ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

"ბორჯღალოსნები" | თოდუა მე-14-ე ტიტულს შეუტევს

17 მარტს "ბორჯღალოსნები" 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას საფრანგეთში, პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ ერკინებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მე-16-ედ მოიპოვებენ. თამაში საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ფინალურ მატჩამდე 48 საათით ადრე სათამაშო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ორი კვირის წინ რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ მასში სამი ცვლილებაა – ერთი ხაზში და ორი მარქაფაში.

ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ფულბეკად დავით ნინიაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც „მუხებთან“ გარემარბი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გარემარბად გამოცდილი ალექსანდრე თოდუა ბრუნდება, რომელსაც აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული.

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თასი 11-ჯერ შემართა. ცენტრში მას გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე გარემარბი "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა, ღერძზე კი ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ.

უცვლელია შერკინება. პირველ ხაზში თამაშს გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური იწყებენ; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს გიორგი ჯავახია შეუწყვილდება; მესამეში თამაშს ილია სპანდერაშვილი, ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.

მარქაფაში გამოჩნდა "ნევერის" მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 15-ჯერ უთამაშია, კოკერილის რაზმში კი პირველადაა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და შეცვლაზეა ბურჯი ბექა გიგაშვილი.

წინა თამაშის შემდეგ მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა, 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ, მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ცენტრმა დემურ თაფლაძემ.

ახალი რეკორდისთვის

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება და გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ერკინება. შარშან "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ესპანეთში, ბადახოსში 38:11 დაამარცხა.

20-ათასიან "ჟან ბუინზე" ეს გუნდები მეორედ ითამაშებენ. 2020 წელს, "ლობუშმა" პარიზში გვიმასპინძლა, სადაც დიდი პორტუგალიური დიასპორაა და საქართველომ 39:24 გაიმარჯვა.

პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის (მისი წინამორბედი ერთა თასის) დაარსებიდან საქართველოსა და რუმინეთის საჩემპიონო დავაში ჩაერია. "ლობუშმა" ჩემპიონობა ერთადერთხელ, 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა. მისი და საქართველოს გარდა პირველობა 5-ჯერ იზეიმა რუმინეთმა.

2018 წლიდან დღემდე, "ბორჯღალოსნებმა" ტიტული ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, რითაც წინა რეკორდი გაიმეორეს (2011-2016) და თუ 17 მარტს გაიმარჯვეს, საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებენ.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხა; ნიდერლანდებს "ავჭალაზე" 31:10, ხოლო ესპანეთს 38:3 სძლია. პორტუგალია პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 დამარცხდა, თუმცა მერე პოლონეთს 54:7, ხოლო რუმინეთს ბუქარესტში 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თასის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი "მიხეილ მესხზე" 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 აჯობა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ფინალი

17 მარტი. პარიზი. ჟან ბუინი. 23:55

საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

• ttt

იქ 8 საათია ამ დროს

• ქართული

მეთოთხმეტე ასე იწერება: მე-14, ან XIV და არა ასე: მე-14-ე. გაასწორეთ სათაურში და ეს პოსტი არ გამოაქვეყნოთ, დასამცირებლად არ მომიწერია, უბრალოდ მიგითითეთ.

• სოსო

ადგილების გადასანაწილებელი დანარჩენი მატჩებიც მანდ იმართება და უფრო ადრე,ალბათ ვერ მოესწრება.აქამდე იმას ვჩიოდით,რომ სამითამაშის შემდეგ,მოედანი მოხნულს დაემსგავსებაო.მაგრამ კიდევ უარესი ყოფილა.სტადიონს,ხელოვნური საფარი აქვს.ახლა ყოველ კონტაქტზე,მყესების ტრავმის შიში უნდა გვქონდეს.

• დავით

როგორ შეიძლება ფინალში მოთამაშე გუნდს, კვირას ღამის 12 საათზე დაუნიშნო თამაში (საქართველოს დროით)?!

• ნიკი

საფრანგეთში ფინალი 17 მარტსაა და შენ კი არავინ გეკითხება როდის უყურებ უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მაგ ლოგიკით СССРი 8 მაისის მაგივრად დიდ სამამულო ომის გამარჯვებას 9 მაისს ღნიშნავდა

• დათო

17-ში არა, 18 მარტსაა ფინალი

• გიორგი

საღინაძეს ტრავმა აწუხებს. მიქაუტაძეს ალბათ ასვენებენ, პორტუს ისედაც უნდა მოვუგოთ.

• დავითი...

საღინაძეს და მიქაუტაძეს აღარ იძახებენ ნაკრებში? თუ როგორაა მათი ამბავი?...რა თქმა უნდა გასახარია და კარგია რომ ნაკრები უმატებს...ისე ეს ტურნირი ცალი ფეხითაც უნდა მოიგონ თუ რამეზე სერიოზული პრეტენზიები გვაქვს... აი ზაფხულში და შემოდგომაზე გამოჩნდება ტერ1-ის გუნდებთან რა დონის მწვრთნელია კოკერელი და როგორ უმატებს მის ხელში ნაკრები... წარმატებები ნაკრებს...

• სოსო

კოკერილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ყოველ მომდევნო მატჩში,საქართველოს ნაკრებიმსულ უფრო დიდი ანგარიშით იმარჯვებდა.არადა ყოველი მომდევნო მ,ეტოქე,წესით წინაზე ძლიერი იყო.გამოდის რომ ნაკრების და რიჩარდ კოკერილის ურთიერთ შეგუება,სულ უფრო უმჯობესდება და თვალსაჩინო ძედეგებიც მოაქვს.რა თქმა უნდა ამ ტენდენციის გაგრძელებას ველი და იმედი მაქვს.პორტუგალიაც ყველანაირად შეეცდება,მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება და ავტორიტეტი,კიდევ უფრო გაზარდოს,მაგრამ არა მგონია ჩვენმა ბიჭებმა,ორჯერ ზედიზედ დაანებონ გამწარება,არა მხოლოდ პორტუგალიას,არამედ მასზე გაცილებით მძლავრ გუნდებსაც კი. ვხედავთ საქართველოსთან წაგებამ.,როგორ შეაფუცხუნა იტალიის ნაკრები,საკუთარ თავს,მაქსიმალური მობილიზაცია გაუკეთეს და 6 ერის ტურნირზეც კი დაიწყეს გამარჯვებების მოპოვება.სავარაუდოდ,ჩვენც იგივეს გავიმეორებთ და გაცილებით უკეთესად ავთამაშდებით.

• ქორ-პარიკმახერი

მიდით ბიჭებო, გენაცვალეთ ჯიგარში!

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა

რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან

"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!

ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს

11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან

თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა

კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია

[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!

[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა

ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო

[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში

[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია

[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან"  მარცხისგან ვერ იხსნა

ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს

"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა

ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს

[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად

სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა

[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!

რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა

"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

ბორჯღალოსნები | პარიზული ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა