"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მიიჩნევს, რომ 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალის პირველ მატჩში გამოუცდელობით გამოწვეულმა ზედმეტმა ემოციებმა იჩინა თავი.

იტალიაში, პარმაში მიმდინარე ფესტივალზე, საქართველოს დებიუტი შოტლანდიასთან ჰქონდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ საკუთარი თუ მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, თამაში 14:22 დათმო.

ზურაბ ამონაშვილი: "ჩვენ შეცდომებს მუდამ საკუთარ თავში ვეძებთ. ქულების აღების არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ემოციებმა იმძლავრა, შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. სწორედ ეს ემოციები გადაიზარდა უდისციპლინობაში და ჯარიმებში, თუმცა რამდენიმე ჯარიმა მართლაც გაუგებარი იყო. მეტოქეზე მეტად, წნეხი ჩვენს თავზე მივიტანეთ და რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მიუხედავად შედეგისა, საგანგაშო არაფერია და ამ ბიჭებით ამაყი ვარ. ყველა ვარჯიშზე ამ კომპონენტზე ვამახვილებდით ყურადღებას, ბიჭებს წნეხი ვერ მოვუხსენი და ეს ჩემი ბრალია.

ეს სწორედ გამოუცდელობის შედეგია და მოგება იქნება თუ წაგება, მთავარი ისაა, რომ ეს ბიჭები ამ ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს არაერთგზის გამოადგებიან.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ თამაშებში ცხელი გული და ცივი თავი შევინარჩუნოთ. ვერ ავყევით სათამაშო ტემპსაც, რაც ლოგიკურია. საქართველოს ჩემპიონატის და ამ დონის სათამაშო ტემპი ძალიან განსხვავებულია. ფესტივალამდე სულ 18 დღე ვივარჯიშეთ და ამ პერიოდში, რაც არ უნდა მაგარი ფიზ. მომზადება გქონდეს, სრულფასოვანი მომზადება შეუძლებელია.

ყველას ძალიან გული დაგვწყდა ასეთი შანსი ხელიდან რომ გავუშვით. ახლა მთავარია ეს სტრესი და დაძაბულობა რაც შეიძლება სწრაფად მოვიხსნათ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემდეგი თამაშისთვის გამოვიყენოთ, რომელშიც ყველამ კარგად იცის როგორი ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება და ეს გამოცდილების მისაღებად საუკეთესო შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, გამოგვაკლდა მიხეილ შიოშვილი. რაგბი კონტაქტური სპორტია და ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. დარწმუნებული ვარ, ის მალე დაბრუნდება და მომავალში არაერთხელ გამოიჩენს თავს.

ორგანიზაციული კუთხით, იქნება ეს მასპინძლობა, სასტუმრო, სავარჯიშო ინფრასტრუქტურა თუ ინფორმაციის მიღება, "ექვსი ერის" ფესტივალი რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან ძალიან განსხვავდება . შედარებაც არაა და ესეც უდიდესი გამოცდილებაა. ასეთი ფართო აუდიტორიის წინაშე, ასეთ გარემოში არასდროს გვითამაშია და ეს გამოცდილება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და ამავდროულად ბოდიში მოვუხადო, რადგან ის ხარისხი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. მერწმუნეთ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით".

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ფესტივალზე მეორე თამაშს 3 აპრილს, საქართველოს დროით 17:30 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდია 50:7 დაამარცხა.

Rugby.ge

გიორგი
ნორმალური კაცია და კომენტარებიც შესაბამისი აქვს. ყველაფერი წინა აქვთ ამ ბიჭებს. წარმატებები!
კოლხიდელი
"ვინც თქვენზე ცუდი რამე თქვას,გული გაუპოს დანამა". თავი მაღლა.წინ დიდი,სასახელო,გამარჯვებებით აღსავსე გზა გაქვთ ბიჭებო!!!
WTF
მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, ესეთი მიკერძოებული მსაჯობა იშვიათია.
სოსო
ეს ამ ბიჭების პირველი კონტაქტი იყო,6 ერის გუნთან და რა თქმა უნდა გაუჭირდათ მათ ტემპში თამაში.მხოლოდ 8 ქულით წაგება ნიშნავს,რომ ჩვენ ,სულ ცოტა მათზე ნაკლებნი არა ვართ.შეგვახვედრონ 1 კვირის შემდეგ და ჩვენ გავიმარჯვებთ.ეს თამაშები,ფასდაუდებელი გამოცდილებაა ბიჭებისათვის და მის დადებით შედეგებს,უკვე მომავალ წელს ,ცხადად დავინახავთ.ფრანგები უფრო ძლიერები ჩანან,მაგრამ იმედი მაქვს,ირლანდიაზე მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ და ჩვენს კოზირებსაც ვაჩვენებთ.
კახა
თავს ნუ იმართლებ " გაჯობეს"....
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
ზურაბ ამონაშვილი: საფრანგეთთან კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან