ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა BBC-სთან თავისი ნაკრების განვლილ გზასა და საქართველოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჰოლცი ლუქსემბურგელებს 2010 წლიდან მოყოლებული მოძღვრავს.

"როდესაც ამ გუნდს ჩავუდექი სათავეში, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა, განსაკუთრებით, ფეხბურთელების მენტალიტეტი.

"აღარ ვნერვიულობთ, მაგრამ გაბედულად ვთამაშობთ. წარსულში ყველაფერი დაცვაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებული ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანა ისლანდიასთან შედარება? - ძნელია შეადარო ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ისლანდიამ აჩვენა, რა არის შესაძლებელი პატარა ქვეყნისთვის ფეხბურთში თუ ხელბურთში.

ეს არის მაგალითი, რომელსაც უნდა მივყვეთ იმ მხრივ, რომ განსხვავებას არ ქმნის ქვეყნის ზომა, არამედ მენტალიტეტი.

ლუქსემბურგი არის ქვეყანა მაღალი იმიგრაციით, ჩვენი მოსახლეობის 49% უცხოელია, ამიტომ გვყავს მოთამაშეები სხვადასხვა წარმომავლობით.

იმ დროს, როდესაც ნაკრებს ჩავუდექი სათავეში, სულაც არ მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია შესაძლებელი იყო. ჩვენი მიზანი იყო განვითარება და წინსვლა, დანარჩენი ყველაფერი მოგვიანებით მოვიდოდა.

თბილისური მატჩი? ვფიქრობ, საქართველოზე ზეწოლა უფრო დიდია. ისინი სახლში არიან და ფავორიტებად ითვლებიან, ამიტომ არც კი ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რეალურად ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში.

უბრალოდ, ერთი ნაბიჯი მეორის მიყოლებით უნდა გადავდგათ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ", - თქვა ჰოლცმა.

ჟორა
5-0 რო შეგიდებენ მერე დაფიქრდები შემდეგ ეტაპზე
ფიგუს
მამა პორტუგალიელი გყამს?
ფიგუჯან
მწარეა სიმართლე?
ფიგ-ს
პიტალო კლდე
კომბლეს და geo-ს ფიგუ.
როგორ კარგად უთქვავს შოთას ცხრაასი წლის წინ „ავსა კაცსა ავი სიტყვა....“-ო. თუ ატყობთ რამდენნი არიან ქართველთმოძულეები. ოღონდ ცუდი ათქმევინე და „ ხოტ ხლებომ ნე კარმი“. გაუმარჯოს ტიტე კალანდაძეს და ხვიჩა კვარაცხელიას და ყველა ქართველს.
ფიგუ -გელას
ტიტე კალანდაძე ისლანდის ნაკრებს ვერ გაიყვანდა სადმე საპრიზოზე იმიტომ, რომ იგი არ იყო მათი მოქალაქე და შესაბამისად არ იყო ნაკრების წევრი. ისე, შენზეა ზედგამოჭრილი „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა-გულსა“-ო. ისე,,სახეელიც შესაფერისი დაურქმევიათ.
C
"განსხვავებას არ ქმნის ქვეყნის ზომა, არამედ მენტალიტეტი"
geo
ტიტე კალანდაძესთან ერთად დიდ წარმატებს მიაღწია ისლანდიამ
კ ო მ ბ ლ ე
ბირჟიდან აყრილ ხალხივით მოხვეტეს ყაზილარები და ამათგან ვინ უნდა ითამაშოს ფეხბურთი? ეეე, ხომ გეიგონეთ რა თქვა ამ კაცმა; მთავარია გაგებაო! ჩვენ კი რა გაგება გვაქვს? რისი გაგება შეგვიძლია, ან საერთოდ გვაქვს გაგება? არანაირი ხომ? ხოდა წააგებენ ჩვენები და ისე დავიწყებთ თავიდან, მზადება ამისთვის, მზადება იმისთვის, მუდამ მზადება და ვერ ხვდებით რა მაგრა ყარს?!
gela
როგორ არის ისლანდიის ხელბურთის წარმატება პირდაპირ დაკავშირებული ტიტე კალანდაძის სახელთან?? ისლანდიის ხელბურთელთა ნაკრები, მაგალითად, 1984 წლის ოლიმპიადაზე მე-5 ადგილზე გავიდა, 1961 წლის მსოფლიოზე მე-6-ზე... სად იყო ამ დროს ტიტე კალანდაძე?
ფიგუ
თუ იცით რატომ ახსენა ისლანდიის ხელბურთი წარმატებულად ჰოლცმა? ისლანდიის ხელბურთის წარმატება პირდაპირ დაკავშირებულია ქართველ ხელბურთელ, ევროპის ხუთი სახელბურთო ქვეყნის ჩემპიონ ტიტე კალანდაძის სახელთან. მას მთელ ევროპაში წლების განმავლობაში ენიჭებოდა უძლიერესის ტიტული. [იყო ხუთი სხვადასხვა სახელმწიფოს ჩემპიონი სხვადასხვა დროს.]მაგრამ ჩვენთან ამაზე სიტყვაც კი არავის არ დასცდენია. [კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი„ღირსებისა“ ] არ დამიბლოკოთ გთხოვთ.
kesha
ამ ეტაპზე ლუქსემბურგი უფრო კარგი ნაკრებია ვიდრე ისლანდია
გიო
რაა მერე
geo
ისე მართლა კიდე კაი ისლანდიას არ ვხვდებით
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ
ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ისტორიული შანსი გვაქვს - სავსე სტადიონი წნეხი კი არა, მოტივაცია იქნება
ლუქსემბურგელთა მწვრთნელი: ჯერ მიქაუტაძე ექაჩებოდა ჩვენს ფეხბურთელს...
ლუქსემბურგელთა თავკაცი: მოგებაც შეგვეძლო!
ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
"საქართველოს ნაკრები სანიოლივით თამაშობს, ჩემს მეუღლეს ვუთხარი..." - ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია თბილისურ მატჩამდე