღირსი კი არაიან.ასე უჯიგროდ ასე უსისხლოდ წაგებული მენტალობით გამოდიოდე თამაშზე არ ვიცი..გამოიძახეთ გადრანი ლოჩოშვილი გველესიანი არაბა და ნახეთ რა ჯიგარს ჩადებენ თამაშში.მოაცილეთ ეგ სტატისტიკისთვის გამოძახებული ფეხბურთელები.დაგვცინიან ხო ხედავთ .მოწინააღმდეგის მწვრთნელი რომ იტყვის ვერ გავიგე რატომ არ მიტევდნენო მინიმუმ უხერხულია დანარჩენი წავა ისევ იმ წრეზე ეს ფედერაციის მაზავშიკები ამ თაობასაც დაღუპავენ..
ბესო
ვერც ჩვენ მივხვდით!
ზუსტად-ს
მენტალიტეტ კი დებილ, მაგრამ გრამატიკა და მართლწერა?
ბიჯოს!!!
ამის კომენტარზე ფეოლა გამახსენდა : "დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას, გოლს სხვებიც გაიტანენ", მოწინააღმდეგე -- "ვაბროტესტებ! საქართველოს მწვრთნელი თამაშში უხეშად ერევა და მითითებებს აძლევს მოყამაშეებს", ფეოლა--- " ვაი შენს პატრონს...., ეცი ამისთანას პატივი...." , რა ვერ მიხვდი ბიძიკო ? ესპანელებს ჰაერივით ჭირდებოდათ ქულები და კი გავატანინეთ 7 გოლი, ახლა თქვენ ხართ გაჭირვებულები და ქე გაჩუქეთ 3 ქულა, ისე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს რო არ ეთქვა ძალით წააგესო ბოლო 3 წუთში კი შეგიტიეთ მოსაჩვენებლად და ახლა თუ ბაქიბუქს დაიწყებთ ჯერ ესპანეთს გადავუვლით მადრიდში სტუმრად და თქვენ თუ მოხვდით ევროპაში ჩვენ ჯგუფში ჩაგაბეტონებთ ბოლო ადგილზე, მაშაა!!!!
zaza
ეჰ , ჩემო სოლბაკენ , მაგის გაგებას ასე ადვილად აპირებ ? ჩვენ , ყველა გულშემატკივარი , წლებია თავს ვიმტვრევთ მაგის გაგებაზე და ვერ გაგვიგია . თუ კაცი ხარ , მაინც პროფესიონალი ხარ და თუ რამეს გაიგებ გვითხარი , გაფიცებ დედმამიშვილებს . ))
ნიკა
არ შეუძლიათ მეტი, როგორც შეუძლიათ ისე უტევენ, რა არის აქ გაუგებარი ???
L.J.
აი ნაცი ყოფილა, ჩვენებს შეგნებული წაგება დააბრალა
ggg
რას ვერ მიხვდი? სტუმრად იყვნენ და მოერიდათ ... კარგად აღზრდილი ახალგაზრდები არიან .....
@@@@@@@@@
ვერ გავიგე, წაგებაზე ვთამაშობთ და ფეხბურთელები თანახმანი არიან? რა გამოდის, ამდენი ხალხი სტადიონზე სულელებად ჩათვალეს? არ მჯერა, ამას ვინ იკადრებს? ნწუ, ნწუ...
ნიკა
რატომ და ესპანეთივით რომ არ ამოგეჭედათ და ფედერაციაზე და მწვრთნელზე არ ეჯ..ა მთელ ქვეყანას, მაგრამ მაგას ნორმალურ ქვეყანაში ვერ მიხვდებით.
ჟორა გაბრიჭიძე
მაგას რა მიხვედრა უნდა? ნიჩიაზე თამაშობდენ. თუ კონტრზე დაგიჭერდენ ხომ კარგი, თუ არა ფრე ყველანაირად მისარები ანგარიში იყო. ჩემი ღრმა რწმენით კი მაინც არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა. ამ დროს ბურთის დამჭერი ფეხბურთელი ჰაერივით გვჭირდებოდა, ჩაკვეტაძე კი სკამზე იჯდა.
MARGALONA
ვეთანხმები სოლბაკენს,რატომ არ გვქონდა შეტევის მცდელობა?!!!
მწარე
პენალი მოეცათ და მერე ებლატავა.
ზუსტად
ზუსტად თქვა ამ კაცმა, რაც გუშინ დავწერე. ვერ ოგებს ვერავინ რას აკეთებენ, ბურთა რომ ღებულობენ უკან რატომ აგორებენ. კიტეიშვილმა მოკლა თამაში საერთოდ, ფლანგებმაც ასევე, მიიღებენ უკან, მიიღებენ უკან, უკან კიდევ კვირკველიას აბარებენ ბურთს, იმან რა ქნას ეგრევე მამარდას და მერე ეს აბაფებს ოსტიგორს. მენტალიტეტ დებილ, როგორ თქვა იმ კაცმა? გადადექით სულ ყველა!!!
გიორგი
ამაზე დაბალი შეფასების მიცემა შეუძლებელი მგონია. სარკაზმის გარეშე რომ თქვა მით უმეტეს.
გურამი
განა არ გიტევდით, ვერ გიტევდით. თქვენ რატომღაც გადაჭარბებით შეგიფასებიათ ჩვენი შესაძლებლობები
თენგო
კაცი ვერ მიხვდა რატომ არ უტევდნენ, მე მაგალითად დავავალებდი მცველებს და ნახევარმცველებს ბურთის მიღებისთანავე დაერტყათ ბურთი კვარასკენ ან მიქაუტაძესკენ მესამედი ხომ მიუვიდოდათ. მაინც ვკარგავდით წარა მარა ბურთს. და სწრაფად წასულიყვნენ მისახმარებლად კვარაც და ჟორჟიც რაღაცას გამოჭედავდნენ. ასეთი პასი ერთი ორი იყო.
-
სარკაზმით არ უთქვამს , მაგრამ ძალიან სასაცილოა.
შავი კაცი
აი ამას ქვია სოლიდარობა ქართველ გულშემატკივარს.. სტოლემ ფაქტიურად ფედერაციაა გააკრიტიკა რატო ითამაშეთ წაგებაზეო..
?
რომ შემოეტიათ, გაოფლიანდებოდნენ და გაცივდებოდნენ, თან ფულს ვერ გააკეთებდნენ
dato
რაზეც ედოთ, ის გააკეთეს
გულმხურვალე ფანი
არაა შეტევა ჩვენი სტილი ძმაო. ჩვენ გვირჩევნია საჯარიმოში ვიყოთ ერთად ჩახუტებული , მაქსიმუმ ჩვენს ნახევარზე ამით სარბენი მანძილიც მცირდება. ტქვენ რომ დარბიხართ წინ და უკან საქმე არა გაქვთ? მაინც შოტლანდია და ესპანეთი გავლენ ვიცით ეს ჩვენ და არ ვიღლით თავს.
rigiti
ჰჰჰმმ, დაგტოვეთ გაღიმებულებიი? აბა რა გეგონათ? ყოჩაღ სანიოლი! აი ასე უნდა მაგათ, თამაში უნდა დაუმალო (განა ბურთი) და კარტები ბოლომდე არ უნდა გახსნა!!!!
beqa
რა მიხვედრა ჭირდება სუნი არ გცემდაათ?! თქვენ რაიცით რა გეგმებიგვაქ მოსამზადებლად ვიყენებთ ჩვენ შესარჩევებს. ყაზახეთან და საბერძნეთან მასე ვაპირებთ თამაშს მაგიტო არ გიტევდით... ეხლა ტაილანდს მოვუგებთ იბლატავებენ ძმანი მისნი
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ჰოლანი კინაღამ გაიგუდა და გულშემატკივრებმა უსტვინეს
კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა
თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?
ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება