თბილისის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა გუნდის პრეზიდენტ რომან ფიფიას განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დინამო თბილისის" მენეჯმენტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან შემადგენლობის დაკომპლექტებისას ძირითად აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელებს ადგილზე განვითარებისთვის საუკეთესო პირობები შევუქმნათ და მივცეთ იმდენი სათამაშო დრო, რაც მათ ნიჭის სრულად გამოვლენაში დაეხმარება.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ჩვენი აღზრდილებისთვის მთავარი პრიორიტეტი "დინამო თბილისია", თუმცა გვაქვს სურვილი, რომ მოთამაშეები სწორად განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ მათ მომავალ წარმატებას დიდ ევროპულ კლუბებში.

მოხარული ვარ, რომ "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა, ადამიანი, რომელიც საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად გახსნის დღიდან სათავეში ედგა "დინამოს" აკადემიას. იგი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და რაც მთავარია, კარგად იცის, თუ როგორ უნდა განავითაროს ისინი.

ამაზე ის შედეგები მეტყველებს, რომელსაც ჩვენი აკადემიელები ეროვნულ ნაკრებსა და თუ სხვადასხვა ევროპულ კლუბში აჩვენებენ. სწორედ ანდრეს კარასკო იქნება ჩვენი ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვფიქრობ, მას რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანების შესრულება მოუწევს, რაშიც ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება.

აქვე მინდა შევეხო ჩვენს მეორე გუნდს - "დინამო 2"-ს, რომელმაც ეროვნულ ლიგა 2-ში დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა და ლიგაში ადგილი დამაჯერებლად შეინარჩუნა. რამდენიმე წლის უკან, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს გუნდი გაუქმდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო.

საბედნიეროდ, ჩვენი დირექტორის, ზაზა დოლიძის ინიციატივით, 2020 წელს "დინამო 2" აღვადგინეთ. ვთვლი, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საშუალება გვაქვს, ნიჭიერ მოთამაშეებს პროფესიონალურ დონეზე უფრო მეტი სათამაშო დრო მივცეთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას.

გვერდს ვერ ავუვლი "დინამოს" აკადემიის მორიგ წარმატებულ სეზონს. ჩვენი 19-წლამდელთა და 15-წლამდელთა გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, სხვადასხვა ასაკობრივმა ჯგუფმა "დინამოს" აკადემია საერთაშორისო ტურნირებზე უმაღლეს დონეზე წარმოადგინა.

განსაკუთრებით მეამაყება, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ განვაახლეთ დარასელიას თასის გათამაშება და თასი თბილისში დარჩა. მსურს, ასეთი შედეგებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აკადემიის თითოეულ მწვრთნელს, მოთამაშეს და დირექტორს - გიორგი ივანიშვილს.

ლევან გვანცელაძის ინიციატივით, გასულ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელიც "დინამოს" საფეხბურთო სკოლების მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 6-დან 12 წლამდე ბავშვების წვრთნას "დინამო თბილისის" აკადემიაში დანერგილი მეთოდოლოგიით, მწვრთნელების გადამზადებას ჩვენს აკადემიაში წელიწადში 2-ჯერ, ადგილზე საწვრთნელი პროცესების მონიტორინგს და საუკეთესო ფეხბურთელების სტაჟირებას "დინამოს" აკადემიაში.

ბედნიერი ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი საფეხბურთო სკოლები შემდეგ მუნიციპალიტეტებში გაიხსნა - ონი, ამბროლაური, ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული, ჩოხატაური, სენაკი, ჩხოროწყუ, მესტია, კასპი, თეთრიწყარო, დმანისი, ერედვი, ახალგორი, ყაზბეგი და თიანეთი. აღნიშნულ ლოკაციებზე ბავშვების საერთო რაოდენობა 500-ზე მეტს შეადგენს. ამასთან ერთად კი, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან "დინამოს" საფეხბურთო სკოლა ქალაქ რუსთავშიც გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 400 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

"დინამოს" საფეხბურთო სკოლების პროექტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით ხორციელდება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი მეძმარიაშვილს.

ასევე მინდა შევეხო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ვამაყობ, რომ ნაკრების ძირითად ბირთვს ჩვენი აკადემიის აღზრდილები წარმოადგენენ. ერთა ლიგის ფორმატმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოგვცა. ეს კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება იქნება. მსურს წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს მარტში გასამართ მატჩებში. სამწუხაროდ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება და წარმომიდგენია, როგორც განიცდის თავად ამ ამბავს. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა და მეტოქის პატივისცემისა, ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს გააჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ლუქსემბურგი დავამარცხოთ.

ორ წელიწადში "დინამო თბილისი" 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენი მიზანია, რომ ასეთ დიდებულ თარიღს განსაკუთრებული სიახლით შევხვდეთ. მოგეხსენებათ, რომ უკვე რამდენიმე წელია "დინამოს" ბაზის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს ფაქტი დღითი დღე ართულებს კლუბის ყოველდღიურობას და ხელს გვიშლის, მოთამაშეებს შევუქმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო.

ყველანაირად ვეცდებით, "დინამო თბილისი" ახალ ლოკაციაზე გადავიდეს, სადაც დინამოელებს იდეალურ პირობებს შევუქმნით. საუბარია ახალ საწვრთნელ ცენტრზე, რომელიც ათამდე უმაღლესი ხარისხის მინდორს მოიცავს. აქვე განთავსდება ჩვენი აკადემია, რომელიც 1000-ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პირველი გუნდისა და აკადემიის ერთ სივრცეში გაერთიანება, როგორც ეს ბევრ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბში ხდება, ძალიან დაგვეხმარება, ჩვენი მოთამაშეები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებაც დაგვჭირდება. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ქალაქის მმართველი ორგანო ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება", - წერია განცხადებაში.

დავით 67
რას ერჩით, თქვა პირდაპირ მე ფეხბურთი არ მაინტერესებსო, პერსპექტიული ახალგაზრდები უნდა აღმოვაჩინოო და მერე უცხოეთში გავყიდოო. ე.ი ფული უნდა გავაკეთოო. ამას ისე აინტერესებს ფეხბურთი, როგორც აიაცკოვს და მის საყვარელ ლიუბოვ სლისკას.( მისი ბოსები სარატოვში) მიდი მიაწექ ფიფია სახელი პასპორტში გულადი გიწერია და ჯერჯერობით ამართლებ სახელს. სარატოვში ხომ იგრძენი როდის დაგერხეოდა და მოტყდი დროულად. ეხლა ვერ გრძნობ ეტყობა.
Ar grcxveniat mainc?
ამ კაცს რომ სიტყვა ეთქმის ქვეყანაში , სირცხვილია! გადაყენების მაგივრად ვიღაცეები ეხმარებიან თურმე. შევარცხვინე მართლა , რა ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი. ყველაზე ძალიან ის ხალხი მაკვირვებს წილში რომ არ არიან და ამას რომ რამეს მაინც უწონებენ, მართლა რომ სჯერათ, მაზოხისტები ხართ. სადღაა კლუბი დინამო თბილისი, დაძირა ტიპმა საბოლოოდ, მოსპო
Master
რომან ფეხბურთში სამშობლოს მოღალატე ხარ.აუცილებლად აგებ პასუხს იმაზე რაც დინამოს დამართე.უკვე ბაზასაც ყიდის ეს მოღალატე.პატრონი არ ყავს ქვეყანას.
OsimheN1
რა ვერ გაიგეთ, რომ სანამ ეს დღის წესრიგია საქართველოში, რომ თურმე ჩამორჩენილები ვართ და დასავლეთის დირექტივებით უნდა ვიცხოვროთ, არავინ გაგვახარებს, რადგან იციან რომ ფეხბურთი ქართველთა სიამაყის უდიდესი წყაროა და ამას არავინ დაუშვებს.. თორემ, ისე რა უნდა გუნდის შექმნას - იმაზე მარტივია, ვიდრე, ბოდიში მომითხოვია და ტუალეტის ქაღალდის წარმოება (რომელიც იწარმოება საქართველოში)..
დინამოს
თქვენ ხო კარგად ხართ რა ახალგარდები კვარა და მამარდა ძირითადში არ ათამაშეთ ისე გაუშვით ხურდები მოგიყარეს ბოლოს ლარი და ოცი რა ახალგაზრდები რა იცით თქვენ ისედან 17 წლის ბავშვებით თამაშობდით. ამათზე ახალგაზრდები ალბათ 14 წლიანებს გულისხმობთ მალადეც თქვენ
თორნიკე
ზაზა ფაჩულიამ კალათბურთის დინამო გააქრო რუკიდან. არადა როცა გადაეცა დინამო 7 წელიწადში ევროპაში ანგარიშ გასაწევი გუნდი იქნებაო იძახდა ბატონი ზაზა. რატო არცერთი ჟურნალისტი არ ინტერესდებით სადაა საკალათბურთო დინამო. ამ ფიფიამ კი ჩვენი ფლაგმანი გააქრო და მიწასთან გაასწორა. როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ძალით (ზაზა, რომა) მენეჯერებს. მალე მარტო წყალბურთის დინამო დაგვრჩება ალბათ
Ნიკოლოზი
ეს რომ ზრუნავს დინამოს ღირსებასა და ისტორიაზე
დათო
არ დაბლოკო ადმინ გთხოვ რამდენიმე დღის უკან დაწერეთ ახალი ინვესტორიო ეხლა კიდევ შემდეგი ყ..ა ზღაპარი თქვენც რო დაგცინით ეს საზიზღარი ვერ ხვდებით? თუ ხვდებით და გსიამოვნებთ ავადმყოფები ხართ? ვაბშე რატო აქვეყნებ ამ სატ ას განცხადებებს? მაგის დინამო ჩვენი აღარ არის ლელო ბადრიმ აღადგინა პატარკაციშვილმა და იქ მომუშავე ჟურნალისტებმა პატივი ეცით იმ კაცის ხსოვნას ასევე მის დინამოს უფასოდ რო ჩაიგდო ხელში და მიწასთან გასწორა ამ არა კ მა აღარ გამოაქვეყნოთ ზღაპრები
ქომაგი
თბილისის დინამო ამათ ხელში საფეხბურთო სკოლათაა გადაქცეული სრულად. იცით დინამო რას ნიშნავს საქართველოსთვის. არაგაგვთ უფლება როგორც თქვენ გინდათ ისე მოექცეთ დინამოს. დაანებეთ დინამოს თავი ჩამოაყალიბეთ ახალი კლუბი "თბილისის დიღომი ან დიდუბე" და რაც როგორც გინდათ ისე მოიქეცით სრული უფება გექნებათ.
Gia
Fexburti biznesia da fuli tuar daxarje ise araferi gamogiva. Akademiebi yvela klubs aqvs sazgvargaret,magram fexburtelebs mainc yiduloben.iseti erti klubi rogor ar unda gvyavdes komferenc ligis jgufurshi mainc ro xvdebodes, aba ise ra azriaq am chempionats?turizmis ganvitarebasac she uwyobs xels, nakrebis ganvitarebasac da xalxis gaxarebasac.klubic tu sworad imushavebs finansurad mogeba sac naxavs mepatrone.
Levan
Tradiciulad pirvelive etapidan gamovardeba, samwuxarod. Roman roman yovel wels erti da igive. Zgaprebia.
giorgi
დინამოს როყავდეს ნამდვილი გულშემატკივარი ამ კაცს მტკვარში გადააგდებდნენ
წადი დაგვანებე თავი წადი !!!!
რამდენი წელი უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი. პირდაპირ გვეუბნება ადამიანი უკვე, რომ ფულის საკეთებლადაა მოსული და არ აინტერეებს გუნდის წარმატება. ადამიანი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას საფეხბურთო კლუბში, საერთოდ არ უნდა ქონდეს ინტერესი კლუბი რომ განვითარდეს ? თუ უბრალოდ მოგებაზე უნდა იყოს მხოლოდ ორიენტირებული ? დინამო იყო და იქნება ჩემი საყვარელი გუნდი, ეს ნაგავი ხალხი ვერ შეცვლის ჩემს გუნდისადმი დამოკიდებულებას.
Levani
მადლობის მეტი რა გვეთქმის აკადემიისთვის,რომელმაც ამდენი საერთაშორისო კლასის ფეხბურთელი გამოჩეკა ასე მოკლე ხანში. ჭკვიანია ეს კაცი,არ ატანს ფულებს ვიღაც მამადუებს და იაია-ებს. მბაპე და თუნდაც ციგანკოვის დონის ფეხბურთელი კიდე აქ არ ჩამოვა. თუ გაქვთ ვინმეს გადასაყრელი მილიონები იყიდეთ გუნდი,გაიყვანეთ ლიგის ჯგუფში და შეათხლიშეთ მაგ საქმეს 100-200 მილიონი(თუ ეყო ისიც). სხვამხრივ კი მე მომხრე ვარ- თავის დროზე ამ პოლიტიკამ მოიტანა ის რო გზა გაეხსნა -კიტეიშვილს,ხვიჩას,საბა ლობჟანიძეს,ჩაკვეტაძეს,პაპუნაშვილს(მერე რო გაეგრძელებინა) და სხვებს. იმედი მაქვს რომ ეს ახლები არანაკლებები იქნებიან და უფრო დიდ წარმატებას მოუტანენ საქართველოს. და რა აზრი აქვს ლიგის ჯგუფში გასვლას ლეგიონერებით? წაიღებენ ის ხალხი იმ ფულს და ჩვენ დავრჩებით ქაქში. თუ არ გჯერათ შეხეედეთ ყაზახეთს და აზერბაიჯანს-კუბამეტრობით ფული დახარჯეს და მაინც დახევენ ხვიჩა-ზურიკო და ჩაკვე თავზე იმ ბურთს გაუკეთებენ ჭაბურღილში
სოსო
ფიფია,წელიწადში ორჯერ იწყებს ახალი გუნდის შენებას დიადი მიზნებით და უკვე ძნელია,რაიმე დავუჯეროთ.თუმცა ყოველი შემთხვევისათვის,ქუთაისის ტორპედოს სამწუხარო მაგალითს შევახსენებ და ვურჩევ,ყველა რგოლში,თითო გამოცდილი და ლიდერის თვისებების მქონე,საკმაოდ კარგი ფეხბურთელი მაინც დააყენოს,ვის გვერდითაც,ეს ბიჭები,თავს უფრო თავდაჯერებულად და დაცულად იგრძნობენ მოედანზე.გულშემატკივარიც უფრო მომთმენი უნდა იყოს,მათი ჩავარდნების მიმართ,რადგან შეუძლებელია ახალგაზრდა ბიჭები,სტაბილურად კარგად თამაშობდნენ და წარუმატებელი თამაშის პერიოდში,სწორედ გუნდის გამოცდილმა ლიდერებმა უნდა აიღონ ხელში,ბიჭების წინამძღოლობა.რამდენიმე წლის წინ,ტორპედოზე შეფობა,სოკარმა აიღო,გუნდი მთლიანად ახალგაზრდებით დააკომპლექტეს და ჩემპიონატი,5 მოგებითაც დაიწყეს,მაგრამ შემდეგ,წაგებებიც მოჰყვა,ბიჭებს სტაბილურობა არ ჰქონდათ,ვერც გულშემატკივრებმა მოითმინეს წარუმატებლობები და შედეგად,სოკარიც წავიდა გუნდიდან და ეს პოტენციურად ძალიან კარგი იდეაც,კრახით დასრულდა.ორი, სამი გამოცდილი და ავტორიტეტული ფეხბურთელი,ბიჭებზე ამ წნეხს შეარბილებდა და მათ პროფესიულ ზრდას,დაეხმარებოდა.კაცებთან ბრძოლაში,18-19 წლის ბიჭების დაშინება,საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა,ძალიან ადვილია.მათ დაცვა,გაფრთხილება და მოთმინება სჭირდებათ.
beqa
ღირსია რაც დინამოს ჭირს საერთოდ დამიდგა დარდი მთავარია გაბელია და ჩივაძე ხო არიან ბედნიერები
რაბუ
რა გუნდს,სახელს მარხავს და ასამარებს. მეტის ღირსი ვართ ამდენს რომ ვიტანთ
Helados
ფიფია რამხელა გაქნილი შულერი /აფერისტია დაბოლების მესამასე სერია გადაიღო. ტიპმა ყველაფერი ილაპარაკა ჩაძირული და სახელაყრილი მთავარი გუნდის ფუნდამენტალური განვითარების/გაძლიერების გარდა. დარწმუნებული ვარ ამ დუბლებით გუნდი მაქსიმუმ მეოთხე/მეხუთე ადგილზე გავიდეს. სადაა ინვესტორი? რომელსაც პირდებორდით ლელო.ge-ზე ხალხს, დააანგრევს აღმოსავლეთ ევროპაში ყველა კლუბს ისეთ გუნდს შევქმნითო დდ: ვფიქრობ წელს საერთოდ სამამულიშვილოდ მოჭიმავენ ფლაგმანს პირველივე საკვალიფიკაციოზე. იცი ეს რისი ბრალია არავინ მომკითხავი არ ყავს სტადიონი მუდამ ცარიელია ვერავიდან საგანგაშო კრიტიკას თუ მწვავე პროტესტს ვერ მიიღებს იცის ეს კარგად რომანმა და გადის ნომრები, ეს ხომ დაცინვა, ნაცრის შეყრაა პირდაპირ თვალებში, სამარცხვინოები ხართ გუნდი შეზღუდულ საზოგადოება შ.პ.ს.-ედ რომ აქციეთ. იქეთ ჩემპიონმა ბათუმმა დაყიდა ყველა ვინც კი ლიდერი და შემოქმედი იყო წინა წლის საჩემპიონო სეზონში და გაგრადან და მეხუთე ადგილზე გასული გუნდიდან მიიღო შევსება პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა ჰაა როგორ ჟღერს დდ:, ამათ ვაბშე ფორით მოუგებენ ორივე თამაშს პირველივე ეტაპზე ვინც არ უნდა შეხვდეთ თან განუთესავი იქნებიან იავნად და ტოპ 25 ჩემპიონატიდან დაეტაკება ვიღაც ჯეელი. ჩვენ საკლუბო ფეხბურთს პულსი აღარ ესინჯება უკვე დიდი ხანია მაგრამ წელს ის უკვე აპარატიდანაც გამორთეს და დაფიქსირდა ბუნებრივი სიკვდილი. აგერ ერთი ტესტი დარჩა ტორპედო რომელიც თითქოს რაღაც სინათლის შუქს იძლევა ჩაბნელებულ გვირაბში და კერესელიძეს გარჯა გამოაჩენს გუნდი რა ტრანსფერებს დადებს სულ რაღაც თვის ბოლომდე და მერე ყველაფერს უკვე ბეჭედი დაესმება, მთელი გულით მინდა ამ დაძირული დინამოების ფონზე ტორპედომ მაინც მოიმოქმედოს რაიმე და ამ ინვესტორმა მართლა გააძლიეროს კლუბი და მან მაინც გადაურჩინოს ნამუსი ევროტურნირებზე გასაცოდავებულ დღეში მყოფ ჩვენ საკლუბო ფეხბურთს. კლუბმა მოჯადოებული წრიდან გარღვევა დაიწყო და რაღაც კარგი ბიძგები იგრძნობა და არ მინდა რომ ამათმაც ცარიელი დაპირებების მსხვერპლი გაგვხადონ თორემ მერე .....
სიმართლე
ამაზე მატყუარა და ბაქი ბუქა მეგრელი მე ჯერ არმინახავს....
ბალეშიკ
რაც ეს კაცი მოვიდა მაგის შემდეგ სულ ერთი და იგივეს ამბობს წიწილებს რომ ცენტებად რომ ყიდი ამით რა ხეირი გინდ დინამოსთვის გინდ ჩვენთვის ვისაც გული შეგვტკვივა ქართულ ფეხბურთზე და ვისაც გვსურს რომ რომელიმე ქართული გუნდები კონფერენს ლიგაზე მაინც გავიდნენ სიგუამ რომ გაიბრწყინა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ თამაშში და ეგრევე რომ გაყიდე ბატონო რომანიკო თუ იგივეს აპირებ ისევ თქვენი ჩუზი პუზი ლაპარაკი ამოვიდა ყელში გაყიდეთ დინამო წადით წაბრძანდით მეგრელ კაცს დინამო არ უნდა გეყიდა ☝️
ეეე
ესაა ახალი ინვესტორიო?DDDDDDDDDDDDDD ცირკია რა.
ilar10N YouTube
მშვენიერია. აი რითი სჯობია მარუსიჩი ახალგაზრდა იობაშვილს? არაფრით ! ტყუილად ყრიან ამ ფულებს. ის გორის კატლეტი ღიპუცა წავიდა ხო? კამარა :დ
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება