ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

<p>ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.</p><p>როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.</p><p>თავად მაისურაძემ "ლიდერსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ადვოკატიც აიყვანა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდა.</p><p>"ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად", - განაცხადა მაისურაძემ.</p><p>შეგახსენებთ, ლუკა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.</p><p>ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ძიუდოში ერთადერთი ოქრო სწორედ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის ანგარიშზეა.</p><p>ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.</p><p><p><p><p><br></p>

  • ვალერი

    სად მოუგო ორჯერ, ვარჯიშზე? მსოფლიოს ფინალი მოუგო ლუკამ

  • ალექსანდრე

    სამწუხაროდ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო კომისიამ შეიძლება გაუზარდოს ლუკას დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობა. მას ხომ ჯერ არ განუხილავს ეს საქმე და შეიძლება არ დაეთანხმოს 1 წლიან სასჯელს. ასევე ბევრმა არ იცის, რომ 30 წლამდე რეიტინგში მყოფ ძიუდოისტს არსად გაუშვებს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (ამის დადგენილება ნიღებულია). ასევე არ იცით, რომ ბექაურმა შარშან 2-ჯერ მოუგო მაისურაძეს და აქ არაფერშუაშია ოლიმპიური ჩემპიონობა.

  • საქართველო

    მე ვთქვი გარკვეულ წილად და სრულ პასუხისმგებლობას სამედიცინო შტაბს არ ვაკისრებ. კარგიც არის თუ აიღო პასუხისმგებლობა,რადგან ეკუთვნის კიდეც,რადგან მთლიანი გუნდის "დანაშაულია" და არა კონკრეტული სპორტსმენის,თუ მან დამოუკიდებლად მიზანიმართულად არ მიიღო პრეპარატი,რაც შეეხება იმას რომ აპრილში აუღეს ლუკას ტესტი, აუცილებელი არ იყო ჩემპიონი გამხდარიყო ლუკა, თეორიულად შესაძლებელი იყო ისე "გაეჩალიჩებინათ" ლუკასთვის. მოკლედ მე არც არაფერს ვადასტურებ და არც არაფერს უარვყოფ, მაგრამ ფაქტი ერთია,რომ ლუკა დოპინგზე ჩავარდა და ძალიან ცუდია,არამხოლოდ ლუკასთვის,ზოგადად ქართული ძიუდოსთვის.რაც შეეხება ოლიმპიადის საგზურს,მიუხედავად ლუკას დიდი სიმპათიისა,ჩემი აზრით ბექაური იმსახურებს წასვლას,რადგან ოლიმპიური ჩემპიონია.

  • გიორგი

    ასეა როცა მთავრობა "გკრიშავს" კონკურენტებიც ადვილად გშორდებიან. უღირს კი იმას ვინც ლუკას ნაცად მიდის იმ ოლიმპიადაზე? სამართლიანობის განცდა, ან სინდისის ქენჯნა არ ექნება ვითომ? ყველაფერს ფასს აკარგინებენ, უსამართლობას თესავენ და მერე უკვირთ სხვა ქვეყნის სახელით რატო გამოდიან ჩვენი სპორტსმენები.

  • გიორგი

    ყოველთვის მშრომელი და მოწესრიგებული სპორტსმენი იყო. ისე ჩანს, ყველაფერს არ ამბობს და სწორედაც იქცევა, ჯერ მარტო 26 წლისაა. მაგრამ სადაა ჩვენი ძიუდოს ფედერაცია? მაგალითი აიღონ ჩვენი ძალოსნობის ფედერაციისგან, როგორ მხარში დაუდგნენ სანიკიძეს მსგავს სიტუაციაში.

  • გიორგი

    ჯერ თვითონ მოდი აზრზე საერთოდ რაზეა აქ ლაპარაკი.

  • სოსო-ს

    მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი, რომ გახდა მაშინ არ შეუმოწმებიათ ასე, რომ არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებ და ისე რომ იცოდე სპორტსმენები ძირითადად დოპინგს ზუსტად შეჯიბრებებს შორის მოსამზადებელ ეტაპზე იყენებენ და ცდილობენ შეჯიბრამდე გასუფთავდნენ. სწორედ ამიტომაც არსებობს არასაშეჯიბრო ტესტირება.

  • ზაზა

    ათი თავით? შედეგებით უნდა განისაზღვროს. ეს არის სამართლიანი.

  • რამაზი

    შეიძლება უფრო შემტევი სტილი აქვს რაც ლამაზი საყურებელია მარა შედეგებით.რავი რა გითხრა.გინდაც ურთიერთ შეხვდრებიც საყაიმოა

  • რამაზი

    ათი თავით ჯობნა რაში გამოიხატა

  • რამაზი

    ცუდია ამბავია ძალიან და ვისი დაუდევრობით (თუ შეგნებულად)მოხდა ერთი ადგილით უნდა დაკიდო,სჯობდა სამართლიან ბრძოლაში გამარჯვებული წასულიყო ოლიმპიდაზე.არ გატყდე ლუკა ამ პერიოდში მოიშუშე თუ რამე ტრამვა გაქვს.წარმატებებს გისურვებ შენც და ყველა სპორცმენს

  • ბესო

    10 არა 50 კიდეთ.რაშიც ვერ ერკვევით საჭირო არაა იქ აკომენტაროთ.

  • მაიცა რა

    ბექაური რო ათი თავით სჯობია მაისურაძეს ყველამ ვიცით, წარმოიდგინეთ ერთი ბექაური დაგვეტოვებინა ოლიმპიადის მიღმა...აზზე მოდით რა!!!

  • dato

    მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ შენ მითხარი არგუმენტები ვის და რატომ უნდა გაეკეთებინა ხელოვნურად ეს ყველაფერი ?! ბევრი იძახის ფედერაციამ ბექაურს გაუთავისუფლეს გზაო, მაშინ როდესაც ტესტი აპრილში გაკეთდა, ხოლო მაისურაძე მაისში გახდა ჩემპიონი. აპრილში ფედერაციას დაესიზმრა, რომ მაისში მაისურაძე ხდებოდა ჩემპიონი და წინასწარ დაიზღვია თავი?! თან იმ დროს ბექაური ულაპარაკო ფავორიტი იყო, ბოლოს მაისურაძისთვის მარტის ბოლოს თბილისის ტურნირის ფინალში ჰქონდა მოგებული. მე როგორც ვიცი დოპინგ ტესტის პასუხს დაახლოებით ერთი თვე სჭირდება და მითუმეტეს თუ რამე აღმოაჩინეს კიდევ უფრო გვიანდება, რომ რამოდენიმეჯერ გადაამოწმონ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ხელის დაფარებით და შეთქმულებების თეორიების აგებით ცუდ სამსახურს ვუწევთ სპორტსმენებს. ვცდილობთ ბავშვებივით ავარიდოთ პასუხისმგებლობა. მე როგორც მითხრეს ექიმმა აიღი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მას სასჯელი შემსუბუქებოდა.

  • გურიიდან

    კომენტატორის კომენტატორს, ნეტავი ერთი მოეშვებოდე ამ რუსების უკუღმართ ხსენებას!!! ლენს არმსტრონგი გაგიგონია? რუსი იყო თუ ამერიკელი, ათობით წელი რომ იტყუა თავი ანტისადოპინგო კომისიამ, ოღონ ამერიკელი ყოფილიყო ტურ დე ფრანსის უცვლელი ჩემპიონი! ხელის დაფარება ის იყო თუ იყო!

  • საქართველო

    ეს ამბავი ვიცოდი დაახლოებით 1 წლის წინ, ნაცნობი ძიუდოში მოტრიალე ხალხისგან, ვინც ლუკას იცნობს ყველამ იცის როგორი პროფესიონალიცაა და 100% დადებითად ახასიათებს, რატომ გამორიცხავთ რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არაა გაკეთებული? არ მგონია სპორტსმენები მედიცინაში და ფარმაციაში ერკვეოდნენ კარგად,ის რომ იცოდნენ რისი მიღების უფლება აქვთ და რისი არა, აქ გარკვეულწილად ალბათ იმ ხალხის პასუხისმგებლობაცაა ვინც ძიუდოისტებს კვების რაციონსა და დანამატების მიღებას უდგენს.

  • სოსო

    დათო,ვიცი რომ მხოლოდ ერთი იჭიდავებს,მაგრამნ ბოლო მომენტამდე კონკურენცია,აუცილებლად უფრო მეტ მობილიზაციას და შესაბამისად უკეთეს ფორმაში შესვლას უზრუნველჰყოფდა.დავით,ევროპაში არ იყო დინამოს თამაში,ფეინოორდთან?ან ფუტზალის ნაკრებს წაგებები რომ ჩაუთვალეს,პოსტ ფაქტუმ და სხვა ნაკრებებშიც უამრავი ბრაზილიელი თამაშობს?ან რატომ ფიქრობ,რომ თუნდაც ევროპაში და თუნდაც საქართველოში,არავინ იკადრებს შესაძლებლობის შემთხვევაში,სინჯების გაყალბებას?რუსები ასე არ იქცეოდნენ?უამრავი მაგალითი გვაქვს,როცა მსაჯები უშუალოდ ხალიჩაზე გვწვავდნენ და თუ მოუხერხდათ,ხალიჩის გარეთ რატომ დაგვზოგავენ?თუნდაც სპორტის გარეთ,იმდენი უსამართლობა და ცრუ ბრალდებები ვნახეთ ევროპის მხრიდან,რომ ნამდვილად არ გამიკვირდება,აქაც ფეხი დაგვიდონ.აქ ერთიც არის.უშუალოდ დიდ ტურნირებზე,ლუკა სუფთა იყო და შეჯიბრებებს შუა პერიოდში,რაში სჭირდებოდა დოპინგის მიღება?საკუთარი ინიციატივით,ამას რატომ გააკეთებდა.

  • H

    ძალიან უსამართლოა მისი მხრიდან ფედერაციის და სააგენტოს დადანაშაულება, რადგან ყველაფერი გააკეთდა, რომ მხოლოდ ერთი წელი მიეცათ და ჩემპიონობა არ ჩამოერთმიათ. მე წავიკითხე დადგენილება და გარკვევით წერია, რომ სპორტსმენმა აღიარა და წარმოადგინა პრეპარატი, რომელიც ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეიცავდა იმ აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც მის სინჯში აღმოჩნდა. ასევე ალოგიკურია, ფედერაციის დადანაშაულება, რომ ბექაურს გზა გაუთავისუფლეს. ტიპს ოლიმპიადის მერე ვარჯიში ეზარება და ტურნირებზე, რონ ჩადის წონას ვერ აბარებს და ხსნიან. სპორტსმენებისთვის ხელის დაფარებით რუსებს ნუ დავემსგავსებით და იმდენს ნუ ვიზამთ საერთოდ აგვიკრძლონ სპორტი.

  • dato

    ქართული მხარის დიდი ძალისხმევით არ ჩამოართვეს მედალი. მადლობის მაგივრად, როგორც კი გაიგო,რომ მედალი გადაურჩინეს ეგრევე ხალხის ემოციებზე თამაში დაიწყო. რა "პატარა კაცი" ტიპმა მთელი ქვეყანა ააწრიალა, მართლა დიდიან პატარიანად თავისი ერთი ადგილის გადასარჩენად.

  • H-s

    ფედერაცია ირიბათ იგულისხმება, ანუ ქართულ მხარესთან, ააქვს პრეტენზი, რომ ბექაურს უხსნიან გზას ოლიმპადისათვის ეგ იგულისხმება თუმცა მე არ მჯერა ამის.

  • dato

    არ გადასცემენ ბექაურს. არა აქვს ასეთი წესი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას.

  • გია

    და მედალს გადასცემენ ბექაურს....

  • გია

    აქედან გამომდინარე ერთი თვის შემდეგ 2023 წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ოქროც ჩამოერთმევა და გადაეცემა ფინალისტ ლაშა ბექაურს.

  • dato

    ამიტომ უნდა შეიძინო სერტიფიცირებული საკვები დანამატი და არა საეჭვო, რომელიც რომ დაგუგლავ იქაც წერია, რომ აკრძალულ ნივთირებებს შეიცავს. თუ სერტიფიცირებულში აღმოჩნდება მაგ შემთხვევაში არ დასჯიან სპორტსმენს.

  • H

    შენ ალბათ არ გაქვს,რომ დაატანო და მაგიტო დაღეჭილს და გადამუშავებულს მოგაწოდებ. მე ვისაც ვუპასუხე (ალბათ შენ) ეწერა, რომ ფედერაციამ აუღო ანალიზიო და გერმანიაში გააგზავნა ექსპერტიზაზეო. შენ ეტყობა სიტყვა ანალიზის მნიშვნელობა არ იცი, ალბათ სინჯის/ნიმუშის აღებას გულისხმობდი. სინჯს/ნიმუშს სპორტსმენები აბარებ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს, რომელიც იგზავნება ვადა-ს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და ამ პროცესთან ფედერაცია არაფერ შუაში არ არის. სინჯის/ნიმუშის ანალიზს უკეთებს ლაბორატორია. სანამ ვინმეს რამეში დაადანაშაულებ ინფორმაციას სრულად გაეცანი ხოლმე. თუ ასე დაინტერესებული ხარ შედი სააგენტოს საიტზე და წაიკითხე დადგენილება. წესით ხმას არ უნდა იღებდეს და პირიქით მადლობას უნდა უხდიდეს ფედერაციას და სააგენტოს, რომ მსოფლიო ჩემპიონობა არ ჩამოართვეს და მხოლოდ ერთი წელი მისცეს. მაგრამ ყველაზე ადვილია იმ ადამიანების ემოციებზე ითამაშო, რომელთაც სრული ინფორმაცია არა აქვთ და ამით გადაფარო შენი დანაშაული.

  • H-s

    დაატანე აბა ტვინს აზრი და ეცადა წაკითხულიდან აზრის გამოტანა "საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში". ანუ გაიგზავნაო.DDD ანალიზი აქ აიღო.

  • გლახუნა

    G.-ს,ემოციები მოიშორე(თ) და ი ა ზ რ ო ვ ნ ე(თ) ),ერთი რომელს ტოვებ ოლიმპიადის გარეშე(?!),ეჭვები რომ არ დარჩეს- ბექაურს ხომ არ ,,უთავისუფლებენ,,... ამიტომ ერთ-ერთს ხელი უნდა შეუწყოს და სხვა სახელმ-ფოს სახელით გამოვიდეს,მსოფლიო სპორტის ისტორიაში შევა,თუ ოლიმპიადის ფინალში, თან პრესტიჟულ 90-ში- ლ2 ქართველი, იქნებ და მართლა მოხდეს და...

  • სიმართლე

    ეს მაგარი იცით შეთქმულების თეორის მოიფიქრებთ და მერე ყველანაირ მიზეზ გარეშე გჯერათ თქვენ უფრო გაქვთ მიზეზი საფიქრალი რო გაუჩალიჩეს და თვიტონ წარმოდგენა არ აქვს? კვარაცხელიას ვირუსის დროს რაც იყო ვერსიები თუ მარტლა ასეტი მიზეზი არსებობს ყველაზე უკეტ ტვიტონ იცის და წესიტ არ უნდა იყოს ჩუმად იმხელა ავტორიტი აქვს რაც შეეხება იმ ხალხს ბექური მიდის მაინცო ჯერ ერტი სად ნახტ რო გადაწყდა მერე მეორე იქნება და ბექაურმა ტრავმა მიიღო ჰო იქნებოდა იდეალური ჩანაცვლება და მესამე გუნდურისთვისაც შეიძლებოდა წაყვანა ისე რო პირადში სხვა გამოვიდოდა ამიტო ცოტა იაზროვნეთ

  • H

    ფედერაცია არ ატარებს ანალიზს. სტატიაშიც წერია, რომ მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდა. თან ფედერაციას რაში აწყობდა ლუკას ჩაგდება თან იმ დროს როცა ბექაური შედეგს ვეღარ დებს.

  • Dato128

    დიდი ალბათობით მსოფლიო ჩემპიონობასაც ჩამოართმევენ.სამწუხაროა...

  • გიორგი

    ბევრი დანამატი რომელიც სრულიად ლეგალურია სპორტში ხშირად შეიცავს არალეგალურ ნივთიერებას რომელიც არც წერია შემადგენლობაში. ამის მიზეზი ისაა რომ ეს კომპანიები აბრმავებენ ხალხს ვითომ მათი პროდუქტი რამდრნად კარგია და როგორ შედეგს იძლევა. არ გამოვრიცხავ აქაც მსგავსი შემთხვევა იყოს და ძალიან დასანანია სხვისი არაკეთილსინდისიერების გამო ასეთი ხალხი იჩაგრება.

  • Pele

    Beqauri midioda mainc.

  • ATP 16

    მაგრად გაჟრიალებთ თქვენ და თქვენნაირებს, ეტყობა ბევრჯერ დაგწყვიტათ გული თქვენივე თვისტომების ტატამზე ფორთხიალით ხო?. ძალიანაც ნუ გაიხარებთ, მეორე ლომი რომ გვყავს მაგ წონაში ეგ დაგავიწყდათ ეტყობა. ლუკა გული არ გაიტეხოო, ვერაფერს ვერ დაგაკლებენ მაგ საქციელით!!!

  • სოსოს

    ევროპა რა შუაშია მე მგონი ჩვენს ფედერაციას ადანაშაულებს, მაგათ აუღეს ანალიზი და გააგზავნეს გერმანიაში ექსპერტიზაზე.

  • tobo

    ვითთომ ბექაურს ასე გაუთავისუფლეს გზა? იმედია ასეთ სიბინძურეს არ ააქ ადგილი.

  • Data

    ეს ყველაფერი მაგონებს კვარაცხელიას ყვითელ ბარათს თუ თვითონ არ იცის ლუკამ რა მოხდა ეს არის ნაკრების ექიმების და მწვრთნელების უყურადღებობა მეტი არაფერი...რა ყველაფერი უბედურება ჩვენ უნდა დაგვემართოს შოპინგზე ჩავარდნილი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ძნელად მახსენდება...

  • დავით 67

    სოსო-ს. ნუ ებრძვი ქარის წისქვილებს დონკიხოტივით.) ევროპაში არავინ არავის არ ჩაგრავს ტყუილუბრალოდ. მჯერა არ მჯერა არსად გამოდგება. რა გაძლევს იმის საფუძველს რომ განზრახ დაბრაკეს? ანდა ნათქვამი ვითომ მიპოვეს რას ნიშნავს. სამწუხარო ფაქტია მაგრამ აქ სხვას ვერავის დააბრალებ, სპორტსმენის გარდა

  • კოტე

    რატომაა ყალთაბანდი, რადგან რაღაც ნივთიერება აღმოუჩინეს ორგანიზმში? ეგებ ცდებიან, ეგებ მართლა უჩალიჩებენ, ეგებ შემთხვევით მიიღო რაღაც. ტფუი შენ კაცობას და შენ ქართველობას

  • geo

    საერთოდ უნდა მოიკვეთოს სპორტიდან ეს ყალთაბანდი!

  • Dato128

    ოლიმპიადაზე წონაში 1 კაცი შეიძლება ქვეყნიდან.ირივე ვერ გამოვიდოდა.

  • გოჩა

    ერთი წელი მინიმალური სასჯელია. მსგავს ნივთიერებეზე 4 წელს აძლევენ ისე, როგორც პოგბას მისცეს. არ მჯერა, რომ აქ ვინმემ რამწ გაუჩალიჩა თან იმ დროს როცა ბექაური არ ვარჯიშობს და ჩემპიონატებზე წონას ვერ აბარებს.

  • გლახუნა

    - ვაა,6 დისლაიქი(?!),და რა მოტივით(?!),აბა აზროვნება დაიწყეთ და გაიაზრეთ...რატომ უნდა დარჩეს რომელიმე ოლიმპიადის მიღმ, სპორტსმებისათვის ყველაზე მაღალი ხარისხის ტურნირს(?!), ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიადა და რატომ უნდა ფაიჩაგროს 2 მძლავრი- მსოფლიო ლიდერიდან ერთ-ერთი(?!), ერთი დისლაიქებს რომ წერთ,რომელს ტოვებთ ოლიპიადის გარეშე?! გაიმარჯვოს მან, ვინც მეტად მომზადებული იქნება!

  • ვვვ

    ანუ დოპინგის ამბავი მოუგვარე?

  • G

    აუ შენ მაგარ ჭკუაზე ხარ.

  • მაო

    რა დასანანია?!

  • გლახუნა

    -ოლიმპიადაზე 90 კილოში ერთ-ერთი, ან ბქეაური,ან მაისურაძე სხვა სახელმწიფის სახელით უნდა გამოვიდეს, სასურველია საფრანგეთი თუ არა,იტალია,შეიძლება გერმანიის- ბევრი ქართველია და ავტორიტეტის გაზრდისთვის (ესპანეთი, საბერძნეთის სახელით გვყავს ჩემპიონები), არ შეიძლება, დიდი სიბრიყვე იქნება ერთ-ერთი გამოაკლდეს ოლიმპიადას!

  • H

    კაი გაჩერდი ერთი თუ ძმა ხარ. სხვა სპორტსმენების ორგანიზმშიც ვითომ შემთხვევით აღმოჩნდა ეგ ნივთიერება? დამაინტერესა, შევედი და მეც წავიკითხე მაგ საიტზე ინფო. შენ ადვოკატს წარმოუდგენია ის პროპერატი რომელსაც შენ სვამდი და რომელიც ოსტარინს შეიცავდა და "ვითომ მოპოვეს" როგორ გამოდის?! ეგრე რომ უჯერებდნენ ყველას პოგბას 4 წელს კი არ მიცემდნენ. ისე ბექაურს კიდე შენ ჯობიხარ პროფესიონალიზმით.

  • სოსო

    წესით,ამ წონაში,ორ კაცს უნდა ეასპარეზა და ორივე ოქროს მედლის რეალური კანდიდატი იქნებოდა.რა თქმა უნდა ჩვენი ასეთი დომინაცია,არავის აწყობდა და მანქანაც ამუშავდა.ევროპაში, ჩვენზე თვალი არავის უფრიალებს და ეს,არც ჩვენთვისაა სიახლე.არც წელს ქვემოთ აკრძალული დარტყმებია, იშვიათობა.არ მჯერა,რომ ამ ბიჭმა დოპინგი მიიღო.არც ის მჯერა,რომ შემთხვევით მიიღო.თუ მიიღო,ესე იგი ვიღაცამ მოუწყო,ან კიდევ იქ გაუჩალიჩა ვიღაცამ.დარწმუნებული ვარ,აქაც არიან მაგის მკადრებლები და იქაც მოიძებნებიან.იმ ფაქტმა კი,რომ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს,იმისაკენ მიბიძგა,რომ ამას,ანტისადოპინგო კომიტეტშიც კარგად ხვდებიან.ლუკას მხოლოდ სულის სიმტკიცე შემიძლია ვურჩიო.რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ასეთი დარტყმის მიღება,მაგრამ ეს,დასასრული არ არის და ლუკას კიდევ ბევრჯერ შეუძლია დიდი გამარჯვება მოიპოვოს.არც მომდევნო ოლიმპიადისთვის იქნება იმ ასაკში,რომ ოლიმპიადის მოგების იმედი აღარ ჰქონდეს.მანამდე კი, მსოფლიოს 4 ჩემპიონატი ელის,რომლის მოგებაც არანაკლებ ძნელი და პრესტიჟულია.მაინც იმედი კიდევ მაქვს,რომ ყველაფერი გაირკვევა და ლუკა ოლიმპიადაზეც იჭიდავებს.ღმერთმა ქნას იმედი გამართლდეს.

  • achiko

    აუუფ გვებრძვიან...

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

ხაშურში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

ლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა

ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა

ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა