საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია.

ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.

დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ, გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს.

Rugby.ge

ანტისადოპინგო სააგენტო
ანტისადოპინგო სააგენტო წინასწარ, ორკესტრირებულად აფრთხილებდა შემოწმებებზე რაგბის ფედერაციიას რომ შარდები მოემზადებინათ და შეეცვალათო. მე პროკურატურიდან არ მსმენია ვინმეზე საქმე აღეძრათ არ ფედერაციაში, არც ანტისადოპინგო სააგენტოში. თანამდებობებიდან გამთავიაუფლებით ჩაფარცხეს ყველაფერი?
წატით თქვენი...
ვის ატყუებთ თქვე ახვრებო, ანტისადოპინგო გაერთიანებამ საქართველოს სიტუაციას ორკესტრირებული დოპინგმოხმარება უწოდა, ესენი კიდევ უსირცხვილოდ იტყუებიან.
Aleko
Pqrlamentshi ro zis kacharava imas kitxet is getyvit icis kacma
თოკო
სახელების პოვნა ძალიან მარტივია 2024 წლის მერე სანაკრებო და საკლუბო რაგბიდან ვინც სრულიად გაქრა რომ მოიძიო მიხვდები. ერთს ვიტყვი - მაგ ექვსიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა შუამარბი იმავე წელს გაამართლეს და კავშირთან და მის ჩინოვნიკებთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო ორი წელია უკვე რუმინეთის ლიგაში თამაშობს და ჩამოშორდა ქართულ რაგბს. მახსოვს ვიღაცები უშვერ კომენტარებს ისვრიდნენ მისკენ, დიდი ალბათობით არ უნდოდა მონაწილეობა მაგ ბინძურ საქმეში ან მისი ცოდნის გარეშე გამოიყენეს მისივე შარდი - ნუ ეს უკვე ნაღდად მარჩიელობაა ზუსრად რა როგორ მოხდა მხოლოდ მათ და საახლობლო წრემ იცის.

მერაბ შარიქაძე,ვისაც დისკვალიფიკაცია მისცეს,ამბობდა,ამის შესახებ ლაპარაკი აგვიკრძალეს,სანამ ყველა პროცედურა არ დამთავრდებაო.განაჩენი ჩვენებმა გაასაჩივრეს და აპელაციას სანამ არ გავიხილავენ და განაჩენს გამოიტანენ,ოფიციალურად გვარებს ვერ დაასახელებენ.შარიქაძემაც იმიტომ ილაპარაკა,რომ იმდენი დრო გავიდა,რაგბში უკვე ვეღარ დავბრუნდები და სიჩუმეს რაღა აზრი აქვს ჩემი მხრიდანო.არც ფედერაციას აქვს,ჯერჯერობით ლაპარაკის უფლება.მირიან მოდებაძეზე მეც გამიგია,სხვები კი,არც მე ვიცი.
შიშველი სიმართლე
ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული (გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან) ვიყავი რაგბის ფანი და პრაქტიკულად არ ვტოვებდი ნაკრების თამაშებს. რაც ეს რაგბის კავშირი მოვიდა, დასაწყისშიც დავდიოდი (2024 წლის ჩათვლით). თუმცა, ზუსტად ამ სიბინძურეებისა და აშკარა ნეპოტიზმის დანახვის შემდეგ არც დავდივარ და ჩემი ფეხი არ იქნება სტადიონზე! ბიჭებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ახლანდელი ჩინოვნიკების არხეინობამ და გულგრილობამ განაპირობა ეს იმედგაცრუება! P.S. თუ ვინმე შემომძახებს "ნუ ივლიო", მაშინ გეტყვით, რომ ჩემნაირი არის ათეულობით ათასი (ვინც ზურგი შეგაქციათ), ხოლო თქვენ თუ ნამუსი შეგრჩათ, ჩვენი ლანძღვის ნაცვლად სიტუაციის გამოსწორებას ეცდებით, რადგან მხოლოდ ეგ დაგვაბრუნებს სტადიონზე. თუ არადა, ისღა დაგრჩენიათ რომ დისლაიქების დასმით გული მოიფხანოთ
თოკო
ეს გვარები ყველამ იცის ვინც რაგბს მართლა უყურებს და რას ელოდებიან ნეტა :)
fani-ს
მაგ სიას ტყუილად ელოდები მეგობარო, რადგან ეგენი (რაგბის კავშირის სასტავი) ნამუსთან დიდი ხანია რაც მწყრალად არიან! ასე რომ არ ყოფილიყო, არც აქამდე მივიდოდა საქმე. ისე, მე როგორც ვიცი, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მორაგბე მოდებაძეც არის (ბუკას გარდა). სხვებიც გამოაშკარავდება, თუმცა როგორც იტყვიან "ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ" - აწი ჩვენი რაგბის საქმე მეც წასული მგონია
მწარე
ეს ინფორმაცია ადრეც ვიცოდდით, რატომ იყო ვადას წერილი ფინალური მატჩის წინ?
ჯელა
კაცების,მებრძოლების სპორტი იყო ჩვენთვის რაგბი.როგორ გაიმაიმუნეთ თავი და როგორ დაიწყეთ ჩვენ თვალებში ნაცრის შეყრა თქვე ფიტნეს მოვარჯიშეებო
fani
აჰა, ახლა ამოიღეთ ხმა და გააკეთეთ ხომ ოფიციალური განცხადება, როდესაც "ურემი გადაბრუნდა" და ქომაგები აღშფოთდნენ?! თუ მართლა სინდისის ქენჯნას განიცდით, მაშინ გამოაქვეყნეთ დამრღვევ მოთამაშეთა და იმ ოფიციალური პირის სია! შარიქაძე ვიცით (მას თავისი ტკივილიც ეყოფა), თუმცა სხვების ვინაობაც გვსურს ვიცოდეთ
პაატა
მოგვიანებით გვარები ხომ გასაჯაროვდება? აუცილევლად გასაჯაროვდება, ხოდა ყველა დაინახავს 2023/24 წლების მერე, ამ საქმეში ჩართულებმა, ვინ სად ამოყო თავი: სავარაუდოდ მორაგბეებმა შავ ლომში გააგრძელეს “მოღვაწეობა”, ფედერაციის ნომეკლატურამ ზოგმა თანამდებობა დატოვა, ზოგმა პოზიცია შეიცვალა და ა.შ.… მოკლედ, როგორც გამოჩნდა ჩვენი რაგბის ფესერაციას 2023-ში ნამუსი ნაღდად არ ქონდათ, როგორც ჩანს არც 2026-ში აღმოაჩნდათ:))) ხოდა ელოდეთ რომ ამათგან ქართულ რაგბს ცუდის მეტი არაფერი ელოდება
თოკო
რა მაგარ ბაბლში ვცხოვრობთ მთელი სამყარო ჩვენ დაგვცინის ამ ამბავზე და ამ დროს მთელი საქართველო მადლოობას უხდის კაპიტანს.
irakli
ანუ 2024 ში ჩვენებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ და წმენდა მაშინვე ჩაატარეს?
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
უარი "ბარსელონას" - "ჩელსი" ჟოაო პედროს გაყიდვას არ აპირებს
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია და სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ჩვენ რომ ლამაზად ვთამაშობდით, რა მოვიგეთ?" - გლები "არსენალის" კრიტიკას გამოეხმაურა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
[VIDEO] უკრაინელის უარი - ზაბარნიმ საფონოვს ხელი არ ჩამოართვა
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
დუე: კვარაცხელია განსაკუთრებულია - ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს
ენცო "ჩელსის" ტოვებს - არგენტინელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი
"მხოლოდ სახელის გამო ვერ გამოვიძახებდი" - ტუხელმა პალმერის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
რაგბიში ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად