ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ბევრი გამორჩეული დღე ვიზეიმეთ ერთად: 2019 წელს კაზაკოვა-რევიას ოქროს მედლები იუნიორთა გრან-პრის ფინალში, ვერცხლი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 2020 წელს მორის ყვითელაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, 2022 წელს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო წარმოდგენილი ყველა სახეობაში, გუნდური ასპარეზობის მონაწილეც კი, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას 2023 წლის იუნიორთა შორის გრან-პრის ფინალის ოქროს მედლები.

და ეს ყველაფერი პირველად ... სპორტულ წყვილებში დღევანდელი ვერცხლის მედლებიც ხომ პირველად. შეგვაჩვიეს ჩვენმა სპორტსმენებმა ერთ დროს ოცნებად ქცეულ ამ წარმატებას. მართალია, დღეს ძალიან ახლოს ვიყავით ოქროს მედლებთან, მაგრამ ესეც ხომ წარმოუდგენელი იყო წლების წინ. ანასტასიასა და ლუკას წინ დიდი მომავალი აქვთ. დღევანდელი ვერცხლის მედლები კი დასაწყისია მათი იმ წარმატებისა, 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისაკენ მიმავალ გზას რომ მიუყვება.

ვულოცავთ საქართველოს ნაკრების სპორტულ წყვილს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, ორი პროგრამის ჯამში 196,14 ქულით თავიანთ სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილსა და ვერცხლის მედლებს!

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

912
რა გვიხარია ოკუპანტი რომ ქართულ დროშას აფრიალებს???
სოსო
დღეს ნიკა ეგაძემ,მეშვიდე ადგილი დაიკავა,ორი გამოსვლის ჯამში.ნიკა უკვე საქართველოში გაზრდილ-დაბადებული და მოციგურავედ ჩამოყალიბებული სპორტსმენია,რომელიც წარმატებით გამოვიდა,ევროპის ჩემპიონატზე და რუსები ვერ გვისაყვედურებენ,ჩვენგან გაზრდილების ხარჯზე აღწევთო, წარმატებებს.ნიკას,სამი შეცდომა ჰქონდა ნახტომებში,მაგრამ არც ერთხელ არ დაცემულა.ესე იგი,ილეთების წარმატებით შესრულებას,ძალიან ცოტა დააკლდა და სამომავლოდ,აუცილებლად წარმატებით შეასრულებს,ამ ნახტომებს.მართალია,ლიდერებთან საგრძნობი ჩამორჩენა ჰქონდა,მაგრამ რესურსიც საგრძნობი აქვს და ამ ჩამორჩენის დაძლევა შეუძლია.
alexandre
გილოცავთ ყველას! მადლობა მათ! მომავალში მრავალ წარმატებას ვუსურვებ!
ვახსიმონტო
ფერიებივით ლამაზები. გასაოცრად მომხიბვლელები, თითქოს ზღაპრიდან გამოფრენილები ! გაიხარეთ და გაგვახარეთ ,დიდ და ბევრ წამატებას გისურვებთ!
სოსო
წყვილმა ისტორია დაწერა და პირველად შესძლო.სპორტულ წყვილებში საპატიო მეორე ადგილის აღება.შეეძლოთ გამარჯვება?რა თქმა უნდა,შეეძლოთ.სავალდებულო პროგრამაში ხომ დიდებულად ისრიალეს,მაგრამ გამოუცდელობამ და ნერვიულმა დაძაბულობამ,მაინც მოახდინა გავლენა,მათ გამოსვლაზე.ეს ხომ მათთვის პირველი სტარტი იყო,მოზრდილთა ევროპის ჩემპიონატზე.უამრავი მაღალი კლასის მოციგურავე,ისე ამთავრებს კარიერას,რომ ასეთ წარმატებას ვერ აღწევს და მათი გამოსვლაც,რა თქმა უნდა შესანიშნავად უნდა ჩავთვალოთ.ვულოცავ მათ და ვულოცავ მთელ საქართველოს. შჯიბრებას,იუთუბ არხზე ვუყურე,სადაც ჩათში გულშემატკივრები შედიან და იქ,რუსულ ენაზე დაწერილი პოსტი იყო დადებული:-ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,დაე საქართველომ,თვითონ გაზარდოს სპორტსმენები და სხვების სუფრიდან ნუ იღებსო,ნამცეცებს.ანასტასია მეტელკინას შეცდომას და ამავე დროს,მისი და ანასტასია გუბანოვას,საქართველოს სახელით გამარჯვებებს გულისხმობდა,რა თქმა უნდა.საწყენია?-ერთის მხრივ,თითქოს საწყენია,ჩვენი გამარჯვება ვერ აიტანა,მაგრამ მეორე მხრივ,მისი წყენაც სრულიად სამართლიანია,27 რუსი გამოდისო,სხვა ქვეყნების სახელით,ამ ჩემპიონატზე,თვითონ რუსებს კი აქ გამოსვლის უფლება არ აქვთ.არა და ევროპაში,ისინი საუკეთესოები არიან.არავინ ჩათვალოს,რომ მათი გულშემატკივარი ვარ(თუმცა მათ გარეშე,საგრძნობლად დაბალი დონისა გამოდის,ჩემპიონატი),პირიქით,გული უფრო მეტად უნდა დასწყდეთ,რომ უკეთესად დაფიქრდნენ,მაგრამ მე ჩვენზე ვლაპარაკობ და არ არის დრო,საქართველოს,სტანდარტული ზომის საციგურაო დარბაზი ჰქონდეს?ჩვენზე თბილ ქვეყნებში აკეთებენ ამას და არც ჩვენთან იქნება შეუძლებელი.კი,ვიცი,რომ აშენდა დარბაზი,მაგრამ სტანდარტული ზომისა გვინდა,რომ ჩვენთან,საქართველოში გავზარდოთ ჩვენი ტალანტები,საერთაშორისო ტურნირებიც ჩავატაროთ და სხვისგან გაკილვის ობიექტებიც აღარ ვიყოთ.ვფიქრობ,დღევანდელ საქართველოს,უკვე შეუძლია ამის გაკეთება.
გულშემატკივარი
ვულოცავ სულითა და გულით გუნდს და მთლიანად საქართველოს. ის პატარა შეცდომა რომ არა გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ეგ არაფერი, შეცდომები სპორტის ნაწილია.მომავალში ოქროს მედლებს ვუსურვებ!
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
საქართველო პირველად უმასპინძლებს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა