მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.

ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა.

მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.

ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო, შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო.

შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.

მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც, ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.

ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.

კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.

მადლობა ყველას", - წერს ლაშა გურული სოციალურ ქსელში.

ნაპოლეონი
ნურავინ ცდილობთ იმ საქციელის გამართლებას. . .ერთი სიტყვაც არ მჯერა კაცისგან რომელიც გაიქცა ბრძოლის ველიდან. .

ვვვ-ს: ჯერ ერთი ცოტა სიტყვებს დაუკვირდი. მეორე, მე ყოფილი მოკრივე ვარ და ბევრი თავის ადგილზე მომიჯენია. და მაგ სპორტში არაფერი არ შემეშლება
ვვვ
რომელი ხართ სპეციალისტი ამ სპორტის?? ტვინი რომ გაქვს ამ სპორტში ჩახედულს უნდა ენდო. კაპრიზის აყოლა არ არის ადმაიანის მხარში დგომაა ეს. კაპრიზი რაღა ეხლა გაუჩნდა დაბერდა კაცი ამ სპორტში. შენს თანამოქალაქეს რომ ენდობი და მის სიტყვას პატივს სცემ ეგ არის ქართველობა და რომ რუსებივით გამოხტით, უტვინობაა მეტი არაფერი
levani-ს
ვერც შაჰაბასს ვერ ეტყოდით ვერაფერს და ვერც სერგო ორჯონიკიძეს მაგრამ გაქვთ ენები ალესილი ეხლა მკვდრებთან. კონტროლიორს და სითიპარკის თანამშრომელს რომ ეჩხუბებით ვის დავალებასაც ასრულების იმასთან ხმას ვერ ამოიღებთ, მითუმეეტეს ქალაქის მერთან. ეგ რის ჩმორობა, ძალაუფლება ვისაც აქვს რომ გგონიათ რომ უნდა ევაზელინოთ და კარგი ილაპარაკოთ და მარტო სუსტებს ებრიქოთ.
სსს
ბრძოლა უნდა მიეყვანა ბოლომდე და მერე გაეპროტესტებინა ეხლა გამოდის რომ ბრძოლას გაექცა. გასაგებია რომ აქ პოლიტიკამაც ითამაშა როლი მაგრამ ბოლომდე ბრძოლა ჯობდა. გაიხსენეთ დინამოს თამაში ფეიენორდთან გასვლაზე მსგავსი არაობიექტურობა იშვიათია მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და დაუფასდათ.
555
კადიროვის ... და შენიც ლავან. .
555
ფული აეღო?შენისთანებისთვის ღირსება არ არსებობს.ფუი!
ჯონი
არ ქონდა ლაშას ის უპირატესობა,რომ დამჩაგრესო თქვას. ბრძოლა ძირითადათ თანაბარი იყო,უფრო მეტოქის მცირე უპირატესობით.ქართველები კი ვართ,მაგრამ ობიქტურებიც უნდა ვიყოთ.
ჯუჯი
კი,მაგრამ თუ კი დანებებას აპირებდი ფული აგეღო მაინც. უფულოდ დანებებას რა აზრი ჰქონდა. ბრძოლა უნდა გაგერძელებინა.ჩემიზო გაცილებით აშკარად დაჩაგრეს აზერთან,მაგრამ არ დანებებულა,ბოლომდე იბრძოლა და მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია,შენ კი კრივის ისტორიას,როგორც რიგითი ფინალში დამარცხებული და ვერცხლის მედალოსანი შემორჩები.

ეგრე არ არის რადგან იმან თქვა შენც ეგრევე უნდა დაიჯერო. ტვინი იმიტომ აქვს ადამიანს რომ ჯერ დაფიქრდე, გაიაზრო მართლა ეგრეა თუ არა საქმე და მერე გამოიტანო დასკვნა
სოსო
ლევან,ერთი დისლაიქი ჩემია,მაქედან.კურსორი გადამიხტა და ლაიქის ნაცვლად, დისლაიქი დამიფიქსირა.ჩათვალე რომ ერთით მეტი მოწონება გაქვს და ერთით ნაკლები დაწუნება.დისლაიქების ავტორებმა,მგონი ვერ გაიაზრეს,ვის და რაზე გაეცი პასუხი.
სიმართლის მოყვარული
ხალხო, ახლა ამ გუსანს უნდა ვუთხრა ცუდი სიტვები. არ ვეტყვი. მამაჩემი გამოდებილდა, პუტინს გულშემატკივრობს და გუსანს რა ვუთხრა? ამათ რამე წამალი აქვთ?
ეჰჰჰ
ეს ბიძინისტები სულ გაგიჟდით? მალე ხოკეის გარჩევებს მოყვებით აქ. სულ გამო-მამუკა-მდინარაძევდით?

არაფერს არ ვერჩი ყირღიზეთს და ეგეთ ქვეყნებს, უბრლოდ მაგათგან რომ რეფერის ირჩევენ, ჯერ IQ გავუზომოთ არ შეიძლება? ხომ არ შეიძლება ვიღაცა კლოუნების გამო სპორტის კარგი სახეობა იღუპებოდეს ...
Levani
ეს 8დისლაიქი კადიროვის შეგინებისთვის დამიწერეთ ალბათ.ყოჩაღ თქვენ.
გუსანი
მე ვნახე და პირიქით დამრჩა შთაბეჭდილება, 5:0 არა მაგრამ ლაშა აგებდა მიზანში მოხვედრილი დარტყმებით, გადაწყვეტილება და ქცევა არ იყო ლამაზი, თუ სიმართლეს ლაპარაკობს საერთოდ არ გასულიყო რინგზე, ყველაფერი კი არ უნდა დავიჯეროთ, არასწორ გზაზე წაგვიყვანს ისედაც მომატებული ემოციების ერი ვართ და გვაზიანებს....ერთმანეთში ნუ ურევთ გვერდში დგომას , ქომაგობას და კაპრიზებში აყოლას....
Levani
სასწაული თუ გინდათ-ს შენ მაგას აქ რო წერ ნეტავ კადიროვს პირში თუ ეტყვი მაგას.. მოსტ...ია იმას პატრონი,მაგრამ ასე ვინ დაგაბოლა მეგობარო
გუსანი
მე კი პირიქით დამრჩა შთაბეჭდილება. შეიძლება მიკერძოებაც იყო, მაგრამ მეტოქემ უფრო მიზანში და ძლიერად ურტყა ლაშას, გადაწყვეტილება და ლაშას ქცევა კი არ მიმაჩნია მართებულად, მაშინ საერთოდ არ გასულიყო რინგზე...
Оее- ს
რომელი საათია ? სად ხარ ? შენ ახლა ამისთვის გცალია ?! დროზე, ჩქარა ...
დავით 67
ვუყურე ბრძოლას და დავრწმუნდი, რომ მსაჯები იყვნენ სამარცხვინოები. (ევროვიზია გამახსენდა). პირველი რაუნდი აშკარად მოუგო ლაშამ, მეორეში ოდნავი უპირატესობა, მაინც ლაშას მხარეს იყო. რა ვიცი მე მის ადგილას გავიდოდი მესამე რაუნდში და ვეცდებოდი მის დანოკაუტებას. შარშანაც ებრძოლა ლაშამ ამ ჩეჩენს და დაამარცხა. სირცხვილი მსაჯებს!

წარმატებები ამ მაგარ ქართველს
დავით 67
გია-ს! რას ჰქვია აზრი არ ჰქონდა. ნოკაუტი გაგიგია?
დავით 67
არა ეგრე არ არის . რადგან თქვა უნდა დავიჯეროთ. აქ სულ თქმებია ყველაფერში,რეალურად სხვა ამბებია. ამიტომ ჯერ ვნახავ ბრძოლას და მერე გავაკეთებ კომენტარს. შენც ამას გირჩევ
რომბი
გვერდითი მსაჯები აზერი,უზბეკი და ყირგიზი იყო

შენნაირებისთვის ვიცი ვისი სიტყვაც იქნება დასაჯერებელი. არ შეიწუხო თავი ვიდეოს ყურებით (თითქოს მართლა შეიწუხებდე თავს) :))))
სასწაული თუ გინდათ ...
მეგობარო, იქნება არ იცი, კადიროვი დადადებულია, თვეების ამბავია მისი წასვლა ამ ქვეყნიდან და მიზეზი ნარკოტიკებია. მისი შვილი გეია და ასევე ნარკოდამოკიდებული. თუ ადამიანს გაჩხერა უნდა, რელიგია ვერ გააჩერებს სამწუხაროდ.
???-ს
გალინკულია ქვემოთ ბრძოლის ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ

დადეთ ბრძოლის ვიდეო და გავერკვევით თვითონ... უპირატესობა მქონდაო და 5:0? დაუჯერებელს ჰგავს
Oeee
შენ ალბათ მაღალინტელექტუალური ფორმულის ერთგული მაყურებელი ხარ, მაგიტომ ხარ გასხივოსნებული
Levani
რუსები კი არა ჩრდილო კავკასიელები დომინირებენ,კრივშიც და ჭიდაობაშიც. რატო გვასწრებენ? იმიტომ რომ იმათთან ალკოჰოლი და ნარკოტიკი ჰარამია. ჩვენთან კაი ტიპობა. არადა მართლმადიდებლისთვის მემთვრალეობა ერთ-ერთი დიდი ცოდვაა. რა გამოდის,იმათ თავიანთი რელიგია წამთ,ჩვენ კიდე ლაითად მორწმუნეები ვყოფილვართ(სამწუხარო სიმართლეა-ყველას არ ეხება).
სოსო
ოეე ვაჟას.ჩანაწერი ხომ არის,ნახე და მერე ილაპარაკე.მოლდავეთშია დნესტრისპირეთი და ბოლო დრომდეც,კომუნისტი მართავდა,მოლდავეთს.იქაურს რომ რუსის მხარე დაეჭირა,გაგიკვიდა?თანაც ქრთამის აღებაც მაგათი მოგონილია.თუ რუსეთის მომხრე არ არის და უკრაინს ფანია,უკრაინაში საქართველოს ისეთი სიძულვილი დათესეს ნაცებმა და მათმა უკრაინელმა თანაპარტიელებმა,საქართველო,რუსეთზე მეტად შეაჯავრეს,მგონი.ასეთივე აგიტაცია მიდის პოლონეთშიც,თუმცა პოლონელმა,პირველ რაუნდში,ლაშას მიანიჭა უპირატესობა და არ ვიცით,მესამე რაუნდის შემთხვევაში,როგორ მოიქცეოდა.მას ბრალს ვერ დავდებ.ლაშას მესამე რაუნდი 5-0 რომც მოეგო,მაინც გარანტირებულად დამარცხებული იყო და ბრძოას აზრიც აღარ ჰქონდა.ამიტომ დემონსტრაციულად დატოვა რინგი.სათქმელი თქვა,ზედმეტ ყვირილს,გინებას და მუშტების ქნევას კი,აზრი არც ჰქონდა.მოკრივე და მოჩხუბარმა კაცმა,საკუთარი მაგალითით გვიჩვენა,როგორ უნდა პროტესტის გამოხატვა,საზოგადოებაში. ამ ფაქტის განხილვა,აუცილებლად მოხდება და შესაძლოა სამოყვარულო კრივისათვის ძალიან ცუდი შედეგებიც მოჰყვეს.
გია-ს
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! თუ მომგები ხარ და ძლიერი ხარ! ორი ქულით მოგება თუ გინდა და არ გაძლევენ ეგ არ არის რაიმე სასაწაული, მასეთები სულ ხდებოდა
ვვვ
ლაშას იმდენი მედალი აქვს საქართველოსთვის მოტანილი არ უნდა ჭირდებოდეს ეს ახსნა განმარტებები ქართველი მაყურებლის მხარდაჭერა რომ ქონდეს. რა ეხლა გახდა ყველა კრივის სპეციალისტი, რატომ არ იცით ადამიანის მხარდაჭერა??? რადგან თქვა ასე იყოო ესეიგი ასე იყო ! სოლიდარობა ლაშას! თქვენ კიდევ ქართველობა მარტო ჭიქის რახუნი რომ გგონიათ აამაში ჩანს ერი
ზურიკო
აქ ზოგიერთს წაკითხულიდან აზრი ვერ გამოუტანია და გადართეთ ბიძიკო იმედის ტელევიზიიდან ხანდახან სხვაგანაც ხომ ხედავთ სულ რომ გამოთაყვანდით ))
სიმართლეს
კი ხარ ღირსი ერთი წუთი რინგზე რომ დაგტოვოს მაგასთან კაცმა. ადამიანს არც იცნობ და ამხელა შეურაცხყოფას აყენებ
კახა
აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, მოლდავეთის, უზბეკეთის და პოლონეთის წარმომადგენლები იყვნენ მსაჯები. მარტო პოლონელმა მისცა ხმა ლაშას მოგებას, ისიც პირველ რაუნდში
გია
წააგებინეს ორი რაუნდი ქულებით, მესამეს რაუნდს თითქმის აზრი არარ ჰქონდა. რა არის გაუგებარი?
ზაკო
კი პოლონელიც რუსის მეგობარი აღმოჩნდა
სიმართლე
ისე, არ არის გამორიცხული რასაც ჰყვები მართლაც მოხდა და ფული შემოგთავაზეს.. ისე დაასრულე მატჩი ეტყობა კაი შემოთავაზება იყო..
ოე ვაჟაა
პოლონეთი და მოლდოვა რუსეთის მეგობარი ქვეყანაა?
გ.შ.
კი 5 დან 3 მინიმუმ, მეგობარი კი არა და ქვე მდგომი
ურო
კი მაგრამ რაშიც ფულს გთავაზობდნენ ის უფულოდ გაგიკეთებია!
ვაჟა მასწავლებელი
მეგობრებო ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ მსაჯები ე.წ. "დსთ", რუსეთის "მეგობარი" ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ!!!
ჯავახელი
ჯიგარი ხარ ლაშა, წარმატებები და მაგ ახვრებს გაეცემათ საკადრისი პასუხი...
სიმართლის მოყვარული
მხარდაჭერა ლაშას. ის, რომ ე.წ. სამოყვარულო კრივში რუსები დომინირებენ, დიდი ხანია ცნობილია. თუვინმეა გარკვეული, იქნებ ავიხსნას, ეს რუსების პარპაში ოლიმპიადასაც ეხება და იქაც მიკერძოებულ მსაჯობას უნდა ველოდეთ, თუ იქ მეტ-ნაკლებად წესრიგი იქნბა?
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
გურულმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
ლაშა გურული კუბელ ბორხესსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
კიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]