"უმცროსი ბორჯღალოსნები" ხვალ ნაშუადღევს, ჩვენი დროით 14 საათზე იტალიაში, პარმაში, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის გახსნით მატჩში შოტლანდიას ეთამაშებიან.

შეხვედრა „სტად სერჯიო ლანფრანკიზე“ გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა სამატჩო შემადგენლობა. შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და უკვე შეცვლილ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოედანზე დაბრუნება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე კი, ფესტივალის ფარგლებში გასამართი სამი თამაშიდან მინიმუმ ერთში, სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს.

იტალიაში ჩასვლამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბოლო საკონტროლო მატჩი საფრანგეთში, "ლიონის" თანატოლთა გუნდთან გამართა და 36:7 გაიმარჯვა. იმ შეხვედრის შემდეგ ზურაბ ამონაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა – ბურჯებად თამაშს არჩილ ნოზაძე და გიორგი ტურაშვილი იწყებენ.

კვაჭის პოზიციაზე ადგილი შეინარჩუნა ანრი შველიძემ. უცვლელია მეორე და მესამე ხაზი – დავით ბარამია, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ლუკა გაბუნია, ლუკა საღინაძე და მიხეილ შიოშვილი. ღერძს თემურ ძოძუაშვილის და გიგი სირბილაძის დუეტი იწყებს. ცენტრში დავით ბარბაქაძე იოანე ბასილაიას შეუწყვილდება, ფრთებზე დათა ახვლედიანს და გიგა ყიფშიძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში იქნება.

შეცვლაზე არიან და ჩვენს გუნდს გააძლიერებენ დავით არჩვაძე, ლევან ეზიეშვილი, ნიკა კუმარიტოვი, გიორგი მეფარიშვილი, იკა კვარაცხელია, დავით წიკლაური, ლუკა თვაური, საბა შარვაშიძე, ლეონიდე სალდაძე, გიორგი არძენაძე და თორნიკე ტორაძე.

"ექვსი ერის" ფესტივალზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიის გარდა საფრანგეთს (3 აპრილი) და ინგლისს (7 აპრილი) ეთამაშებიან.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 30 მარტი

პარმა (იტალია). სტად სერჯიო ლანფრანკი. 14:00 (საქ. დრო)

საქართველო – შოტლანდია

საქართველო:

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. დათა ახვლედიანი (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 2. ანრი შველიძე (ბრივი), 3. გიორგი ტურაშვილი (ისფვიჩი), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. ლუკა გაბუნია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 18. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. იკა კვარაცხელია (ლელო), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. ლუკა თვაური (ხვამლი), 23. საბა შარვაშიძე (აია), 24. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 25. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 26. თორნიკე ტორაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

იტალია – პორტუგალია

ირლანდია – საფრანგეთი

ინგლისი – უელსი

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

სოსო
კარგ თამაშს ვუსურვებ ბიჭებს.იმედი მაქვს სკაუტებს თავს მოაწონებენ და ბევრი გაიკვალავს ევროპისაკენ გზას.ეს ვუკვ ე იმ ასაკშია,როცა დროა,ძლიერი კლუბების ყურადღების არეში მოექცნენ.
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ