მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - უკეთესმა გუნდმა, საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ერთადერთი, ვინც ლუქსემბურგელთაგან წაგება ობიექტურად აღიქვა, მათი მეკარე ანტონი მორისი იყო, რომლის თქმით, მაგრად გადარჩნენ, რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“ - ბურთი მრგვალია, სიტუაცია ხანდახან იცვლება და უკეთესი გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება. შეხვედრის წინ წერილში (მატჩები, რომლებიც საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოიგოს - რა ფაქტორები განაპირობებს წარმატებას?) ხაზი გავუსვი, რომ უეფა „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს, რამეთუ „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ხოლმე ადგილი და მსაჯს ერთი გადაწყვეტილებით შეუძლია საკამათო ვითარებაში გადაწყვიტოს მატჩის ბედი. ლუქსემბურგის ადგილზე უფრო დიდი გუნდი რომ ყოფილიყო, არაა გამორიცხული, არბიტრს ორი საკვანძო მომენტი სრულიად სხვაგვარად განესაჯა. ვერც მოედავებოდი, ან რომ მოდავებოდი, რას მიაღწევდი? სხვათა შორის, ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა შეხვედრის წინ თქვა, რომ ესპანელი ხოსე სანჩესის ამ მატჩის მსაჯად დანიშვნა ძალიან არ ესიამოვნათ.

ამით ვილი სანიოლის გუნდის გამარჯვებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ. თორემ როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობის, თავგანწირული ბრძოლის და დამსახურებული გამარჯვების უარყოფა. თუმცა, არის საკადრო პრობლემები და ცხადია, თუნდაც ჯაბა კანკავას დაბრუნება კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ელემენტარულად, სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ეს ფრანგმა სპეციალისტმა ჩინებულად იცოდა, სასტარტოში კი შეტევითი სტრატეგიის არჩევის გამო არ დააყენა, რამაც გაამართლა. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტი ჯიუტია. მუდამ ყველა სახეობაში ყველა მწვრთნელის გადაყენებას ვითხოვთ. რას იზამ, ჩვენში ყველას ჰგონია, რომ ორი რამ საუცხოოდ იცის - სპორტი (განსაკუთრებით, ფეხბურთი) და პოლიტიკა. თამაშის წინ ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა, რომ შემადგენლობის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა და მის საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა რატომღაც ბევრს ფეხბურთში ჩივაძეზე უფრო კომპეტენტურად მიაჩნია თავი.

რაც შეეხება წუნს, როგორც კი მეტოქე მეორე ტაიმში შეტევაზე გადმოვიდა, მაშინვე გამოჩნდა სუსტი მხარე, რასაც გაცილებით უფრო ძლიერი საბერძნეთი არ გვაპატიებს. ელადელებს აქამდე ცხრაჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ ვძლიეთ, დღეს ყაზახეთიც გაანადგურეს, თუმცა მთლად ისეთი ძლიერებიც არ არიან, როგორც ერთი შეხედვით მოჩანდა - უბრალოდ ყაზახეთის ნაკრები სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ დემორალიზებული გახლდათ და თანაც, ობიექტურად არაა მაღალი კლასის გუნდი. ვფიქრობ, თბილისში მაგარი ბრძოლა გაიმართება, სანიოლი უკვე სულ სხვა სტრატეგიითა და ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შემადგენლობასაც შეცვლის, რაც დააანონსა კიდეც. თან ხვიჩა კვარაცხელია დაგვიბრუნდება და ბუდუ ზივზივაძეც დიდებულ ფორმაშია. მარტო დუბლის შესრულების გამო კი არა, არამედ საერთოდ, რაღაც სხვანაირი ბრძოლის უნარი და გოლის ალღო გააჩნია. აკი აღვნიშნე ადრე, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელებს არათუ ჩამოუვარდება, არამედ სჯობია კიდეც.

ლუქსემბურგთან სხვებიც კარგად გაისარჯნენ, მეტადრე, ეს გიორგი ჩაკვეტაძეზე ითქმის, რომელმაც ფიზიკურად ძალიან მოუმატა, ბურთი ყოველთვის წარმატებულად გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე, თამაშს ამწვავებდა და დაცვასაც ჯეროვნად ეხმარებოდა. ასე რომ, საბერძნეთის შიშით გულს ნუ გავიტეხთ, არც მთლად ისეთი გრანდია, ზოგიერთს რომ წარმოუდგენია (გრანდი რომ იყოს, პირდაპირ შესარჩევი ეტაპიდან გავიდოდა ევრო 2024-ზე), ჩვენს გუნდს გამარჯვება და გამხნევება სჭირდება და არა სოციალური ქსელებიდან დაუსრულებელი, სუბიექტური კრიტიკა. შანსები ჩემი აზრით, ნეიტრალურ სტადიონზე 40/60-ზე გვექნებოდა, საკუთარი კედლების ფაქტორის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, 50/50-ზეა. ბევრი რამ დეტალებსა და ისევ მსაჯობაზე იქნება დამოკიდებული.

დასასრულ, მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. იცვლება უკეთესობისაკენ. ძველ დროში, მახსოვს, სტადიონზე მხოლოდ მზია მებაღიშვილი და კიდევ რამდენიმე ქალი დადიოდა, ახლა ოჯახებით მიდიან სტადიონზე ჩვენი ლამაზი ახალგაზრდები, ეროვნულ ჰიმნს შვილებთან ერთად მღერიან და უნდა გითხრათ, ფეხბურთსა და სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სამშობლოს სიყვარულია, როდესაც მომავალი თაობა პატარაობიდანვე ასეთი გრძნობით, ასეთ ჩინებულ გარემოში დადებითად იმუხტება, ამაზე მშვენიერება არ არსებობს. რა ვქნა, ბოლოსკენ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, მაგრამ რაც მქონდა გულში, უნდა მეთქვა - გაგიმარჯოთ და მუდამ ასეთი გულანთებული პატრიოტები იყავით.

სამშაბათს ისევ გელით სტადიონზე და ისევ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ!

მიმომხილველი

Pepelu
ავტორ ყოჩაღ მიზანში მოარტყი!!!! კლავიატურის ვირთხები აბობოქრდნენ!! არაუშავს გავალთ ევროპაზე, ყველა დავწყნარდებით და ერთად გავიხარებთ ნაკრების და ქვეყნის წარმატებით!!!!
იასონას უდარი
საშა ჩივაძეს არაფერს ვერჩი,პირიქით,დიდი პატივისცემა ჩემგან და იღებს კიდეც ყველა ქართველისგან. თუმცა რახან ადამიანი ფეხბურთს თამაშობდა,არ ნიშნავს რო ყველაფრის მცოდნეა და ყველაფერში დაეჯერება,ყველა ადამიანი ცდება და არც ჩივაძეა გამონაკლისი. ეს ყველაფერი არის ფანატიზმი ანუ არსებობს ერთი და იმ ერთმა ყველაფერი იცის,ყველაფერი დაეჯერება,ხოლო ყველა სხვა არის უცოდინარი და ა.შ. ჭეშმარიტება კამათში იბადება და არა ერთი ადამიანის ბრმად მიყოლით.არასოდეს არ მქონია იმის პრეტენზია,რომ ჩივაძეზე მეტი ვიცი ან ვინმეზე(ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანის გარდა),თუმცა ჩემს სათქმელს ვამბობ და არც ტაქტიკური ნიუანსების წერით ვიკლავ თავს. ჩემთვის მთავარია,რომ ადამიანები არ იჩაგრებოდნენ ამ ქვეყანაში და ვიღაც ჯიგრული პონტებით არ ხვდებოდეს ნაკრებში,ასევე ფანატიზმი არ მომწონს,გული მერევა ფანატიკოსებზე. არც ის მომწონს,როცა უაზროდ ოპტიმიზმი ახასიათებთ ზოგიერთებს(აქვთ ასეთებს აზრის გამოთქმის უფლება),რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ ყოველთვის. და ბოლოს,არსებობს ასეთი ფეხბურთელი გარი ნევილი,ვისაც იმაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული,ვიდრე ყველა ქართველ ფეხბურთელს ერთად და რა გამოდის,რომ მან ყველაფერი იცის ფეხბურთზე? იყო ვალენსიაში და ყველა თამაში წააგო,გამოაგდეს და ეხლა სქაიზე ფოკუსნიკობს კარაგერთან ერთად. კაცს მწვრთნელობა სურდა და გახდა ჟურნალისტი,როგორც გუცაევი. კლოპი მაგარი ცუდი ფეხბურთელი იყო,თუმცა მაგარი მწვრთნელია,ნაგელსმანიც და ბენიტესი საერთოდ ფეხბურთელიც არ იყო. რაც შეეხება საბერძნეთს,ჩვენზე მაგარი და შეკრული გუნდია,დაბალანსებული და ლოგიკურად,ჩვენზე ძლიერები არიან ამ კუთხით. ჩვენ გვაყავს კვარა და ჩაკვე,ამის იმედზე ვართ და თუ ვინმე გეტყვით სიმართლეს,ის ეგრევე მტერი ხდება. არანაირი საფეხხბურთო საზომი არ არსებობს,რითაც ბერძნებს ვჯობივართ,თუმცა ამბიცია მაინც გვაქვს. ეს არ ნიშნავს რო არ შეიძლება ჩვენ გავიდეთ და ბერძნები ვერა,ჩვენ ვართ გამართლების იმედზე,კვარა მოატყუებს ორ-სამ კაცს და შეაგდებს,რო ვერ მოატყუოს? ამაშია საქმე,არანარი კმბინაციური ფეხბურთი არ გვაქვს და ამით ვერ გავდივართ ფონს,რომელთანაც ერთად,კვარას ყოლა იქნებოდა უპირატესობა. თუმცა ერი ვართ ეგეთი,ერთის კისერზე გვინდა ყველაფრის აკიდება და გუნდურობას არ ვაწვებით,შედეგიც შესაბამისი გვაქვს,მარტო ფეხბურთში კი არა,ყველაფერში ეგრეა. ამიტომაც ჯობია გუნდურობას მივაწვეთ ერი,თუმცა სიმართლის დამალვის ხარჯზე კი არა,სიმართლის თქმით და შეცდმომების გასწორებით გზით.
Korsava
ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა სახელუთ ნუ წერთ კომენტარებს:)))))))))))))) ვხვდებით რატომაც აკეთებთ მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ უფრო სასაცილოდ გამოიყურებით:))))))))))) არაბიძე - ჩაკვეტაძის, ქოჩორაშვილის თუ კიტეს ნაცვლად დაეყენებინა თუ სად უნდა ეთამაშებინა გიორგი არაბიძე? არაბიძეს საზონოვს და აზაროვს აუცილებლად წაიყვანენ ევროპაზე მარა პლეიოფში სადაც მაღალი ინტენსივობის თამაშებია და იქ არ გამოიძახა რათუნდა ამდენი ჭიქაში ქარიშხალი ვერ ვხვდები?!!:))))))
Pepelu
იცანი საკუთარი თავი?!!:))))))))))))))))))))) სხცებმაც იცანით?:)))) კლავიატურის ლიომები!!!!!!!!!!!!
c
პატრიოტული ნაწერია, თბილი და აღარ დაგიწერეთ დისლაიქი, მაგრამ ბოლოა კარგი და თავიდან კიდევ მაპატიეთ და უტაქტობა გიწერიათ. რას ნიშნავს ბევრი გულშემატკივარი ფეხბურთის უკეთეს მცოდნედ თვლის თავს და პოლიტიკაც გონია რომ ესმის. რაოტმ ვერ იგებთ, რომ ხშირად ასეც არის. გააჩნია ვიზე საუბრობთ. რაოტმ გგონიათ, რომ ფეხბურთი ფეხბურთელებს ესმით და არა მეცნიერებს მაგალითად. სულელური აზრია მეგობარო და ნუ გაიმეორებ შენც უაზროდ ამ კლიშეს. რაც შეეხება თამაშს - ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა - დროა საქართველოს ნაკრები გავიდეს ევროპაზე. ეს დრო რომაა ეს არის უპირატესობა. აქ მთავარია ერთი ფაქტორი, საშიშროება - არ მოდუნდეს საზოგადოება. ნებისმიერი ჭკვიანური, სწორი აზრი არის ძალა, ეს ძალა, უხილავი ძალა, გარდაისახება ხოლმე მერე თამაშშიც. თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით, სწორ აზრებს გამოვთქვამთ, სწორ დამოკიდებულებაშ ვიქნებით ერთმანეთთან, პატივისცემით, გულითადი სითბოთ ვისაუბრებთ ერთმანეთზე და ვიგრძნობთ ჩვენ დადებით მხარეებს, მაშინ არის შანსი, თან და დიდი შანსი. ასე რომ გილოცავთ ამ გამარჯვებას და ვისურვებ ბრწყინვალე, დამსახურებულ, ლამაზ გამარჯვებას ბერძნებზე. უნდა გავიდეთ მეგობრებო ევროპის ჩემპიონატზე
იკა
კარგი სტატიაა პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ რა დაგვიბარა იეჰოვამ რა, ფეხბურთი ითამაშეთ თუ მე მემსახურეთო?
Lasha
Aseti tamashit berdznebtan gagvichirdeba
ამატაკი
რატომღაც ფეხბურთით დაინტერესებული ხალხის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ჩვენი გულშემატკივარი ფეხბურთზე უმეტესად ქაქანებს, ვითომ გარკვეული კლიშეები აგვაკრეს, ფეხბურთის და პოლიტიკის მიმართებაში. ამათი აზრით ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა, მათი შეხედულება აქსიომად უნდა მივიჩნიოთ და ზედმეტად ხმა არ უნდა ამოვიღოთ, მხოლოდ ბრძენ ანალიტიკოს-მიმომხილველებს, ასევე ძველ ფეხბურთელებს მოეკითხებათ ჭკუა და გემოვნება თურმე ფეხბურთში. ზოგჯერ მაგარი მსახიობებიც ცდილობენ ასაკში თავად ირეჟისორონ, უმეტესობა რბილად რომ ვთქვათ ვერ აღწევს წარმატებას. ზუსტად იგივე ითქმის ფეხბურთზეც. ისე ზოგადად რომ გითხრათ, ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არსებობს, მიმომხილველთათვის და მთელი ამ მცოდნე ხალხისთვის ის პურია უფრო. სანიოლზე იძახით მის გარჯას დაუნახავი ხალხი არ აფასებსო. და რა ვნახეთ : ჯგუფში რომელშიც თეორიულად გასვლისთვის უნდა გვეთამაში, 3 კონკურენტიდან (ჯამში 18 ქულა) მოვიგეთ 0, წავაგეთ 4 და 2 ფრე,ისიც უმოტივაციო შოტლანდიასთან., ანუ 18-დან 2 ქულა. ამასთან - კატასტროფული ტაიმი ბათუმში ნორვეგიასთან, მიწასთან გასწორება თბილისში ესპანელებისგან 1-7 , ტაქტიკასა და შემადგენლობაზე აღარც ღირს საუბარი. რაც მოვიგეთ, ისეთი გუნდების დამარცხება არც წინა მწვრთნელების ხელში გვაკლდა. მხოლოდ ერთი დიდი განსხვავებაა: 35 წლის მანძილზე არ გვყოლია ასეთი პერსპექტიული თაობა, შეიძლება ნაპოლის არ იყოს (იგივე უნგრეთი) კიდევ დიდხანს აღარ გვყავდეს. თავისუფლად შესაძლებელია ამ გუნდით სადღაც ავსტრია-უნგრეთის დონეზე თამაში. განა ძნელი დასანახია, რომ ეს დაცვის ხაზი შედეგს ვეღარ დადებს. მათი ფასი ჯამში 1,7 მლნ-ია, როცა მარტო საზონოვი ღირს თითქმის ორჯერ მეტი. იგივე ლოჩოშვილისა და ახალგაზრდულიდან ბიჭების ნაკრებთან მიშვება არ შეიძლებოდა აქამდე, თუ შესარჩევს შესათამაშებლად იყენებ? ოსიმენის წინააღმდეგ ხავიმ 16 წლის ბავშვი დააყენა, თქვენ რომ გკითხოთ ალბათ პიკეს ამჯობინებდით. რა ვქნათ? ქება-დიდება ავტეხოთ? ხედავთ ე.ი. პროგრესს. 90 წუთში 2 ჯერ გადმოვიდა ლუქსემბურგი და ერთი მამარდამ გვიხსნა , მეორე - ვიდეორეფერიმ. უყურეთ მაინც საბერძნეთს? აი ვის ეტყობა მწვრთნელის ხელი. ე.ი. ინტენსივობას უწუნებთ აზაროვსა და არაბიძეს და ჩვენი დაცვა ხომ ფრინავს, ერთი კანკავა (პატივისცემა) აკლდა საყრდენად. ყაზახეთს ზუსტად (ასაკი, ფასი) ჩვენნაირი დაცვა ჰყავდა. ბერძნებთან მისი რიცხობრივი გაორმაგება არ წაადგება საქმეს, სისწრაფე გვჭირდება - ახალგაზრდები. მხოლოდ გამოცდილება სანიოლის დროს იყო გადამწყვეტი, ეხლა კარდინალურად სხვა ფეხბურთს თამაშობენ ისინი, ვინც საქმეზე ფიქრობს და ცაში არ იყურება. ცოტა მიწაზე დავეშვათ და ბოძებულ შანსს უპრაგონოდ ნუ გავანიავებთ, საბერძნეთი კარგი გუნდია და არ სიტყვების სროლით, მართლა ინტენსიური ფეხბურთის წყალობით დაჯაბნა ყაზახეთი. რომელსაც სხვათაშორის ჩვენზე უკეთესი ევროშესარჩევი ჰქონდა.
roma bejanidze
ბათუმელი ვარ. თამაშს დიდ ეკრანზე ვუყურე მოედანთან. საკმაოდ იყო ხალხი შეკრებილი. ასაკიანები, ახალგაზრდები, ბავშვები და პოლიტიკოსებიც კი. 33 წლის ვარ ფეხბურთს ვთამაშობდი 17 წლამდე და ცოტა რაღაცეები გამეგება მაგრამ იქ იყო ხალხი ვინც კითხულობდა ჩვენები თეთრი ფორმით იყვნენ თუ წითელით, რომ ახლა მოვიგებდით რამდენი ქულა გვექნებოდა, ფრე თუ გვაწყობდა და ბოლოს როცა კაკაბაძემ ბურთი დაკარგა და ფეხში ჩაარტყა შეტევის შესაჩერებლად ვილი სანიოლს აკრიტიკებდა ეს ძირითადში არ უნდა დაეყენებინაო, თითქოსდა იცოდა ვისით უნდა ჩაენაცვლებინა და ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ მის გვერდით მყოფ ადამიანს რომელსაც იცნობდა უყვებოდა რატომ ვერ წავიდა თბილისში საყურებლად და ბილეთი რომ გააფუჭა. დარწმუნებული ვარ დღეს დადგებოდა საზოგადოებაში და გაარჩევდა თამაშს, შენიშვნებს მიცემდა ვილი სანიოლს. სამწუხაროა რომ ასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან და რის აზრზეც არ არიან პროფესორობენ, ნეგატივს თესავენ იმ საქმეს აფუჭებენ რის ოდნავი გაგებაც კი არ აქვთ. არც მე მაქვს საფეხბურთო განათლება ძალიან დიდი მაგრამ იმ დონემდე ვერკვევი ფეხბურთში რომ ზუსტად ვიცი რას ვუყურებ და ვის ვგულშემატკივრობ. არავის ვაკრიტიკებ იქ სადაც აზრზე არ ვარ. სანიოლმა თუნდაც 11 მცველი დააყენოს სულ არ მაინტერესებს, იქნებ ასე ჯობია, ან კიდევ ყბადაღებული თემა არაბიძის არგამოძახების სულ არ მაინტერესებს იქნებ ასე სჯობია. ვფიქრობ ყველამ თავისი საქმე აკეთოს იდეალურად ჯობია ვიდრე სხვის ბოსტანში ქვა ისროლოს. ღმერთო დალოცე საქართველო და დაიფარე გარე და შინაური მტრებისგან. ღმერთი ჩვენსკენ.
gel-100
ბერძნები ისტორიულად ამპარტავანი ხალხია,,კუდაბზიკები
მალხაზ ჯობავა
ათიდან, ერთი მაინც ხო უნდა იყოს ჩვენი და მოვიგოთ! ჰოდა ეგ ერთი 26 - ში ყოფილიყოს და უნდა იყოს კიდეც, ხოლო ის ცხრა, ბერძნებისთვის მიჩუქნია.
ჭიჭიკო
საქართველო თუ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა (100% გავდივართ) მერე ვისაუბროთ რატომ არ დააღენა ვილიმ დაცვაში გველესიანი (პერსეპოლისი) და შუა ხაზში არაბიძე (ტორპედო)
ტოტო
დღეს ვუსმენ მთელი დღეა ბერძნულ არხებზე რეებს ლაპარაკობენ ჩვენზე, ძალიან არასერიოზულად გვიყურებენ და 100% მოგებას ფიქრობენ და ამიტომ უნდა დავსაჯოთ აუცილებლად!! კვარაზეც აგდებულად ლაპარაკობენ არაფერი ეგ არ არისო და იბრიქებიან,ციმიკასით და მავროპანოსით წაიღეს ტვინი, აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ რა გვესაქმება ევროპაზეო, ამიტომ უნდა მოვუგოთ და ჩავაგდებიოთ ენა!!!!!! ერთი არის რო როგორ უყვართ თავიანთი ფეხბურთელები და მწვრთნელი, მაგრად აფასებენ ისინი და ჩვენც ვიდგეთ ერთად და დავაფასოთ ერთმანეთი!!!!!! უნდა მოვიგოთ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
G.LA
მადლობა ავტორს. სებერძნეთი ჩვენზე დიდი გუნდია. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასებზე მონაწილე ფა რეიტინგითაც წინ დგას. მაგრამ ეს ფინალია და თბილისში ტარდება. ყველამ უნდა დავიჯეროთ რომ მოგება შეგვიძლია და ბერძნებსაც დავაჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძილა. მნიშვნელობა არა აქვს რამდენჯერ ვეთამაშეთ და რა შედეგით დამთავრდა. ბიჭებმა ყველაფერი უნდა დადონ 90+7 წუთი რომ ჩვენ მოვიგოთ.საბერძნეთი გრანდი არაა და ჩვენ მათ აუვცილებლად დავამარცხებთ, ჩვენ ეს შეგვიძლია.
დათო
ბოდიში მოწონების მაგივრად არმოწონებაზე დამეჭირა ხელი
სოსო
სტატიის ავტორი ვინ არის?მშვენიერი სტატიაა და სიამოვნებით გადავუხდიდი, მადლობას.
გია
ძალიან კარგი სტატიაა . პატრიოტული,
TanoLife
თუ მთლიანი საქართველო ასეთივე ერთიანი იქნება, როგორც გუშინ - ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ასეთი, შემართებული ქართველების დამარცხება ნებისმიერ უცხო ერს გაუჭირდება. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ აუცილებლად ვთქვათ ყველამ ერთად - ან სიკვდილი! ან გამარჯვება1 ბერძნებს ცხრაჯერ შევხდით და ვერც ერთხელ ვერ გავიმარჯვეთ? “ჩემს კარიერაში 9000-ჯერ ავაცილე ბურთი კალათს. თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ მომანდეს გადამწყვეტი სროლა და ავაცილე. წავაგე და მერე კიდევ წავაგე და ამიტომაც მივაღწიე წარმატებას." - მაიკლ ჯორდანი
ჯუდოს
რა იყო, აკრძალული აქვთ მისვლა? ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველა უნდა მივიდეს სტადიონზე!
გიორგიპირველი
საბერძნეთი-ყაზახეთს მეორე ტაიმის შუამდე ვუყურე. კი კარგი გუნდია საბერძნეთი, მაგრამ იმ თამაშში უბრალოდ ყაზახეთ იყო კატასტროფულად სუსტი, საერთოდ გუნდს არ ჰგავდა, ამიტომ ანგარიშის გამო წინასწარ გულის გახეთქვა არ ღირს - ეგეთ ძლიერებიც არ არიან. კი გვიჭირს საბერძნეთისნაირ გუნდებთან, მაგრამ ასეთი შემართების და ასეთი ხასიათს ნაკრები არ მახსოვს, ამიტომ მაგარი თამაში გამოვა და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგებთ!
ზურა
26-ში, ყველამ დიდიან-პატარიანად უნდა მოვიგიჟიანოთ თავი და ისე უნდა დავუდგეთ გვერდში ნაკრებს! ქომაგობას ძალიან დიდი ძალა აქვს! ჩვენი ენერგიით დავმუხტოთ ნაკრები! წარმატება ნაკრებს და მთლიანად საქართველოს!
ჯუდო
ლუქსემბურგთან თამაშზე მთელი ჩვენი ხელისუფლება რომ იყო მისული,გულივერი გამახსენდა ლილიპუტებში მოხვედრილი.რა დღეში ვართ,რა დღეში!
ქ. გ.
დიდი ანგარიშით მოვიგებთ.
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ყაზახმა მეწარმემ თავისი ქვეყნის ნაკრების ფინანსურად მოტივირება გადაწყვიტა
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
ქომაგების დიდი რიგი - რა ხდება თბილისის ქუჩებში ამ დროისთვის [VIDEO]
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა