ბორჯღალოსნების კაპიტანი დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბის ერთა თასის განვლილ ორ შეხვედრას აფასებს და ჩილესთან დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

მსოფლიო რაგბის ახალი ფორმატის თამაშების შესახებ, კაპიტანმა ჩილესთან 18 ივლისს, 21 საათზე სანტიაგოში გასამართი მატჩის წინ ისაუბრა:

„პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს და ასე იყო ურუგვაისთან, თუმცა სამოასთან თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ჩემი აზრით, ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდთან, ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. ურუვაისთან ბევრი შეცდომა გვქონდა, რისი დიდი ნაწილიც სამოასთან გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა“.

„ურუგვაისთან ცენტრში ვითამაშე. 13 ნომერზე კლუბში ორჯერ მომიწია თამაში და ეს ჩემთვის უცხო პოზიცია არ იყო. პირადად მე, მიყვარს პოზიციების ცვლა - ახალის ძიება, ახალის ცდა და ვფიქრობ, ყვითელი ბარათის მიუხედავად, თავი ნორმალურად წარმოვაჩინე. შეიძლება საუკეთესო შეხვედრა არ მქონდა, თუმცა ყოველთვის ღია ვარ ახალი გამოცდილების მისაღებად“.

„23 წლისას ნაკრებში უკვე 50 კეპი მომიგროვდა. ნაკრებში მოხვედრა და ბორჯღალოსნების კვართით თამაში, ყველასთვის ძალიან დიდი ოცნებაა. ეს ოცნება რამდენიმე წლის წინ ავიხდინე და დღეს უკვე 50 თამაში მაქვს ჩატარებული ჩემი სამშობლოსთვის. ეს ძალიან დიდი სიხარულია და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ“.

„ნაკრებში ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ ქართული რაგბი არ შეცვლილა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენი ძლიერი მხარე შერკინებაა და ეს შევინარჩუნეთ. დიდი ცვლილება არ მომხდარა და რაც ჩვენს სისხლშია, იმ სისტემაზე აეწყო ახალი მწვრთნელიც. მას თავისი ხედვა აქვს და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი“.

„სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ჩვენი მიზანი სამი მოგება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან, ოჯახებიდან და გულშემატკივრიდან შორს ვართ, ვცდილობთ კარგი და დადებითი თამაშები ვაჩვენოთ. ურუგვაისთან ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. სამოასთან თამაშის უკეთესი ხარისხი გვქონდა და ვეცდებით, ჩილესთან კიდე უფრო უკეთესი თამაშით მოვიგოთ. ეს სეზონის ბოლო თამაშია და გამარჯვებასთან ერთად, ვეცდებით თამაშით სიამოვნებაც მივიღოთ“.

„მსოფლიო რაგბის ერთა თასი ძალიან საინტერესო ტურნირია. აქ ისეთი გუნდები ვართ, რომლებიც სხვადასხვა სტილის რაგბს ვთამაშობთ და ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით. შეიძლება მას ბევრი მეორე დივიზიონის ტურნირად აღიქვამს, მაგრამ დაძაბული შეხვედრები გვაქვს, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როდესაც ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამისთვის მზად ვიქნებით და მსოფლიო თასსაც კარგ კონდიციებში შევხვდებით“.

Rugby.ge

4 ლელო = ბონუსი
სამოასთან ოთხი ლელოს დადებაზე არ გვითამაშია. სიმართლე რომ ვთქვათ არც ურუგვაისთან ვითამაშეთ ბონუსის აღებაზე, უფრო გაგვიმართლა. სამომავლოდ გასათვალისწინებელია, რომ ეს ტურნირია და ყველა ქულას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს. ნაკრებსა და მწვრთნელებს მადლობა თამაშებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის. ყველას უკეთესობა რომ გვინდა და საკუთარ სუსტ მხარეებს ვამჩნევთ კარგია და სწორედაც სამომავლო წარმატებების საწინდარია.
გიორგი
ჯიგარი კაცია, უნიჭიერესი.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ნინის შედარებით იოლად გადარჩენა და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო,ნიკა სუთიძესთან ერთად!
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
ფრანგული რაგბის ოსკაროსანი - დავით ნინიაშვილი
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"