"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და დავით ნინიაშვილმა, უელსთან 7 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაში ნანტში, „სტად დე ლა ბოჟუაზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხვედრის მოლოდინების გარდა ფიჯისთან გამართული თამაში და გუნდში არსებული მდგომარეობაც შეაფასა:
„სამ მოთამაშეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. ტრავმა სპორტის თანმდევი ნაწილია, რომელმაც, სამწუხაროდ, ძალიან დაგვაზიანა. განსაკუთრებით მძიმე იყო ფიჯისთან მატჩის დასაწყისში მიღებული ორი ტრავმა (თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი), რის გამოც ნაადრევად მოგვიწია შეცვლები და ამან მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა“.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე მოვისაკლისეთ, მნიშვნელოვანია ის სისტემა და ერთიანობა, რომლითაც ვთამაშობთ. მოედანზე გასული თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად დაიხარჯება, დანარჩენი კი შაბათს გამოჩნდება“.
„შარშან იტალიასთან და უელსთან გამარჯვებებით თამასა გაცილებით მაღლა ავწიეთ. გულშემატკივარმა ეს თამასა ორჯერ უფრო აწია, რაც გასაგებია. ახლა უელსს სხვა მწვრთნელი ყავს, მან მსოფლიო თასისთვის მზადება ყველაზე ადრე დაიწყო და დაახლოებით 4-5 თვეა ერთად გაატარეს. ყველა მოთამაშეს კარგად ესმის სათამაშო გეგმა და ის შემთხვევით არ იკავებს ჯგუფში პირველ ადგილს“.
გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ნეკნის ტრავმა მოირჩინა და უელსთან 99-ე კეპს მოიხვეჭს:
„ხვალინდელი თამაშის მოსაგებად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ ყველა თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავდივართ, მაგრამ სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც ცოტა ჩვენ დავაკელით. რაც მთავარია, თავი არსად დაგვიზოგავს და ეს ყველაზე ნათლად ფიჯისთან გამოჩნდა“.
„ფიჯისთან ბიჭებმა ისეთი ტრავმები მიიღეს, რომლებიც მხოლოდ თავგანწირვით მოდის. მირიან მოდებაძემ გატეხილი ყვრიმალით 10 წუთი ითამაშა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი რამაა. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ნეკნის ხრტილი მქონდა დაზიანებული, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა და სათამაშოდ მზად ვარ“.
„დაგვემატნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც მზადების ეტაპი ჩვენთან ერთად გაიარეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი თამაშში დიდ ენერგიას და მოტივაციას ჩადებს“.
„შარშანდელთან შედარებით უელსი ბევრად სტრუქტურულ და დალაგებულ თამაშს აჩვენებს. ისინი თითქმის არ უშვებენ შეცდომას და ამის ხარჯზე შეძლეს სამივე თამაშის მოგება. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნოემბერში იყო, თუმცა მე მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია!“.
დავით ნინიაშვილი: „ფიჯისთან ნაჩვენებმა თამაშმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია მოსაგებად ბრძოლა. უელსთანაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მინდა ეს თამაში იმ ტრავმირებულ ბიჭებს მივუძღვნა, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან“.
rugby.ge
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"