"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“, რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის 34 მორაგბე გამოიძახა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახეა. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ბოლო დროს "ტულონში" „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით თამაშობს. შეკრებაზეა "მონპელიეს" ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ასევე, პოტენციური დებიუტანტები – "ლა როშელის" კვაჭი ნიკოლოზ სუთიძე და "შავი ლომის" მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე.

34-კაციან შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.

ჩვენ და რუმინეთი

"ბორჯღალოსნებს" 35 წლის განმავლობაში 272 თამაში აქვს ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან – 28. წლების წინ „მუხები“ ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდა და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგო (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.

მას შემდეგ 19 თამაშიდან საქართველომ 16 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში, "ბორჯღალოსნებმა" მოიგო 18 თამაში, ერთი ფრედ დაასრულა და დათმო 9; გაიტანეს 64 ლელო და 617 ქულა, თავად კი 37 ლელო და 447 ქულა მიიღეს.

რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6), ბოლოს კი თბილისს შარშან, აგვისტოში ეწვია და სარეკორდო სხვაობით – 6:56 დამარცხდა. საქართველომ მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანა და ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მოიხვეჭა.

2002 წლიდან ერთმორწმუნე "ბორჯღალოსნებსა" და „მუხებს“ შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 17-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

Irakli Apkhaidze
იაშაღაშჰილზე იცით რამე? რატო არ ეხახ8ან ამ ბიჭს?
სოსო
საფრანგეთში,ბოლო ტურის მატჩში,გელა აფასიძეს,ბოლო წამებზე გატანილი ჯარიმით,ბონუს ქულა მოუტანია,გუნდისათვის.ესე იგი გამოჯანმრთელდა და შიში არ გამართლდა.
მინდია
კაი ბიჭები.წარმატებები თქვენ!
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
[VIDEO] "ჩაყვინთა" - ლაპორტამ "რეალს" დასცინა და მომხდარი გაასცენარა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან სამი სიახლით
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ავჭალაში
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?