იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, მეტოქე ცხრილის საშუალო "რეჯინა" იყო, თუმცა მეტოქემ მასპინძლებს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია.

"ბოლონიელებმა" პირველი ორი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და შესვენებაზეც კომფორტული უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში "რეჯინამ" "ვირტუსს" 9 ქულით აჯობა და მატჩის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა.

მეოთხე მეოთხედში შეხვედრა თანაბრად წარიმართა და გუნდები ერთმანეთს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოიპოვეს მოგებისთვის საჭირო უპირატესობა და მატჩი საბოლოოდ "ვირტუსის" გამარჯვებით, 83:73 დასრულდა.

ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი დააგროვა და გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ორივე შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ყველაზე მაღალი სროლათა პროცენტულობით შეაგროვა და მთლიანობაში, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.

იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და შენგელიას გუნდი 20 მოგებითა და 8 მარცხით პირველ პოზიციაზეა. 29-ე ტურის შეხვედრას "ვირტუსი" 28 აპრილს, სტუმრად "ტორტონასთან" გამართავს.

GBF

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და "ვირტუსი" ზედიზედ მეხუთედ ფინალში
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში
შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]
"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა