<p>ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში იასპარეზა.</p><p>ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს.</p><p>ფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.</p><p>შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).</p><p><br></p>
Dima
მეგობარი (სახელს არ გვიჩვენებ ამიტომ ასე მოგმართავ), ძაან მეზარება ყველა პასუხზე პასუხის გაცემა, დამღლელია დაბლა ჩამოსვლა. ასე განსჭვალული თუ ხარ მოდი აბა შენ აგვიხსენი მაშინ თუ მხოლოდ სხვის კრიტიკაზე ხარ? აშკარად ვიღაცაზე გაქვს აკრეფილი და აქ გინდა ჯავრი იყარო :დდ ექსპერტად არც მე გამოვდგები და არც შენ სადაც საჭიროა ჩვენზე გამოცდილი ხალხია. აი შენ კი სჯობს ხალხის კრიტიკას შეეშვა და ეს ვითომ მეგობრული დარიგებები შემთვის შეინახო, აშკარად შენ უფრო გჭირდება თორე მე ექსპერტობას არც ვიბრალებ როგორც შენ ექსპერტობას და კრიტიკოსობას :დდ
Dima
შემოგევლე მეგობარო, ექსპერტობა არსად დამიბრალებია მაგრამ ახლავე აგიხსნი რა პრობლემაა. თუნდაც თავისუფალში ან ბერძნულ-რომაულში ერთი მომენტის ჩავარდნა შეიძლება გამაოსწორო. ძიუდოში კი წამიერი მოდუნება რასაც იპონი მოსდევს უკვე დამთავრებულია შეხვედრა. მხოლოდ ჩემი აზრი არაა არაერთი სხვა სპორტის წარმომადგენელი თანხმდება ამაზე და შენ თუ ხარ ექსპერტი გაგვიზიარე შენი აზრია.
dima-Ს
ე.ი. რახან ტასოევი სასწაულ ფორმაში იყო რა ვქნათ,შენი აზრით გამოსავალი გვითხარი.დაველოდოთ ტასოევი როდის დაკარგავს საწაულ ფორმას?თუ მხოლოდ იმათ ვეჭიდაოთ ვინც ფორმაში არ არი? ეგ იმას მაგონებს ბავშვობაში რო ვიტყოდით ხოლმე უდარებს არა ვართო. შენ თუ მართლა არა ექსპერტობ და ტელევიზორში არა გაქ შეხება სპორტთან ის მითხარი ტასოევი როდის არ იყო სასწაულ ფორმაში?საწაულ ფორმაში კი არა დღითიდღე რომ უმატებს ტასოევი მაგდენს უნდა ატყობდე. შავიმ ცალი თვალით იჭიდავაო და მგონი შენ უფრო წუწუნებ ვიდრე შავი.აბა შავდათუაშვილს ჰკითხე ამის გამო თუ წუწუნებს. დასკვნები რომ უნდა გამოიტანონ მაგას ყველა ხვდება და მაგას შენნაირი სპორტან კაგრად გარკვეული ადამიანი არა სჭირდება. ისე გირჩევ რახან ძიუდოს გულშემატკივრობა გადაწყვიტე ცოტა მეტი უყურე ამ სპორტს და წამიერადაც არ ,,მოდუნდე"თორე ექსპერტად არ გამოდგები.
dima-Ს
დიმკა გენაცვალე ძიუდო ყველაზე რთული სახეობააო.რომელია ადვილი სახეობა ერთი დამისახელე.რომელ სახეობაშია რომ წამიერად მოდუნების საშუალებას გაძლევს.იქნებ თქვა ჭადრაკიო,ჰაა? შენ კი მართლა ექსპერტობ და აშკარაა სპორტან შეხება ძველებური 12 ვოლტიანი,შავთეთრი ტელევიზორი რო იყო კორფუჯი მხოლოდ იმ ტელევიზორით გაქვს.
თენგაბი
jordan beli თქვენ არ მყავდით მხედველობაში, როდესაც უმადურობასა და ჩასაფრებულ კრიტიკას ვახსენებ. თქვენ საკმაოდ ასაბუთებთ თქვენს არგუმენტებს და სამართლიანადაც. ვეთანხმები თქვენ პათოსს, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და კომპეტენტურობა გვჭირდება, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს და ერის ღირსებას ეხება
jordan beli
თენგაბი უმადურობა და კრიტიკა სხვა რამეა.როგორ შეიძლება შავდათუაშვილის უმადური იყო კაცი ან ბექაურის ან იმ გოგოების? აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი-ერთხმად ავღნიშნავთ რო ნაკრები იყო მოუმზადებელი!!!!რატო არ მოამზადეს სათანადოდ?თუ მოუმზადებელია პირველი ნომერის მაგივრად სხვა წაეყვანათ აჯობებდა ვინც უკეთ იყო მომზადებული. თუ არც მეორე მესამე ნომრები იყვნენ მზად მაშინ რას აკეთებს სამწვრთნელო შტაბი???რა ვიცი ტატოც კი ვერ გამოიყურებოდა მთლად კარგად-შეატყობდი თუ გესმის მეგობარო ძიუდო.ყველამ ისწავლა ძიუდო-გასასამართლებლად არ გამოდგება.ეს იყო ევროპის ჩემპიონატი და წარმოგიდგენიათ გრანდსლემი რო ყოფილიყო,სადაც მთელი მსოფლიო იქნებოდა,რა შედეგი გვექნებოდა? თუ არა კიდე თავად ბექაური ემდურება საკუთარ თავს და მე რო დავემდურო რა მოხდა? ,,მადლობა უფალს რო დამანახა რა დავაკელიო" უთქვია. ე.ი. დააკლო.ხოდა მეც მაგას ვიძახი რო არ უნდა დაეკლო.თავადაც იძახი თუშამ თუ ივარჯიშაო...რას ჰქვია თუ?ივარჯიშოს კი არა დარბაზიდან არ უნდა გამოვიდეს-ამას ვიძახი თორე ბექაურმა რო წააგო აზერთან რამის ინფარქტი მივიღე ნერვიულობისაგან. ცხელ გულზე გულშემატკივარმა შეიძლება ბევრი ვთქვათ,მაგრამ რა უმადურობა,რის უმადურობა-ღმერთმა დაგვიფაროს.მჯერა უკეთეს შედეგს დავდებთ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზეც!!!
თენგაბი
ის რასაც ეს ბიჭები აკეთებენ, როგორ შეიძლება უმადური იყო და ჩასაფრებული კრიტიკის თვალით შეხედო. საქმე სხვა რამეშია. ქართველები სპორტული ერი ვართ და ბავშვობაში და ახალგაზრდობაშიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეხება გვქონია. მართალია, დიდ ექსპერტობას ვერ დავიბრალებთ, მაგრამ თეთრს და შავს ცოტათი ვასხვავებ და საკუთარი აზრიც შეიძლება გამოვთქვა. მე ვფიქრობ და სხვებიც ბევრია ასეთი - ილია კანიკოვსკის ერთი თავით ჯობია. უბრალოდ, რუსი ფიზიკურად უკეთ იყო მზად, რაც ორივე ძიუდოისტს შეხვედრის მეორა ნაწილში სუნთქვაზე ეტყობოდათ. ამით, იმის თქმა მინდა, რომ თუ ილია ამ საკითხს მოაგვარებს. თავის წონაში პრობლემას ვერავინ შეუქმნის. ასე იყო ორივე ლაშას შემთხვევაშიც. ჩვენებს ბუნებრივად, გენეტიკურად მოსდგამთ ეს ნიჭი და ფიზიკაზე დიდად არ აკლავენ თავს. არადა, ამის გარეშე დიდი ჩემპიონობა არ მოდის. არც ტასოევი ჩანს დაუმარცხებელი ფალავანი, თუში თუ ვარჯიშს იმ ჟინით გააგრძელებს, როგორც კარიერის დასაწყისში, ტასოევიც, ბაშაევიც და ბარეორი სხვა, მისთვის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგები იქნებიან. გაიხსენეთ საიტოსთან მისი შეხვედრა, ინდივიდუალურში საკუთარი შეცდომით დათმო, გუნდურში კი, ცოტა რომ გაანალიზა, ლამის ცალი ფეხით მოუგო. ასე რომ, ჩვენებს უფლის წყალობა უხვად აქვთ მონიჭებული და ცოტა მეტი უნდა მოინდომონ, რომ ეს ნიჭი სათანადოდ გამოვიყენოთ და დავაფასოთ. რა ვიცი, ჩემი აზრი გამოვთქვი და თუ არ ჩამქოლავთ, კარგს იზამთ.
Დათას
რამდენი კომენტარიც გინდა დაწერო ერთიდაიგივე ადამიანმა სხვადასხვა სახელით რო გუჯეჯიანია ყველა დროის ყველაზე მაგარი მწვრთნელია, ყველამ იცის რა ხდება ძიუდოში,რატო არის გუჯეჯიანი მწვრთნელი,ჟორჟოლიანი საერთდ ატამზე ზის და ბლის კურკებს ისვრის მაგრამ სამწვრთნელო სტაფშია და კიდევ სხვები. თუ სიმართლე გინდა ამ ბიჭებით ჯარჯი დაანგრევდა ყველას.შავდათუაშვილს მწვრთნელი რო ეტყვის შიდოებზე ემუშავეო ვიღაც ჭ კლასის ძიუდოსტთან იმ მწვრთნელის საუკეთესობა ჩემთვის ნოლია!
Dima
უმეტოსბა ვინც აქ ექსპერტობს აშკარად მხოლოდ ტელევიზორიდან აქვს ნანახი ძიუდო. ჭიდაობის სახეობებიდან ყველაზე რთული სპორტია, წამოერი მოდუნება და მორჩ შეხვედრაც. ისე აკრიტიკებთ თითქოს თქვენ უკეთს შედეგს დადებდით, ბიჭები რამდენი ხანია ემზადებიან და მთავარ8 გათვლა ილიმპიადაზეა და არა ამ ტურნირზე. თუშამ ყველაფერი დადო მაგრამ ტასოევს სასწაუპი ფორმა აქვს ამ ეტაპზე, ბექაურის წამიერი მოდუნება იყო დამღუპვრლი და ისიც გამოიტანს დასკვნებს, შავიმ კი ცალ8 თვალით იბრძოლა თუ უყურეთ და კიდე უაზროს აკრიტიკებთ? ყველა ძიუდოისტს თავიდი გეგმა აქვს გაწერილი ილიმპიადისთვის და ეტაპობრივად ემზადებიან. გუნდურში რომ იძახით საფრანგეთის მე17 ხარისხოვან8 შემადგენლობაო. ვაჟებში რინერის გარდა რომელი არ იყო ქვეყნის პირველი ნომერი ან პრეტენდენტი? მჯერა ეს ყველაფერი დაეხმარება დასკვნების გამოტანაში ჩვენს ნაკრებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება ოლიმპიადაზე!
დათა კლდიაშვილი
წარმატებები ძიუდოს ნაკრებს და მათ მწვრთნელს 2023 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელს და 2024 წლის მსოფლიოს საუკეთეს მწვრთნელს ლაშა გუჯეჯიანს წარმატებები მთლიან გუნდს მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე
დათა
ესეთი შეკრული და მომზადებული გუნდი საქართველოს არ ყოლია რაც ლაშა გუჯეჯიანი არის მთავარი მწვრთნელი ქართველმა ძიუდოისტებმა დიდ წარმატებს მიაღწიეს ამ ევროპის ჩემპიონატზე პირადში პირველი ადგილი აიღეს და გუნდურში მეორე სულ 8 მედალი წამოიღეს რაც დიდი წარმატებაა და ვულოცავ ბიჭებს ლაშა გუჯეჯიანი კი მსოფლიოს 2024 წლის დაუკეთესო მწვრთნელია რაც მსოფლიომ აღიარა ისე რომ დაუკვირდით რო აკეთებთ კომენტარს რას წერთ წარმატებები მთლიან გუნდს და ლაშა გუჯეჯიანს
გია პაპა
არაფერია საწყენი, მე ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ქართველები ზედმეტად მაქსიმალისტები ვართ, ეს ცუდი არ არის რაღაც დოზით მაგრამ ზედმეტები მოგვდის და უმადურობაში იზრდება ეს ყველაფერი.
jordan beli
გია პაპი ბოლოს მაინც ისა თქვი რაც გაწუხებს-კვარა.ეგრე თქვი შე კაი კაცო,თურმე რა გაწუხებს. რა ლიპო რა ფორმის პიკი რეებს იძახი?დამშვიდდი რა შედარებები მოგყავს? ჯერ ჩვენი ნაკრები ფორმაში არ არიო და მე რას ვიძახი?მიგყავს ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ლიდერები და ფორმაში არ არიან?რატო მიგყავს მაშინ?არ გეწყინოს მართლა მგონია რო შენ ევროპის ჩემპიონატს არ უყურე. შეეშვი ძმურად ძიუდოს და სხვა სპორტზე გადაერთე.
ჯუჯი
კი წავაგეთ,მაგრამ ძირითადათ შიდოებით,გაფრთხილებები.,მხოლოდ შავიმ წააგო ვაზარით
გია პაპა
სურვილი კარგია მაგრამ, რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. ძიუდო დღეს ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობაა ინდივიდუალურ სახეობებში, ადრე ესე არ იყო და ძალიან ძნელია მუდამ პირველ ადგილზე გასვლა. კიდევ ბევრი ნიუანსია რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს.
დავით 67
გია პაპა.თქვენი კომენტარიდან გამოდის რომ კარგად იჭიდავებენ თუ ცუდათ მაინც უნდა შევაქოთ?? სრული უფლება გაქვს ასე იფიქრო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და წყენა თქვენი უადგილოა. 0-4 ყველა სპორტში განადგურებას ნიშნავს და არა წაგებას
გია პაპა
ერთ მაგალითს მოგიყვანთ კიდევ, ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი იაპონიის გარდა ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული გმირის დონეზე იქნებოდა. ჩვენთან კიდევ, რამდენი ჰეიტი გადაიტანა. საერთოდ უმადური ხალხი ვართ ქართველები, რაც საწყენია ძალიან.
გია პაპა
კარგი გიპასუხებ, 3-4თვეში იწყება ოლიმპიადა, ყველა სპორტსმენის ვარჯიშის გეგმა ისე დგება რომ პიკს მიაღწიოს ოლიმპიადაზე. ჩვენები ყველანი ოლიმპიადაზე წამსვლელები არიან განსხვავებით ფრანგებისა. ანუ ჯერ ნაკრები არ არის ფორმაში იმის თქმა მინდა. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს მანდ სანამ მასობრიობა არ იქნება, იქამდე მხოლოდ დავჯერდეთ იმას რაც არის. უბრალოდ მაგრად მწყინს რომ იმის მაგივრად რომ შევაქოთ ნაკრები, უაზროდ აკრიტიკებენ. აქ რა მოსატანია მაგრამ იგივე ხდება კვარას მიმართაც.
jordan beli
რაღაცნაირად ასე მგონია-ოლიმპიადაზე თასოევი მოუგებს რინერს და თუშა მოუგებს თასოევს!!!
jordan beli
გუნდმა მეორე ადგილი აიღოო და ე.ი. იმის სურვილი არ უნდა გვქონდეს რო პირველი ავიღოთ? ერთხელ ლევანა ჰყვებოდა თავისუფალშიც და სამბოშიც რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი-პატარძელში გავაჩერე მანქანაო,რა ჰქენიო მკითხესო ბირჟაზე. ორი ოქრო ავიღე მსოფლიოზეო,ეგ რა არი მესამეც უნდა აგეღოვო.გგონია უმადურობა გამოხატა პატარძეულელმა ბირჟისტებმა?
jordan beli
გია პაპი ეგრე შენი ლოგიკით ინდოეთი დომინანტი ქვეყანა უნდა იყოს ძიუდოში.მოსახლეობის რაოდენობაზე თუ ვიფიქრეთ კარგად გვქონია საქმე.არ გეწყინოს პაპი და მართლა არა გცოდნია ძიუდო და სხვაზე მიუთითებ.ვისთან ჭიდაობდი მითხარი და მერე მე გეტყვი გინდა?
jordan beli
გია პაპი აქ საფრანგეთთან წაგებაზე კი არ არი ლაპარაკი. 4:0-ზეა ლაპარაკი.გინდა პირადში ბექაურის მესამე მოგეწონა?მაგას თავი დავანებოთ- ქართველი ქართული ბრუნით არ უნდა აგებდეს და თან ვისთან.რატო თუშაზე არ ვიძახი არაფერს?თუშამ მართლა მაგრად იჭიდავა ფინალში.ერთხელ ისეთი დაუსხლტა ტასოევი რო სხვა ვერ დაუსხლტებოდა.ძლიერია ეგ ოხერი ტასოევი ფიზიკურად,არადამიანურად ძლიერია და ამ ბოლო დროს ილეთებიც დახვეწა
გია პაპა
აქ კომენტარებს ვკითხულობ და მართლა მიკვირს, ხალხო რა გჭირთ? რას დაემსგავსეთ? სულ გაუბერეთ? გუნდმა მეორე ადგილი აიღო გუნდურში, ინდივიდუალურში მედლების საერთო ჩათვლაში პირველზე გავედით და ზოგიერთებმა ისეთი ამბავი ატეხეს,თითქოს დაიქცა ქვეყანა. თან უბედურება კიდევ ისაა ამ ხალხს წარმოდგენა არა აქვს, რა არის ძიუდო და ისე აკომენტარებენ.საფრანგეთში რაც ჩვენი მოსახლეობაა იმაზე მეტი ძიუდოისტი ყავთ რომ იცოდეთ.
კონსერვატორი
თქვენ ტრადიციებიც გინდათ კაი ქალთა ნაკრებიც? შედი ქალო კუხნაშიც გინდათ და სპორტული ქალებიც? აირჩიეთ ან ევროპა ან აზია!
zoom
ულოცავ არა ვულოცავ :(
ეეე
ბექაური მოიგებდა თუ არა ბევრს არაფერს წყვეტდა მარა რისკი რაზე დაუფიქსირეს ვერ გავიგე, თავად არ აკეთებდა ილეთს? რა სჭირდა თავის დასაცავი?
jordan beli
ადრე უნდა შეცვლილიყო ჩვენ ნაკრებში რაღაცეები.ძალიან ბევრი არაკომპეტეტური ხალხია შეკრებილი.არ მინდა ყველაფერი ვთქვა.ახლა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება ოლიმპიადა კარზე მოგვადგა. დღემდე ვერ გავიგე რატო გაუშვეს ნოზაძე.უფრო სწორედ მე კი გავიგე,მაგრამ არ იძახიან. ქართველ კაცს არაქართველი ქართული ბრუნით რო დაგამარცხებს ეს ძალიან ცუდის ნიშანია სპორტსმენისთვისაც და მწვრთნელისთვისაც. იმედია ბექაური ბევრს იფიქრებს რატომ დამარცხდა.გუჯეჯიანს კი სადა აქ აქედან ანალიზის გამოტანის თავი?
ჟორა გაბრიჭიძე
გულდასაწყვეტი ამ ყველაფრიდან ისაა, რომ ბექაურს გაუმრავლდა წაგებები. არადა მაისურაძეც დისკვალიფიციებულია. მართალია ფინალში ჭიდაობა დიდი წარმატებაა, მაგრამ ასე უშანსოდ მარცხი ამ ვერცხლს ძალიან აფერმკრთალებს.
ტურისტი
ქალები ქვეყნების დასათვალიერებლად დაგყავთ? თანაც ამდენი წელი. ასეთი ჭიდაობით ტატოს მეტი, ოლიმპიადაზე საპრიზოზეც ვერავინ გავა. პირწმინდად წააგეს ფრანგების მე-17 შემადგენლობასთან.
ეეე
ასკილაშვილი კარგი გოგოა, რატო აღარ ჩანს?
Master
იმედია იმ ერთ ქალთა წონაში ლიცენზიის ვერ მოპოვების შემთხვევაშიც დაგვიშვებენ ოლიმპიადაზე გუნდურში...თუარ დაგვიშვეს უმამუსობა და უსინდისობა იქნება.
დელიკა
ულოცავ მედალს რა თქმა უნდა ჩვენ ფალავნებს, მაგრამ უნდა ითქვას ამ მომენტისთვის ლაშა და შავი არ არიან ფორმაში, 60 კილოშიც დიდი გაუგებრობაა,არადა ოლიმპიადა მოგვადგა კარს,რას მოასწრებენ იქამდე არ ვიცი, ასევე მაინტერესებს ვინმეს თუ გინახიათ ჭანტურიას გაკეთებული ილეთი რომელიმე ტურნირზე მე არა,მოკლედ ოლიმპიდისთვის ერთი ვისიც ნაღდი ოქროს იმედი მაქვს ტატო გრიგალაშვილია,დანარჩენებს დღევანდელი ფორმით ძალინ გაუჭირდებათ,მითუმეტეს იაპონელებთან... წარმატებები ჩვენ ფალავნებს
ხვიჩა
ამ თენაძეს ნაყიდი აქვს თუ მემკვიდრეობით ერგო ეს პოსტი? ერთი საშუალო დონის ძიუდოისტიც კი ვერ გამოზარდა ლიპარტელიანს თუ არ ჩავთვლით
ხვიჩა
იმის გათვალისწინებით რომ ჩვენგან განსხვავებით საფრანგეთი არ იყო წარმოდგენილი ძირითადი შემადგენლობით, ასეთი სავალალო ანგარიშით არ უნდა წაგვეგო
rembo
რა გახდა ქალების ნორმალურად მომზადება
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
სომხიშვილი მერვედფინალში დიკოსთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ფინეთში ქართული ფინალი გაიმართება!
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ქართულ ფინალში ტატო გრიგალაშვილმა იმარჯვა [VIDEO]
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა