საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული კლუბი “ქუთაისი 2010” 20-წლამდელთა გუნდით ევროტურნირში ასპარეზობს. იმერული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი წრის მატჩების ჩასატარებლად ჩეხეთში იმყოფებოდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ბრნოში გამართული 4 შეხვედრიდან 3-ში იმარჯვა.

რაც შეეხება ტურნირს, 20-წლამდელთა ევროპის ლიგაში მთლიანობაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 5 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეულ ჯგუფში 9 გუნდია და რეგულარულ ჩემპიონატში ისინი თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. ქუთაისი A ჯგუფშია, სადაც მეტოქედ ეს 8 გუნდი ჰყავს:

"ინტერ ბრატისლავა" (სლოვაკეთი), "ბუბა ბასკეტი" (ბულგარეთი), "კოლენო", "კოლეფერო" (ორივე იტალია), სტამბოლის აკადემია (თურქეთი), "ლონდონ ლაიანსი" (დიდი ბრიტანეთი), ლოზანის აკადემია (შვეიცარია).

ამ 8 გუნდიდან ქუთაისი 4-ს ეთამაშა. ტუღუშის გუნდმა სტამბოლის აკადემიას 94:69 მოუგო, ხოლო ლონდონელი “ლომები” 88:78(სტატისტიკა) დაამარცხა. მესამე შეხვედრაში ქუთაისელებმა ბულგარულ "ბუბა ბასკეტს" 78:73 სძლიეს და ბოლო შეხვედრაში სლოვაკურ "ინტერთან" 83:89 წააგეს.

ქულების მხრივ, გუნდს გიორგი სულაბერიძემ ულიდერა, რომელიც მატჩში საშუალოდ 16 ქულას აგროვებდა. საშუალოდ 7.5 პასი ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს, ხოლო მოხსნებში (8.3) საუკეთესო იყო ნიკოლოზ კოზაშვილი.

ქუთაისის გუნდი რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო 4 მატჩს 2024 წლის 11-14 იანვარს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართავს.

GBF.GE

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ფიბა-ევროპის თასზე მოხვედრის შემთხვევაში “ქუთაისი 2010”-ის მეტოქეები წილისყრამ გაარკვია
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა