თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში ჩავიდა, სადაც ფიბა-ევროპის თასის მე-3 ტურის მატჩში “ვარეზეს” დაუპირისპირდება. იტალიურ კლუბს თსუ-ს მსგავსად თითო მოგება-წაგება აქვს და სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფიბა-ევროპის თასზე პირველი გამარჯვება წინა ტურში, თბილისში, კვიპროსულ "კერავნოსთან" მოიპოვა, თუმცა თსუ გამარჯვებასთან ახლოს პირველ ტურშიც იყო, როცა გერმანიაში "გიოტინგენთან" ბოლო წამებზე, დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

თსუ იტალიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. გუნდს ვარეზეში ვერ გაჰყვა ტრავმირებული ტაირი ბოიკინი, რომელმაც ნატკენი საზარდული სუპერლიგის გასულ ტურში, ტყიბულის "ორბთან" კიდევ უფრო დაიზიანა. ვარეზეში თსუ ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ცინცაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.

თსუ ბერგამოში სტამბოლის გავლით ჩაფრინდა, საიდანაც ავტობუსით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მყუდრო ქალაქ ვარეზეში ჩავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სასტუმრო UNAHOTELS-ში დაბინავდა, საიდანაც Itelyum არენა, სადაც ფიბა-ევროპის თასის მატჩი შედგება, ავტობუსით 10 წუთის სავალია.

თსუ დროში შეზღუდულია. ვარეზეში დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩავიდა და პირველ ვარჯიშს საღამოს, 20:30 საათზე გამართავს. ეს იქნება ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდის გენერალური ვარჯიში, რადგან ხვალ თამაშის დღეა და უნივერსიტეტელები მხოლოდ დილის მოთელვას გაივლიან.

"ვარეზესა" და თსუ-ს მატჩი ვარეზეს Itelym არენაზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ეთერში ყურებას შეძლებთ FIBA-ს Youtube-არხზე წარმოდგენილ ამ ბმულზე: www.youtube.com/live/8510xpEc7is?si=tOitJS1KriqDAC7L

GBF.GE

Georgian
წარმატებები თსუს და ქართულ საკლუბო კალათბურთს!
სოსო
დრო იყო,ვარეზეს "მობილჯირჯი",ევროპის გრანდებში ირიცხებოდა.
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
კრიზისი იტალიურ ფეხბურთში: "ვენეცია", "რეჯინა" და "ვარეზე" გაკოტრდნენ
თსუ "ვარეზესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა