ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

ბრიტანული "გარდიანის" ცნობით, 2027 წელს, უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი კენჭს აღარ იყრის და მისი მემკვიდრე შეიძლება სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდეს.

გამოცემის მტკიცებით, ერთ-ერთი კანდიდატი პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეშია, რომელიც საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ასაკოვანია, არჩევნებისას უკვე 75 წლის იქნება, ამდენად მისი პრეზიდენტად არჩევის შანსი მაღალი არაა, კიდევ ერთი კანდიდატი ამ ორგანიზაციის საბჭოს წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუა, ხოლო მესამე - კობიაშვილი, რომელიც გასულ წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა, ჩეფერინთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეიძლება აქცენტი მასზე გააკეთონ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეფერინი კიდევ ერთხელ აპირებდა უეფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა და მემკვიდრეზე ფიქრობს.

კობიაშვილმა ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს დაასრულა, 2015 წელს სფფ-ს ჩაუდგა სათავეში და პირველი ქართველია, რომელიც უეფას აღმასკომის წევრად აირჩიეს.

• თორნიკე

რაც ჩეფერინმა გააკეთა სლოვენიური ფეხბურთისთვის, იმასვე გააკეთებს კობიაშვილიც. ფეხბურთელს სირბილი და ვარჯიში ეზარებოდეს, პლანს და ხინკლის დიეტას უბერავდეს, კლიბის პრეზიდენტი ბიძაშვილ მამიდაშვილებით აკომპლექტებდეს სტაფს რა პრეზიდენტის ბრალია? თუმცა კობი არაა კარგი მენეჯერი და ქართულ ფეხბურთს რო მისი პრეზიდენტობისას არ ქონდა რაიმე ხელშესახები წინსვლა ესეც ფაქტია!

• წინ კომუნიზმისაკენ!

უეფაში ლევანა და ჭაობში ქვეყანა

შენ რა მართლა ვერ ხვდები რისი გაკეთება შეუძლია თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის უეფას პრეზიდენტს? (არაოფიციალურად რა თქმა უნდა) ისეთი სუფთა და უმწიკვლო ორგანიზაციაა რომ აბა რა კულუარულ ამბებზე შეიძლება ლაპარაკი არა, შენი აზრით? თუნდაც მსაჯების დანიშვნაზე გავლენას ვერ მოახდენს, აბა რა!))) ან მოთამაშეების დისკვალიფიკაციის ვადებზე ვერ მოახდენს გავლენას, ესეც კულუარულად, ინტერპრეტაციაზეც , ვერა არა?სხვას ბევრსაც ჩამოგითვლიდი მაგრამ წერა მეზარება... ხოდა ისიც თუ გგონია რომ კლუბებში სიტუაციაზე საქართველოს ფედერაციას გავლენის მოხდენის ბერკეტები თურმე არ აქვს, საერთოდ რაღაზე გელაპარაკო, უბრალოდ შეგახსენებ, რომ ჩემპიონატის ფორმატიც, სახელმწიფოსგან ფეხბურთისათვის გამოყოფილი ფულიც ფედერაციის ხელშია სხვას რომ თავი დავანებოთ და ამ ფონზე ბერკეტები არ აქვს თურმე! და კიდევ, თუ მაინცადამაინც ნაცქოცურ ფორმატში გინდა დარჩე, ჩემი გამოცდილებით ვიცი, ადამიანებს ვინც მაგ ფორმატში არსებობს და ყველაფერს მაგ თვალსაზრისიდან უყურებს, მაქედან გამოსვლის არანაირი შანსი არ გაქვთ.

• Walter White

იმიტომ "რო" "როები" ვართ...ისე ჯერ ქართული ენის სწავლა "რო" საჭიროა, ნეტა თუ გაგიგია? ასეთი ხალხი რომ მუშაობთ ყველა სახის მერიებსა და "სიპებში", ამიტომაც გვაქვს საქმე კარგად.

• სალომეს გურჯისტანა

გელა ნუგზარაშვილს მაინც ვერ აჯობებს, ტამბოვიდან იყრის კენჭს, უალტერნატივო კანდიდატია, ტომრებით დაურიგებია უფასო ფული უეფაში.

• ნაცქოცურია აბა რაარი

ყველაფერზე რომ არ გაგცეს კაცმა პასუხი, კლუბების განვითარებასთან ფედერაცია რა შუაშია. დანარჩენზე წერა მეზარება... ან რა უნდა გააკეთოს უეფას პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნისთვის) მაგალითად დაწერე რამე ჯიგრულად. მაინტერესებს

• Kvekeskiri

ძალიანაც კარგი თუ მასეა მარა რავიცი აბა?!გაოცებას თუ გამოხატავ რა კრიტერიუმით?!

• იფ - იფ - იფ

ეგ უეფაში და ძიუბაც ფიფაში. შენ დაუკარ.

• ჭკვიანო

ქარგი ერთი რა

• გაიგეთ ერთი რამ

რომ გითხრათ გამიტყდაო, ასე არაა, თუმცა არც გამხარებია. და ბოღმა არაფერ შუაშია. უბრალოდ საიბედუროდ, არ მჯერა, რომ კობიაშვილი იქ თუ მივა, რამეს გააკეთებს იქიდან ქართული ფეხბურთისათვის.არ მჯერა იქიდან გამომდინარე, რასაც აქ აკეთებს. გული მტკივა რომ ვხედავ, ყველა მიმართულები უკუსვლას. რა დღეშია ჩემპიონატი და კლუბები, ან ეს სტაჟიორი სანიოლი სად იპოვეს, ან ძმაკაცების დასაქმების კანტორად რატომ აქციეს ფედერაცია , აღარც მინდა გავაგრძელო. და ეს მაშინ, როდესაც ძლივს გვეღირსა საკმაოდ კარგი თაობა. და საჩუქარიც მივიღეთ ერთა ლიგიდან გასვლის შანსის სახით. მეტნაკლებად ნორმალური მწვრთნელი რომ გვყავდეს, გიბრალტართან თამაში სანერვიულო არ გვექნებოდა.ახლა კი გვაქს. ამათ კი იმის მაგივრად რომ გამოცდილი სპეციალისტი მოეყვანათ , ქართულ ჯიგრულ პონტში ჩვენს ხარჯზე სანიოლს სივის უკეთებენ. რომელშიც მანამდე ჩასაწერიც არაფერი ქონდა.ნაცქოცურ ამბებზე ნუ დაგყავთ ყველაფერი რეალობას თვალებში შეხედეთ.

ზღაპარია

• ჟორა-ს

ამ შემოდგომაზე დაიჭერს ეგ.

• გვეშველება რამეეე?

ცოტაა მაგისთვის უეფა, არ მემეტება. აი უეფა ან გაეროს გენერალური მდივნობა კიდევ ჯანდაბას, იყოს, კეტებს მაინც დაურიგებს ჩვენსავით წყალწაღებულ ქვეყნებს.

• ჟორა

მიდი ლეუშ ეგრე მაინც დაიჭირე ჩემპიონთა თასი:))

• ვანგა

2100 წელს ბიძინა იქნება. წყალი არ გაუვა. ზუბ დაიუ.

• vai vai

ქართული ფეხბურთის მაფია ევროპელმა ნათლიმამებმა დააფასეს. ასეთ უშუბლისძარღვოებს სხვაგან ვერ ვიპოვითო, - უთქვამს ჩეფერინს აღმასკომისთვის. მაფია უკვდავია!

• ქომაგი

ქართული ფეხბურთი ხომ ააყვავა და ახლა მთელი ევროპა ჩავაბაროთო.

• ბრაზი

2027 წლამდე რამდენმა წყალმა უნდა ჩაიაროს?! ...მაგრამ,ასეთი რამის რეალური შანსი თუ მართლა იქნა,შემირცხვენია ქსრთველი,ვისაც ეს არ გაუხარდეს!!!

• კოლხიდელი

შენს პირს შაქარი "გარდიან"!

• ფირუზ სოზარის ძე ინჯია-სუბარისა

ინჯია ჯობია კანდიდატად, ფრიდონი მაინც სულ სხვაა.

• გიორგი - 11

Gel-100 მართალი ხარ 100 პროცენტით!!!

• იმერელი

ყველა ქართველს ხელი მოემართოს როგორც ევროპის საქმეს გამოადგება ისე ქართულ საქმეს .ერთი ვიცი ნამდვილად რომ კარგი ადამიანია ვიცე პრეზიდენტი ჯღარკავა 35 სკოლიდან მახსოვს გონებანათელი პიროვნება იყო დადებითი ამას წინათ ჩაიარა სეირნობა უყვარს ეტყობა თაბუკაშვილზე ხეივანში 25 წელი გავიდა გამიხარდა რომ დავინახე გამახსენდა ახალგაზრდობა ბავშვობა .ბევრ პროექტს ახილორციელებს გავიგე რაც სასიხარულოა.

• beqa

რაც არუნდა მომწონდეს კობიაშვილი, ეს ძაან მაგარი ამბავი იქნება! მთავარია ნეპოტიზმი და ფულზე არ გაიყიდოს, ფსბმ არ შეაბას კლუბების დაშვებაზე.. ანუ სისულელე არ გააკეთოს თუ დანიშნავენ ქართულ ჯიგრულ პონტში რო გვესმის. მაგრამ ვინ დანიშნავს ხოარ ღადაობთ:)))))))

• აბრეშუმის ქარხანა "ვკერავ და ვკერავ, მთელი დღე ვკერავ, ვკერავ დღისით და ღამით"

ნეტა რამდენ დღეში მოუქსოვა ლევანმა ეგ მაისური უფროსს?)))))))

• ხვიჩა მაგარია

და ვითომ რატომ მაინც და მაინც კობი, რითია ნაკლები ლადო კახაძე? ლექსებს მაინც ყვება გამართულად, თანაც მაგარი გინეკოლოგია.

• სამნიშნა ეკონომიკური ზრდა! დავეწიოთ და გავუსწროთ ნაურუს!

მერე იაშკა ეგრევე პრეზიდენტად და ავშენდებით! მერე ნახეთ ქვეყნის თუხთუხი)))

• Gia

Damsaxureba araaqvs da qartuli fexburti jaobshia.etyoba gayofa icis kargad, tore kandidatad rato unda waradgino. Arc nacivar da arc qoci.qartveli iyo stalini,magram ra xeiri gvqonda.

• ვააახ ბიჯო!

კედები არა, კეტასებით თამაშობენ ფეხბურთს ზოგადად, ხანდახან ბალეტკებითაც!

• ჯერ პატარაა ლევანა, არ დააქციოს ქვეყანა

თენგო არ ჯობია? პირდაპირ მაინც ამბობს სათქმელს)))

• დდდ

თუ ხუმრობა არ არის, მაშინ მართლა მაგარი ხუმრობა გამოგივიდათ....

• gel-100

რა მაინტერესებს იციით?? საერთოდ არსებობს რაიმე ან ვინმე ამ სამყაროში რომელიც მოგეწონებათ ბოღმის ნთხევას არ დაიწყებთ და წარმატებებს უსურვებთ?? კვარაზე დაიწერება რამე სკდებით ბოღმით და შურით,,ზურიკოზე დაიწერება რამე ეგ ვეღარ ითამაშებს დიდ ფეხბურთსო,,ჩაკვეზე დაწერენ და ვარჯიში ეზარება ეტყობა ღამის კლუბებში სიარული დაიწყოო,,კალაძეზე დაწერენ რამეს და ეგრევე ავტოგოლებს უხსენებთ 20-წლის წინ რო მოხდა,,ხიზანაზე დაწერენ და ეგ ადგენს ნაკრების 11-ეულს სანიოლს ვინ კითხავსო,,ახლა კობიზე დაიწერა ისეთი რაღაცა წესით ყველა ქართველს რო უნდა გაუხარდეს და მინიმუმ წარმატება უსურვონ თუმცა რა წარმატება ისეთი ბოღმის და ბოროტების ნთხევა მიდის ან როგორ არ იხჩობით მიკვირს,,რატო??რისთვის ხართ ესეთი ბოროტი და შურიანი ხალხი?? თან ერთი და იგივე ხალხია,,ყველა ქართულ საიტზე სადაც არ უნდა შეხვიდე ამათი ბოროტული კომენტარები გხვდება მაგიტომაც მიჩნდება ეს კითხვა რა უნდა მოხდეს რო თქვენი კომენტარები ბოღმისგან და შურისგან სუფთა იყოს??არ წაიღეს ტვინი,,მეცოცხე მიხეილ განუბაჟებელი გამოუშვეს ციხიდან იცოდიით?? ეგ ხო გაგიხარდათ სექტის წევრებო??

• მეტის ღირსები ვართ

გარდიანიც ჩვენ გვეკაიფება)))

• rable

მჯერა საქართველო ყველას გვიყვარს მეტნაკლებად, -საქმე მიდგომაშია -უეფა, რომ ჩაიბაროს პარლამენტარიც იქნება პარალელურად? - ვერ იქნება.. აქ პრინციპებზეა საუბარი, პოლიტიკა როცა მოგიკაკუნებს პრინციპული თუ ხარ და პროფესიონალი, არჩევანის გაკეთება უნდა შეგეძლოს და შენი საქმე უნდა გიყვარდეს უპირველესად და არა ლოიალობის მხრიდან მიუდგე... თითქმის ყველა ფედერაციას გაპოლიტიკურებული ხელმძღვანელი დაუნიშნეს... აქაა საქმე და ამად არ კეთდება საქმე ნორმალურად.

• Pele

Zagli shin ar vargoda sanadirod garbodao

• ნუგო

საქართველოს რეგიონებში ყველა რაიონში 2 (ან მეტი) უფასო საფეხბურთო სკოლა!!! ...სამარცხვინოა არაა რომ ბავშვს ფეხბურთზე სიარული უნდა ან არაა სკოლა (ან 60-80-100 ლარები ღირს)? უამარავ სჯარო სკოლას უქმად უგდია 7*7-ზე და 11*11-ზე სათამაშო მოედანი... ბავშვებს არ აქვთ ბურთები და კედები... გახდეს უეფას პრეზიდენტიც... მაგრამ ჯერ ხომ სამშობლოა?!

• მწვრთნელი

კარგით რა "უკუდო ხარი სხვებს ბუზებს უგერიებდაო"ასე გამოგდით! აქ ხომ ააყვავა ქართული ფეხბურთი და ახლა ევროპულის ჯერი დადგა!? მერე კიდე მსოფლიოსი! ფიფას პრეზიდენტად დააირჩევენ!

• ოეეე

ინფარქტი ჰქვია მაგას! ინფაქტი არა ინჟექტორი

• las

ხიზანა გამოდი. გიცანით :)

• ვენეციის კომისია

მართალია, 2027-ის მერე კობიაშვილი იქნება და მაგის მერე ჯუღელი!

• ადამიანი

შეფასე რეალურად სიტუაცია მომავალი თაობიდან დღეს ვინ მოდის და რა განვითარდა საქართველოს ფეხბურთში ის რომ ფედერაცია და შენობები ბანკში ჩადებული

• ლშა_იუვენტინო

კიდე შოკში ვარდები რანაირი ხალხი შემოდის უმეტესი ამ საიტზე , რა ინფორმაცია დევს ეს რო მოხდეს ყველაზე მაგარი რარაც იქნება ქართული ფეხბურთისთვის და აქ ტიპები ბორმიტ სკდებიან . ერტი კიტხვა მაქვს ტქვენ საქართველოსთვის კარგი გინდატ თუ ცუდიი ბოლო ბოლო ?

• სსს

ეგ თუ მოხდა ნახევარი სანაცეთი გავა მარილზე ბოღმისგან.

• სსს

მაგის არჩევა ნახევარი სანაცეთის ინფაქტი ტოლფასია.

• გოჩა

სწორი გადაწყვეტილება იქნება.აბა რა უნდა უეფას პრეზიდენტად ინგლისელს ან ესპანელს ,რომელი გამართული და წარმატებული ჩემპიონატები და ნაკრებები ყავთ მაგათ

• las

რავიცი კარგი იდეაა ვითომ? რავიცი, რავიცი. პარლამენტს დააკლდება მისი პრინციპულობა და ხასიათის სიმტკიცე

• ტოტტი

იქნება ნაცნობობით მანც გავიდეს საქართველო ევროპაზე ან მსოფლიოზე))) ს.ფ.ფ. ხო ააღორძინა და ეხლა მსოფლიო მასშტაბებზე უნდა გადავიდეს )))

• Aleko

Kobiashvili ara dzodzuashvili

• გიო

ვაა!

• გოგია

მშვენიერია. რაც მეტი ქართველი გვეყოლება მაღალ საერთაშორისო პოსტებზე, მით მეტად გამოადგებიან საქართველოს. ეხლა სტალინის და ორჯონიკიძის მაგალითები არ მომიყვანოს არავინ. :) არ იყვნენ ისინი ქართველები. ბოლშევიკები იყვნენ.

• გიორგი 11

ძალიან კარგი! ყველა ქართველს (არაქართველსაც) გაუმარჯოს ვინც საქართველოს ასახელებს!

• სოსო

მოკლედ ამას და სანიკიძეს ყველგან ყოფნა უნდათ!!

• Rrt

აქ ხო ააყვავა არა?:))

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

გაუტკბა პრეზიდენტობა - ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია

As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა

უეფას პრეზიდენტი: VAR-ი? ეს რაღაც აბსურდია, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს

ლაშქრობა "სუპერლიგელების" წინააღმდეგ - ჩეფერინს უკვე "რეალი" აინტერესებს

უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს

უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...