<p>"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ბარსელონური მატჩის წინ შეინარჩუნა და დაახლოებით ეს ვითარება მოსალოდნელიც იყო. ფრანჩესკო კალცონას დებიუტი ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი - არაერთგვაროვანი.</p><p>რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხვიჩას ნაადრევად შეცვლის საკითხს მაინც ვერაფერი გადაფარავს. მეორე უკიდურესობაში გადასვლა საჭირო სულაც არაა, არც მოედნიდან გასვლაა ტრაგედია და არც ის, შენი შეცვლის შემდეგ გუნდი მისაღებ შედეგს თუ მიაღწევს. მთავარია, სიტუაციის განმსაზღვრელი ობიექტური კრიტერიუმები გვქონდეს და არა მხოლოდ ემოციური ბმა.</p><p>კვარაცხელიას საკუთარი დადებითი მხარეები გააჩნია, რომელთა გამოვლენასაც გარკვეული სიტუაციები სჭირდება. მაგალითად, "კვარა" ბურთთან ერთად სწრაფად მოძრაობს და თუკი თანაგუნდელები ამისთვის შესაბამის სიტუაციას, სივრცესა და შესაძლებლობებს შეუქმნიან, ქართველი ასეთ ვითარებაში შეუდარებელია. ბევრჯერ გვიწევს იმის გამეორება, რომ მართალია, გასული სეზონი მეტწილად ჩვენებურმა შექმნა, მაგრამ ტრიუმფი ვერ იქნებოდა, ლობოტკას მოწინააღმდეგის ჩანაფიქრები დროულად რომ არ წაეკითხა და ბურთი შეტევაში სწრაფად არ დაებრუნებინა, სანამ მეურვეები ხვიჩას "გადაკეტვას" მოახერხებდნენ; ჩემპიონობა ისე ადრე ვერ გაფორმდებოდა, კიმ მინ ჯე "გაუვალი" რომ არ ყოფილიყო და შემდეგ გუნდის შეტევა სწრაფად არ წამოეწყო. კვარაცხელიას ერთი მეურვის წინააღმდეგ აღარავინ ტოვებს და გუნდური ელემენტების დამუშავება სწორედ ასეთ დროსაა საჭირო. გასაგებია, 77-ე ნომერმაც უფრო მეტი უნდა იმოძრაოს, თავისუფალი სივრცეები ეძებოს, პარტნიორებს თავი "შესთავაზოს" და ამაზე სამუშაო აქვს, მაგრამ მხოლოდ ბოლო მატჩიდან შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა, როცა "კვარა" ამას აკეთებდა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. თუკი ერთხელ კაპიტანმა დი ლორენცომ პასი მართლაც საკმაოდ მარტივ სიტუაციაში არ მისცა, სხვა დროს უბრალოდ ამ გუნდის ნახევარდაცვის შესაძლებლობებს აღემატება, ის ჩანაფიქრი განახორციელოს, რამაც ქართველის გონებაში გაიელვა.</p><p><img src="pictures/artimages/original/4f357aa68cd937324020e1ed3e37385a.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="რატომ ითამაშა "ნაპოლიმ" უკეთ კვარაცხელიას გასვლის შემდეგ - ახალი მწვრთნელის გამოწვევები..." /></p><p>და რა შეიცვალა ხვიჩას გასვლის შემდეგ? წინა შეხევდრის შემდეგაც დავწერეთ ის, რაზეც ყველა ნამდვილად არ დაგვეთანხმებოდა (საერთო ჯამში ცუდი მატჩის გამო), რომ ახალბედა ტრაორე კარგად ახერხებს იმას, რაც ნეაპოლელთა შუა ხაზს ასე აკლია - ბურთის მოპოვება და შეტევაში სწრაფად გადატანა. კოტდივუარელის შემოსვლა გუნდს ახლაც დაეტყო და ისიც აშკარა გახდა, კალცონემ იგრძნო "ბარსას" პრესინგის შესუსტება, ახლა მათ სცადეს, ბურთი ესპანელთა კართან მაქსიმალურად ახლოს მოეპოვებინათ და ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს. ამას ხავის ცოტა სუსტი და დაგვიანებული კონტრსვლები მოჰყვა. გარდა ამისა, ერთხელ "იუვენტუსთანაც" ვნახეთ, "კვარას" გაყვანისთანავე "ნაპოლიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა. როცა ერთ ფეხბურთელზე მთელი ტაქტიკური სქემა და დაზღვევის სისტემებია აწყობილი, ამას შესაძლოა, მისი გასვლის შემდეგ მოდუნება დაერთოს. და იღბალი რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომელიც მწვრთნელს ასე სჭირდება? - შესაცვლელად გამზადებულმა ოსიმენმა გაიტანა.</p><p>ჩვენი გონება კვარაცხელიას თამაშს უტრიალებს. ხვიჩასგან ყველა, პირველ რიგში, მაინც თამაშიდან ამოვარდნილ, არასტანდარტულ და ცოტა არ იყოს, თავხედურ სვლებს ელის. ამის გაკეთებას გარკვეული ვითარება სჭირდება. ვნახეთ რამდენჯერმე დაჩაგრული კუნდე, მაგრამ "ბარსელონა" მხოლოდ მის ამარა არასდროს დატოვებდა. მაშინ ნეაპოლელებმა ანგარიში უნდა წაიყვანონ, ცოტა მეტი სივრცე გაეხსნათ. ქართველ ფეხბურთელს სრულყოფაზე მუშაობა გასაგრძელებელი აქვს, საკუთარ არსენალში სიახლეები უნდა შეიტანოს. რაც შეეხება მის მაშინ შეცვლას, როცა შეხვედრის ბედი გადასაწყვეტი იყო. ეს მარტივი საკითხი არცერთი მწვრთნელისთვის არაა, მით უმეტეს, ახლად მისულისთვის. მას ფეხბურთელებთან, თანაც, გამორჩეულებთან, მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რათა მათ თამაშში მომავალში ეს უარყოფითად არ აისახოს. კალცონეს თუ საუკეთესო "კვარას" მიღწევა სურს, ზუსტად უნდა იცოდეს, ამისთვის რა გზაა საჭირო. ფაქტია, რუდი გარსიას ეს მეთოდი არაფერში გამოადგა. ფაქტია ისიც, ვალტერ მაცარიმ ბევრი იმუშავა იმაზე, 77-ე ნომრისთვის მინდორზე იდეალური პოზიცია შეერჩია; ფიქრობდა იმაზე, მისი ლიდერი უკეთ ვისთან ურთიერთქმედებდა, ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყება...</p><p><p><p><br></p>
B.b!.
Chemi gadmosaxedidaan, roforc ubralod moyvaruli pexburtis, romelsac bevri ar gamegeba peburtis da diidad ar vadevneb tvals , rogorc sxvebi arian chartulebi da yvelaperi zepirad icit da ocian kodev bevrma visac jer ar dautovebia komentari amos shesaxeb, chemi azri esetiaa,: axalma mwvvrtnelma masrtalia yvela motamashe unda gamocados , "MAGRAM" unda daamyaros kontaqti poirvel rigshi wamyvan pexburtelebtan gundisa (aq kvaraaze maqvs dziritadad saubari radgan mis garshemo vtrialebt chveni samayo qartveliss) da pirvel rifshi sheiswavlos mati xasiati da unda gaerkves mat warmoshobaze vin sadauria da es sheifzlkeba vinmes sasacilod miahndes magram exla rom waikitxavt ratom vakonkreteb warmoshobas anu vin saidanaa es imitom unda gaarkvios rom aqedan gaigos mati bunebaa da xasiati vin ramdenad tavmoyvareebi vart. Mitumetes mashin roca ashkarada gundis wamyvani pexburtelki xar amdros da roca "qartveli gyavs gundshi wamyvani ert erti sul ragac wamyvani kaci_3_5dan "mitumetes""amdros unda ipiqros qartvelis psiqologiis da xasiatis sheswavla , es imitom gansakutrebit rom chven sxva erovnebastan shedarebit metad jiiutebi tavmoyvareebbi daa tan aamdrps yvelaze magrebi vart da nebiskier dros ro shegidzlia ("kvaraze " vsaubrob kide valonkreteb) tamashis shecvla iseti rame chaataro uceb ro dagupo mowinaagmdego tundac bolo wamebze nebismier momentshi unda velodot jvarasgan amas. , memgoni dametanxmebit am yvelapershi, pirvelad vwer komentars da ratomgac mokinda rom gameca pasuxi am statiaze radgan chven kvatas exeboda , bodishit yavis mobeztebistvis
მამუკა
ნაპოლი გუნდი არარის. არაყი გ ა მ ო ხ დ ი ლ ი ა და.. დარჩა მ თ ხ ლ ე! გუნდის სამი მეხუთედი შურით და ბოღმით არის გათანგული ხვიჩა ს მიმართ .გაიხსენეთ თავისუფლად მყოფი ხვიჩა პასს ვერასდროს ღებულობს! პასს აწვდიან მაშინ ,როცა ის სამ ოთხ ფეხბურთელს შორის არის მოქცეული და შეტევის მაგიერ, იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს ( რაც ასე ,,უყვარს" ნაპოლის!) ვერ გაიხსენებთ მომენტს ,რომელიმე თანაგუნდელს მისთვის პასი მიეცა შეტევაში გადასვლის ათვლის ,პირდაპირი გაგებით ბურთს ,,ა ტ ე ნ ი ა ნ" ჩაკეტილ ხვიჩა ს . ამის მერე იწყება ამ ბიჭზე, ვერ ითამაშა, ზარმაცი გახდა ,თურმე ცოლი არ უნდა მოეყვანა და ასე შემდეგ, ათასი სისულელე! ფეხბურთის ,,ს პ ე ც ე ბ ი ს " მიერ.უყურე შენ თურმე ხელის ჟ ე ს ტ ე ბ ი არ მოეწონა ლ ა ვ რ ე ნ ტ ი ბატონს ,ზამთრის კ ა ლ ც ი ო ნ ტრენერს და სხვა მრავალს . და ბოლოს... ყველა მწვრთნელი რომელი გუნდს ჰყავდა და ჰყავს, ადრე ნაპოლი ში მოღვაწეობდა! რატომ არ მოდიან გამოჩენილი მწვრთნელები სამუშაოდ ქვეყნის შიგნიდან ან გარედან? იმ წ უ წ უ რ ა ქ ი ს ხელში მუშაობა ძნელია, რადგან მწვრთნელს თავისუფლად მოქმედების უფლება წართმეული აქვს! იტყვის ლ ა ვ რ ე წ ი 4 3 3 ან 3 5 2 და..ასე უნდა მოხდეს თუ არა მ ა რ შ საიდანაც მოდი.. ხ ვ ი ჩ ა მაგ შურით გ ა თ ა ნ გ უ ლ ე ბ ს არ გაეცალა ,ბიჭი როგორც ვარსკვლავი დ ა ი კ ა რ გ ე ბ ა..
ქეთი
ყველაფერში გეთანხმებით, ერთს დავამატებდი. მოედანზე არ გამოიყვანა მაძოკი, რომელიც კვარასთან სწრაფ კომბინაციებს საკმაოდ კარგად ართმევდა თავს წინა თამაშებში. ბარსასთან სრულიად მარტო იყო. ამაზე მწვრთნელი უნდა ფიქრობდეს და არ აწმენდდეს ხელს მოთამაშეს, გაუმართლა ფაქტია.
ვახტანგ
კვარა სერიოზულად გაზარმაცდა....
Რაგბის ფანი
100% როგორც იქნა ბოღმით ავსებულ სექტას მიეცა ბოლის გამოშვების შანსი, მაგრამ ეგენი 1%-იც არ არიან.
ამატაკი
მესმის იტალიელი თუ ქართველი გუშემატკივრის იმედგაცრუებისა, როცა კვარა ვერ ავლენს მისთვის შესაფერ დონეს. ვინც ფეხბურთს ადევნებს თვალს, ნანახი ექნება რომ ეს ნაპოლი კი არა და უდიდესი ბარსა (ყველას და ყველაფერს რომ იგებდა) განადგურებულა კონკრეტულ თამაშში. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის ისე თითქოს ნებისმიერ თამაშში უნდა შეძლო გარდატეხის შეტანა, თუ დიდი ფეხბურთელი ხარ. მითუმეტეს დღეს ფეხბურთი არ კეთდება მარტივად და ერთფეროვნად. 4-3-3 მაგარი,მაგრამ რთული სქემაა. კიმი შეიძლება არაა დიადი მცველი, მაგრამ სწრაფია და აქვს პასი. ამ სქემისთვის კი ეს აუცილებლობაა(მაძარიც მაგას ითხოვდა ზამთარში). იმიტომ რომ სქემა მაღალ ინტენსივობას მოითხოვს, ხაზების სიმჭიდროვეს, ბურთის ზონაში უპირატესობის შექმნას თავის კვადრატებითა და სამკუთხედებით, მაღალ პრესინგს, ერთი სიტყვით დომინანტურ ფეხბურთს. ბურთი სწრაფად უნდა მოძრაობდეს და მხოლოდ ასე იქმნება თავისუფალი სივრცეები და არა ერთი რაგინდ მაგარი ფეხბურთელის სირბილით. რათქმაუნდა ნაღდი ვინგერები, როგორიცაა კვარა ან ლოზანო მაინც, ამ სქემის ატრიბუტია. სპალეტიმ რაღაც დროით გააკეთა ნაღდი 4-3-3 ნაპოლისნაირი გუნდით, მაგრამ ფიზიკისა და უდიდესი მოტივაციის ხარჯზე (რამდენიც გაქაჩა). ერთ სეზონს ეყო, მაგრამ რესურსი მალევე ამოწურა. ამჟამად რახმანი და ჟეზუსი გამორიცხულია რომ მაღალ დაცვაზე ავიდნენ, მათ შესაბამისი სისწრაფე არ აქვთ, რომ მაღალი დონის მოწინააღმდეგეს ჩამოუსწრონ, თუ ერთი მაღალი თუ დაბალი ვერტიკალური პასით ხაზი გაირღვა. ამიტომაც საჯარიმოს გარეთ ვერ ბედავენ მაღლა ასვლას. ბარსასთან როცა წინა ხაზები მაღალ პრესინგზე ადიოდნენ, უზარმაზარი სივრცეები უჩნდებოდათ ხაზებს შორის, რასაც მაღალი დონის გუნდები (რეალი, ინტერი, ბარსა, ლაციო) მარტივად იყენებენ და კარაქივით ჭრიან. ხანძარის ჩასაქრობად კვარას და პოლიტანოს უწევთ უკანა კროსები . ასეთ დროს კვარას აბრალო არ იხსნება , არ დარბის ან რაღაც მსგავსი პრეტენზიები სულ მცირე უადგილო მგონია. აი წარმოიდგინეთ დღეისთვის ყველაზე მაგარი ვინგერი-ვინისიუსი ამ ნაპოლიში. გაიქცეოდა და გადაწყვეტდა თამაშს, ასე გგონიათ? აასე მარტივადაა საქმე? იყვნენ ჰოლანდი და ბელინგემი დორტმუნდში და რა ტიტულები მოიგეს? გადაწყვიტეს დიდი თამაშები? შეხედეთ რეალს, ლივერპულს და დააკვირდით რა დონის შემსრულებლების თავმოყრა სჭირდება, რომ ამ სქემით დიდმა ტრენერებმა მუდამ სანახაობა დადგან. ხვიჩას არა მაგრამ, კალცონას ნაღდად აუვარდა თავში უეცარი ბედის გამოღიმება. აღდგომა და ხვალეო!
Რაგბის ფანი
ბარემ მეკარეობაც ხომ არ შეითავსოს? შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების პრესინგი ხომ გლიჯავდა?
ირაკლი
რაც დაიმსახურა ის მიიღო კარგი ხანია ველოდებით აფეთქებას მაგრამ ნული დროა მეტი იმუშავოს
Vito
კვარას ჭირდება კარგი ტრენერი.. კარლო ანჩელოტი,გუარდიოლა მსგავსი დონის,ეგრევე აღმოფხვრას გაუეთებდნენ კვარას მინუსებს...
გიორგი
რა არის იცით გასაკვირი? ამდენი დაბოღმილი და ამდენი ბოტი! თქვენ არა მარტო პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც დაქვეითებული ხართ! გუშინ ოცი წუთი ისე გაილია, ნაპოლი მეტოქის მოედანზე ვერ გადავიდა. როგორც ხვიჩამ სამი კაცი მოატყუა და ამის შემდეგ გადაიწიეს. რამდენჯერ ოლივიერამ არ მისცა პასი, რამდენჯერ ლობოტკამ, პოლიტანომ. ორჯერ პოლიტანომ საგოლე პოზიციაში მყოფს არ მისცა და გადაცემა გაუკეთა მეტოქეს. ბარსელონას თავისი გოლის მერე დაღლა მაგრად დაეტყო და სირმა მწვრთნელმა ამ დროს გამოცვალა. თუ ამას ვერ ხედავთ, გაჩუმდით მაინც, სისულეებს ნუ აფრქვევთ. უკანაც ირბინოს, წინაც ოთხი კაცი დააბზრიალოს? ვერ ხართ თქვენს მოტორზე. ვისაც არ მოგწონთ ხვიჩას თამაში, ნუ უყურებთ. ბუცის გაწმენდა უცხოელისთვის არ დაგავიწყდეთ!!!
irakli
მესისაც ჩაუგდია თამაში, რამდენიც გინდა იმდენი, მაგრამ მესი იყო და არ შეუცვლიათ. გამგები გაიგებს.
თენგო
ეს შეცვლა კვარას სასარგებლო გაკეთდა რასაც შემდეგ თამაშებში ვნახავთ
la-liga!
ერთი იაფასიანი არაკაცი ხარ!!
nedved
სიმართლე ისაა რო ხვიჩას პრესინგი კრიტიკას ვერ უძლებს, არ იბრძვის და არ დარბის ისე როგორც თუნდაც რასპადორი ან შეცვლაზე შემოსული სხვა ფეხბურთელები, ამიტომაც გაუჭირდა ბარსას ბოლოსკენ ბურთის თავისუფლად გათამაშება. ოსიმენსაც ეხება იგივე, წელს ეგეც არ იკლავს თავს. თვითონ ხვიჩასთვის კაი იქნება თუ ძირითადში ადგილი ეგრე გარანტირებული არ იქნება, უნდა იბრძოლო და დაინსახურო ბოლომდე, ფეხების დაზოგვით ეგ არ გამოვა
გიო9
კვარა აუცილებლად დაამტკიცებს რომ ძირითადის მოთამაშეა და ეს უახლოეს მატჩებსში გამოჩნდება, კორნკურენცია ძალიან მაღალია ნაპოლიში და ცვლილებებს არ უნდა შეუშინდეს . კვარა ჩვენს შენს გვერდით ვართ გოლი გვინდა კვარაცხელია გოლი:)
Რაგბის ფანი
კომენტარების უმეტესობა სერია-A საუკეთესო ფეხბურთელს ასწავლის ფეხბურთის თამაშს :დ ზოგს ბურთი საზამთრო ჰგონია. კვარა, მაგარი ხარ!
დათო
100%
LIGA
რაც ცოლი მოიყვანა სულ ქვემოთ იყურება და მაგიტომ :)
ამატაკი
მაინც მგონია, რომ შარშანდელ ფეხბუთს ეს გუნდი ვეღარ ითამაშებს. კალცონემ რაც არ უნდა უხტეს, ამ შემადგენლობას სპალეტის ვერსიის 4-3-3 -ს ვეღარ ათამაშებს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. მას გარსიასგან განსხვავებული არაფერი უჩვენებია. 10-15 წუთიანი მონაკვეთი ლოგიკიდან ამოვარდნილმა გოლმა გამოიწვია, რაც არა ნაპოლის, არამედ მთლიანად ბარსას (ახალგახრდა შემადგენლობა) მომენტალური დაბნეულობით იქნა გამოწვეული. თანდათან ისევ წაიღეს ბურთი და ფინალში უკვე ნაპოლი კი არა , ბარსა დომინირებდა. დროც აღარ ეყოთ და ლევანდოვსკიმაც კარგი მომენტი გააფუჭა. კვარას რავ შეეხება, ეტყობოდა რომ მკაცრად მისდევდა ტაქტიკურ სქენას, თამაშის სტატუსიდან გამომდინარე ნაკლებად რისკავდა. არ იყო მასზე კალცონას ნათქვამი კორექტული. თითქოს პოლიტანომ დაგლიჯა და ამან რამე დააკლო. სხვა რა უნდა ექნა ამ სიტუაციაში, ისიც უნდა დააყოლოს მაშინ. ბურთის ამოტანა მცველებს სწრაფად კი არადა, საერთოდ უჭირდათ. ცენტრი მთლიანად ბარსამ წაიღო. არანაირი ვერტიკალური პასი, ფლანგზე კვარასთან ბურთი მაშინ თუ მიდიოდა, როცა მარჯვნივ დი ლორენცო-პოლიტანო იჭედებოდა. პოლიტანოდან რა სიკეთეები დაინახა ასეთი, რომ აქო. ბურთი თუ მიდიოდა, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად დი ლორენცო ბევრად მეტად იწყებს ამოტანას, ვიდრე ოლივეირა. ზოგი ამბობს არ მოძრაობსო. ამას მაშინ ამბობენ, როცა ბურთი სწრაფად მოძრაობს და პარტნიორებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებენ, ფლობენ სიტუაციას და დროულად აკეთებენ ვერტიკალურ გადაცემებს (მაგ. როდრი ამ თამაშში),სივრცეები იხსნება და შენ არ ითვისებ. კაიუსტე და ოლივეირა კი უფრო "პაჟარნიკობდნენ". ლობოტკა ბარსამ შეჭამა. დამდგარ ფეხურთში ერთმა კაცმა უნდა ცვალოს ტემპი, თუ როგორ წარმოგიდგენიათ?. ერთადერთია - თამაში უნდა აიღო თავზე, როგორც ჯენოასთან, მაგრამ რამდენად გამოგივა ეს ბარსასთან, როცა შედეგი მთლიანად შენ დაგეკისრება? დიდ გუნდებთან ვერ თამაშობსო ვინც ამბობს, შარშანდელ ლივერპულთან და იუვესთან კვარას თამაშს უნდა უყუროს კიდევ ერთხელ.
ბადრი
რატომ რეალში. აგერ არაა წალენჯიხის "სქური"?. დაგლიჯავს ყველაფერს.
მამუკა
ერთი რამე არ უნდა არავის რომ თქვას, ნაპოლი შარშან შემთხვევით გახდა ჩემპიონი და ნუ ითხოვთ ამ გუნდისგან მაღალ მიზნებს, ზოგი იძახის კიმ მინ ჯე წავიდა და მაგის ბრალიაო, დაცვა აღარ არისო. არ არის კორეელი სუპერ მცველი, ბაიერნის დაცვა "პრახადნოი დვორი" გახდა რაც ეგ იყიდეს, ბოლოს როდის გახსოვთ რომ ამდენ გოლს უშვებდეს ბაიერნი, ნაპოლის თითოეული მოთამაშის ხარისხი არ იძლევა იმის საშუალებას რომ თუნდაც ოთხეულისთვის იბრძოლოს წელს. სპალეტიმ მშვენივრად დაინახა ეს ყველაფერი და დროულად გაეცალა, იცოდა რომ პოტენციალი ინტერს, იუვეს და მილანს გაცილებით მეტი აქვთ და გამარჯვებულმა დატოვა გუნდი
დათო
ამ მდგომარეობაში მყოფ ნაპოლის კვარა კი არა 2 მარადონაც ვერ უშველიდა.
oto777
ერთს ვიტყვი რა,კვარას ვენაცვალე,მარა ან რეალთან ან ბარსასთან ეტყობოდა,ის მონდომება როგორითაც უნდა ითამაშოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა?მე ვერ შევატყვე.ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია და იმედია მიხვდება,რომ ცალი ფეხით თამაშს არავინ აპატიებს.ყველა ცდილობდა თავის თავს გადახტომოდა და მეტი გაეკეთებინა.არ მოძრაობდა საერთოდ.ზერელე დამოკიდებულებას არავინ გაპატიებს დღეს ფეხბურთში.გუშინ რა გააკეთე არავის აინტერესებს,დღეს რას შვები ისაამთავარი.მესი და რონალდო ამხელა ფეხბურთელები არიან და ყოველ თამაშში მეტის და ნეტის გაკეთებას ცდილობენ დღესაც.აი ეს აკლია ხვიჩას,თვითკმაყოფილების განცდა უნდა მოიცილოს თავიდან და ყოველ თამაშში ეცადოს ბოლომდე დაიხარჯოს.
დათო
კვარა არის გენიოსი. დანარჩენი ნაპოლი ნაგავი თავის ხელმძღნერებიანად. ერთი ადგილი დააყენეთ კრიტიკოსებმა. გაგებაში არ ხართ ფეხბურთის.
vava
კვარაცხელიას ადგილზე არაბიძე რომ ჩასვა ახლა ამ ნაპოლიში, გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს და გუნდსაც უფრო გამოადგება..
ნაპოლეონი
ამას უკვე თავში უვარდება რაღაცეები
david
ჩემს აზრს გეტყვით რას ვფიქრობ ბარსასთან თამაშზე. ხვიჩამ ითამაშა ჩვეულებრივად(რომ არ იცოდე რომ ხვიჩაა და მეტი შეუძლია არც გაამახვილებ ამაზე ყურადღებას). ჩვეულებრივად თამაშში ვგულისხმობ: დარბის თუ სირბილი ჰქვია ნელა, უჭირს გახსნა, ემოცია ნული, ინერტულია, საჭიროების შემთხვევაში დაცვას ვერ ეხმარება. ისე არ გამიგოთ თითქოს ჩასაფრებული ვარ. ნაპოლისათვის მარადონას მერე არ მიქომაგია და ახლა ლამის ვაფანატებ ამ გუნდზე ხვიჩას ხათრით. ესაა ამჟამინდელი რეალობა. მიზეზი არ ვიცი(უნიჭიერესი ფეხბურთელია). რაც შეეხება შეცვლას: ბარსამ პედრი შეცვალა, მერე რა, ვინ არ შეუცვლიათ და ასეთი მიდგომა მისი მხრიდან არ არის სწორი. გოლის გამტანი ოსიმენიც შეცვალა. ფაქტია რომ შეცვლებმა ნაპოლი გამოაცოცხლა. კარგად ითამაშებ და აღარ შეგცვლიან.კრიტიკა კარგია მგონია. ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას ხელშია. რომ იძახიან საჩქაროდ წავიდეს ნაპოლიდანო, ეგრეა გამოწერილად.სად წავიდეს: სიტი, რეალი, ინტერი, ბაიაერნი თუ სად(იქ უდიდესი კონკურენციაა). აქ გამოასწოროს პირველ რიგში თამაში და მერე ყველაფერი იქნება
მანანა
აი ყველაზე პრაგმატული ანალიზი! როგორ ახერხებთ ამას? ჩემი ემოციები მთლიანად ხვიჩაზეა აგებული: ან მტკივა ან მიხარია... და უპირობოდ მჯერა მისი
ასე მგონია
საუკეთესო კვარა ნანხი ყველას ყავს შარშან,როცა ფეხბურთით ცხოვრობდა და არ გულაობდა.მაგრამ ჟურნალისტები რატომღაც ცდილობთ სხვების დადანაშაულებას და არა მთავარი დამნაშავისა,კვარაცხელიასი და ეს დათვური სამსახურია.
las
ბევრს წერენ პასს არ აძლევენო. მე რასაც უყურებ არ მოძრაობს. პასისთვის უნდა იბრძოლო, გაიხსნა. დანარჩენები კოღოებივით დარბიან და ეს დგას. ალბათ მალე იღლება . ეს უნდა გამოასწოროს
გიორგი
როგორც ყოველთვის ჭკადამჯდარი სტატიაა. პარადოქსია მაგრამ ამ თამაშმაც დამანახა რომ ხვიჩას პოტენციალს ნაპოლი სათანადოდ ვერ იყენებს. ეს იმას არ ნიშნავს ცხადია რომ მხოლოდ ხვიჩაზე უნდა იყოს აწყობილი თამაში, არამედ იმას რომ ხვიჩაზეც უნდა იყოს აწყობილი, მაგრამ როგორ, ამას ცოდნა სჭირდება, რასაც ვერ ვხედავ. პასები როცა მიდის მასთან უმეტესს შემთხვევაში უკვე დაგვიანებული პასებია რომ ხვიჩამ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და გუნდს უპირატესობა შეუქმნას მოწინააღმდეგესთან. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე მილანთან შეხვედრებში, როცა ხვიჩას მსგავს ინდივიდუალისტ ლეაოს პასებს არ უგვიანებდნენ და ის 'ქმნიდა განსხვავებას'--მილანი ამარცხებდა ნაპოლის. ეხლა იძახოს ახალმა მწვრთელმა ხვიჩაზე რაც უნდა, შედეგეგზე ეს არ აისახება, და გაუყვება გარსიას და მაცარის გზას. ხვიჩასთვის კი ეს ნიშნავს რომ დროა, უნდა წამოვიდეს ნეაპოლიდან.
Gogi
კვარაცხელიას ტაქტიკური პრობლემები ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს გამოჩნდა, ამ მხრივ მას შემდეგ ვერ გაიზარდა… ეს სპეკულაციები ვიღაც პასს არ აძლევს, ვიღაცა რაღაცა უნდა სისულელეა. ფაქტია რომ ამ ბიჭმა პროგრესი შეწყვიტა და უჭირს განსხვავებულ ტაქტიკურ სქემებთან მორგება. ძალიან ფორმალურად თამაშობს დაცვაშიც და გუნდშიც დიდად პატივისცემაც ვერ დაიმსახურა ეტყობა.
თემური
ხვიჩამ იტალიაში უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება მიიღო (და არა მარტო საფეხბურთო - თუნდაც ბარსასთან მისი შეცვლაც კარგი გამოცდილება იქნება მისთვის!) და დღესდღეობით გარკვეულწილად (რათქმა უნდა არა 100%-ით) ბევრი გრანდი-გუნდი მის შესაძლო ტრანსფერსაც განიხილავს! მადლობა იტალიას, ნეაპოლს, "ნაპოლის" და "დე ლაურენტისს", რომ ხვიჩამ ერთ სეზონში დიდ წარმატებებს მიაღწია (ხო, ვთქვათ ისიც: ხვიჩა რომ არა ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი)! მაგრამ ერთი რამ უნდა ახსოვდეს ყველა ფეხბურთელს, რომ არ უნდა მოდუნდეს, რადგან შეუცვლელი არავინ არ იქნება... გუშინდელ, ბარსასთან თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ ბარსა არ ელოდა ხვიჩას და ოსიმენის შეცვლას და თამაშში "კორექტირება" დროულად ვერ გააკეთა, თორემ მანამდე რომ იტყვიან მთელი თვით ჯობდა ნაპოლის! რაც იყო, ოყო! დაველოდოთ შემდეგ თამაშებს, შევხედოთ როგორ დაალაგებს ახალი მწვრთნელი გუნდში სიტუაციას, რომელიც როგორც ყველა ვხედავთ მაგარი არეულია! წარმატებები ხვიჩას! და ასეც იქნება...
ragbis fan-s-s
პირველი აბზაცი წაიკითხა და აზრიც გამოიტანა მაგრამ შენ რა გეშველება ტროლი რომ ხარ
სკ ზესტაფონი
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ამწვავებს მაგრამ პასს არავინ არ აძლევს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია. ლობოტკა, რასპადორი, პოლიტანო, ანგისა პრინციპულად არ აძლევენ პასს. მეტიც გუნდში ახალი მოსულებიც კი არ იმჩნევენ. ჯარიმა, პენალტი ამისთვის არ არის. მომენტებში კუთხურებსაც კი არ აწოდებინებენ. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
ვახო
ყველა კვარას გულშემატკივრები ვართ, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას მას შემოჰყურებს მთელი საქართველო და სიმართლე უნდა ითქვას იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც მის თამაშში ჯერ კიდევ შარშან სეზონის მეორე ნახევარში იჩინა თავი, ისინი წელს არ დაწყებულა; ძალიან ცუდად იხსნება, რის გამოც საკმაოდ დიდი ხნით ითიშება თამაშიდან. აქ სუბიტური მიზეზიც არსებობს, ნაპოლის ფეხბურთელები გრძელი, მოულოდნელი გადაცემებით იშვიათად სარგებლობენ და მოკლე გადაცემებით მიაქვთ ბურთი კვარამდე ,რომელთანაც რამოდენიმე მცველი უკვე ასწრებს მისვლას. ძალიან ბევრს დარბის ,,უაზროდ", რასაც დიდი ენერგია მიაქვს და რაც თავისთავად თავდახმაში მის თამაშზე უარყოფითად ისახება . სულ ცდილობს მცველის მოტყუებას, (გამგები გაიგებს)ავიწყდება რომ თავდასხმელის უპირველესი მიზანი მოტყუება კი არა გოლის გატანა და მწვავე გადაცემის გაკეთებაა! რატომღაც სულ აქცენტირებულია ძლიერ დარტყმაზე და საშუალო სიძლიერის დარტყმებს (რომლებიც ყოველთვის უფრო ზუსტია)მათ შორის მოჭრილს თითქმის არ იყენებს. დაცვაში,საკუთარ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშისას ხშირად გაუმართლებლად მატაობს იმის მაგივრად ვინმეს უპასოს ან მოწინააღმდეგეზე ბურთის მორტყმით აუტი ,,გააკეთოს". ერთერთი უმთავრესი კი რამაც უფრო წელს იჩინა თავი ისაა, რომ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ,მაშინ როდესაც თაში უნდა გაამწვავოს დიბლინგით ან კარში დარტყმით(რასაც მისგან ჩვეულებისამებრ ყველა მოელის ქართველი თუ ნეაპოლელი), პასუხისმგებლობას გაურბის და გდაცემებით იფარგლება.მოკლედ თუ უნდა დიდი ფეხბურთელობა(რაც ჩვენი ოცნებაცაა) და დიდ გუნდში თამაში გასააზრებელი და სამუშაო ბევრი აქვს. პ.ს. ისე იქნებ მანამდე ქნას ეს ყველაფერი . სანამ ინფარქტს აგკვიდებს :)
Gia
Kvara wadi am bandidan droze,gagafucheben mand.osimensac dakarguli aq jilka, midis da magito. Osimeni gijivit iyo, pasebs itxovda sul, magram gushin ekida.kvara da osimenic ar exsnebian ertmanets.
რაგბის ფანს
სამწუხაროდ, კომენტარიც ვერ გაგიგიათ. გიწერიათ რაღაც, რითაც თითქოს ავტორის საპირისპიროს ამტკიცებთ, არადა გასაგები ხდება, რომ მხოლოდ პირველი აბზაცი წაიკითხეთ და აბსურდულს წერთ. ავტორი რატომ უნდა ვიყო და ამ საიტის მკითხველი კი ვარ წლებია
ნიკა
ერთადერთი რაც ნაპოლისთან დაკავშირებით მაინტერესებს ესაა კვარაცხელიას მაგ გუნდიდან რაც შეიძლება ჩქარა წასვლა.
პატრიოტს
სათაურში რაცაა, ზუსტად ეგაა ახსნილი კარგად, თუ გაეცნობით. უმეტესობა ამბობს, რომ კვარას ცუდი თამაშის გამოა ეს, არადა სხვა ფაქტორებია, რასაც ეს ავტორი ტრადიციულად, იდელაურად ხსნის
პატრიოტი
არ გეთამხმებით სათაურში
გიორგი
ზუსტათ ესეთი მოსაზრება უნდა დამეფიქსირებინა მეც სიმართლეს არცეთი არ ამბობს ზოგი ცოლის შერთვას აბრალებს ზოგი თავში ავარდნას ზოგი კიდევ ათას რაღაცას სიმართლის თქმა მიახლოვებითადაც კი არცეთ სპოტულ მიმომხილველს არ სურს არც შინაურს და არც უცხოს.
Რაგბის ფანი
მხოლოდ პირველი აბზაცი წაიკითხეო, ამას სტატიის ავტორი მეუბნება თუ რიგითი მკითხველი? პატივცემულო, შესავალი არსებობს იმისთვის, რომ ძირითადი ტექსტი გახსნას. წინამდებარე სტატია კი ისეთ მაღაზიას ჰგავს, გარედან კარებზე "სურსათი" რომ აწერია, შიგნით კი ავეჯი იყიდება. რაც შეეხება თქვენს ამ წინადადებას - "აზრის გამოტანაში ასეულს მიღმა რომ არ ვართ, ეგ მიკვირს" - აქედნავე ჩანს, თუ ვინ კითხულობს არასრულად ტექსტებს. 78 ქვეყანას შორის ასეულს მიღმა ვერ იქნები. ნარატივში ასეთი გენიოსი რომ ხარ, ცოტა მათემატიკაც ისწავლე. უფრო სწორად, არითმეტიკა.
ქ. გ.
მარტო მოედნიდან ადრე გასვლა არ იქნებოდა დიდი პრობლემა. ხვიჩა იმიტომ არის მოწყენილი, რომ უკვე კარგად დაინახა, რას წარმოადგენს ეს კალსონა. ამ Cazzona-ს ხელში დაიჩაგრება ხვიჩა. საბედნიეროდ, მალე გააგდებენ Cazzona-ს.
!!!!
იმიტომ რომ მოედანზე არ ჩანდა
fan1
ჩვენდა სამწუხაროთ კვარა რეგრესირებს. გუშინდელი შეცვლა აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ნაბიჯი იყო. კვარას რეგრესი ლაურიენტესის ბრალია, რეგრესირებს უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ნაპოლიშიც და გუნდიც უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობს. კვარას რომ ნორმალური აგენტი ყავდეს სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს სხვა გუნდში.
ჩემი აზრით
ფაქტია ქებადიდებამ აწყინა და იქნებ დასჯამ აზრზე მოიყვანოს და ცხოვრების წესი შეცვალოს.საცოდაობაა ასეთი ტალანტის წყალში გადაყრა.
რაგბის ფანს
როგორ გეტყობათ, რომ მხოლოდ პირველი აბზაზი წაიკითხეთ. აი, ბოლომდე თუ გაეცანით და ეგ დასკვნა გაქვთ, რას ეწევით? აი, რა მწვრთნელის გაპრავება და ზუსტად ეგ წერია, ოსიმენის თემაში გაუმართალო. აზრის გამოტანაში ასეულს მიღმა რომ არ ვართ, ეგ მიკვირს
არჩი
ეს ფილოსოფია ჩემთვის გაუგებარია. ხვიჩა მართალია ის აღარ არის, რაც შარშან სეზონის პირველ ნახევარში იყო, თუმცა თამაში შეისწავლეს, უფრთხიან, ორი მეურვე ყავს ყოველთვის. თვითონ მას პასის მიმცემი დამცველი და მით უმეტეს ნახევარმცველი არ ყავს, კუუსისტეა თუ ვიღაცაა, ეგ თამაშობდა მაგის ფრთაზე და პასი მიცა კი არა, ბურთს შეეხო საერთოდ სანამ გაიყვანდნენ ერთხელ მაინც? რუი უფრო შეთამაშებულია ხვიჩასთან, მაგრამ დაცვაში დირკაა და ოლივერა იმიტომ დააყენა მწვრთნელმა. ნაპოლის დაცვა საერთოდ კრახია, დი ლორენცო ყველაზე მეტ შეცდომას უშვებს, რახმანი და ჟეზუსიც იდირკებიან, ესტიგორზე და მოუქნელ ნათანზე ლაპარაკი არ არის. ლობოტკა წინ პასს ვეღარ აკეთებს და ართმევაშიც ვეღარ ვარგა, შარშანაც მილანთან ორივე თამაშში ეგ და რუი გაიდირკენ. ანგისა სეზონის პირველ ნახევარში ცუდი იყო, ეხლა ცოტა ათამაშდა, ზელენსკი ვერ თამაშობდა ამ სეზონში და აღარც ათამაშებენ. ოსიმენს ორი თვეა ნაპოლიში არ უთამაშია და ყველა თამაშს ხვიჩა მიათრევდა. ტრაორე ჩანს ცოტა ნორმალური და შეათამაშომ ხვიჩასთან. არ გამოუვიდა ერთი თამაში და დაესიენ ყვავები. უნდა წავიდეს ხვიჩა ნორმალურ გუნდში და მსოფლიო ვარსკვლავი თუ არ იქნება, მსოფლიო დონის ფეხბურთს ყველა ვარიანტში ითამაშებს.
giorgi
სიმართლის თქმას ვერ ბედავენ დიდი ხნის ამბავია მარა სიმერთლემდე ანალიზის უნარი უნდა ქონდეთ რაც არააქვთ მაგიტომაც ერთი ნორმალური სპორტული გადაცემა არაა ქვეყანაში.
Რაგბის ფანი
ეს სტატია თავიდანვე არასწორი დასკვნით იწყება: "კვარას გასვლის შემდეგ გუნდმა შედეგს მიაღწია" - ამბობს სტატიის ავტორი და ამით ახალ მწვრთნელს ამართლებს. შედეგი, ანუ გოლი იყო ინდივიდუალურად ოსიმენის დამსახურება და არა გუნდისა! ოსიმენის, რომელიც თქვენს მიერ მოწონებულ მწვრთნელს გოლის გატანამდე გასაყვანად გამზადებული ჰყავდა და ბურთის აუტზე გადავარდნას ელოდებოდა, რომ შეეცვალა. ბედად მოასწრო ოსიმენმა. რეალობა ის არის, რომ კლუბის მფლობელი ვერ იტანს ავტორიტეტებს (ჯუნტოლი, სპალეტი, ახლა კვარა და ოსიმენი). მწვრთნელებად მოყავს "ვაზელინები". მისი მთავარი მიზანია ავტორიტეტების მოშორება, რათა ერთადერთი ავტორიტეტი იყოს თვითონ. აი ესაა ანალიზი.
M33-ს
გეთანხმები უბურთოდ მოძრაობა დასახვეწი აქვს მარა ქართველი ფეხბურთელები უბურთოდ რატომღაც ვერ მოძრაობენ და თუ ამას ისწავლიან ბევრი ტოპვარსკვლავი გვეყოლება
ბესო
აბა სხვა მწვრთნელი ლავრენტასთKOBA-ან არ მიდის და თვითონ ხომ არ გაწვრთნის გუნდს?
koba
ყველა მწვრთნელი ლავრენტას დაკრულზე ცეკვავს. დასაჯეს ვითომ კვარა და ოსი, მოარჯულეს და ადგილი მიუჩინეს. რა ხდება ნაპოლიში, ვერავინ გაიგებს. მთავარია თავი დააღწიოს ამ წუმპეს ჩვენმა ბიჭმა. მშვიდად და უჩუმრად ჯობია მოქცევა, თორემ უფრო წამოიკიდებენ. ტურები!
M33
ის რომ ნაპოლი ჯოგია მაგაზე არ ვდაობ, მე მაინტერესებს ერთადერთი კვარა და ბიჭს აქვს რეგრესი თავისუფალი სივრცე არც რონალდინიოს ქონია ჩელსისთან მაგრამ შექმნა შედევრი დიდი ფეხბურთელი ამითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან ამას ვითხოვთ და ამიტომ გვაქვს პრეტენზია, თორე პოლიტანოს ჯობია კი ახლაც. როდესაც ამდენი მატჩი გავიდა და იგივე შედეგია ესე იგი ვერაა ისე როგორც გვინდა და მარტო ლობოტკას უკან პასის ბრალი არაა ეს, რაღაც დაკარგა თუ ჩაუქრა ტიპს მთავარი პრობლემა კვარას ხასიათი შარშანდელი სეზონის მვპ-ს 2 დღის მოსული ტიპი არ უნდა გართმევდეს ბურთს. დაჩიქჩიქებს ხაზზე ვაკის ტროლეიბუსივით და თავჩაღუნული დგას მეზობლის ბავშვივით, ფეხების ბაკუნი, ისტერიკა და შეცვლისას გაბრაზება დაამუღამა კი. ტაქტიკურად გაუნათლებელი ფეხბუტთელის შდაბეჭდილებას ტოვებს აი დააკვირდით უბურთოს საჯარიმოში ვინგეტი არ შედიოდეს და სივრცეებს არ ეძებდეს ესეთი არ მინახია კვარა კი ესეა გუშინ ლინდსტრომი მის ადგილზე დააყენეს ვინგერად მაგრამ ის საჯარიმოში ითვისებდა სივრცეებს იხსნებოდა და მის აქტირობას მოყვა ოსიმენის ის გოლიც. როცა შესაძლებლობებს შორის ხვიჩადა და ლინდსყრომს შორის ცადა დედამიწაა განსხვავება ეს კი გამოსასწორებელია უბურთოდ გადაადგილება და ცალკე ფინიში ტოპ სტარობა ასეთი თამაშებით არ გამოვა.
barca
საქართველოში ნაპოლის და კვარას კრიტიკა სულ რო სამართლიანი იყოს პიროვნულ შეურაწყოფად ითვლება.დ.დ. მაგალითად გაზეთ ლელოს უწერია სტსტია რო ნაპოლიმ დამსახურებული ფრე ითამაშაო. ვერ ბედავს ავტორი რო გააკრიტიკოს ნაპოლი, ან სხვა თამაშს უყურა.დ.დ. თორე რა დამსახურებული ფრე კარში ერთხელ დაარტყეს მაშინ როცა ბარსას 4-5 რეალური მომენტი ქონდა, თუნდაც ბოლო წუთზე გიუნდოგანს. მარა ავტორისთვის ჯობია ის დაწეროს რაც დაწერა. თავს მაინც არავის გაალანძღვინებს. კომენტატორების არ იყოს 10 წუთი ბურთი დაიჭირა ნაპოლიმ და თურმე ხავის აჯობა კალცონამ და ნაპოლიმ.დ.დ. ვერ ბედავენ ტიპები სიმართლის თქმას. დ.დ.
L.J .
Paqtia shecvlam gaamartla da isic rom kvara ver moergo axal taqtikas....imedia yvelaperi xvichastvis da gundistvis kargad dasruldeba!!!
"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა
დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მესისა და კვარაცხელიას დაპირისპირების დიდი შანსი - რა გველის ივნისში
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] "ნაპოლიმ" და "ინტერმა" ფრედ ითამაშეს - ჩემპიონი 23 მაისს გაირკვევა
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა
შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული ლეიდაში მოგებულ შეხვედრაში