TOP.GE
ფეხბურთიესპანეთი
შემოსვლიდან 1 წუთში - 18 წლის როკემ სადებიუტო მატჩში "ბარსელონას" მოაგებინა [VIDEO]
06:14/01-02-2024
+-
00:00 / 00:00

ლა ლიგის მე-20 ტურის გადატანილ მატჩში „ბარსელონამ“ სახლში „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები ბევრს უტევდნენ და 18 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვიტორ როკემ შეცვლაზე შესვლისთანავე სადებიუტო გოლით დააწინაურა. შემდეგ როკესთან უხეშობის გამო სტუმართა კაპიტანმა უნაი გარსიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ბარსამ" გაიმარჯვა.

„ბარსელონა“ 47 ქულით მესამე ადგილზეა და 3 თებერვალს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 37 888 მაყურებელი

ბარსელონა - ოსასუნა 1:0

გოლი: როკე (63)

გაძევება: უნაი გარსია (67, ოსასუნა)


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
3
ბადრი
(1)
/
Dislike(0)
ქლათ კვარას სტილში არ გეიტანააააა!
9:01:24 AM 2/1/2024
გამოხმაურება(0)
ზურა222-ს
(1)
/
Dislike(0)
ჯერ ადრე არ არის, მისი ასეთი შეფასება? ერთი გოლის შეგდება არ ნიშნავს, რო უკვე ვარსკვლავია!
8:53:08 AM 2/1/2024
გამოხმაურება(0)
სიახლეები
სიახლეებიპოპულარული
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2