"აიაქსის" სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ გადააყენეს.

"აიაქსი" გერმანელის სამუშაოდან დათხოვნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას კლუბში მხარდაჭერა არ ჰქონდა და ეს დაკავშირებული არაა ოთხშაბათს დაწყებულ სატრანსფერო გამოძიებასთან.

მისლინტატი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად მარკ ოვერმარსის ნაცვლად 19 მაისს დანიშნეს. ამსტერდამული კლუბის დროებითი სპორტული დირექტორი იან ვან ჰალსტი იქნება.

როგორც იცით, გუშინ "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" მატჩი ფანების მიერ მოედანზე ფოიერვერკების სროლის გამო ჩაიშალა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ იმის გამო, რომ მათი გუნდი სახლში 0:3 მარცხდებოდა.

"ტელეგრაფი" აღნიშნავდა, რომ მისლინტატმა გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამ ფეხბურთელების (იოსიპ სუტალოს, გიორგი მიქაუტაძის, კარლოს ფორბსის, გოსტონ ავილას და ჩუბა აკპომის) რეალური ღირებულებაა. სწორედ ის იყო გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" გადაყვანის ინიციატორი და ნიდერლანდური მედიის მტკიცებით, ეს მწვრთნელის სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა.

მიქაუტაძეს "აიაქსში" სათამაშო დრო ისედაც არ ეძლეოდა და შეიძლება მისლინტატის გათავისუფლება მისთვის კარგი არ იყოს.

MARGALONA
რა არაადეკვატურად მოაზროვნეები ხართ ზოგიერთები,არ არის ადვილი 20 000 000ად ნაყიდ ფეხბურთელს სქამი ახეხინო,იშრომებს და ჩადგება მწყობრში...
გიორგი-ს
ექიმს რო ეჩვენო კარგი იქნება.ხერხემალსაც ხელი ჩააყოლე აბა
თავადი
არტ-ს
მე პირადად ღალატი ამ ბიჭების მისამართით არსად არ გამიგია. პირველ ნაკრებს რო უფრო სჭირდება ფეხბურთელი ესეც ფაქტია,მაგრამ პირველი ნაკრებიდან ზურიკოც დაბრუნდა,გოჩოლეიშვილიც და აზაროვიც და რატომ ამათ არ ათქმევინეს მაშინ უარი თამაშზე?საქართველო იმდენად პატარაა რო ყველაფერია გარკვეული და ხალხს ის უფრო სწყინს დაღლა რო მოიმიზესეს. კაცურად შენ მართლა გჯერა რო ვინმემ უთხრათ არ ითამაშოთო???
სიმაღლე-ს
ნუ ამბობ სიმართლეს.თქვი ჟორჟი მეორე ვან ბასტენი გახდება ამ გუნდში თქო. აქ და ქვეყანაშიც მრავალი სექტაა რომელიც ილუზიებით სულდგმულობს! არის ნაცების სექტა,ქოცების სექტა და ჩამოყალიბდა სლავა უკრაინშიკების სექტა.საქართველოს დროშა კი არა უკრაინის დროშა უნდა დააყენო ფეისბუქზე.მიაკრავენ სლავა უკრაინე სტიკერს 30 წლის მანქანაზე და რო გაუსწრებ ისეთი გაბღენძილები სხედან მანქანაში და ისე აჭყეტავენ თვალებს იფიქრებ ამან უკვე დააბრუნა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეტყვი რამეს და რუსეთუმე ხარ.ის კი არ იციან რო ომამდე უკრაინელების ნახევარზე მეტი სთვლიდა უკრაინის ტერიტორიებს რუსეთის,უნგრეთის და პოლონეთის ისტორიულ ტერიტორიებად.
შავი კაცი
კარგად დააკვირდით და ნუბჯუტუნებთ..ფიზიკურად ვერ დატოვებს მწვრთნელი სკამზე ჯორჯს მაკსიმუმ 2 თAმაში და დალაგდება ყველაფერი.. ჟორჟის შესაძლებლობებს თუ გადახედავთ მეცმა ერთჯერ გაიჩალიჩა, აიაქსი კი მაგის ჩიტი არაა რომ სეზონზე 35 გოლის გამტანს ფასი დაუგდოს და სკამზე დატოვოს ამით 30 მილიონს მხოლოდ მისას გადახდილს ზარალობს,, ასე რომ ამხელა თანხას სპორტული დირეკტორი არ იხდის და ვერც მაგის ხათრით დაგაყენებენ სასტარტოში აიაქსი ხომ საქარტველოს ნაკრები არაა რა.. ვერ მომინელებია ნაკრებში არასწორები რა კობიაშვილი და ხიზან მურტაზ ბნელეთიანა მოკითხვები,ამათ გამზდელებს დიდი სიყვარულით.
რრრ
ახლა უნდა იჩალიჩოს, რომ ეგებ იჯარით გაუშვან სადმე.
არტ
არასდროს გამიკერპებია არც კვარა და არც მიქაუტაძე, ეს მე მგონი ჩემს კომენტარებსაც ეტყობა (თუ ოდესმე ყურადღება მიგიქცევიათ), მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ამ ბიჭების ღალატზე ლაპარაკი იმ ფონზე, როდესაც არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა მათ საეჭვო უარებთან დაკავშირებით. საეჭვო კი იმიტომ არის, რომ თავიდან თამაშს ორივე აპირებდა, შემდეგ კი უეცრად უარი განაცხადეს, თან ზუსტად სიტყვა-სიტყვით ერთნაირი ტექსტი გამოაქვეყნეს. შეგიძლიათ შეამოწმოთ - ტექსტი იდენტურია. იქით სანიოლის სრული იგნორი ახალგაზრდულის თამაშებს. მოკლედ თქვენი არ ვიცი, მეკი ეჭვი მიჩნდება, რომ კვარას და ჟორჟს მიუთითეს და დაითანხმეს უარი ეთქვათ, რადგან პირველ ნაკრებს ჭირდებოდნენ. ჯგუფიდან გასვლას კი არავინ ეტყობა არ ვარაუდობდა. ხოდა გამოვიდა ის, რაც გამოვიდა და ახლა ამ თემაზე რომ რამე თქვან, იმის თქმაც მოუწევთ, რომ ეს მთლად მათი გადაწყვეტილებაც არ იყო. ალბათ ოდესმე გაირკვევა რა მოხდა ახლა კი ასეთი მძიმე ბრალდება - ღალატი არასწორი მგონია.
რატი
ამ ბიჭმა რატო აიტკივა აუტიკვარი თავი ვერ ვხვდები .
სიმართლე
აი რა მოსდევს დაუფიქრებელ ქმედებებს და ზოგიერთი ახლობლის ნააზრევზე აყოლას! დიდი ეჭვი მაქვს, მიქაუტაძეს სკამს ახეხინებენ უახლოეს მომავალში. ღმერთმა ნუ ქნას ასე მოხდეს, მაგრამ თუ ეგრე იქნა, იანვარში სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს თუნდაც იჯარით გაშვება რომელიმე სხვა გუნდში
გიორგი
საკუთარ ცოდვებს მიხედე და ტახტს, რომ არ ჩაგიტყდეს.
გიორგი
ვის მოვუსმინით, მხედრიონელ არველაძეს? ბარემ ჯაბას სულს გამოუძახეთ.
100%სიმართლე
კვარაცხელიაც და მიქაუტაძეც ისჯებიან თავისი საქციელების გამო ხალხნო სიმართლეს ჩახედეთ თვალებში.რატო ვერ გააქვს გოლები ხვიჩას?შარშან ყველა ლაპარაკობდა კვირაზე როგორი მორიდებული და როგორი მშრომელიაო წელს უკვე როცა ცვლიან სულ უკმაყოფილოა თავხედურად იქცევა ხშირად.შესაბამისად არ უმართლებს და არც გაუმართლებს სანამ არ დაიწყებს მუშაობას მოთმინებას განვითარებას დ.ა.შ.
კეთილისმსურველი-ს
ეხლა დავითვალოთ დამდენი არიან სექტაში. დანარჩენი საქართველო ისე ფიქრობს როგორც შენ!!! ეს ის ხალხია სისხლში რო აქვთ ვინმეს გაკერპება და დაჩოქილ ხელებაბყრობილ მდგომარეობაში ყოფნა. ეს ის ხალხია თუ რამე ისე არ წაუვიდა მათ კერპს პირველები რო გადაუვლიან და სხვას გააკერპებენ.
სიმართლე ამბობ
ხედავ ხალხი სიმართლეზე დიზლაიქებს გიწერს, ღმერთს მადლობა ყველა არაა მაგრამ უმეტესობა.ეს იმის ნიშანია უსმაღთლობა ხშირია მაგრამ სამართალი ყოველთვის იმარჯვებს
კეთილისმსურველი-ს
აი შენ გენაცვალე! ამ სექტანტებს ვერ გაუგიათ,ამათ ჰგონიათ ჩვენ ვინმეს წარმატება გვწყინს.მე ქართველის წარმატება იმიტომ მიხარია რო საქართველო ასახელონ თორე ღმერთმა გაუმარჯოთ და სულ სიკეთეში მოახმაროთ ხელფასიც და ყველაფერი.არც ის მაინტერესებს ვის რა ხელფასი აქ. სულ ვიძახი ბუნების კანონი და ბუმერანგის პრინციპი ვერავინ ვერ დაამარცხა და ვერც დაამარცხებს.ვინც სამშობლოზე თქვა უარი(ჯიქიას მაგალითი) ვერც იმის საქმე წავა კარგად.არც ის არის გამართლებული ხვიჩა დინამოზე რო არი განაწყენებული.ცუდად თუ მოექცნენ ბოლოს,ხო აადგმევინეს ფეხი ფეხბურთში,ხო ასწავლეს ფეხბურთის ანაბანა? იმასაც ვიძახი არაფერია გვიან,უბრალოდ ბიჭებმა უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ბოდიში და ყველაფერი იქნება კარგად!!! ვიცი სექტა იტყვის რა აქვთ საბოდიშოო,მაგრამ თქვენისთანა სექტანტები დაღუპავთ მაგ ბიჭებს თუ ვერ განვითარდა მაგათი კარიერა. ჩვენ ვინა ვართ-მოუსმინეთ არველაძეებს,გუცაევმაც თქვა ორი სიტყვა,ყველა ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს პრივატულ საუბრებში რო უნდა ეთამაშათ,პირდაპირ ტელევიზიით არ გამოვლენ და არ იტყვიან იმიტომ რო სექტა ჩაქოლავთ და არ აწყობთ ხალხის გაღიზიანება.სალუქვაძემ რო თქვა თქვენ გგონიათ მასზე ძალიან გიყვართ ხვიჩა ან მასზე ძალიან ერკვევით ფეხბურთში?არც ფედერაცია გამოვა და იტყვის-ჩვენ რა გაგვეკეთებინა ხო არ დავაძალებდით ეთამაშათო,ეს ხო უფრო ცუდ რეაქციას გამოიწვევს?ყველა ვინც ფეხბურთის გულშემატკივარია ყველა იძახის რო უნდა ეთამაშათ,გარდა იმათი ვისაც ფეხბურთი მესიზე ადრე არ გიყურებიათ და შეიგნეთ. არა ყოფილა შემთხვევა რაღაცის გამო ტყუილად გითქვიათ ცუდად ვაარო და მართლა გამხდარხართ ცუდად? არ გინდათ შეიგნოთ რო სამყაროში არაფერი იკარგება ჰაერზე და არსებობს ბუნების კანონი. არის ხალხი ვინც იცის რო ხვიჩა მაგრად ნანობსო და ნახავთ თუ ხვიჩამ არ მოიბოდიშოს კიდეც კაცურად და მერე რას იტყვით სექტა მაინტერესებს?
aburjga
მიქაუტაძეს თუ არ ათამშებენ სკამიდან ვერ მოუტანს აიაქსს სარგებელს!
კეთილისმსურველი
სამწუხაროდ არავის უნდა იმის აღიარება რომ კვარაცხელია და მიქაუტაძეც მათ მიერ ქართველი ხალხის წინაშე დაშვებული შეცდომის თუ დანაშაულის გამო ისჯებიან და სანამ სინანული არ ექნებათ, არც არაფერი შეიცვლება, სამწუხაროდ!!!
100%
იჯარით, ,,მეცში,,!
ქ. გ.
მწვრთნელსაც გააგდებენ მალე.
ლომი
რა სისულელე ქნა ეს გიომ. როგორ ვერ გამოიძია ცოტა რა ხდებოდა კლუბში. აგენტი რას ფიქრობდა.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"აიაქსში" ცვლილებები გრძელდება - ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გადადგა
[VIDEO] მიქაუტაძის 18 წუთი ყოფილ გუნდთან - "ვილიარეალი" "აიაქსთან" დამარცხდა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
მიქაუტაძე შიდა საკლუბო ინტრიგების გამო ზარალდება - ნიდერლანდელი ჟურნალისტის მტკიცებით, ტრანსფერში "აიაქსმა" გადაჭარბებული თანხა გადაიხადა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?