სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც ქართული კლუბების 5-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა ევროტურნირზე, 8 ნოემბერს "თბილისი არენაზე" გერმანულ "გიოტინგენს" უმასპინძლებს. ეს ის გუნდია, ფიბა-ევროპის თასის პირველ ტურში თსუ სტუმრად ღირსეულად რომ ებრძოლა და ბოლო წუთებზე ლიდერობდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა გერმანელებმა მოიგეს. ამჯერად "გიოტინგენი" თბილისში თამაშობს. "გიოტინგენი" საქართველოს დედაქალაქს ჯგუფის ლიდერის ამპლუაში ესტუმრა.

მას შემდეგ, რაც ჯგუფის პირველ ტურში შინ თსუ-სთან მარცხს გადაურჩა, "გიოტინგენმა" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო – იტალიაში “ვარეზესთან” (91:79) და შინ კვიპროსის “კერავნოსთან” (90:71). თსუ-ს გარდა, გერმანულმა კლუბმა ჯგუფის ყველა წევრს იოლად მოუგო. რა იქნება მეორე წრის მატჩში, "თბილისი არენაზე" გამოჩნდება.

მატჩის წინა დღეს, 7 ნოემბერს, "თბილისი არენაზე" ორივე გუნდმა ივარჯიშა. სუპერლიგის ჩემპიონს კვლავ საკადრო პრობლემები აქვს. ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო ტაირი ბოიკინმა და ნოდარ გოგოძემ. პირველს ბოლომდე არ მოუშუშებია საზარდულის ტრავმა, რის გამოც ბოიკინმა იტალიაში “ვარეზესთან” მატჩი გამოტოვა. გოგოძეს კი მაღალი ტემპერატურა აქვს და "თბილისი არენაზე" არ იმყოფებოდა. ორივე მათგანის "გიოტინგენთან" თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ თსუ-ს შედეგებსაც: ლექსო ლაფანაშვილის, ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა გერმანიაში ბოლო წამებზე დამარცხების შემდეგ შინ კვიპროსის "კერავნოსს" (63:60) მოუგო, ხოლო გასულ ოთხშაბათს იტალიაში “ვარეზესთან” 83:109 დამარცხდა.

ჯგუფიდან გარანტირებულად პირველადგილოსანი გადის. მე-2 ადგილიდან შემდეგ ეტაპზე 10 ჯგუფის 6 საუკეთესო გუნდი გავა. "თბილისი არენაზე" თსუ-სა და "გიოტინგენის" დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

ბესო
https://www.youtube.com/watch?v=jlCx0ESz520 პირდაპირი ტრანსლიაციაა
გულშემატკივარი
ტრანსლიაცია იქნება ? და სად შეიძლება ვუყუროთ ?
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა