ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

"შავი ლომი" "კლერმონთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "შავი ლომი" საკუთარ მოედანზე "კლერმონთან" 3:36 დამარცხდა.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების მხარდაჭერისა, ქართულმა ფრენჩაიზმა ფრანგულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან მარცხი განიცადა, 1 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით "შავმა ლომმა" ბოლო შეხვედრა ჩაატარა - ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

• ბატონ სოსოს

ბ-ნო სოსო, ახლა მივხვდი ვინც ხართ (გიცანით). ვადასტურებ, რომ მე ვარ მაგ მოკლე კომენტარის ავტორი და სინამდვილეში არანაირი მსგავსი რამ სერიოზულად არც მიფიქრია, რადგან 15 წელია რაგბის ეროვნული ნაკრების მხურვალე ქომაგი გახლავართ! სიმართლე ისაა რომ ცოტათი წავიკაიფე და მაინტერესებდა, რა რეაქციები მოჰყვებოდა ასეთ კომენტარს ... თქვენი პასუხი როცა წავიკითხე, ისეთი ღირსეული იყო, გადავწყვიტე ნათელი მოვფინო ყველაფერს ანუ სინამდვილეში ეს მხოლოდ ხუმრობა იყო :):):) P.S. ისე, ეგეთ უშანსო მარცხს არ ველოდი და ცოტა არ იყოს მტკივნეული იყო

• სოსო

გიორგი,აგერ ნინიაშვილმაც,80 მეტრზე წაიღო ბურთი და ლელო დადო!არც იქ ავარჯიშბენ,დაზღვევაზე?!უფრო მაღალი კლასი,სწორედ იმაში გამოიხატება,რომ რაღაცაში გამოგიჭერს და ქულებად გადააქცევს.

• სოსოს ქ-პ-ისგან

სოსო მატკავაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ მახსენდება მაგისი ადრინდელი თამაშები, მაგრამ მომავალში გაამართლებს ნდობას არ არი სწორი მიდგომა ამ შემთხვევაში. როცა არსებობენ მოთამაშეები რომლებიც უკეთესები არიან და მათ ყურადღებას არ აქცევ იმის გამო რომ აი ეს ბიჭი მომავალში ივარგებს და მერე კარგი გახდება არ არის სწორი! რა პასუხს აძლევს ამ შემთხვევაში იმათ ვინც ვარჯიშობს გულს და სულს დებს თამაშში და უსამართლოდ გვერდს უვლი? სწორია ასე მოქცევა? კიდევ ვიმეორებ ასეთი რამე მაისაშვილზე არასდროს შემიმჩნევია და ახლა ასეთ რამეს მისგან არ ველოდი. იყო ერთი შემთხვევა როდესაც მალაღურაძე ათამაშა მე 100 თამაშზე მაგრამ მაშინ ენა არ მოუბრუნდებოდა ნორმალურ ადამიანს ამის გამო გასაკრიტიკებლად. მაგრამ ახლა უსამართლო არ იყო ეს გადაწყვეტილება სხვა ბიჭების მიმართ. ამ კუთხით შეხედეთ აბა

• სოსო

ქორ პარიკმახერს.ლუკა მატკავაც ძალიან სუსტი იყო,მეგობარო!მხოლოდ ფიზიკურად კი არა,თამაშითაც.მაგრამ ეტყობა აზროვნება დაინახეს,ან სხვა რაიმე და დღეს ძალიან კარგი მორაგბე მივიღეთ.ეტყობა ამ ბიჭშიც ნახეს,რაღაცა ,თორემ ასეთი თამაშით,მის წინ წამოწევას,რა აზრი აქვს?მგონია ორივეს ერთნაირად გაგვიხარდება,თუ ლევან მაისაშვილის იმედებს გაამართლებს.რაკი ათამაშეს,ახლა სხვა გზაც აღარ აქვს,ვარჯიშით თავი უნდა მოიკლას და ნდობა გაამართლოს.

• ქორ-პარიკმახერი

არ გეთანხმები სოსო, ჯიღაური თავის ასაკობრივ ნაკრებშიც თავისივე მეწყვილესთან ერთად ღერძში (სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს) ყველაზე სუსტი რგოლი იყო ყველა თამაშში რომელიც ვუყურე, და ეს არ იყო ,,გოლიათ" აფრიკელებთან თამაშები და სულაც არ იყო ფიზიკური სისისტე ამ წყვილის მთავარი მინუსი. მის პოზიციაზე ბევრად უკეთესი ბიჭები თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკის და შესამამისად მისი ამ გუნდში დაწინაურება არაობიექურად მიმაჩნია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და როგორც ზემოთ მოგახსენეთ ობიექტურ გარემოებებზეა დაფუძნებული ;-)

• სოსო

არც ფეხბურთში გვაქვს,უკეთესი შედეგები და ორივე ხომ არ გაგვეუქმებინა?თანაც რატომ მხოლოდ საქართველოში,მთელ მსოფლიოში აიკრძალოს,რომ აღარავინ ინერვიულოს!კარგი რა,მართლა და მართლა!ყველა საუკეთესო ქართველი მორაგბე,საფრანგეთში თამაშობს,ასევე მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ქვეყნების ლიდერებიც და ასე,მთელი მსოფლიოდან აკრეფილი გუნდის წინააღმდეგ,საქართველოს ჩემპიონატიდან შეკრებილი,მხოლოდ ქართველი ბიჭებით დაკომპლექტებული და მხოლოდ სამი წლის წინ შექმნილი გუნდით,როგორ,რატომ უნდა დაგვემარცხებინა,ამაზე გიფიქრია?!როგორც იქნა,მარაქაში გაგვირიეს და ჩვენც ცხვირი შეგვაყოფინეს,დიდი გუნდების გაერთიანებაში,სამი წელი შეგხედავთ,რამეს თუ შესძლებთო და პირდაპირ უნდა მივყარ მოვყაროთ,ყველა?ასე არ ხდება!ქართული რაგბი რომ ვითარდება და წინ მიდის,ამიტომ მიგვიღეს და გავაუქმოთო?მწვრთნელია თუ მოთამაშე,უზარმაზარი შრომა გასწიეს,აქამდე მისაღწევად და დივანზე წამოგორებულმა ხალხმა მოვითხოვოთ,მათი გაუქმება?მესმის,რომ მარცხმა გული დაგწყვიტა და წყენამ გათქმევინა,მაგრამ ასეთი რამე,პირიდან როგორ ამოუშვი?!შენ რომ ასე გეწყინა,თვითონ ამ ბიჭების მდგომარეობაზე გიფიქრია?"პირველი მერცხალი"გაიხსენე,ქართველი ბიჭების სახეები,ინგლისელებთან დამარცხების შემდეგ და თუ მაშინ,მათი გალანძღვა ან დაცინვა მოგინდა,მაშინ კი ბატონო,ამ ბიჭებსაც ის უთხარი,რასაც მათ ეტყოდი.

• ბიჭებს არავინ ლანძღავს

კრიტიკის 99% მაისაშვილზეა,ცრაც სრულიად დამსახურებულია. კარგი კაცჯა, მაგრამ ამ დონეზე ვეღარ ქაჩავს.ბიჭებს კი ჭკუათმყოფელი გულშემატკივარი არასდროს გალანძღავს. ერთი-ორი პოსტი წავიკითხე ასეთ და ეს ხალხი ალბათ გულშემატკივარი არც არის. ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ამის დაუფასებლიბა დიდი უსამართლობაა. წარმატებები ბიჭებო!

• კოლხიდელი

საყვარელ,ძვირფას ადამიანს წარუმატებლობის შემთხვევაში ვლანძღავთ და ვაძაგებთ განა? მაშ ჩვენი ძვირფასი მორაგბეები რად გაუხდია ზოგიერთს ლანძღვა-თათხვის ობიექტად,დღეის მდგომარეობით ობიექტურად მათზე უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსალოდნელი მარცხის გამო? სამწუხაროდ,რაგბის გაგებაშიც არ ხართ და არც ამ თავდადებული ბიჭების იოტისოდენა პატივისცემაც არ გაგაჩნიათ,სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ორთავ შემთხვევაში,სამარცხვინონი ხართ.

• სოსო

გუშინ,თითქმის ანალოგიური შინაარსის პოსტი დავწერე,მაგრამ ჩემდა გასაკვირად,ვერაფრით მოვახერხე,გამოგზავნა.რა თქმა უნდა გეთანხმებით!აქ შემომსვლელებიდან,ბევრი ეტყობა,მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაინტერესდა რაგბით და აღარ ახსოვს,რატომ შეიქმნა,"შავი ლომი".მისი შექმნის მიზანი კი,ის იყო,რომ საქართველოში მოთამაშე ნიჭიერი მორაგბეებისათვის,საქართველოში მოთამაშე ნაკრების წევრებთან ერთად,ეთამაშათ უფრო ძლიერ გუნდებთან,ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია,მიეღოთ საერთაშორისო მატჩების გამოცდილება,ევარჯიშათ ნაკრების მოსამზადებელი სისტემით,ამით,გაეადვილებინათ ნაკრებთან შერწყმა და ამავე დროს,უფრო უკეთ მომზადებულიყვნენ,სანაკრებო დატვირთვებისათვის.შავ ლომში უნდა მომხდარიყო,საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწინაურებული ტალანტების მიყვანაც,სანაკრებო დონემდე.ეს რა თქმა უნდა შეეხებოდათ იმ ახალგაზრდებს,რომლებიც ვერ მოახერხებდნენ,რაგბის ტოპ ქვეყნებში სათამაშოდ წასვლას,რადგან ძალიან რეალური იყო და არის საფრთხე,რომ უცხოეთში ვერ წასული ქართველი ტალანტები,იძულებული ხდებოდნენ.თავი გაენებებინათ ვარჯიშისათვის და საარსებო წყარო,სხვა სფეროში მოეძებნათ.შავი ლომი,თავისი ყურადღების ქვეშ ამყოფებდა ყველა ნაკრებისათვის მეტ ნაკლებად საინტერესო მორაგბეს და აძლევდა შანსს,ეგრძნოთ სანაკრებო გარემო,მოესინჯათ თავები და შესაძლებლობები,ნაკრებთან მიახლოებულ დონეზე და მოთხოვნებზე.შავი ლომი მხოლოდ ქართველებით კომპლექტდება,სხვა ფრანჩაიზებისაგან განსხვავებით და მისი რესურსები,ამითაცაა შეზღუდული,მაგრამ ზუსტად შეესაბამება,ქართული რაგბის ინტერესებს.ის ფაქტობრივად საქართველოს განვითარებადი ნაკრებია და ამ სეზონამდე,სადაც თამაშობდა,იქ წარმატყებითაც გამოდიოდა.ამ წარმატებებმა,ევროპული რაგბის ფედერაცია აიძულა,ეს წარმატებული გუნდი,გაცილებით უფრო ძლიერ.,ჩელენთასზე გაეშვა და როცა ამას მივაღწიეთ,არავის ჰქონდა იმედი,რომ საფრანგეთის,ინგლისაის,შოტლანდიის,უელსის თუ იტალიის,ან ირლანდიის ფრანჩაიზებთან ბრძოლაში,პირველივე წელს,ქულებს ავიღებდით.ლომებმა კი,უამრავი ტრავმის მიუხედავად,ორ თამაშში შესძლეს ქულების აღება და აქედან ერთში,გამარჯვების მოპოვებაც კი.გახსოვთ ის ტურნე აფრიკაში,ლევან მაისაშვილი,კოვიდით რომ დაავადმყოფდა და ძლივს გადაარჩინეს?იმ ტურნეს წინ,საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იყო,იქ და მათ შორის ლუკა მატკავაც იმყოფებოდა.აფრიკელები,იმ ასაკშიც ფიზიკურად ძალიან მძლავრები არიან და ჯერ კიდევ ფიზიკურად ძალიან სუსტი და პატარა ლუკა,მათთან,უსუსური კნუტივით გამოიყურებოდა.ყველა აფრიკელი,თავის მოვალეობად თვლიდა,დასჯახებოდა და ფეხქვეშ გაეთელა პატარა ბიჭი.გამოსდიოდათ კიდეც,მაგრამ ორი წლის შემდეგ,ლუკა,უკვე დიდ ნაკრებში გამოჩნდა და კი ხედავთ,როგორც თამაშობს.მაშინ მეც ვფიქრობდი,ამ ბიჭში,ნეტავი რა ნახესო,მაგრამ დაინახეს და აღმოჩნდა,რომ ნაცნობ მეგობრობა კი არა,ტალანტის დანახვის ნიჭი ჰქონიათ. ქორ პარიკმახერს ვპასუხობ:რაგბს,სუსტი ნებისყოფის ადამიანი ვერ ითამაშებს და რაკი ვიღაცა,თუნდაც ამჟამად ძალიან სუსტი ახალგაზრდა დააწინაურეს,ესე იგი,მასში რაღაცა დაინახეს და მისგან ალმასის გამოკრისტლებას შეეცდებიან.შავი ლომის ამოცანა,საქართველოს ნაკრებისათვის გამოსადეგი მორაგბეების ბაზის გაფართოებაა,მაგრამ არჩევანი,ძალიან შეზღუდულია და მაგალითად დერეფანში,მხტომელების ძალიან შეზღუდული კონტინგენტი გვყავს.ასევე ჰუკერებისაც.საქართველოში,მხოლოდ შალვა მამუკაშვილია,საკმაოდ გამოცდილი და შედარებით მაღალი კლასის ჰუკერი.ის ტრავმირებულია და სასწრაფო წესით მოხდა საქარველოს ჩემპიონატიდან მისი შეცვლა.მერე მეორე ჰუკერიც დაგვემტვრა და აუტის კომბინაციების დალაგება,მოკლე დროში ვერ ხერხდება.რამდენიმე წლის წინ,რაგბის ფედერაციამ,განცხადება გამოაქვეყნა,სადაც მაღალი ბიჭებს,ვისაც სურვილი ჰქონდათ რაგბის თამაშისა,დაჰკავშირებოდნენ ფედერაციას და დაიწყებოდა მათი მომზადება.ამ დონეზე გვქონდა გაჭირვება და არც დღეს მოგვხსნია,რადგან ჩვენი მხტომელები,შედარებით დაბლები არიან და საერთოდ,მაღალი ბიჭებიც შედარებით ცოტა გვყავს. ესეც გვირთულებს,სტაბილური დერეფნის მოწყობას.ორ მხტომელზე,მეტოქე ადვილად ამყარებს კონტროლს,წარუმატებლობების სერია კი,უკვე ჰუკერების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს,დამანგრევლად.ჩვენ ევროპის ერთერთ საუკეთესო კლუბთან ვითამაშეთ,საქართველოს ჩემპიონატის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდით და უკვე ეს არის წარმატება,რომ ვეთამაშეთ.დრო მოვა,მათაც გავუმართავთ,ბრძოლას,მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს.დღეს მათ გაკვეთილი ჩაგვიტარეს და გვიჩვენეს,სად ვართ,რაზე უნდა ვიმუშაოთ.ბიჭები კი არ უნდა ვლანძღოთ,არამედ ხელი გავუწოდოთ და გავამხნევოთ.არც ერთ რაგბის სპეციალისტს არასდროს უთქვამს,ამათ დავამარცხებთო,მხოლოდ ბრძოლას გვპირდებოდნენ და იბრძოლეს კიდეც.დამარცხდენენ,მაგრამ დამარცხებაში არაფერია სამარცხვინო,აი ის კი სამარცხვინოა,რომ სტადიონი,სანახევროდაც არ იყო შევსებული და ასეთი დონის მატჩზე,ხალხი არ მოვიდა17000 კაცი ესწრებაო,მაგრამ სტადიონზე ნამდვილად არ იყო,ამდენი მაყურებელი.ვინც ამ ბიჭებს,ან მათ მწვრთნელებს აგინებს,ესე იგი გაგებაში არ არიან,რა რატომ კეთდება და სჯობია,სპეციალისტებს მაინც მოუსმინონ,თვითონაც კარგად დაფიქრდნენ,ვიდრე ვინმეს განაჩენს გამოუტანენ.ეს ბიჭები,მოედანზეც უამრავ დარტყმას იღებენ და ცოდვები არიან,ჩვენც ზურგიდან ვურტყათ.არ იმსახურებენ.

• rembo

30 წელი რით ვერ ისწავლეთ აუტის მოწოდება

• 100%

შვილო, ნათქვამი ჩემს მიმართ, დიდი ხანია არ გამიგია. სასიამოვნოა ასეთ ხანდაზმულს, რომ ველაპარაკები, ყველაზე ცოტა 80-ს იქნებით გადაცილებული. ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გამყოფოთ. ცოდნას რაც შეეხება, ნახატის მიხედვით, თუ დაარქვეს, რაც დაარქვეს, სხვანაირად შეიძლებოდა ახსნა. მაინც მადლობთ.

• simartle

შავი ლომი ფიროსმანის ნახატია შვილო. აქ გვყავს კი არა...:) მიტომ არის განათლება საჭირო.

• meaarvar

რაგბი ჩვენი თამაშია

• ბოღმიანს

დიდი ხანი ფიქრობდი მაგის დასაწერად?

• ehh

ვისაც რამე გაეგება რაგბის ყველა გეტყოდა რო მინიმალური იყო მოგების შანსი. საიდან მოდის თქვენნაირ გულშემატკივარში ეს ამბიციები გაუგებარია, ვინ გისახავთ აი მაგას ვერ ვხვდები. შავი ლომი - კლერმონი ეს იგივეა ფეხბურთში ეროვნული ლიგის ნაკრები რო ბაიერნს ეთამაშოს და 4-0 წაგება გიკვირდეს. მსოფლიოს საუკეთესო ლიგის მოწინავე კლუბი და ევროთასების 6 გზის გამარჯვებულია (3-3 ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) კლერმონი, გრანდია ფაქტობრივად.

• Sircxvili

Martla dzalian sircxvilia eseni ro tavs profesionalebad tvliad . Me mrcxvenia amat nacvlad tfui

• გიგი

რაის შავი ლომი წადით შვილო ფედერალებში საფრანგეთში მაინც იცხოვრებთ

• Rezo

რა უბედურებაა 3 ქულა!ესენი რომ იტყვიან რაგბისტები ვართო

• ფეხბურთის გულშემატკივარი

გაუქმდეს რაგბი (საქართველოში)

• Zviads

მეტი ბავშვი რაგბიზე და კერძო ფული რაგბიში... (სამწუხაროდ ქართულ ბიზნესს ქვეყანა არ უყვარს)

• გიორგი

100%

• ლევანი

ასეთი აუტით, რომ, თამაშს აზრი საერთოდ არ აქვს ეს მაისაშვილმა არ იცის თუ არ აღელვევბს? საკუთარი ათი აუტიდან საშუალოდ ცხრას რომ წააგებ - ამას გუნდის მწვრთელობა და მომზადება ჰქვია? როგორ უნდა შეუტიო თუ აუტს ვერ იგებ - ამას მაისაშვილი დავიკერო ვერ იგებს? წლებია ლაპარაკია აუტზე და უფრო ურესი შედეგებო გვაქვს. ასეთი აუტებით "შავი ლომი" კი არა ნებისმიერი გუნდი და თვითონ "კლერმონიც" წააგებდა.ახლა ამას შერკინების და პასების პრობლემაც დაუმატეთ და იალაააა! დიახ. წასასვეელი იყო...

• 100%

მე რაგბის არ ვიცი არაფერი, წინასწარ ვამბობ, მაგრამ იმ ავადსახსენებელი კომუნისტების დროს დარქმეულ ,,დინამოს,, ვერ ვიტანთ ზოგადად და ეს ,,შავი ლომი,, რა არის? კავკასიონის ქედზე გვყავს და არ ვიცი?

• xuta

მე წაგება კი არ მაკვირვებს, მაკვირვებს ის, რომ იმედს ჩაგვისხავთ,თქვენი ლაყბობით და მერე ფსიქოლოგიურად ვნადგურდებით. თქვენ, სპეციალისტები ვერ ხვდებით, რა უკანალიც გაქვთ?

• გიორგი

ეგ არის. საბედნიეროდ, მიდის მაისაშვილი. იმედია, კოკერილს ხელს აღარ შეუშლის.

• გიორგი

რა მისცეს? ტიპებმა გადაგვირბინეს.

• გიორგი

ის უნდა ჰქნას, რომ დაზღვევაზე თამაშში უნდა ავარჯიშოს. და კიდევ, 8-10 დერეფანს რომ წააგებ, ასეთ თამაშს მაღალი დონის გუნდს ვერაფრით ვერ მოუგებ.

• ქორ-პარიკმახერი

და ნაცნობობა მეგობრობით არ უნდა ხვდებოდეს შემადგენლობაში არავინ. მაისაშვილზე ასეთ რამე აქამდე არავისგან მსმენია, მაგრამ ამ ბავშვის შემადგენლობაში შეყვანა, რომელიც ასაკობრივ ნაკრებშიც ყველაზე სუსტი რგოლი იყო, ეჭვებს აჩენს.

• სამართალი

მისაშვილს რა უნდა ექნა, კაცმა თავის მოედნიდან წაიღო და ლელო დადო.

• გიორგი 1

რატომ არ ეთამაშეს? მისცეს თამაში.

• გია

ქალაქის მარჯვენა სანაპირო, კერძოდ ვაკე და საბურთალო ამ თამაშის გამო პარალიზებული იყო. ნეტავი ღირდა ამად ეს ყველაფერი...

• ლევანი

ვინმეს შუძლია ახსნას თუ რატომ არის ასეთი პრობლემა აუტი? როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ? დღევანდელი აუტების შემდეგ ვინეს კიდევ სჯერა, რომ მაისაშვილი მწვრთნელია? რა აზრი ჰქონდა დღევანდელ თამაშს ასეთი აუტებით? ხომ ვედავთ ჩვენც და მაისაშვილიც, ყველა წინა თამაშიდან მოყოლებული, რომ აუტს არაფერი ეშველა და ამის გამო ვაგებთ. რამე გეკეთდა? არაფერი! ამას დაემატა შერკინების პრობლემაც., პასი არც არასდროს გვივარგოდა და კიდევ დროზე გაუშვეს. რა მიშვნელობა აქვს აუტის პრობლემას ხედავს და არ შველის თუ ვერ შველის. უბრალობ მწვრთელი არ ვარგა და ეგ არის,

• ბრაზი

რა თქმა უნდა,ძალიან გულდასაწყვეტია წაგება,მაგრამ,რას იზამ,ძალა აღმართს ხნავს.ფრანგთა უკან უმაღლესი დონის შიდა ჩემპიონატია,მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი საუკეთესო რაგბისტები,უმაღლესი დონის შეთამაშება,დისციპლინა,ტრენინგის უმაღლესი დონე... ჩვენ სამარცხვინო არაფერი გვჭირს,უდავო ფაქტია,რომ უზარმაზარი პროგრესის გზა გვაქვს გავლული,ავედით ისეთ ლიგაში სადაც გვექნება მუდმივი ზრდისა და სწავლის საშუალება.ეს ყოველივე, გამრავლებული ჩვენი ახალგაზრდების ნიჭსა და მონდომებაზე,მაქსიმალურად მოკლე დროში,დიდი იმედია, უმაღლეს დონეზე აგვიყვანს. თავი მაღლა ბიჭებო,გააგრძელეთ თავდაუზოგავი შრომა,რაიც აუცილებლად მოგიტანთ სტაბილურ და დიდ გამარჯვებებს. წინ,საქართველო!

• გიორგი

ობიექტურად, მაისაშვილს ჰქონდა უზარმაზარი წარმატებიცა და უზარმაზარი ჩავარდნებიც. დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანმა რაც არ უნდა მოინდომოს, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს ვერ გადალახავს. მოკლედ, ამ კაცმა მაქსიმუმი დადო და მეტს ნუღარ მოვთხოვთ. ახლა მთავარია კოკერილს მისცენ საშუალება, რომ ახალი გუნდი ააშენოს. იმედი მაქვს, კოკერილი სანიოლივით არ გახდება ფედერაციის მორჩილი, უნიათო მწვრთნელი და არავის მისცემს უფლებას, რომ მის საქმეში ჩაერიოს. ეს ერთი წელი ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და კოკერილზე დადებული შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. რაგბი ევროპის მოგებასთან ერთად, საზაფხულო ტესტებზე ორი თამაშის მოგება უნდა გახდეს წარმატების საზომი. აგრეთვე, მომდევნო ჩელენჯ ქაფზე ჯგუფიდან უნდა გავიდეს შავი ლომი.

• rable

დერეფრაგბი))); სარაგბო ინტელეკტს მოკლებული სამწვრთნელო შტაბი.... ყველა თამაშში, რომ ერთიდაიგივე კომპონენტს აუარესებ, გამოსწორების ნაცვლად - უვიცობა ქვია

• Bs

ბოლო დერეფანი იყო სიმბოლური, პირველი თამაშიდან დაწყებული გამოსწორების ნაცვლად უარესი და უარესი გახდა დერეფანი. გაგებაზე უარესი ამის ყურება იყო.

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ

ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]

"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ მოიგო [VIDEO]

ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში

"კლერმონი" – მრავალგზის ფინალისტი თბილისში

რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები

ჩელენჯ თასი | ოთხი ცვლილებით "კლერმონთან"

"იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ" - მიქაუტაძის კომენტარი "კლერმონთან" მატჩის შემდეგ

"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა