თორნიკე შენგელია რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, ეს დადასტურებული ფაქტია. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ვირტუს ბოლონიას" ფორვარდი მიმდინარე სეზონში ევროლიგასა და სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკე გარკვეული პერიოდის მანძილზე ევროლიგაში სარგებლიანობის ინდექსით ლიდერობდა, ახლა კი მისი ეს მაჩვენებელი 20.4-ს უტოლდება და მცირედით ჩამორჩება 1-2 ადგილებზე მყოფ მაიკ ჯეიმსისა (21.6) და შეინ ლარკინის (21.6) მონაგარს.

ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 19 ტური მიილია და უკვე გამოიკვეთნენ მოთამაშეები, რომლებიდანაც სეზონის MVP-ს აარჩევენ. ერთ-ერთი კანდიდატი, რა თქმა უნდა, შენგელიაა, რომელმაც ამ დღეებში ჩატარებულ ევროლიგის კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ჩატარებული გამოკითხვის კატეგორიაში “სეზონის გარღვევა” – პირველი ადგილი გაინაწილა. გამოკითხვის შედეგად, თოკომ ხმების 22% მიიღო და ასეთივე მაჩვენებელი აღმოაჩნდა "ბასკონიას" ნიგერიელ ფორვარდ ჩიმა მონეკეს.

შენგელიას ევროლიგის უკანასკნელი 20 მატჩიდან 19-ში მინიმუმ 10 ქულა აქვს ჩაგდებული, ბოლო 16 თამაშიდან 15-ში მინიმუმ 5 მოხსნა ჰქონდა, უკანასკნელი 21 შეხვედრიდან 20-ში კი მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მინიმუმ 12 იყო. როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის საშუალო ინდექსი 20.4-ს უტოლდება, რაც ლიგაში მე-3 მაჩვენებელია. თორნიკე მეშვიდეა საშუალოდ ჩაგდებული ქულებით (15.9) და მერვე – საშუალოდ მოხსნებში (6.1). მას 5 დაფარება სჭირდება, რათა ამ კომპონენტში ევროლიგაში 100-იან ნიშნულს უწიოს.

ევროლიგაში მომდევნო მატჩს "ბოლონია" 10 იანვარს სტუმრად "მაკაბისთან" ჩაატარებს. ისრაელში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო "მაკაბი" საშინაო მატჩებს სერბეთის დედაქალაქში ატარებს. საინტერესოა, რომ პირველ წრეში "ვირტუსს" "მაკაბი" ბოლონიაში 100:90 ჰყავს დამარცხებული და მაშინ შენგელიამ სეზონისთვის სარეკორდო 27 ქულა მოაგროვა, თანაც კარიერისთვის ყველაზე მეტი, 10 ორქულიანი გამოიყენა. სათქმელია ისიც, რომ 2019 წელს თორნიკემ უკვე "ბასკონიას" მაისურით თელავიველებს 6 სამქულიანი ჩაუგდო და ესეც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

GBF.GE

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა