"სან-პაულოს" ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებთან კატარში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი "ალ რაიანის" ღირსებას 2021/2022 წლების სეზონში იცავდა.

ხამესის თქმით, კატარში ახალ წესებთან შეგუება ძალიან გაუჭირდა და ამ ქვეყნის თავისებურებებთან ადაპტირება ვერ მოახერხა.

"კატარში ცხოვრება ურთულესია. დამიჯერეთ, იქ ადაპტაციის გავლა ძალიან გამიჭირდა. მატჩის შემდეგ საშხაპეში თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ იქ შიშველი ყოფნა არ შეიძლებოდა. ამან შოკში ჩამაგდო.

იქ ყველა ხელით მიირთმევს, ამასთან შეგუება გამიჭირდა. დანა-ჩანგალი მოვითხოვე, თუმცა ხელით ჭამა მაიძულეს, რაზეც ვუთხარი, რომ გიჟები იყვნენ და ამის გაკეთებას არ ვაპირებდი. სიმართლე გითხრათ, მათი კერძის მირთმევაზე უარიც ვთქვი. აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში", - გაიხსენა ხამეს როდრიგესმა.

შეგახსენებთ, "ალ რაიანის" დატოვების შემდეგ ხამეს როდრიგესი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ოლიმპიაკოსს" შეუერთდა. ერთ დროს "ოქროს ბიჭუნად" წოდებული კოლუმბიელი ახლა ბურთს ბრაზილიაში აგორებს.

zaz197
ეუფ.....კატარში სხვა უცნაურობებიც ხდება, ხამეს...მაგლითად, შენნაირ ყოფილ ფეხბურთელს სალაჰზე, როდრიზე და მბაპეზე მეტ ხელფასს აძლევენ
ლაშა
სანამ გადავიდოდა მანამდე გაერკვია ეგ ყველაფერი
გიგა
შენ თუ შენი ევროპელები ძალიან კულტურულები გგონია, მაგრად ცდები მაგ: გერმანიაში სუფრასთან "გაზების გაშვება" ჩვეულებრივი ამბავია! ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, სადილობისას თითების ალოკვა და ჩალოკვა ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ისევე მაგალითისთვის: თუ აზია-არაბეთის ქვეყნებისთვის სახალხოდ სიშიშვლე დასჯადია, ევროპაში პირიქით სიშიშვლე ნორმად აქვთ ქცეული, ისე, რო ორ უკიდურობასთან გვაქვს საქმე.
ზურა
კატარში ალბათ ბევრი საშინელება ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხამესი მაგის აზრზე საერთოდ არ არის:))))) ის კი რაც მაგან ჩამოთვალა, უბრალოდ არაბული კულტურის ნაწილია, არც ის მგონია გინდა თუ არა ხელით ჭამას აიძულებდნენ:)))))
berg
ხო თან ჭუჭყიანი ხელებით ჭამენ,მერე ამ ხელებს ილოკავენ ამაზრზენი ხალხია ))) არც კოლუმბიელები გამოირჩევიან დიდი კულტურით,ხანდახან მეეჭვება მარკესის კოლუმბიელობა...
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
ოფიციალურად: ხამესი სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდა
ხამესი ევროპაში დაბრუნდება
"პერესი მირეკავს და მეუბნება..." - ხამესმა მოჰყვა, რატომ არჩია 2014 წელს "რეალი" "სიტისა" და პსჟ-ს
ხამესი კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა