ფიბა-ევროპის თასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა კვლავ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო. ევროტურნირის ბოლოსწინა, მე-5 ტურის მატჩი საქართველოს სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ნიქოზიაში, “კერავნოსთან” გამართა და 79:84 (სტატისტიკა) დამარცხდა. გერმანულ “გიოტინგენთან” გამართულ მატჩებთან ერთად ეს გახლდათ მე-3 შეხვედრა, რომელშიც თსუ მეტოქეზე არანაკლებ იმსახურებდა მოგებას, თუმცა ფორტუნისა თუ სხვა მიზეზების გამო ბოლო წამებზე, ქულა-ქულა ბრძოლაში, მარცხი განიცადა.

ნიქოზიაში გამართული მატჩი ძალიან ჰგავდა "კერავნოსთან" თბილისში ნათამაშებ შეხვედრას. მატჩი თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა, იმ განსხვავებით, რომ ბოლო წამებზე, თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება კვიპროსულ გუნდს დარჩა. თბილისის მსგავსად, თსუ მესამე პერიოდში 17 ქულით აგებდა და დარჩენილ დროში გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის 26-ე წუთზე ტრევის ტეილორის გარღვევის შემდეგ "კერავნოსი" 60:43 დაწინაურდა. ეს მასპინძელი გუნდისთვის უდიდესი ჰანდიკაპი იყო, რაც ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა თსუ არ დანებდა და მე-3 პერიოდში დარჩენილ 4-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა – ბურთები რატი ანდრონიკაშვილმა, კახა ჯინჭარაძემ და ნიკოლა ვუიოვიჩმა ჩააგდეს – პასებით მომარაგება გიორგი ცინცაძემ ითავა, რომელმაც რთულ პირველ ნახევარში 3 სამქულიანი ჩააგდო და თსუ-ს შანსი შეუნარჩუნა.

ბოლო პერიოდი თანაბარ ბრძოლაში განახლდა და ისე გაილია მისი ნახევარი, 10-12-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. შეხვედრის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე "კერავნოსი" 74:63 იგებდა, როცა ცინცაძის პასით ალექსანდრე ფევაძემ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. ამას მოჰყვა უნივერსიტეტელების პრესინგის ზღვარზე მისული დაცვა, რაც მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილის და მისი ასისტენტების – ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ნაბიჯმა გაამართლა და დაცვაში მოპოვებული ბურთების შემდეგ თსუ-ელები სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში და ამ გზით ბურთები ერთმანეთის მიყოლებით იმავე ფევაძემ, ჯინჭარაძემ და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს.

შედეგად, გოგოძის შედეგიანი გარღვევის შემდეგ, დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ანგარიში გათანაბრდა – 74:74. ანუ თსუ-მ კერავნოსს 5-წუთიანი მონაკვეთი 11:0 მოუგო და ფსიქოლოგიური უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ… უნივერსიტეტელებმა გააგრძელეს მჭიდრო დაცვითი თამაში და მეტოქე მაქსიმალურად შეზღუდეს, თუმცა კერავნოსელმა დელანო სპენსერმა ურთულესი პოზიციიდან შეტევის ამოწურვამდე 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო თსუ-ს არაზუსტი შეტევის შემდეგ გოგოძემ დაცვაში აქტიურობისას ჯარიმა მიიღო, რაც მასპინძელთა 2 ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა და საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე "კერავნოსი" 4 ქულით გალიდერდა.

თსუ აქტიურ დაცვაზე გადაერთო, ნოდარ გოგოძემ სამქულიანიც ჩააგდო, თუმცა მჭიდრო პრესინგისას უნივერსიტეტელებს რეინოლდსი გაეპარათ, რომელზეც ტაირი ბოიკინი არასპორტულად დაჯარიმდა და მატჩის ბედიც გაირკვა. საჯარიმოები ამერიკელმა ლეგიონერმა ზუსტად გამოიყენა, "კერავნოსი" 84:79 (სტატისტიკა) დაწინაურდა და მატჩის დარჩენილი 4 წამიც უბრძოლველად გაილია.

თსუ-ს შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. გიორგი ცინცაძემ შეხვედრა 13 ქულით, 8 პასითა და 6 მოხსნით დაასრულა. რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე 8 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა. ნიკოლა ვუიოვიჩმა გიორგი ტურძილაძის არყოფნაში 27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

ჩვენს ჯგუფში იტალიურმა "ვარეზემ" გერმანიაში დაძაბული, ოვერტაიმიანი ბრძოლა 109:104 მოუგო "გიოტინგენს" და ცხრილში გაუთანაბრდა. დარჩენილია ერთი ტური, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილის და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა უნდა გადაწყვიტოს. თსუ 22 ნოემბერს იტალიურ "ვარეზეს" უმასპინძლებს, ხოლო "გიოტინგენი" კვიპროსში "კერავნოსს" დაუპირისპირდება.

GBF.GE

თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ vs "გიოტინგენი" | ფიბა-ევროპის თასის მორიგი მატჩი თბილისში
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა