ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს.

ჭრიკიშვილი ერთგზის მსოფლიოს, 3-გზის კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ავთანდილმა კარიერაში თითო-თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის სამი ვერცხლის მედალი და სამი ბრინჯაოა.

ვარლამმა ევროპის ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, 6-ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

წლევანდელ თბილისის გრანდ-სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვარლამ ლიპარტელიანის გაცილების ცერემონია გაიმართება.

23 მარტს წინასწარ შეხვედრებსა და ფინალურ ბლოკს შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის გაცილების ღონისძიება ჩატარდება, ხოლო 24 მარტს, ასევე წინასწარ და ფინალურ ბლოკს შორის - ვარლამ ლიპარტელიანის.

მოდით, თბილისის გრანდ-სლემზე ერთად გავაცილოთ დიდი სპორტიდან ჯუდოს ქართველი ლეგენდები.

წყარო: ჯუდოს დღიურები

ტარიელი
ფსიქოლოგია . კონცენტრაციის გაფანტვა ყველაზე საჭირო მომენტში . ზედმეტი ემოციური სტრესი და ამით გამოწვეული გათიშვა-გამოფიტვა კონკრეტულ მომენტში . თითქმის იგივე სჭირდა ნესტორ ხერგიანს . ორივე უზადოდ ფლობდნენ ყველაფერ სხვას , რაც ძიუდოისტს უნდა ჰქონდა , მაგრამ .. ფსიქოლოგია ((
ჯორჯო ბიძია
თბილისის ევროპის ჩემპიონატის ბილეთი ეხლაც შენახული მაქ..მარტო ვალომ აიღო ვერცხლი..ოქრო მაგ ევროპაზე არ აგვიღია..არადა სავსე იყო სპორტის სასახლე!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ავთანდილი დიდი ტალანტიიყო და ის ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. არც მსოფლიოზე ერთი ოქროს მედალია მისი ტალანტის შესაფერისი. მე მის ჭიდაობაში მომწონდა მუდამ შეტევაზე გამიზნულობა, უკან დახევა არ იცოდა, ანუ მე მისი დაღვინებული ჭიდაობა ვერ ვნახე, რამაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწია რიოდეჟანეიროს ოლიმპიადაზე და სადაც ჩემპიონს ველოდით, უმედლოდ დავრჩით. წარმატება ავთანდილს სამოქალაქო ცხოვრებაში და ვუსურვებ იქაც ისეთი კვალი დაეტოვებინოს, როგორიც ძიუდოში დატოვა.
ჟორა გაბრიჭიძე
პირველი ვერცხლი, რომ მოიპოვა თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზე სრულიად ახალგაზრდა ვარლამ ლიპარტელიანმა, მაშინ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მის კარიერაში ყველა უმაღლესი ჯილდო იქნებოდა. არ ვიცი რამ შეუშალა ხელი, მაგრამ იქ სადაც ფონსეკა ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, ვარლამი მსოფლიოსა და ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩენილიყო. ძიუდოში ალბათ იშვიათია ისეთი ძიუდოისტი, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე სამეულში იყო.უფალს ვთხოვოთ რა ტიტულებიც ვარლამს დააკლდა სპორტში, სამოქალაქო ცხოვრება-მოღვაწეობაში აუნაზღაუროს.
zura222
არასდროს არ დამავიწყდება როგორ განიცდიდა ვარლამი ოლიმპიადის ფინალში წაგებას კვარცხლბეკზე რომ იდგა (((ჩემთვის მაგალითად ამ საუკუნეში ერთერთი დიდი იმედგაცრუება და ცუდი მომენტი იყო ((( სამწუხაროა ასე ოცნების აღსრულების გარეშე რომ მიდის სპორტიდან (((
Pepelu
ჩემის ღრმა რწმენით უნდა გრცხვენოდეს ამხელა სისულელის დაწერითვინ. თუმცა რადგან იკადრე და ეგ საჯაროდ დაწერე, დარწმუნებული ვარ საერთოდ არ გრცხვენია!!!:))))))) ეგრე ნუ გააგრძელებ :))))))))))

ორივე დიდებული ძიუდოისტები და ნამდვილად ქართული სპორტის რაინდები არიან!! ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზ ოლეთებს ველოდი, როდესაც ტატამზე გადიოდნენ და მართლაც უამრავი აღმაფრთოვანებელი მომენტი აჩუქეს ძიუდოს მოყვარულებს! იმედია მიეცემათ საშუალება და ექნებათ სურვილი, რომ ახალ თაობებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და სამაგალითო ადამიანობა!
ადამიანი
ჭრიკიშვილი ძიუდოს ქინქლაძე
სოსო
ბიჭები დიდი სპორტიდან მიდიან და მაგის მეტი არაფერი გემეტება?თურმე ლეგენდები კი არა,უბრალოდ კარგი სპორტსმენები ყოფილან?მხოლოდ ტიტულით განისაზღვრება,სპორტსმენის ფასეულობა?როცა ჭრიკიშვილი ფორმაში იყო,მაშინდელი მისი ერთი ჭიდაობა,სხვების ოქროს მედალს მირჩევნია.იგივეს ვიტყოდი,ლიპოს შესახებაც,რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წონაში მსოფლიოს ელიტაში იყო და მუდამ ჩემპიონობის ფავორიტი,ნაკრების მრავალწლოვანი კაპიტანი.რუბაშვილს მაინც და მაინც დიდი შედეგები არ ჰქონია,მაგრამ ის რომ გამოვიდოდა ხალიჩაზე,იქაურობა ინგრეოდა.ეს არც მე მინახია,ცხონებული მამაჩემისაგან მაქვს მოსმენილი.ან ვინ გააკეთა ლეგენდის კრიტერიუმად რა ითვლება?ვიღაცას ძალიან ცუდად გაუნათლებიხარ და ალბათ ვერასოდეს გაიგებ სინამდვილეში რას წარმოადგენს დიდი სპორტი და პიროვნების ლეგენდარულობა.ტიტულები მხოლოდ სტატისტიკაა,ლეგენდარულობა კი,ის,რაც სტატისტიკის მიღმა,მაგრამ ადამიანების ხსოვნაში რჩება,ამ სპორტსმენების შესახებ,მათი საქციელი,საგმირო საქმეების,გამარჯვებების ისტორიის შესახებ,იმის შესახებ,რის გამოც ისინი ხალხმა, ასე შეიყვარა.სულ ახლახან,ლევან თედიაშვილი დავკარგეთ,უდიდესი სპორტსმენი ჩემპიონი და ვაჟკაცი,მაგრამ ის ლევანას სახელით დაგვრჩა,მისი ჭიდაობის ხსოვნით და კიდევ მრავალი ცხოვრებისეული ისტორიით.მისი ტიტულები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია,მაგრამ ლევანა,ლევანად სწორედ თავისი ადამიანობით გახდა.
დააT
სიტყვა ლეგენდას ასე მარტივად ნუ დაახურდავებთ, ლეგენდები არიან მხოლოდ ისინი ვისაც ინდივიდუალურ სპორტში მოგებული აქვთ ევროპაც, მსოფლიოც და ოლიმპიადაც. ვარლამ ლიპარტელიანი: ინდივიდუალური დისციპლინა ევროპის ჩემპიონატი: 3 ოქრო. 6 ვერცხლი. 1 ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატი:.......3 ვერცხლი ოლიმპიადა..................1 ვერცხლი ავთანდილ ჭრიკიშვილი. ინდივიდუალური დისციპლინა ევროპის ჩემპიონატი: 3 ოქრო. 1 ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატი: 1 ოქრო. 1 ვერცხლი ოლიმპიადა .......... X ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ქართულ სპორტის ისტორიაში შევლენ არა როგორც ლეგენდები, არამედ უბრალოდ კარგი სპორტსმენები. ლეგენდები: (ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები) ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ლაშა შავდათუაშვილი, მანუჩარ კვირკველია, რევაზ მინდორაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი.
ჰოპლა
დიდი მადლობა ჩვენი მრავალგზის გახარებისათვის.
ლევანი
მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები პირად ცხოვრებაში.
alexandre
დიდი მადლობა ქვეყნის და ჩემი მრავალჯერ გახარებისთვის. წარმატებებს მომავალში და ბედნიერებას ოჯახში გისურვებთ!
Pepelu
არა მხოლოდ ძიუდოს, არამედ ქართული სპორტის ნამდვილი ლეგენდები არიან!!!!
სოსო
ოდესმე,ყველაფერი სრულდება.დიდი მადლობა ბიჭებო,უამრავი სასიამოვნო წუთისათვის,რომელიც თქვენი ჭიდაობის ცქერით მიგვიღია.კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ,მომავალში.
კოლხიდელი
უღრმესი მადლობა, ბიჭებო, წლების განმავლობაში თქვენს მიერ გულშემატკივრებისთვის მოგვრილი უამრავი სიხარულისთვის!!!
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რატომ არ აცვია საქართველოს კიმონო და რატომ არ ჰყავს სეკუნდანტი ავთანდილ ჭრიკიშვილს?
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..