თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან "დინამო თბილისზე" და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდებოდა "დინამო თბილისის" შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

"დინამო თბილისის" აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

"დინამო თბილისი" არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე, ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის, 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომლებსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა.

პატივისცემით,

რომან ფიფია

"დინამო თბილისის" პრეზიდენტი".

წყარო: FC Dinamo Tbilisi

დავითი...
ამას რომ მოუსმინოს კაცმა გეგონება ამნაირი მენეჯერი და ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ქვეყანაში არავინაა.... ვაი შენს პატრონს.... იმას რატომ არ ამბობ რამდენჯერ გახვრიტა ფსკერი დინამომ ევროთასებზე?რამდენჯერ შეირცხვინა თავი არარაობა გუნდებთან?... ენას ძვალი არ აქვსო და ამბობ რასაც გინდა... გუნდის ხელმძღვანელობის ნამუშევარი ისახება გუნდის წარმატებაზე და ამ დინამოზე არ შეგვიძლია სამწუხაროდ წარმატებებზე ვილაპარაკოთ...არც პოლიტიკა მაინტერესებს და პოზიცია ოპოზიცია... სამწუხაროდ შიშით ველოდები მორიგ ევროსეზონს ჩვენი დინამოს შედეგებიდან გამომდინარე.... წარმატებები ქართულ ფეხბურთს...
იასონას პასუხი ლაშას
კი,ამ კანონით დგინდება ვართ თუ არა რეალურად დამოუკიდებლები. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი(როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის) იღებს კანონს და უცხოეთიდან უბრძანებენ არ მიიღოს ეს კანონი,ეს დამოუკიდებლობა არის? გერმანია ან საფრანგეთი რო იღებდეს რაღაც კანონს და ქართველებმა ვაკრიტიკოთ,მოეწონებათ? ხალხის მიერ არის არჩეული ეს პარლამენტი და კრამონი ვინ არის? თან თვითონ აღიარეს არჩევნების შედეგი ანუ გამოდის რო სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. რაც შეეხება ოფშორებს,რატომ ხტუნაობთ ამ თემაზე? შავი ფული ბანკების გავლით რანაირად შემოვა? გიფიქრიათ ამაზე? რა გგონიათ,კეისებით შემოიტანენ ფულს და საწარმოს ააშენებენ? შემოვა ინვესტიცია და ის დაექვემდებარება კანონმდებლობას,ეროვნული ბანკის რეგულაციებს და ასევე,კერძო ბანკების მოთხოვნებს. გადართეთ სხვა არხზე,ხო ხედავთ ფორმულა და მთავარი თავებს გილაყებთ,რატომ უჩალიჩებთ საკუთარ თავებს? მაზოხისტები ხართ? ან წაიკიტხეთ,მენქიუ და ჰეინე,ან ეროვნული და კერძო ბანკების რეგულაციები. კითხვა ხო იცით?
სოსო
ამ ხალხმა რუსეთი ძარცვეს მაინც და იქ იშოვეს საშოვარი და საქართველოში დღეს ვინც მილიონერია ძირითადი ნაწილს სამეგრელო და აფხაზეთის ძარცვით რო აქვთ ნაშოვნი ფულები მაგი უფრო არის მოსაკითხო ჩემო ძმაო...
სოსო
ხო აბა რა,ფედერაციის არჩევნებში კობიაშვილს უჭერდა მხარს და ნაკრები კიდევ სულ დინამო აკადემიის აღზრდილებითაა სავსე და მავნებელია აბა რა... მაშ შენი კომენტარი რაღა არის თუ არა მავნებლობა?
კარგით რააა
კალაძე!!გუთენტრაკენ!
მართა
კი ნამდვილად!
ოთარი
ფიფია არა მარტო ნაცია, არმედ მავნებელიც არის!
ბ. დილანიშვილი
მე ამათი პოლიტიკური იწილო-ბიწილოსი არა ვიცი, მაგრამ თბილისის დინამო+ფედერაცია+მსაჯები ადვილად ჩაგრავდნენ სხვა გუნდებს. თუ ეს პოლიტიკური დაპირისპირება ამ უმსგავსო პრაქტიკას მოსპობს, მივესალმები. მინდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები სახელს იხვეჭდნენ საფეხბურთო წარმატებებით და არა პავიაზკის გაკეთებით, პოლიტიკური განცხადებებით და ა.შ. არასაფეხბურთო აქტივობებით.
სოსო
ამერიკაში,ჰიუსტონის გუნდიც,დინამოს სახელით გამოდის.დაიჯერებ,რომ ისინიც კომუნისტური წარსულიდან მოდიან?დინამოს,გენერატორებს უძახდნენ და ამ სახელს,ასე განმარტავდნენ:დინამო,ეს არისძალა და მოძრაობა.თბილისის დინამო,ეს ბრენდია და უცხოეთშიც ყურადღებას იქცევს.ესეც რეკლამის ერთი სახეა,ინვესტორის,ან ფეხბურთელის მოსაზიდად.რაც ფიფიას ფული აქვს,ის ფული,აკადემიის კარგად მუშაობას ჰკმარა და ამაზე დიდი მადლობა ეკუთვნის.გუნდის ნორმალურ დონეზე ფუნქციონირებას,გაცილებით მეტი სჭირდება.მას რუსთავის აზოტი წაართვეს,რომლის ფულითაც იდეაში უნდა შეენახა დინამო.აღარ აქვს ფული,ვერც აზოტს იბრუნებს და არც დინამოს შეძენის მსურველი გამოჩნდა.რაც აქვს,მაგით დინამოს ვერ გააძლიერებს,მაგით მხოლოდ აკადემიას ამუშავებს კარგად და მაგაზე დიდი მადლობა ეკუთვნის.სხვა არაფერი შეუძლია და მგონი საკმარისია მისი გინება.მგონი ინდოელებმა თუ სინგაპურელებმა დაითრიეს,რუსთავის აზოტი,ჰოდა მათ იყიდონ დინამოც,გააძლიერონ და წარმატებებს მიაღწიონ.მაგრამ არ უნდათ და ისევ ამ კაცს ვაგინებთ.არ გამოდის სამართლიანად.
დავით 67-ს
მესამე შენა ხარ! გიგა.

აი ამ უტიფარ ,ფულის მათეთრებელ სოვდაგარს , ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს, აქამდე მიუჩენდნე7ნ ადგილს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ ჩვენი მთავრობა მარტო ლაყბობით არის დაკავებული 12 წელია
ლაშა
ანუ ამ კანონით განისაზღვრება ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი?ამ კანონის პარარელურად ოფშორების კანონის განხილვა რომ მიმდინარეობს მაგაზე რა აზრის ხართ?
კოლა
ძალიან კარგი კომენტარია. სრულ სიმართლეს წერთ.
იასონას უდარი
უამრავი სტატია იდება ამ ფიფიაზე და ხალხს გაგებინეთ,სად იშოვა ფული მაგ კაცმა. ჟურნალისტები ხომ გქვიათ და რას ემსახურებით,პატრონებს თუ სიმართლეს? ამ კაცმა რუსეთში იშოვა ფული,როგორც ბიძინამ და ახლა ერთმანეთს ებრძვიან? ხაზარაძეს ძალიან კარგად არსებობდა და თანამშროლობდა ბიძინასთან,მერე რაღაც ვერ გაიყვეს და პარტია შექმნა,ასეა ფიფიას ამბავიც. გავა დრო და გარკვევა,შეიძლება ყველა მხარე რუსეთის თამაშს თამაშობს და ხალხს თავისი ხელით ათხრევინებენ სამარეს. უბრალო რაღაცეებზე დაკვრივება და ანალიზი სჭირდება ხალხს,სწორი კითხვები უნდა დასვათ. მოდი ვიკითხოთ,ორივე მხარიდან დამისახელეთ პირი,ვინც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის თავს გაწირავს? მეორე კითხვა,თუ ყველა მთავრობა ან პოლიტიკოსი თავის ინტერესებს ემსახურება,მაშინ მათ გამო რატომ იკლავთ თავს? დებილები ხართ? მესამე კითხვა,თუ მეორე კითხვა მართალია და ყველა თავის თავს ემსახურება,მაშინ რატომ ხართ მომხრე მათი რაოდენობის ზრდის? რა გგონიათ,რუსის ვანია რო შემოვა,ლომჯარია,კობახიძე ან მელია დაგიცავთ? ამიტომ იფიქრეთ,რომ ჩვეულებრივი მოქალქენი ერთად იყოთ,დაპირისპირებას მოეშვით და თუ ჩხუბი უნდათ,აგერ პარლამენტი და დინამოს სტადიონი,გაიყვნენ და იჩხუბონ. რატომ უნდა მოიქცეთ ასე? იმიტო რო არეულობის დროს,ყველაზე მეტი ჩვეულებრივი ადამიანები იხოცებიან და მათ ყოველდღიურობაზე მოქმედებს,მდიდრები უფრო გამდიიდრდებიან. შეგიძლიათ მითხრათ ერთი მდიდარი,ვინც ღარიბებისთვის თავის გაწირა? მდიდრებიში აუცილებლად ქოცებს არ ვგულისხმობ,არც ნაცებს აკლიათ ფული და არც ენჯეო სექტორს,ხოდა ამათთვის იბრძვით და არ ელაპარაკებით მეზობელს? ან რა რუსეთი ან ამერიკა ან ევროპა,იმ ბნელ წლებში მეზობელს შემოქონდა საჭმელი თუ არ გქონდა,რუსები ბომბებს გაყრიდნენ და ამერიკელები მატლიან მფქვილს გვიგზავნიდნენ. საქართველო საქართველოზე უნდა იფიქროს და არა იმაზე სხვას რა უნდა. პ.ს. ეს კანონი მისაღებია,იმიტო კი არა რო კარგია,არამედ მაინტერესებს დამოუკიდებლები ვართ თუ არა. თავისუფლება ისედაც არ გვაქვს
სუფთა ეგ არის!!!
როინ ფიფია მამიდა:)))))
მდააა
ჩემი დასაწერი არაერთხელ დავწერე და საკმარისია …უბრალოდ რა ველაპარაკო ტიპს ვინც კვარას და მამარდას აღზრდას იბრალებს ….მაშინ რატომ აღმოჩნდა ერთი რუსთავში და მეორე ლოკომოტივში კითხეეეეეთ რა ვინმეეემ ….!!!! მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა ვისაც აქვს ( ჟურნალისტებს, ფეხბურთელებს უბრალოდ ვინც მისწვდება)წვდომა მაგ ფიფიასთან ( მგონი 1966 წლიანი არის )1972 დან 1992 წლამდის რამდენი თამაში აქვს ნანახი იმ ლეგენდარული თბილისის დინამოს თუნდაც ტელევიზორიიით ….კითხეთ რა ვინმეეემ არ გაინტერესებთ
ხვიჩა მაღლაკელიძე
ფიფიას დამსახურებაა ნაკრები, რომ რამეს შვება, ყველა თითქმის დინამოს აკადემიის გაზრდილები არიან, მაგრამ დინამოს აშკარად უჭირს ფინანსურად , ხოლო ირაკლი , მეორე ანტუან ტრი ტრი ღარიბაშვილი და მეუფე იაკობი დიდებულად ერკვევიან სპორტში, პოლიტიკაში და განსაკუთრებით კობახიძე მაკედონიასთანნსტადიონზე თვითონ და შვილი, რომ იყვნენ მაყურებლად ცარიელ სტადიონზე, ფიფიაც და ესენიც რუსკი კარაბლის პასაჟირები არიან!!!
ტარიელი
ქართველ ხალხს უხეთქავთ გულებს ყოველ წელიწადს. ხან მეთევზეები გათრევენ და ხან მეცხვარეები . ქართული ფეხბურთის სირცხვილი და მესაფლავეები ხართ შენ და შენი დინამო . ფეხბურთის ყველა ქართველმა გულშემატკივარმა იცის ეს.ხმას როგორ იღებ?
ტარიელი
shalva შენ ფეხბურთის შალვა ხარ , ნათელაშვილი შალვა ))
დავით 67
ორი თაღლითი დაუპირისპირდა ერთმანეთს
odala
უყურე ფიფიასნაირ ნაძირლებს და დააფასებ ბიძოს ;)
odala
რასაა რომ ლაპარიკობ ვაგნერი ჯიმა?? არ გრცხვენია სკანიგოლიუაფირუ?
odala
ნაცს ხომ პრინციპი არ გააჩნია. ფიფიას კი არა აღა-მაჰმად-ხანს გაამართლებენ თუ დაჭირდათ. ერეკლე კი გამოაცხადეს მოღალატედ და მაგაზე უარესი რაღა უნდა ქნან.
odala
სულ ფეხებზე მკიდია ფეხბურთიც და ნაკრებიც თუ ეროვნული ინტერესები გადაყვება ამ ყველაფერს. თვითონ გაიჩალიჩებენ ეს ჩვენი შტერი ფეხბურთელები იმდენს იზამენ.
სიმართლე
ფიფიას გაკეთებული საქმე არ გაიშვა "დინამო", გამომივიდა ესეც დემოკრატიის შუქურა:-) მინი ოლიგარქია რუსეთში ნაშოვნი ფულით ბორინკასავით ...
დავითი
კობახიძის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ , ფიფია მთავრობას ოპოზიციაში უდგას აზოტის ქარხნის გულისთვის თვითონვე ამბობდა წამართვესო ოღონდ ყიდვით როგორ იყიდა აღარ ამბობდა,სიმართლე ეგაა , დინამო როგორც ააყვავა შედეგები მეტყველებს, თორემ კანონის და დემოკრატიის ბედი სულ არ ადარდებს , ამასაც ბორიასავით რუსეთში აქ მილიონები ნაშოვი !!!

მდინარაძე, გამოდი გიცანით.
000
ოჰო შეასიეს ქოცტროლები ეგრევე, წავიდა ახალი კაცის გაშავება. ქოცტროლებო, ოდესმე თუ ხმას ამოიღებთ ამ ქვეყანაში, ხო იცით რო თქვენც ზუსტად იგივე მოგელით, რასაც თქვენ ახლა სხვებს უკეთებთ. ოდესმე სამარტალი თუ დაგჭირდატ, ვინმე ქოცი უსამარტლოდ მოგექცათ. ზუსტად იგივე დრეში ჩავარდებით ტქვენც, თქვე ნაძირლებო, რასაც სხვებს უკეთებთ.
The
აპატიეს კი არა როგორც იჩუქა პატარკაციშვილებისგან ისე აჩუქოს სხვას, ათეულობით მილიონს რომ ითხოვს. “აკადემია”დაიტოვოს თუ უნდა.
სიმართლე
დედამიწაზე არ ცხოვრობ? ვინ ითხოვს ჯგუფს? 99% პირველი ეტაპის გადალახვის იმედს კარგავს ივლისში
რობი
1. ჩემი აზრით დინამო თბილისის ადგილი ჩვენს გულებში საქრთველოს ნაკრებმა შეცვალა, გამომდინარე აქედან დინამო თბილისის არ ყავს საკუთარი ფანების ბაზა და არც არასოდეს ეყოლება! 2.მე რომ დიდ ფულიანი ბიზნესმენი ვიყო არასოდეს ვიყიდდი საფეხბურთო კლუბს საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკით და სახელით. 100 ზე მეტი დინამოა ამ ქვეყანაზე დუშანბეს დინამოდან დაწყებული ზაგრების დინამოთი დამტავრებული!
ნოდო
81 წლის შედეგის არ იყოს რამდენი წელი უნდა გქონდეთ მარტო ეგ აკადემია თავის მოწონების მიზეზი? რას ვერჩით და კლაქსვიკის 6-1 ესტონურ გუნდთან წაგება გავარდნები პირველ ეტაპზე მაქსიმუმ ერთი ეტაპის გავლა 22 წელია უკვე ცოტაა? სირცხვილი გუნდი როა იმას მითუმეტეს სახელად დინამო რო გქვია ჟირონა ბოლონია მწირი ფინანსებით რეებს აკეტებენ ხელბურტელებმა პირველივე ევროზე თამაში მოიგეს პარა სპორტში ტაკვანდოში პირველად ლიცენზია გვაქ ოლომპიადაზე ასევე ძიუდოში გუნდურზეც გამოვალთ ოლიმპიადაზე პირველად ისტორიაში რაგბისტებმა ევრო თასზე პირველივე გამოსვლისას 100 წლიანი კლუბი დაამარცხეს ყველა ფედერაციას აქ სატრაბახო რომელიც დღეს ხდება და მას კი მარტო აკადემია
BOSS
როცა ფარერელი მეთევზეები მოგიგებენ 6-0 კი არ უნდა იამაყო შენი “ნამოღვაწარით” პირველივე რეისით უნდა აახვიო ამ ქვეყნიდან
უცნობ-ს
ბიუჯეტის ჭამიები, ებრძვიან გრანტი ჭამიებს,ამათი შემყურე კი უბრალო ხალხი იჭყლიტება,ახლა რა გგონია მთავრობის წევრები და მათი ცოლ შვილი კომოს მილანს და პარიზზს დაიკლებენ?!სიღარიბე უნდათ ჩვენთვის,ფუფუნება თავიანთი თავებისთვის!!!!
სციპიონ აფრიკელი
ნუ არ აპატიეს რომ ქართული კლუბებიდან მხოლოდ დინამომ გააკეთა განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ... არ აპატიეს რომ დინამოს არასოდეს ავიწყდება 9 აპრილი, 26 მაისი, საქართველოს ოკუპაციის დღე, იუნკერები, აფხაზეთის ომი და ა.შ. და ყოველთვის ეროვნულ პოზიციაზე დგას... არა აპატიეს რომ ვაზელინი არ წაისვა...
ჯანაშია ვაგნერი.
ბატონმა ფიფიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფეხბურთის გადარჩენის და განვითარების საქმეში.რასაც ლაპარაკობს,ყველაფერი ჭეშმარიტებაა.სამწუხაროდ ის არ არის ივანასავით მდიდარი.დარწმუნებული ვარ,ასეთი რომ იყოს,დინამოს გაიყვანდა ლიგაზეც,მაგრამ რაც შეუძლია,მაქსიმალურად იხარჯება.ერთი იკითხეთ,ივანამ რა გააკეთა.ერთი სტადიონიც არ აუშენებია,არათუ საქართველოში,არამედ საჩხერეშიც.ეს კაცი ფულს ისე არ გაიმეტებს,თუ უკან ასმაგი მოგება არ მიიღო.ეს არის ჭეშმარიტიბა.ზოგიერთები დაიწყებენ,რაგბიში დიდი წვლილი მიუძღვისო.მე კიდე სულ მკიდია ეს რაგბი.
fani
კობახიძე გულზე არ მეხატება, მაგრამ ფიფიასნაირი თაღლითი და მატყუარა მგონი პოლიტიკოსი კობახიძეც კი არ არის. გაიხსენეთ ყოველ წელიწადს კლუბის პრეზიდენტის მიერ შეპირებული და მოყოლილი ე.წ. "დაჩის (უკაცრავად, რომანოზას) ზღაპრები" და დასკვნის გამოტანა მარტივია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, მისი მოსვლის პირველივე დღეს "დინამო"-ს ქართული ემბლემა რუსული "დ"-თი რომ შეცვალა, მერე წლების განმავლობაში გუნდი თანდათან გაანადგურა და ახლა უმაღლესი ლიგიდან გაგდებას უმიზნებს...

ბერა ივანიშვილი,ან კალაძე რატომ არ ყიდულობენ და დებენ ფულს ქართულ კლუბებში??რა გაგიჭირდათ ისეთი,რომ ერთი ყარაბაღის დონის კლუბი ვერ გააკეთეთ?!
სანდროს
სანდრო, მისამართი გეშლება! ხალხის ნომერი პირველი მტერი, ნაცებისკენ მოიკითხე, თავისი პატარა დაგეშილი ნაცუკებით, რომლებიც აზზრზე არ არიან რას აპროსტებენ! რასაც ჩასძახებენ გრანტი ჭამია ენჯეოშნიკები, იმასავე ამოსძახებენ ეს "პატარა ნაც ბავშვები". სხვათაშორის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელების განცხადებებმაც, ხელი შეუწყო მათ წაქეზებას. რაც შეეხება საფეხბურთო საზეიმო განწყობას, მაგაში ნამდვილად გეთანხმები, რადგანაც ნაცების გამოხტომებმა, მართლაც ჩაგვაშხამეს ხალხსაც და ფეხბურთელებსაც.
რობი
რას ერჩით ამ კაცს ვერ გავიგე? მაგარი საფეხბურთო აკადემია დაარსა რომელიც უმთავრესი სამჭედლოა ქართული ფეხბურთის, რაც შეეხება გუნდს მის აწყობას დიდი ფული უნდა რომელიც ამ კაცს არა აქვს, ნუთუ ვერ ხვდებიტ რომ ეს კაცი ორივეს ფინანსურად ვერ ქაჩავს? რამდენი ხანია კლუბ დინამოს გაყიდვა უნდა მაგრამ მყიდველი არ ჩანს.
რობი
ნაკრებთან რა კავშირი აქ? წაიკიტხეტ მაინც? უმრავლესობა, სადღაც 80 % ნაკრების მოთამაშე ამ კაცის მიერ დაარსებულ აკადემიაშია აღზრდილი! ამან ჩამოიყვანა თავის დროზე ბარსელონიდან კარასკო, კაცი რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში! სხვათაშორის კარასკოს აღზრდილია აგრეტვე ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელები მუდრიკი, სუდაკოვი, ლუნინი, კანაპლია და სხვები (უკრაინაში ის წაიყვანეს საქარტველოში კარგი მუშაობის შემდეგ)
Daviti
ფიფია შენ ხარ დოდო ...
ბადრი
რაც არ უნდა ილაპარაკოს ფიფიამ, ფაქტი არის სახეზე. ყველაფერი ფასდება შედეგით,რაც დინამოს შემთხვევაში სავალალოა.
shalva
მართალია ეს კაცი, კარგის მეტი რა გაუკეთებია გუნდისთვის? ჩვენ კი ვთხოვთ რომ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში მოხვდეს მაგრამ მაგას რამდენი თანხები ჭირდება ყველამ იცის. გუნდი ყოველთვის საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის ახალგაზრდა ფეხბურთელებით, დინამოს სკოლის აღზრდილებით.
რეზო
თუ ასეთი და ამდენი ფეხბურთელი აღზარდეთ,ამდენი უცხოელი რატომ გყავს საკუთარ გუნდში?
Irakli
ყველა ვინც გაკრიტიკებს როგორ შეიძლება მტერი იყოს, ჩვენს ხელისუფლებას დემოკრატია რაღაც თავისებურად წარმოუდგენია!
ზაქრო
რა კავშირშია ფიფია ნაკრებთან ?
ჟორა გაბრიჭიძე
ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება გმირობის ტოლფასია.
სანდრო
ყოჩაღ მთავრობა!!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!ყველაფერს აკეთებთ,რომ ხალხი დააპირისპიროთ ერთმანეთს!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს
ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება