2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ნიდერლანდები 29:10 დაამარცხა.

შვეიცარიასთან მოგებული მატჩის (86:10) შემდეგ „უმცროსი ბირჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მოთამაშე შეიცვალა. ჩვენი გუნდი ძლიერი ქარისას სრულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ 33-ე წუთზე მოახერხა ხელაძის ლელოთი და ნოზაძის გარდასახვით დაწინაურება. სამწუხაროდ, მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო საღინაძემ და შეცვალეს. შემდეგ მსაჯმა მაღალი ბოჭვის გამო ნოზაძე გაასინბინა, მეტოქემ კი შორიდან საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა: 51-ე წუთზე კეშელავამ ლელო დადო, სირბილაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მერე მეტოქის მორაგბე ნეტო უხეშობისთვის გაასინბინეს, რასაც ქართველების აგორებული მოლიდან ხახუბიას გატანილი ლელო მოჰყვა. გარდასახვიდან სირბილაძემ ბურთი ძელს გაარტყა. ქევხიშვილის ლელო წინ გადაცემის გამო არ ჩაითვალა, თუმცა მალე ამონაშვილის შეგირდებმა ლელო დადეს (ხახუბიამ დუბლი შეასრულა). სირბილაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ არბიტრმა ნიდერლანდელ მორაგბესაც დაატოვებინა მოედანი. ბოლოს დვალმა ლელოთი ანგარიში გაზარდა, სირბილაძეს გარდასახვა გაუცუდდა, ხოლო ნიდერლანდელებმა საჯარიმო ლელოთი ანგარიში შეამცირეს.

საქართველოს ნაკრებმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რამდენჯერმე დაჯარიმდა, მაგრამ ვიზავი დაჯაბნა და მერვედ გავიდა ფინალში.

18 ნოემბერს ფინალში საქართველო პორტუგალიას შეხვდება.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი

საქართველო – ნიდერლანდები 29:10

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

ბეგლარა პაპა
მე კიდევ გაზეთის რედაქციას მივმართავ პორტუგალიის ნაკრებმა როგორი ანგარიშით ითამაშა ესპანეთთან რატომ არა წერთ თუ სხვა სპორტულ გაზეთში წერენ მაშინ თქვენ რა საჭიროები ხართ,რაღაც ტურნირს თუ აშუქებთ ბოლომდე წესიერათ გააშუქეთ ხომ შეიძლება.ეს მარტო რაგბის არ ეხება.
Rezo
ეს ტურნირჯ თავის შედეგებით არავის არ აინტერესებს, მაგრამ... ჯიგრებმა ( კავშირმა) ხმა მივეცით სეგრეგაციულ ტურნირს 26 დან, სხვა გზა არ გვქონდა, სამაგიეტოდ 18 ებს და 20 ს 6 ერს ამატებენო. აბა სად არი ეგ ამბავი?
ქომაგი
ძალიან ღრმა ანალიზი შემოგვთავაზეს.
gia
მაგარი "ექსპერტი" ხარ
ბათუმელი ექსპერტი
მოკლედ ეხლა რას ვიტყვი. მაისაშვილი არ არი დასაკარგი მწვრთნელი. მაგან უნდა ჩაიბაროს 18 წლამდელთა ნაკრები. ამ ასაკის ნაკრებისთვის უნდა შეკრიბოს 16 წლის მორაგბეები და უნდა გაზარდოს ახალგაზრდულის ჩათვლით. კაი იქნება ამ წლებში შავ ლომში თუ იმუშავებს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ, ცხადია მწვრთნელი უცხოელი ძლიერი სპეციალისტი იქნება, მერე შეუძლია კვლავ ჩაიბაროს ეროვნული ნაკრები.
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
18 წ. | როტაციით ნიდერლანდებთან
18 წ. | ზედიზედ მეცხრე ფინალი
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე