ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

მამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. მერე გიორგიმ პირისპირ გასულ გარსიას არ გაატანინა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში ერანდოს თავურმაც ვერ უწია მიზანს. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც უხეიროდ თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს დაეუფლა და „ღამურებმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 აპრილს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 19 480 მაყურებელი

ოსასუნა - ვალენსია 0:1

გოლი: ალმეიდა (18)

გამოუყენებელი პენალტი: ბუდიმირი (90+7, ოსასუნა)

• გიორგი

აღარ ხუმრობს ეს ბიჭი. ძალიან სწრაფად და თვალსაჩინოდ პროგრესირებს. გრანდში გადასვლა შეიძლება ხვიჩას დაასწროს. ჩვენს ფეხბურთსაც ეს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდეს. თავის დროზე პაიჭაძე, ჯეჯელავა, მესხი, მეტრეველი მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ, ასე რომ ამ ბიჭებს და კიდევ სხვებს შეუძლიათ ეს ტრადიცია ქართული ფეხბურთის გააგრძელონ. წარმატებას ვუსურვებ!

• რეალობა

კრიტიკოსებო და სკეპტიკოსებო! ნებისმიერი თქვენთაგანი რომ დადგეს კარში, თქვენი მეზობელი ვასიკო უჯმაჯურიძეც კი გაიტანს თერთმეტმეტრიანს. ოსასუნას ფეხბურთელებმა იმიტომ ააცილეს კარს ბურთი სახიფათო შეტევების დროს, რომ კარში კარგი მეკარე იდგა.

• ვაჟა მასწავლებელი

ბუდიმირი ბასკი არ არის ხორვატიიდან არის = ნამდვილად "კარგი ჩასაფრებული გამოხმაურებაა". ბასკი რომ არ არის ეს ჩემთვისაც ცნობილია, მაგრამ ჩემს იმ კომენტარში ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ჩვენი ბიჭის წარემატება გაგვიხარდა და ამას ეძღვნება კომენტარი. თქვენ კი შვილო, ძმაო, მეგობარო როგორ მოგმართოთ არ ვიცი ისწავლეთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა - თორემ თქვენი კომენტარი ჩასაფრებული "კაპარჩხანა დედამთილის" კომენტარს გავს!

• tENGOS

ჯერ ერთი 7-ს ზევით კარგი შეფასებად ითვლება, და უფრო მეტი რაში უნდა მიეღო? პენალტის აღებაში მისი წვლილი მინიმალურია, თან აქ იყო ერთი ეპიზოდი ჩაწოდებულზე გამოვიდა ბურთი დაიჭირა და შემდეგ გაუვარდა და მისდა ბედათ თავისავე მცველს მიუვიდა, რაიმე განსაკუთრებული სეივიც გუშინ არ ქონია. მამარდა, რომ საუკეთესოა არ გედავები, მარა გუშინ მეტი არ ეკუთვნოდა.

• mamuka09ze

მიდი გიორგი, წარმატებებს გისურვებ ევროჩემპიონატზე. ვიცი, როგორც კედელი, ისე იდგები! წინ, საქართველო!!!

• ბუჯანგა

ფაქტიურად დიდი არაფერი დატვირთვა არ ჰქონია...მარტივად ასაღებ და მოსაგერიებელზე დროული რეაქცია ჰქონდა..რიკოშეტზე ვერც ვერაფერს მოახერხებდა..მაგრამ ორ საგოლე მომენტზე რომლებიც კარში რომ წასულიყო რეაგირებაც ვერ მოასწრო...პენალტზე კიდევ ვერ მივხდი რა იჩალიჩა ტიპმა..შეცდომაც მინახია...მაგრამ ასე ფეხის აცილება..მოჩლურტა ტიპმა...საეჭვოდ მეჩვენა...კარგია რომ სტატისტიკა გააუმჯობესა...სეზონში მთლიანად 4 პენალტის მოგერიება ძალაინ მაღალ დონეს აჩვენებს და გუნდისთვის ძლიერ დასაყრდენ ძალა ქმნის...ვალენისას მეპატრონემ რომ გუნდი გააძლიეროს..პირველ რიგში დაცვაში...და თავდასხმაში...მამარდა არასდ არ უნდა გაუშვას...ერთ ერთ ანგარიშგასაწევ ევროპულ კლუბად აქცევს.....ესპანეტში თამაში გამომდინარე იქედან რომ შემტევი ფეხბურთი ალბატ მსოფლიოში ყველაზე აქტიურია...უფრო მობილურს და ძლიერს გახდის მამარდას...წარმატებები მას კლუბშიც და ყველაზე საპასუხისმგებლო ევროპის ჩემპიონატზე...სადაც მარტლა უნდა გაიბრწყინოს...დაამთვაროს უნდა ვეტერანი მეკარეების ჰეგემონია..და გახდეს პირველი..

• mamuka09ze

მიდი გიორგი, წარმატებებს გისურვებ ევროჩემპიონატზე. ვიცი, როგორც კედელი, ისე იდგები! წინ, საქართველო!!!

• თომა

ფაქტია რომ, ეს კაცი დღითიდღე უკეთესი ხდება.უკვე ითვლება კიდეც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ! მინიმუმ 15 წელი ჩვენს ნაკრებს მეკარის პოზიციაზე პრობლემა მოგვარებული აქვს! წარმატებები მამარდ!!!

• სოსო

ზუსტად ასე იყო,ლევ იაშინიც.თითქოს მთელ კარს ჰფარავდა.ჯერ ისევ ბავშვი ვიყავი და ეს საერთო შთაბეჭდილება მაქვს ჩარჩენილი, მეხსსიერებაში.

• L.J .

Savaraudod yviteli baratis gamo daukles qula

• რიგითი

ჩემო ძმობილო , უბრალოდ ეს იყო ადამიანის ინსტიქტური მოქმედება მეკარის სწორად შერჩეულ პოზიციის და გამოცნობილი კუთხის გამო. ეს არის მოგერიებული პენალტი და არა ცუდად შესრულებული. წარმატებები საქარათველოს…

• usx

N1 ქართველი ფეხბურთელია დღესდღეობით!

• ბირსი

ალბათ გოლიც რომ ვერ გაიტანა, თანაც დუბლი - იმიტომ დააკლეს ქულები:)))))))))))))

• L.J .

Me6e nomers misca roca shemovida shecvlaze...

• რობი

ოსასუნას მწვრთნელის კომენტარი:)_როცა შენ წინააღმდეგ ასეთი კარგი და მაღალი მეკარე დგას კარი პატარავდება

• tENGO

რაო! რაო!..სოფასკორემ და ფლეშსკორემ -7,1 და 7.2-ოო, თქვენ მართლა ხომ არ გაცხელებთ, კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ამ ბიჭს, თქვენგან უმაღლესი შეფასება რომ მიეღო, კარგით, თამაშიდან გოლი არ გაშვება,დაუშვად ეს არ არის უმაღლესი შეფასების გარანტი,მაგრამ მეკარე ბოლო წუთზე პენალტს რომ აიღებს და გუნდს სამ ქულას პირადათ მოუტან-მშრალად შენახულ კართან ერთად საშუალოზე მაღალზე მეტ შეფასებას რატომ არ იმსახურებს, თუ კი ორი დღის წინ კვარას შემთხვევითი ასისტი 7,9 და8.0 შეაფასეთ...არა მგონია თქვენ შეფასებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, მაგრამ მაინც....ისე არ გაინტერესებთ გუშინ ჩელსის 21 წლის შემტევს კოულ პალმერს რა შეფასება დაუწერეს, რომელმაც ოთხი გოლი შეაგდო...ნახეთ და იხალისეთ, თანაც შეადარეთ კვარას შეფასებებს ბოლო შეხვედრებშიიი...

• Dato

თანაც მეკარეო

• სოსო

ვალენსიას,"სასწაული"დაცვა ჰყავს და რამდენიმე მომენტი იყო,როცა ბურთი თუ კარისაკენ წავიდოდა,აუღებელი იქნებოდა,მაგრამ არ წავიდა და დაცვის პანიკის მიუხედავად,მამარდას ერთი წამით არ შესტყობია,ნერვიულობა.რკინის ნერვები ჩამოუყალიბდა,მაგ ბედოვლათების გადამკიდეს.უკვე საკმაო ხანია,გამოსვლებზეც უშეცდომოდ მოქმედებს და ფეხით თამაშშიც არავისზე ნაკლები აღარ არის.წინა სეზონებში თუ პენალტებში ვერაფერს ახერხებდა,ბოლო თამაშებში,უკვე სამი პენალტი მოიგერია და წუხელ,დამრტყმელმა რომ ვერ მოატყუა და არ აჰყვა,სწორედ ამან გამოიწვია,მისი შეცდომა.კაპიტანი,დღეს ტრავმირებული,ხოსე გაიაა,მაგრამ რაკი სამკლავური მას გადაეცა,ესე იგი,ვიცე კაპიტანია და ესე იგი,გასახდელშიც ერთერთი ლიდერია.დიახ,მამარდა,ვალენსიაში,ყოველმხრივ შემდგარი პიროვნება გახდა.დიდხანს ალბათ არავინ გააჩერებს,ვალენსიაში,მაგრამ ბარახას ვალენსიასაც შეუძლია კარგ გუნდად ჩამოყალიბდეს.რამდენიმე ნიჭიერი ბიჭი გამოუჩნდათ და თუ შეინარჩუნეს,თვითონ ვალენსიას უჩნდება კარგი პერსპექტივები.ევროტუნირებზე გასვლის პერსპექტივაც უკვე საკმაოდ რეალური ხდება.ასე რომ წარმატებებს ვუსურვებ,შემდგომ თამაშებში.

• ქობულეთიდან

ვალენსია მოედანზე ქართველმა კაპიტანმა გაიყვანა,რა მაგრად ჟღერს! ბრავო, ძაან მაგარია!

ვინმემ იცის, მატჩის ბოლოს რატომ არ ეკეთა სამკლავური? ნაკრებშიც უნდა მისცენ კაპიტნობა რა, გაწონასწორებული, ლიდერი ტიპია

• მალხაზი ლიპარტელიანი

Wramayebebi saamakoebi xart

• რას არ მახავს კაცი :)

ისე სეივში კი ჩაეთვალა მაგრამ სულ რო კარიდან გამოსული ყოფილიყო ეგ დარტყმული კარის ხაზამდე ვერც მიაღწევდა მგონი :)

• გიორგი

თქვენ ხუმრობთ და მართლა მასე იყო ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მოაქცია კუთხე გამოუცნო და დააბნია.

• ირაკლი ქუთაისელი

2 წლის წინ ხო ვიწინასწარმეტყველებდი .კარგად უმატებს და რავ მთავარია ნერვები არ აქ

• დავით

ეიფორიიდან გამოხვიდეთ სჯობია. დღეს არაფერი ისეთი არ გაუკეთებია მამარდას. სულ 2ჯერ დაურტყეს კარში. პენალტის ყველამ ნახეთ თუ როგორი იყო. მამარდა უძლიერესია ამაზე არავინ დავობს.

ბუდიმირი ბასკი არ არის. ხირვატიიდან არის.

• Ბაბუაწვერა

ვიცი სექტას არ გესიამოვნებათ,მაგრამ ცივი წყალი დალიეთ-ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი!!!

• კ ო მ ბ ლ ე

ნამდვილი ჩინნგაჩქუგია! ყოჩაღ პიყოოო!

• მინდია

როგორი ამაყი ვარ... 23 წლის ასაკში კაპიტნის სამკლაურს რომ განდობენ ვალენსიაში... თუნდაც ერთ მატჩში... და კაპიტნობასაც რომ შევეშვათ თუნდაც ამ დონეზე თამაში რასაც ეს ბიჭი აჩვენებს უბრალოდ საოცარია. ესაა ნიჭი და შრომა ერთად აღებული

• T.q

კაპიტანიო ბიჭო წარმოგიდგენიათ რა რეალობაში ვართ?? გიორგი ხო საერთო ზღაპარშია. მალადეც რა ასე უმოკლეს დროში ამხელა საერთაშორისო აღიარებაა?! არ ვიცი რამდენჯერ მომხდარა მსგავსი რამ ალბათ გიორგი დღეს ყველაზე უდიდესი ქართველი ტალანატია!

• გელა

ყოჩაღ გიო.ვალენსიას კაპიტნობა არაა უბრალო საქმე.მიხარია შენი ამბავი და აბა შენ იცი

• შახრუდინი

რა უნდა დავწერო რა უნდა ვთქვა რა უნდა შევაფასო??უძაანმაგრესია მამარდა შემ გენაცვალე მე.ისეთი ნიჭიერია რა პომპონენტებშიც უჭირდა ყველაფერი გამოასწორა წელს აი ყველაფერი!!!!უკაპიტნა კიდეც გუნდს და ნუ საიდან გადავიდა ვალენსიაში და მაგ ძველ ამბებს უკვე აღარ გავიხსენებ ეგ ისედაც ცალკე სასწაულია მაგრამ რასაც დღეს აკეთებს და როგორც ვითარდება ეს არის ნამდვილი საოცრება.კარიერას რომ დაასრულებს წიგნი უნდა დაიწეროს მასზე როგორ დაიწყო და სადამდე მივიდა.მე დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში დიდ გრანდში ვიხილავთ მამარდას და მსოფლიოში 3 საუკეთესო მეკარეებში იქნება კარიერის დასრულებამდე

• ვაჟა მასწავლებელი

აი ეს რაც ქნა დღეს მამარდამ, გამოწვეული არის გამარჯვებულის მენტალიტეტით, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ბერძენი ფეხბურთელების დამარცხებით მიიღეს! დააკვირდით უკლებლივ ყველა უკეთესად ათამაშდა. ისე ჩვენში დარჩეს და ეს რა ქნა ამ მამაძაღლმა: ერთი დაუბრიალა თვალები და იმ ოსასუნას ბასკმა ფეხბურთელმა ხელებში მიაწოდა ბურთი - "ოღონდ აღარ დამიბრიალი თვალებიო, მე სენსკენ ვარო"!

• Domenti

ვიღაცას 20 წლის წინ რომ ეთქვა, ვალენსიას ქართველი კაპიტანი ეყოლებაო…

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა - "ვალენსია" "ოსასუნას" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] "ვალენსიამ" და "ესპანიოლმა" ქულები გაიყვეს - როგორი შეფასებები მიიღო "მამარდამ"?

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

დღეს მამარდაშვილი და კვარაცხელია ითამაშებენ - მთავარი მიზნები

3:3 - მამარდაშვილის "ვალენსიამ" პამპლონაში ქულა მოიპოვა [VIDEO]

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

Cadena SER: მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი სპორტს აკეთილშობილებს

[VIDEO] მამარდაშვილის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ვალენსიას" მორიგი გამარჯვება

შოუ "ელ სადარზე" - არავინაა "რეალის" სადარი [VIDEO]

შემოსვლიდან 1 წუთში - 18 წლის როკემ სადებიუტო მატჩში "ბარსელონას" მოაგებინა [VIDEO]

სუპერთასის ფინალში "ელ კლასიკო" შედგება - "ბარსელონამ" "ოსასუნა" დაამარცხა [VIDEO]

ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

[VIDEO] ფრე მადრიდში - მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა

მამარდაშვილმა იფრინა - იხილეთ შეფასებები

ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება