სპორტულმა ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა Betsson sport-ის Youtube არხზე ესპანეთისა და საფრანგეთის ნახევარინალური მატჩის განხილვისას, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებაზე ისაუბრა.

შეხსენებისთვის, ფრაგმა დამრიგებელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი ოლისე უნდა გახდეს და თუ ეს არ მოხდება, მაშინ იმის თქმა შეიძლება, რომ ფეხბურთში სერიოზული პრობლემებია.

"დეშამის და არა მარტო მის მხრიდან, მგონია, რომ ოლისეზე იმაზე მეტი ავანსები გაიცა, ვიდრე ის იმსახურებს. ვიცი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელსაც მიაჩნია, რომ "ოქროს ბურთი" ოლისეს უნდა მისცენ, რასაც შეიძლება ვიღაც კიდევ ეთანხმება.

მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არ მესმის და ამ მოსაზრებას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. საერთოდ ვერ ვიგებ, ნაკრებში კაცს "ოქროს ბურთი" კანდიდატი ჰყავდეს, რომელმაც უშუალო დაპირისპირებაში ოლისე შუაზე გაბრდღვნა და ორივე მატჩში საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია იყო და ეს თქვას.

ამის მერე გამოდიხარ და ამის მერე ამბობ, რომ თუ ოლისეს "ოქროს ბურთი" არ მისცეს, სამართლიანობა არ ყოფილაო. ამ თვალსაზრისით ძალიან გამიხარდა, რომ ოლისემ ესპანეთის წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა", - თქვა ბარათაშვილმა.

მომზადებულია betsson sport-ის Youtube არხის მიხედვით

რეხო
სანიოლზე.სუსტი.მაიფლიოში მარტო.მისი.ჩამომყვანია
სიმართლე
სისხლმა იყივლა მაგრამ ღმერთი იყურება და სანიოლოც მალე წავა ნაკრებიდან და კვარაც ოქროს ბურთს წელსვე მოიგებს!
vano
ოლისე რო ფრანგია მაგაზე მეტად სანიოლია ქართველი
vano
ოლისე რო ფრანგია მაგაზე მეტად სანიოლია ქართველი
გიორგი
სანიოლი მეტ ვერაფერს შეძლებს დრო იკარგება რაც მალე შეიცვლება უკეთესია პასუხის მგებლობა ბოლომდე ფედერაციაზეა ,!!!
DAVID73
რა არის გაუგებარი ფრანგია და ფრანგისთვის უნდა. კვარა და გაზაევი ერთნაირად აინტერესებს.
zura222 "მომწონს" ძალიან. უუჰ, ძაა..ლიან !
ეს "მომწონს" და ის მეორე, მისი მხარდამჭერი. როგორც ამბობენ, ამ ჩემის "მოწონებულის" ახლობელი ყოფილა , პრაქტიჩესკი ოჯქხის წევრი, იმანაც იცის ქართული წერა-კითხვა და მასაც/ერთობლივად ძალიან უყვარან-ან ქართველები-ო ! განსაკუთრებით, ქართველი წარმატებული სპორტსმენები და ეს ღრძნობა იმდენად ღრმა და ძლიერია, რომა ვერც "მალვენ" და წერენ - წერენ ასეთ კომენტატებს-ო. ჰოდა, როგორც უყვართ ისე გაუმარჯოთ და ისე გაიხარონ ! აბა, ჰე ჯიგრებო, zura222 და მეორევ, "იმანო", გისურვებთ ქართველი სპორტსმენების, მათ შორის კვარაცხელიას, თოფურიას, შენგელიას, ახალი "ტალახაძეების"(!) ... და საქართველოს ნაკრებთა უამრავი წარმატებებისა და გამარჯვებების, საქართველოს გახარების მომსწრე (ყოფილ)იყოთ მთელი ცხოვრება ! :)))))))))
კიეზა
ესპანეთთან ოლოსემ და მთელა გუნდმა ვერაფერი გააწყო.თუმცა დიდი ტალანტი რომ ჩანს ფაქტია..ისე კო ცოტა ზედმეტადაც გაპიარებულია..ამ ეტაპზე ნამდვილად არაა მსოფლიო დონის ..ამას თუ ოქრროს ბურთი ეკუთვნის..მაშინ მესის..კეინს ან თუნდაც კვარაზე რა უნდა ვთქვათ..ყვეელწზე მაგარი ისაა რომ ფინალის მოგების შემთხვევაში 39 წლის მესის მოიგებს ოქროს ბურთს..და თუ ეს ასე მოხდა..ალბათ ამ რეკორდს საუკუნეები ვერავინ მოხსნის..
Kai
სანიოლი-პაშიოლი არც მწვრთნელად ვარგა და ადამიანად გვევარგება!
პატრიოტი1994
მივმართავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სასწრაფო წესით გადააყენეთ ვილი სანიოლი რამეთუ აღარ არის ჩვენი დონის სპეციალისტი ვერ ქაჩავს იმდონეს რო ჩვენ ბიჭებს გაუქაჩოს . სვანაძე მართლაც კარგი ვარიანტია
შარლ დე გოლი
მუსიე ვილი დაბრუნდი სახლში, სტალინის ვალიდან ხომ ვერ ამოვედი, საფრანგეთი გიხსენით ჰიტლერისგან და ეს ვინ გამოგვიგზავნეთო,ჰაი ტარაკუნემ რესპუბლიკ მუსიე ვილი
Надир
ოლისე მაგარი ფეხბურთელია, როცა მაინცს და ჰაიდენჰაიმს ეთამაშება. ნაკრები კი დაღუპულია, ოღონდ სანიოლის სიბრიყვის კი არა, ფედერაციის სიჯიუტის გამო.
სიმართლე
ყველას თავიდანვე გეუბნებით ეს კაცი თუ არ მოშორდა ნაკრებს მილიარდი პროცენტით გეუბნებით ჩვენ ჯგუფიდან გამსველელები არვართ დანარჩენი შეხედეთ სექტემბერში და დარწმუნდით...გუნდში არის საჭირო 21-წლამდელთა მწვრთნელი და ეგ მიაღწევს ყველაფერს რაც ჩვენ გვჭირდება...
ბა ვონც, ახპერ ჯან ! ბა ვონც !
ბა ვონც ! რაღა ეს "ნე სპელი" ვრაცი ხვიჩკა უნდა დასახელდეს პრეტენდენტად, ცოტა მომწიფდეს. მინამ კიდე, აი ჩვენი სისხლი და ხორცი, უკვე დამწიფებული ჩვენი ჰენრიხა მხითარიანი , ვისზე ნაკლები ფუტბალისტია ? ჰოდა, ჯერ ესა და მერე, როგორც შენ წერამ, ასე სამ-ოთხ- ოცდაშვიდ წელიწადში, ეს დღევანდელი კვარაცხელია უკვე მწიფე რომ იქნება, პირადად ჩაუდექი საინიციატივო მოძრაობას სათავეში. ეგრე მაშ, ბა ვონც ! 🤗
ehhh
ჩვენს ნაკრებში, თორემ სანიოლის მოსვლამდე ხომ კრამიტებს ავუტეხეთ რაკა-რუკი. გაიხსენეთ ვინ იყო მწვრთნელები და რა შედეგები ჰქონდათ. ალბათ ქვევიდან იწყება ნორმალური სისტემის შენება, თანამედროვე ბავშვთა აკადემიებიდან.
ქართველი
რაც შეეხება სანიოლის, ჯერ ვაბშე მაგის აზრს რატომ აქცევთ მაგხელა ყურადღებას, და რა თქმა უნდა ვეთანხმები რომ სულ გაჩუმებულიყო ჯობდა, რა თქმა უნდა არ არის ლამაზი და ძალიან ცუდია რაც თქვა ,მაგაში არავინ არ გაამართლებს მაგას. რაც არ უნდა პატრიოტი იყოს და საფრანგეთის გულშემატკივარი, რომ მაგალითად ოლისე, თუნდაც მბაპე ეთქვა, თუნდაც დემბელე, ყველაზე ცუდი არის ის რომ ქართველები იმას ვუშვებთ, რომ ეგ არის საქართველოს, ამნაირი საქართველოს ნაკრების ტრენერი, ოთხი წლის მერე კვარაცხელია იქნება რამის 30 წლის, ამათი დრო ჩავლილი იქნება, დღეს სანთლით უნდაო ვეძებდეთ დელაფუნტესნაირ ტრენერებს,რა ქართველობა გვაქვს, სადაც ჩვენ ხმას არ ვიღებთ, რომ ვაძლევთ უფლებას ვისაც ვაძლევთ, რომ ტრენერად დატოვონ კიდევ ოთხი წლით სანიოლი, და ეს ოქროს თაობა მართლაც საქართველოსი, რას ქინქლაძე-ქეცბაია-არველაძეების მერე აღარ ყოლია საქართველოს, რომ აი ასე გაქრეს წლების მერე, თორე საქართველოს ნაკრებს რომ ტრენერი ყავდეს მაღალი დონის მაგალითად დელაფუნტესნაირი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ ოთხი წლის მერე საქართველოს ნაკრები მსოფლიოზე ითამაშებდა თანაც ჯგუფიდან გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, და არაობები მართავენ საქართველოს, და არარაობა ტრენერი გვყავს საქართველოს ნაკრების, და ამ არაობამ რაც თქვა, კვარაცხელიაზე წინ რომ დააყენა ოლისე, აქ კი არ უნდა ვწერდეთ ჩვენ კლავიატურაზე ამას, რეაქციებს უნდა გამოვხატავდეთ და მთელი საქართველო უნდა ვიყოთ გარეთ ქუჩაში, მაგრამ არა, საჭიროა აქ ვჯღაბნოდ კლავიატურაზე!
ბეცი სახელად ვილი სანიოლი
ეპითეტებს ვერ ვპოულობ სანიოლის სიშტერის ზუსტად ასაღწერად. ჩვენ რომ მცირე თავმოყვარეობა გვქონდეს ამ განცხადების გამო გავაპანღურებდით.
gzp
შენ ვერც უნდა ხვდებოდე. ან რატომ უნდა ხვდებოდე.

რაა არი აქ გაუგებარი! არ შეიძლება თავისი აზრი ქონდეს? და თან თავისი თანამემამულე ერჩიოს?
მირო
ოლისე ვერ გამოდგა ბოლომდე მაგარი.ასეთ გადამწყვეტ მომენტებში კვირას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა თავისი არაორდინალური ფინტებით და პასებით,გოლებით საჭირო დროს.აი რაც მესიმ გააკეთა,უკვე სხვა დონეა,ოლისე ჯერ ვერ ავა ამ დონეზე.კარგი ფეხბურთელია,მაგრამ პსჟ-სთან და ესპანეთთან საჭირო დროს უძლური გამოდგა თამაშის ბედი გადაეწყვიტა,ჩაიკადგა.
აშკარაფ, (ნოველების) წერამ აგიტანა !
გავიგეთ . გასაგებია ! გ ა ს ა გ ე ბ ი ა , რომ ხვიჩა .... არც ტატუს დახატვის მზაობაა ორიგინალური . რამდენი და რანდენჯერ უნდა დაწერო და უმატო "ნაწარმოების" მოცულობა(ს) ?! გასაგებია ! პ.ს. მარა, ერთი მაინც სათქმელია : საქართველოს ნაკრების(!) მწვრთნელმა, კვარაცხელია საერთოდ არ ახსენო და მის გუნდთან დამარცხებული მოწინააღმდეგის გუნდიდან, თავგამოდებით (!), "მეტი რომ არ შეიძლება", ისეთი თავგამოდებით ამტკიცო , ის რაც ამტკიცა თავის თანამემამულესთან დაკავშირებით - სულ ცოტა უხერხულია , უტაქტობაა, "ვერაა/არაა ლამაზი" , მიუღებელია და ა.შ. და ა.შ. მანამ მაინვ, სანამ ნაკრების მწვრთნელია ! მით უფრო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშებისას, ხვიჩა ოლისეზე უკეთ შეფასდა ექსპერტების და მაყუტებლების მიერ. მოკლედ, "არ უნდა ეთქო-ო"🤐, რით ვერ გაიგე ?! ჰოდა, აი, სულ ეგ არი !
არატატუი
საქართველოში, ყველა სფეროში ძალიან მომძლავრდა სექტანტური აზროვნება... სპორტი კიდევ იმდენი არაფერი და მე იმის მეშინია, ამ ხალხმა მთლად არ გადაჩეხონ ქვეყანა, მითუმეტეს რომ არც დაუძინებელი "მეგობრები" არიან უსაქმოდ და მახეს მახეზე აგებენ
Gioimigranti
Rogor sheidzleba kartveli iyo da isurvo messis okros burtis mogeba??!!!
გიორგი
ფრანგს აღარ მიცემენ ალბათ. დიდი მოლოდინები იყო მაგათ გაჩემპიონობაზე, ამიტომ იმედგაცრუებაც დიდია. რა ვიცი, მბაპეს? ოლისეს ნაღდად არა. დასაწყისში კარგი იყო, სუსტ გუნდებტან, მერე წყალს ნაყავდა, ესპანეთთან საერთოდ გაქრა.
გიორგი
ვეთანხმები. ეგ მეც მომხვდა თვალში. სულ ჰკიდია და იმიტომ.
zura222
დიდი ბოდიში მაგრამ, ხვიჩა ჯერ არ დამწიფებულა და ოქროს ბურთი ჯერ ძაან ადრეა მაგისთვის, აი სამი ოთხი წლის მერე პაჟალუისტა იყოს ოქროს ბურთი ოღონდ ყველა ვარსკვლავს უნდა აჯობოს
დდდ
შემეძლო, უბრალოდ მეთქვა, რომ მუნდიალზე მეორე ეშელონის გუნდებთან გატანილი გოლები და გაკეთებული ასისტები აპრიორი არ ნიშნავს, რომ ისინი ლიგაზე გატანილებს სჯობს, თუმცა ეს მაინც სადაო საკითხია და ამიტომ მხოლოდ ამასღა გეტყვი - როცა ირგვლივ ყველას უცოდინრობასა და გაუნათლებლობას ედავები, ზრდილობასაც რომ გავეშვათ, ეს არაფერს გაგონებს?!... იქნებ, ის ნაპოლეონი ხარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ საგიჟეთში შეცდომით გამოკეტეს?!... მოდი რა, ჩემო კარგო, გვერდზე პალატაში მიაკაკუნე, ჩემი მონაცემებით, მანდ ახლა კუტუზოვი უნდა იყოს და იქნებ, იმან აგიხსნას, რამ დაგვადებილა ეს ქართველობა ასე დედაბუდიანად...
თამაზი
რომ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და დიდი ალბათობით კვლავ მესი მსოფლიო ჩემპიონი, ოქროს ბურთს უდავოდ კვარა იმსახურებდა. ძალიან ცუდად დაემთხვა წელს მსოფლიო ჩემპიონატი და კვარას ევროპული ტრიუმფი. პ.ს. გული არ გაიტეხო, კვარა. შენ აუცილებლად გახდები ოქროს ბურთის მფლობელი. სანიოლის კი ვეტყვი ამ ყოველივეს გათვალისწინებით... "რა ოლისე, რის ოლისე"... შენ ცოტა ალაოდ ხო არა ხარ?
პაატა
ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, უკვე მაგარი მიღწევაა! სანიოლის ბჟუტურს კიდევ, ჩვენს გარდა, საერთოდ არავინ აქცევს ყურადღებას!
iurchiKa
ეჰჰ გასულია ვილი მომსახურების ზონიდან დიდი ხანია უკვე ...
დათო
სამარცხვინო სანიოლი! და ფედერაციას მოუწოდებ რომ დღესვე გააგდონ ეს მხდალი ადამიანი ნაკრებიდან.... ეს როგორ უნდა მუშაობდეს ჩვენს ნაკრებში?
Giorgi
ნუ ინერვილებთ..ოქროს ბურთს მეცხრედ ლეო მესი აიღებს,სრულიად სამართლიანადაც..
ქართველი
ხვიჩა შარშანაც იყო ოქროს ბურთის კანდიდატი და შარშანწინაც და იმის წინაც როცა „ნაპოლიში“ სასწაულებს აკეთებდა. ყველა ქართველს უნდა ხვიჩას წარმატება და, თავისთავად, ოქროს ბურთიც. პირადად მე, თუ ხვიჩა ოდესმე ოქროს ბურთს მოიგებს, მის ტატუსაც კი დავიხატავ. მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, წელს რატომ ელოდებით ხვიჩას თუნდაც ხუთეულში შესვლას? ხვიჩა ხუთეულში არ იყო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც და უბრალოდ რა გაუნათლებელი უნდა იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერე შეიყვანო ხუთეულში, როცა ყველა მისმა კონკურენტმა იფრინა და დაგლიჯა მოედანი? მსოფლიო ჩემპიონატზე ოლისეს ხუთი ასისტი აქვს. იცით, საერთოდ რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი ასისტი? მერე შეხედეთ ჰარი კეინს, მბაპეს, დემბელეს, ბელინგემს, როდრის, რომ აღარაფერი ვთქვათ იამალზე, რომელსაც მუდმივად სამი კაცი ჰყავს აკიდებული. ფაქტობრივად, ესპანეთმა მისი ხარჯზე მოიგო, რადგან იამალს სამი კაცი უდგას. სასწაულებს აკეთებენ ხვიჩას კონკურენტები. რა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, როცა აქ საუბარია მსოფლიო ჩემპიონატზე? ოთხი წელი ზედიზედ რომ გაიბრწყინო ჩემპიონთა ლიგაზე და მერე მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს, მაინც მსოფლიო ჩემპიონატი უფრო დიდი წონისაა. ეს მსოფლიო ჩემპიონატია! ჯერ აქ მოხვედრაა საოცნებო ქვეყნების უმეტესობისთვის და მერე კიდევ გააკეთო 5 ასისტი, 4 გოლი, 7 გოლი, 8 გოლი... რა უბედურებაა ასეთი გაუნათლებლობა, რომ ელემენტარული არც ლოგიკა გაგაჩნიათ და არც პროფესიონალიზმი. თქვე კარგო ადამიანებო, თუ არ იცით, სიაში მაინც ჩაიხედეთ, სად იყო კვარაცხელია მსოფლიოს დაწყებამდე და რა ლოგიკით იქნება მსოფლიოს მერე ხუთეულში? ხუთეულს ვინ დაეძებს, თქვენ საერთოდ ოქროს ბურთს აგებინებთ კაცს. ეს მარაზმი როდემდე? თორემ, კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი ოცნებები და ფანტაზიები, მაგრამ ეს ამხელა არაადეკვატური გაუნათლებლობა... ზუსტად ამიტომ ვართ სადაც ვართ და ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. რომელი განვითარებული ქვეყნის ადამიანი იტყოდა ახლა ასეთ სუფთა სისულელეს? ხვიჩამ რომ წელს ოქროს ბურთი აიღოს, ეგ იგივეა, რომ წნორის „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია და საქართველოს ნაკრებს ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. გეყოთ რა ,აი უბრალოდ გეყოთ მართლა, სირცხვილია მართლა ასეთი უცოდინრობა, ოფიციალური საიტებზე მაინც შედით და ნახეთ, ან კოეფიციენტები ნახეთ ან ვინ რომელ ადგილზე იყო მსოფლიომდე, ან ეხლა რომელ ადგილზეა, ნახეთ რაღაცა ნახეთ და მერე ილაპარაკეთ თქვენ კაი ადამიანებო, რა უბედურებაა მართლა ეს ყველაფერი!!!
Dina-ს და დანარჩენ უაზრო კომენტებს
იქნებ წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლოთ? ამ ადამიანმა თქვა სიმართლე: კვარამ ოლისე თავისი ბავარიით ორჯერ ათრია და ამას მარტო ჩვენ კვარას გულშემატკივრები კი არა ვიძახით, ბავარიის გულშემატკივრებმაც ცალსახათ აღიარეს კვარა. აქ სპორტალზეც იყო ბავარიის ქომაგების არაერთი კომენტარები ნათარგმნი. მეც და ბევრმაც სანიოლის სიტყვები ოლისეზე ვერ გავიგეთ თუ აქ ყველამ წაიკითხეთ რაც თქვა და ვინმე ეთანხმებით სანიოლს, მაშინ თქვენ დაკავდით მართლაც იბერია - ფლორას ან ბირკირკარების ყურებით. კვარამ იფრინა ლიგაზე და აშკარად გამორჩეულად საუკეთესო იყო პლეი ოფებში. ეს მარტო ჩვენ და ბავარიის ფანებმა არ ვთქვით ეს არსენალის ფანებმაც აღნიშნეს და უეფამ ლიგის წლის საუკეთესოდ უკვე აღიარა კვარა. ამ ყველაფერს აქ რაღაცეების მჯღაბნელებს თუ არაფერი გსმენიათ და სანიოლიც თქვენი აზრისაა, მაშინ გიჯობთ სანიოლთან ერთად ბორდოს მიყვეთ მე-6 საფრანგეთის ლიგაში დაქვეითებულს. ბორდო სანიოლის მშობლიური გუნდია და თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვის მიადევნებთ თვალს თუ გარტყმაში არ ხართ საერთოდ ჩემპ.ლიგაზე და ნაკრებში კვარას ღირებულებაზე, როდესაც მწვრთნელი ხარ, ასეთი მარგალიტი გყავს შენ კი შენი ქვეყნის ნაკრების ოლისეს აღმერთებ, სულ მცირე გკიდია ის საქართველოც, მისი ნაკრებიც, მისი მოსახლეობის აზრიც. ესაა სიმართლე და კიდევ ის რომ უთავმოყვარეო ფედერაცია გვყავს, რადგან არავინ ფედერაციიდან ამ განცხადებაზე საერთოდ რეაგირება არ მოახდინეს და დაყრუვდნენ.
genadi
ესეც მაგარია რაა!! ხანდის-ხან ისეთ რამეს დააბერტყებს,გეგონება მარტო მან იცის ყველაფერი, რადგანაც ბევრს მოგზაურობს და ზღვა იმფორმაცია აქვს, და დანარჩენები ჩრდილო კორეიაში ვცხოვრობთ და იმფორმაციულ ვაკუმში ვართ... თუ არა და რატომ გვაბოლებს ,რომ ვითომდა კვარა ორივე თამაშში საუკვეთესო იყოვო,რომ ამბობს!!...არა და პარიზულ მატჩში საუკვეთესო ოფიციალურად დემბელე გახდა, ორი გატანილი გოლით,მოპოვებული პენალტით და კვარაზე საგოლე პასით, ხოლო განმეორებით თამაშიც მვპ, პარიზელთა ეკვადორელი მცველი პანჩო დასახელდა, სხვათა შორის პარიზულ თამაშზე, ოლისემაც დუბლი შეასრულა.... თუ საკუთარრი ვერსიით კვარა მიაჩნია საუკვეთესოდ, მაშინ ვერავინ შეედავება...
ვოოტ
უამრავი მოსაზრება მოვისმინე და წავიკითხე, რეალობასთან ყველაზე ახლოს კი ზიდანის სიტყვები მიმაჩნია - დიდ თამაშებს ხასიათი იგებსო... ამ ხასიათის წყალობით ესპანეთმა საფრანგეთს, არგენტინამ ინგლისს, იქამდე პარაგვაიმ გერმანიას სძლიეს... ვფიქრობ, ლიგაზე ხვიჩა სწორედ ხასიათის გამოც გამოარჩიეს - მისგან წამოსული უდიდესი ემოციური მუხტი თანაგუნდელებსაც მუხტავდა და მერწმუნეთ, მხოლოდ ქართველებს არ გვბურძგლავდა ამის შემხედვარეს... სამწუხაროა, რომ ამის ახსნა საკუთარი ეროვნული ნაკრების თავკაცისთვის გვიწევს, რომლის საფეხბურთო ფილოსოფიაცა და კომპეტენციაც, პირადად ჩემთვის, იმავე ხსენებულ ინტერვიუში დამთავრდა, როცა ასეთი რამ განაცხადა - ოლისე გუნდური მოთამაშეა, მესი კი ( კრიშტიანოზე დიდად ვერ მოედავები) საკუთარი თავისა და სტატისტიკისთვის თამაშობსო...
კვარაცივია
მორჩით ზღაპრებს, კვარაცხელია არაა ოქროს ბურთის კანდიდატი. ვარსკვლავთა შორის მხოლოდ მეორე ეშელონის ფეხბურთელად ითვლება და რეალურად ესეც ზედმეტია მისთვის. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე რამოდენიმე თამაშში მიჯრით რაღაცის გამოსვლა, არ ნიშნავს იმას რომ უმაღლესი დონე ხარ. მეტი ცივი წყალი და იოდი მიიღეთ, ჯანმრთელობისთვის (მათ შორის მენტალური ჯანმრთელობისთვისაც) აუცილებელია
კახი
ასიანი ხარ ბიძინა, მარა რას იზავ ზემოთ ეგ კაცი უნდათ და.
გულშემატკივარი-ს
რა ვიღაცის გულის მოგება კაცო? ფრანგია სანიოლი და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებზე შეტკივა გული. ესაც გასაგებია, პატრიოტია თავის ქვეყნის და ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს. მაგრამ ამჟამად რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც რომაა და ამ ნაკრების გამოსვლაზე რომ პასუხისმგებელია, ეს რატომ ავიწყდება? რატომ უნდა მოუკლას გული ხვიჩას, რომელიც საუკეთესოებს შორისაა? რა სტიმულს აძლევს როგორც კაპიტანს, რომელმაც მერე ბიჭები უნდა გაიყვანოს მოედანზე? რას ეტყვის, როგორ დამოძღვრავს, მიდი ხვიჩა შეუბერეთ, კარგი კი ხარ, მაგრამ ოლისე გჯობიაო? საშინელი და უპასუხისმგებლო განცხადებაა. მხოლოდ ამისთვის უნდა მოეთხოვოს ნაკრებიდან წასვლა. აი რომ არ ყოფილიყო ხვიჩა საუკეთესოებს შორის, მაშინ კიდევ როგორღაც გაუგებდა კაცი. მაგრამ ამ მოცემულობაში, უბრალოდ ან დაუფიქრებელი განცხადებაა, ანაც სულ ცალ ფეხზე კიდია ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი ნაკრებიც. ამისთვის მთავარი ყოფილა ხელფასი და თავისი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელები. ხვალ ზაირ-ემერიზე იტყვის რომ საუკეთოსოა, ზეგ დუეზე, აბა ხვიჩა და ჟორჟი ანაღვლე ეხლა ამას....შეადარეთ ეხლა ეს და ცხონებული კლოდ სორელი ერთმანეთს...
თეიმურაზი
ძლიერ გუნდთან თამაშისას გამოჩნდა, რომ არასწორი იყო 4 თავდამსხმელით თამაში, უფრო სწორად, ოლისეს გამთამაშებლად დაყენება, დეშამის შეცდომა იყო ეს, ასევე შეცდომა იყო ინგლისის გადასვლა დაცვაზე, მაგრამ ეტყობა მეტი არ შეეძლოთ, არგენტინამ ძალები ბოლოსკენ შემოინახა, მწვრთნელებმა წააგეს ნხევარფინალები
პრობლემა : "წაკითხულის შინაარსის გააზრება"
ერთხელ კიდე რომ გადაიკითხო, ეცადე უფრო გულდასმით(!), რა და რატომ თქვა ბიძინა ვარათაშვილმა, არ იქნებოდა ურიგო და თუ მაინც ვერ(აფერი) გაიგე, მაშინ ... მიდი და წერე და იკითხე რაც გინდა ! :))) პ.ს. ისე, საინტერესოა, საფრანგეთი ტოტალიზატორების მიხედვით ჩემპიონი უნდა გამხდარიყო და "რაფერაა" საქმე, მართლა "აიწყვიტა" და გახდ(ებ)ა ? 🤔 პ.პ.ს. ინფორმაციისათვის: სანიოლი ფრანგი კია, მარა საქართველოს ნაკრების (!) მწვრთნელია ! 🤫
დდდ
ტიპმა ერთა ლიგა და მუნდიალის შესარჩევი ისე ჩააგდო, პასუხი არავის მოუთხოვია და ახლა რაზე გინდათ პასუხი აგებინოთ?!... ყოველთვის მაგას არ გაიძახის, რომ ფეხბურთელები არ გვივარგა, თორემ თვითონ ტოპ კლასის სტაჟიორია?!...
გულშემატკივარი
რა ოლისე, რას მიაღწია ოქროს ბურთი რო მოიგოს?! სანიოლს ალბათ ვიღაცის გულის მოგება უნდა, არ ვიცი, მაგრამ მისი ნაკრებში გაჩერება აღარ შეიძლება!
ჯარისკაცი
გაუშვით სანიოლი, თორემ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევშიც ჩავფლავდებით! გაუშვით, სანამ ჯერ კიდევ არის დრო და შანსი!
ირაკლი
დიდი ხანია ვამბობ სანიოლი იპოლიტე ხვიჩიას პროტოტიპია “ფეოლადან”!
ენძო
ბიძინას,რომ აკრიტიკებთ,სანიოლის ნათქვამი ვინმემ მოგიყვათ და აზრი ვერ გაიგეთ?! კაცი ოლისეზე ამბობს მსოფლიოში საუკეთესოაო.განგიმარტავთ რომ ეს ნიშნავს ყველას ჯობიაო,ანუ კვარასაცო,გაიგეთ?! და ეს ნათქვამი სულ ცალ ფეხზე გვეკიდებოდა ის რომ ნაკრების მწვრთნელი არ იყოს.ბიძინამ კი თქვა,რომ სამწუხაროდ მსოფლიო ჩემპიონატი შეუშლის ხელს კვარას საუკეთესოობაშიო.ამასაც განგიმარტავთ,ხვიჩაზე უკეთესები არიანო ის კი არ თქვა,არამედ მსოფლიო ჩემპიონატის გავლენას გაუსვა ხაზი.წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლეთ,სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ.
Dima
ოდნავ გათვითცნობიერებულმა ბავშვმაც იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წელს იქ საუკეთესო მოთამაშე გახდება ოქროს ბურთის მფლობელი. ეს იცოდა სანიოლმაც (მიუხედავად იმისა მისი მწვრთნელობა ვის მოგვწონს და ვის არა). ახლა იაფფაიან პატრიოტიზმზე თამაში, არაა მთლად ლამაზი. ძალიან ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთი - ესპანეთის პარალელურად ჩვენი ჩემპიონი ესტონეთის 'ფლორას' ეთამაშებოდა, დღეს კი, ინგლისი - არგენტინის მეორე დღეს დინამო და ტორპედო შეერკინებიან ვიღაცა 'ბირკიმკარებს'. თუ ბ-ნ ბიძინას ფეხბურთში იმაზე მეტი არ ესმის, რაც აქ თქვა, იქნება ქართული კლუბების წარმატებებიის გარჩევით შემოიფარგლოს ...
გია
თავიდან ბოლომდე მართალია ბატონი ბიძინა
ჯადო
ბარათაშვილს რომ თავი დავანებოთ, რამხელა უტაქტობაა(ყველაზე მსუბუქად რომ გამოიხატოს), გყავდეს ნაკრებში ხვიჩა(თანაც კაპიტანი), იყოს საუკეთესოებში კანდიდატი და მაინც ოლისეს უჭერდე მხარს. მართლა ფეხებზე კიდია ამ კაცს ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის ნაკრებიც. მოვიგებთ? ხომ კაი. წავაგებთ? დაიხურავს ქუდს როცა ეტყვიან ზემოდან და წავა. ამას ხელფასის მეტი არაფერი აინტერესებს. ხალხის აზრიც ფეხებზე ჰკიდია და ნაკრების შემართებაც! ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ეწყინებოდა ხვიჩას ამ კაცის ასეთი არჩევანი? საშინელებაა პირდაპირ. მინიმუმ ორი წლის წასული უნდა იყოს საქართველოდან და ჩვენ კიდევ მომავალი შესარჩევის მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით. გაუგებარია რას ველოდებით კარგს ასეთი მწვრთნელისგან?
nika
უსინდისოს გამცხადება ლიგაზე საუკეთესოდ აღიარეს და მაინც ის ჯობია თან ნაკტების მწვრთნელია , ვინი წადი წადი
ამანაც აიწყვიტა ...
ამ კაცს ინტერნეტში ძებნა აკრძალული აქვს? ძალიან მაგარია ხვიჩა და ყველას წარმოუდგენლად გაგვეხარდება ყველა მისი წარმატება, მაგრამ დღეს, ამ მომენტში, ტოტალიზატორებში ხვიჩა ათეულშიაც არ არის, კოეფიციენტით 1:100. რეალობა ასეთია 1. L. Messi - 2.50; 2. H. Kane - 3.50; 3. Lamine Yamal - 5.00; 4. Mbappe - 5.00; 5. Rodri - 11.00; 6. Bellingham - 11.00, და ა.შ. ასეთი ქაჯობებით რომ ასაზრდოებენ ხალხს ტელევიზიიდან, იმიტომაა მერე, ნაწილს რაღაცა გიჟური კონსპირაციების რომ სჯერა (8 მილიარდი კაცი ჩვენს დაჩაგვრას ცდილობს ყველა სპორტში, და ა.შ.). PS: ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ამბავი არ ვიცი, არმგონია ბევრად სხვა იყოს.
ბიძინას
თვითონ რომ კვარზე ჭორაობდი ტელევიზიით, ეგ როგორ იყო. ნათელია,იმ მუნდიალის წელს მისცემენ ოქროს ბურთს მუნდიალზე მოთამაშე საუკეთესოს. სანიოლმაც ამოარჩია თავის გუნდიდან, მარტო მაგას ეგონა საფრანგეთი რომ გახდებოდა ჩემპიონი ?
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
"გიჟდებიან ამ ბიჭზე იტალიაში... საოცარია, ვზივარ რომში ტაქსიში და..." - ბიძინა ბარათაშვილი კვარაცხელიაზე
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
ბიძინა ბარათაშვილი: რომან ფიფიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
დაფასება: ფეხბურთელიც, პიროვნებაც...
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა
ბიძინა ბარათაშვილი: ეს არის ჯოხი ორი ბოლოთი...
ბიძინა ბარათაშვილი: მაშინ ნახევარი სტადიონი გადავიდა მოედანზე
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ