გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანური კალათბურთის მთელ ვარსკვლავებს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, რასაც ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰქვია, ქართველზე მეტჯერ არავის დაუმსახურებია.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო "ანდორასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი შეიქნა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. ანუ 1 სრული წელიწადი (თვეები რომ გადავაბათ) ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის საუკეთესო იყო საშუალოდ.

აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ, ყველაზე პრესტუჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გამხდარა.

GBF

ჯორჯო ბიძია
მაგარი ბიჭია გიო..ნაკრებში ერთი ნორმალური გამთამაშებლი რო გვყავდეს..ეჰ
G.LA
სასიხსრულოა გიორგის ასეთი წარმატება. რაც შეეხება საბონის და დონჩიჩს ისინი NBA-ში გადავიდნენ თავის დროზე სადაც დიდი სიტყვა თქვეს ორივემ. ესპანეთში გაცილებით ცოდა ითამაშეს ვიდრე გიომ, მარა ეს გიოს მიღწევებს არ აკნინებს, ესპანეთის ლიგაში ბევრი სხვა სახელოვანი კალათბურთელებიც თამაშობენ.. ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გიოს.
სოსო
თავისი 22 წლიანი კარიერიდან,მხოლოდ 6 წელი გაატარა საბონისმა,ესპანეთში და მაინც აქამდე ის იყო რეკორდსმენი.ყოველ გატარებულ სეზონში,ის ლიგის საუკეთესო და ევროპის საუკეთესო კალათბურთელად რჩებოდა.რაზეა ლაპარაკი,შერმადინი ჩვენი სისხლი და ხირცია,თან გიოც მართლაც საყვარელი ადამიანია,მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებიდან კარგად მახსოვს საბონისის თამაში და დამიჯერე,მისი კლასის კალათბურთელი,ახლაც ერთი ორი თუ იქნება,დღევანდელ ნბაში.მისი რეკორდი რომ გააუმჯობესა,უკვე ეგ არის გმირობა.წარმოიდგინე,იოკიჩი,მისი სროლებით,პასებით,ფარქვეშ თამაშით და მასზე უფრო სწრაფი,მოედნის უკეთესი ხედვით და უკეთესი დაფარული პასით.ეს იყო არვიდას საბონისი.ერთადერთი საბჭოთა ცენტრი,ვინც ჩვენი ნიკოლოზ დერიუგინი დაჩაგრა.მის დროს კი,საბჭოთა კავშირში,ალექსანდრე ტკაჩენკო და ალექსანდრე ბელოსტენნი თამაშობდნენ და საბონისმა,ისინიც დაჩაგრა.
ადამიანი
უკეთესებიც არიან მაგრამ უპატრონობით დაიჩაგრნენ მე პირადად ბავშვი მყავს 208სმ სიმაღლის და ფული არ მქონდა მეგობრები არ მყავდა და ახლა სტუდენტია... რომელ აკადემიაშიც დადიოდა იქაც ფული უნდოდათ და სტუდენტურ ლიგაიც არ თამაშობს არ ჭირდებათ. ყურადღება რომ მიექციათ იქნებ უკეთესი ყოფილიყოს.ჯუღელს უნდა უმადლოდეს რომ დარბაზში ყავდა ჩაკეტილი და ავარჯიშებდა.უთხარით როგორ მიაღწია და თუ ვინმეს დაუდგა გაჭირვებულ ბავშვსს კითხეთ
სამაჩაბლო
პირდაპირ საქართველოდან!!!
ირაკლის
შერმადინს გამოყენება უნდა, ნაკრებში კი ჩვენდა სამწუხაროდ უერტასი კი არა მასთან მიმგვანებულიც არავინ ჰყავს.

ვოცნებობ ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს,შერმადინის დონის კარიერა ჰქონდეთ ესპანეთში,ან ევროლიგაზე,თუმცა ჯერ არავინ ჩანს!!!
დ
საბონისმა ექვსი წელი გაატარა ესპანეთში
Irakli
ძალიან მაგარი ამბავი, ვულოცავ შერმადინს. გული იმზე მწყდება, რომ ნაკრებში მოუკლო ძალიან!
სოსო
ბრავო გიორგი,გილოცავ!რა თქმა უნდა დონჩიჩმაც და საბონისმაც,გაცილებით მცირე დრო გაატარეს ესპანეთში,მაგრამ აქ ხომ ესპანელი ვარსკვლავებიც თამაშობდნენ.თავად ის ფაქტი,რომ უკვე რამდენი წელია,შერმადინი სისტემატურად ხდება ერთერთი უძლიერესი,ადასტურებს მის მაღალ კლასსა და სტაბილურობას.ფაქტია,რომ მისი სახელი,ესპანური კალათბურთის ისტორიაში,კიდევ ერთხელ ჩაიწერა.იმედია,კიდევ დიდხანს გაგვახარებას,კარგი თამაშით.ჰო,ფეხბურთის ვაიგულშემატკივრების საყურადღებოდ!გიორგი შერმადინი,დაქორწინებულიც არის,მრავალშვილიანი მამაც და ჰოი საკვირველებავ,ესპანურ კალათბურთში,რეკორდების დამყარებასაც წარმატებით განაგრძობს.ეს ისე,ინფორმაციისათვის.
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ᓙᓝᓑᓘ ᓑᓠᕐᓘᕐᓜᓢᓡ ᓕᓐ
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ევრობასკეტი 2017: რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებზე მისი მეტოქეები
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[ევრობასკეტი 2017] NBA-დან ევროპამდე
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
საბონისის ფილოსოფია: თუ გტკივა, ე. ი. ცოცხალი ხარ
HoopsHype: ევროპის ყველა დროის 15 საუკეთესო კალათბურთელი
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა ხეირს არ დაგვაყრის