"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

3 აპრილს საქართველო, ჩვენი დროით 17:30 საათზე, საფრანგეთს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში ირლანდია 50:7 დაამარცხა. შეგახსენებთ, სამი დღის წინ "უმცროსი ბორჯღალოსნები" შოტლანდიას ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ 22:14 იმარჯვა.

ფესტივალის დებულების თანახმად, რადგან ის განვითარებას ემსახურება, განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე სამიდან მინიმუმ ერთ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს და სასტარტო 15-ეულში ერთბაშად 11 ცვლილება განხორციელდა.

დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა საღინაძემ, მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ცენტრმა იოანე ბასილაიამ და ფრთა გიგა ყიფშიძემ, რომელიც ამჯერად თამაშს ფულბეკის პოზიციაზე იწყებს.

26-კაციან შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. სამწუხაროდ, შოტლანდიასთან მიხეილ შიოშვილი დაშავდა და მის ნაცვლად რუსთავის "ხარებიდან" გიორგი ზაზაძეს უხმეს. ის საფრანგეთთან თამაშს მარქაფიდან იწყებს.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. 3 აპრილი

პარმა (იტალია). სტადიო სერჯიო ლანფრანკი

საქართველო – საფრანგეთი (17:30 საქ. დრო)

საქართველო:

ხაზი: 15. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. იოანე ბასილაია (ლელო), 12. იკა კვარაცხელია (ლელო), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. ლუკა თვაური (ხვამლი), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), 2. დავით არჩვაძე (ლელო), 3. ნიკა კუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი), 6. თორნიკე ტორაძე (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. გიორგი არძენაძე (ჩაქვი).

მარქაფა: 16. ანრი შველიძე (ბრივი), 17. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 18. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 19. დავით ბარამია (ლელო), 20. დავით ბარბაქაძე (არმია), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 24. დათა ახვლედიანი (ლელო), 25. ლუკა გაბუნია (აია), 26. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

30 მარტი

საქართველო – შოტლანდია 14:22

იტალია – პორტუგალია 30:14

ირლანდია – საფრანგეთი 7:50

ინგლისი – უელსი 36:35

3 აპრილი

უელსი – პორტუგალია

შოტლანდია – ინგლისი

საქართველო – საფრანგეთი

იტალია – ირლანდია

7 აპრილი

პორტუგალია – ირლანდია

საფრანგეთი – უელსი

ინგლისი – საქართველო

შოტლანდია – იტალია

Rugby.ge

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ბოლო წამების დრამა - საქართველოს ნაკრებმა "ექვს ერზე" საფრანგეთი დაამარცხა! [VIDEO]
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე