20 იანვარს "შავი ლომი" თავისთვის პირველი, ისტორიული ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს.

ქართული ფრეჩაიზის მეტოქე 113 წლის ფრანგული გრანდი "კლერმონი" იქნება. "მიხეილ მესხზე" შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის სტადიონზე საზეიმო ღონისძიებები 13 საათიდან დაიწყება და მატჩის დასრულების შემდეგ გაგრძელდება. იქნება კონცერტები და სიურპრიზები.

კლერმონი – გრანდი საფრანგეთიდან

კლუბი 1911 წელს მარსელ მიშლენმა დააარსა, რომელიც საბურავების მწარმოებელი ფირმის – Michelin-ის დამფუძნებლის, ანდრე მიშლენის შვილი იყო. რაგბი მულტიფუნქციური სპორტული კლუბის ერთ-ერთ სექციას წარმოადგენდა. კლუბს 1919 წლამდე AS Michelin-ი ეწოდებოდა, თუმცა იურიდიული ვალდებულებებიდან გამომდინარე ის AS Montferrandaise-დ გადაკეთდა.

შეიძლება ითქვას, რომ "კლერმონი" მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გუნდია. "ვულკანებს" ყველაზე მეტი ფინალი აქვთ წაგებული – ჯამში 24. ისინი 14-ჯერ იყვნენ ტოპ 14-ის (და მისი წინამორბედის) ფინალში და გაიმარჯვეს მხოლოდ ორში – 2010 და 2017 წლებში. სამჯერ წააგეს ჩემპიონთა თასის (2013, 2015, 2017) და ერთხელ ჩელენჯ თასის (2004) ფინალი, თუმცა სამჯერ გახდნენ ჩელენჯ თასის გამარჯვებულები – 1999, 2007 და 2019 წლები), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. "კლერმონის" მსგავსად 3-ჯერ აქვს მოგებული ჩელენჯ თასი ინგლისურ "ჰარლიქუინსს".

ადრეულ პერიოდში "კლერმონმა" 3-ჯერ მოიგო (1938, 1976, 1986) შიდა ტურნირი Challenge Yves du Manoir-ი და 6-ჯერ დათმო (1935, 1957, 1972, 1979, 1985, 1994) ფინალი. 2001 წელს გახდა საფრანგეთის თასის მფლობელი, ორჯერ კი ფინალში (1945, 1947) დამარცხდა.

დაარსების დღიდან გუნდი საშინაო შეხვედრებს "სტად მარსელ-მიშლენზე" ატარებს, რომელიც რამდენჯერმე განახლდა და ამჟამად 19 357 მაყურებელს იტევს. მისი სათამაშო ფორმის ფერებია ყვითელი და ლურჯი.

აღსანიშნავია, რომ "კლერმონის" ბოლო 25 წლის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ ლეგიონერებს. პირველი გუნდის რიგებში არაერთ სახელოვან "ბორჯღალოსანს" უთამაშია. ესენი არიან: დავით აშვეთია, ლევან ცაბაძე, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, ბექა კაკაბაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე და გიორგი ძმანაშვილი (რომელიც ახლაც ამ გუნდის წევრია). "კლერმონის" შერკინების მწვრთნელი იყო ზირაქაშვილი, კოლელიშვილი კი 18-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს.

მოცემული მომენტისთვის, "კლერმონს" ტოპ 14-ში 26 ქულა აქვს (5 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი) და მე-9 ადგილზე, ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში კი, ორი მოგებითა და 10 ქულით, სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. "კლერმონმა" ბონუსით დაამარცხა "ედინბურგი" (31:18) და "სქარლეთსი" (38:17), "გლოსტერთან" კი სტუმრად 17:28 დამარცხდა.

Rugby.ge

რამაზ
რა შემთხვევაში გადივართ ჩელენჯ-კაპის შემდეგ ეტაპზე ვნახოთ რა წერია წესებში: https://www.epcrugby.com/challenge-cup/ecc-rules 2.5 If two or more clubs are equal on match points, their ranking will be determined as follows: (i) the best aggregate points difference from the pool stage; or (ii) if equal, the number of tries scored in the pool stage; or (iii) if equal, the club with the fewest number of players suspended for disciplinary incidents in the pool stage; or (iv) if still equal, by drawing lots. ანუ ერთნაირი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა მიღებულ-გაშვებული ქულების სხვაობას (და არა ურთიერთშეხვედრის შედეგს) დღევანდელი მდგომარეობით ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფ კასტრს ოთხი თამაშიდან 10 ქულა აქვს და სხვაობა -3. შავ ლომს სამი თამაშიდან 5 ქულა და სხვაობა -11. ანუ თუ ბონუსით მოვიგებთ (ოთხი ლელოს დადებით) და მინიმუმ 9 ქულის სხვაობით, კასტრს გადავასწრებთ და მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდებით. კლერმონს სამი თამაშიდან 10 ქულა და +23 ქულათა ბალანსი აქვს. თუ ბონუსს არ ავაღებინებთ, ჩვენ მინიმუმ 4 ლელოს დავდებთ და 14 ქულის სხვაობით (ან მეტით) დავამარცხებთ, კლერმონსაც გადავასწრებთ და ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ. ამ ურთულეს სიტუაციაში ყველაზე უპრიანი ჩვენთვის ღია თამაში (ლელოებზე თამაშით) მესახება და +9 ქულაზე გათვლა თუნდაც კლერმონმაც 4 ლელო დაგვიდოს და ჯამში ტურნირზე 11 ქულა დააგროვოს - ამ შემთხვევაში კასტრს ვიტოვებთ უკან
გიორგის
სანამ თითებს არ ჩაყოფ ვერ მოისვენებ ბატონო (ურწმუნო) თომა?
სსს
მე კი მოვალ მაგრამ ჯერ აუტის მოწოდება უნდა ვისწავლო აბა ეგენი მაინც ვერ ისწავლიან
გულშემატკივარი
მეგობრებო მობრძანდით სტადიონზე, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და ბიჭები თავისას იზავენ.
გიორგი
მწვრთნელი ისევ მაისაშვილია? მიგვატყუეს თითქოს ცვლიდნენ, ხომ?
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]
ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში
"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
ჩელენჯ თასი | ოთხი ცვლილებით "კლერმონთან"
"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა