მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. მერის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და ამგვარი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამომავალი ვარსკვლავია და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები... ე.ი. როგორი მიდგომა აქვთ, თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას, ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ მტერი. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე, ამ სიბინძურეზე, რაც ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა და კახა კალაძეს „არარაობა და უსუსური კაცი“ უწოდა. „მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არამხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!“ - დაწერა კახა ალადაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

დუბლიცა კაცოუ ?
დუბლი ვისა აქვს გაკეთებული ფა ფეხბურთიდან წასვლის და პოლიტიკაში გადაბარგების მერე ვინ აგრძელებს ?! პოლიტიკაა სპორტი(ც) და როცა /რაც კალაძეს -სახელმწიფო მოხელეს და მმართველი ძალის გენმდივანს ეხება - ყველაფერი ერთდროულად ორივეა - სპორტიც და პოლიტიკაც !!!
მერაბ - ს
... და თანაც, პოლიტიკაში წასვლის შემდეგაც რომ აგრძელებს! ზოგჯერ ჰეთთრიკებიც კი გამოსდის ...
არა და
აჯობებდა თავი შეგეკავებინა ამ ინფანტილური ე.წ. სარკაზმისაგან !
ჟორა
ხედავთ რამხელა ფეხბურთელი გვყოლია და არ ვიცოდით? კახა ალადაშვილი, რომელსაც კალაძესთან მილანში 10 წელი უთამაშია. ან იქნებ საქართველოს ნაკრებში თამაშობდა 10 წელი და ჩვენ არ ვიცით?
მერაბი
აბა ჩამოთვალე დუბლები საკუთარ კარში რამდენს გაუტანია?
Butu
Vinaa es aladashvili tu vixaca.ra gauketebia saqartvelostvis...anda xabeishvils ro kaci daicavs eg kaciaa.

რომელი ცნობილი და სახელგანთქმული მცველია, რომელსაც საკუთარ კარში გოლი არ ჩაუჭრია? აბა დაასახელეთ... რამოსს მარტო იმდენი აქვს გატანილი... თუ ფეხბურთის ექსპერტები ხართ ან თუნდაც მოყვარულები უნდა იცოდეთ ეს და ნუ შეგვაწუხეთ ამ სპორტულ საიტზე პოლიტიკაზე საუბრით. ვისაც პოლიტიკა გინდათ უყურეთ "თოქშოუებ"-ს, სპორტის გულშემატკივრებს ნუ შეგვაძულეთ აქ შემოსვლა და სტატიების კითხვა.
SOS-ს
შურაცხყოფა აუცილებელი არ არის თუ ვინმე იტყვის, რომ მაშინ კალა და მიშა ერთად იყვნენ და ამის უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს, მაგრამ მოგვიანებით ბიძინას მხარე აირჩია და პოლიტიკაში წავიდა. რაც შეეხება იმ ავადსახსენებელ გოლს, ყველაზე მეტად კალა განიცდიდა, მაგრამ 1 ტაიმში 2 გოლი მანამდე არავის გაუტანია და იმიტომაც დაამახსოვრდათ, თორემ 1 თამაშში 2 გოლო სხვებსაც გაუტანია საკუთარ კარში. ყველაფერს კი ის აჯობებს რასაც აფრიკის მიყრუებულ ტომში აკეთებენ: დამნაშავეს ირგვლივ წრეს კრავენ და ახსენებენ ყველა სიკეთეს, რაც მას გაუკეთებია და მის დანაშაულზე არავინ ლაპარაკობს. იქნებ ჩვენც შევეჯიბროთ ერთმანეთს თუ ვინ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებს?
kvaxo
ეს ნეანდერტალელი აქ საიდან გაიჩითა? ყბაზე დააკვირდით, ყბაზე ეტყობა!
SOS
თქვენი ცალსახა დედებს შევეკითხეე...მიშამ 20 პროცენტი ჩვენი მი წა გადააბარა რუსებს და ხმასარიღებთ.ამ კალაძის ორ გოლს გადაგვატანეთ...აგერ ჩანს რა ნახირიცხართ...

ფეხბურთელი ალადაშვილი რამდენმა იცოდით სანამ კალაძე "დაამუნათა და მეგობრობაზე უკრა ხელი" ? კალაძის პასუხს განიხილავთ და ალადაშვილის "10 წელი შენს გვერდით ვთამაშობდიო" ფეიკი სწორი გგონიათ? და შერცხვა თან თურმე. იგივე წარმატებით ყველას შეგვიძლია დავწეროთ, რაღა კალაძე - მესი, რონალდო, რა პრობლემაა. პ.ს. ისე ალადაშვილის წასულში მაღალი კლასის ფეხბურთელობა, მთავარი არხის გუნდში sbm.ge - ზე ნახეთ, სამსახურით დაღლილი ხალხი რომ ბურთს აგორებს და კალაძესთან კი არა ფეხბურთის წრეზეც რომ არ უვლიათ ბავშვობაში, იმათ ტურნირზე რა შედეგი დადო.
ვაკო
ძალიან ბრიყვი და ფეხბურთის ხიხო უნდა იყო კალაძეს 2 ავტოგოლი წამოაძახო. ვისაც არ გახსოვთ, მაშინ კალას თან ტრავმა ახალი მოშუშებული ქონდა და კიდევაც თხოვა მწვრთნელს არ ვარ ფორმაშიო, მაგრამ კალა ტრავმიანიც კი უალტერნატივო იყო, თუმცა მოხდა ისე როგორც მოხდა და ესეც გუნდის გადარჩენის მცდელობას მოყვარაც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. კალა რო ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია ამაზე საუბარიც არ ღირს და ამიტომ მასზე ქილიკით ვინც საუბრობს უბრლაოდ პრაფანია! რაც შეეხება ალადას, მართლა სირცხვილია მაგის განცხადება და ეს გამოხტომა!
პეპსიკოლა
კალაძეს მილანში აქვს 300 თამაში ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, იტალიის ჩემპიონათი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო!!!! კახა ალადაშვილი თამაშობდა ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში :))))) რაზე ვლაპარაკობთ!!! ამას გარდა კახაალადაშვილი ახლა ნიკანორ მელია და ნიკუტა გვარამია თამაშობენ :)))))))) რეალობის შეგრძნებაა მთავარი თორე კეზერაც და გვარამიაც ჯალათები და ოლიგარქები კი არა მედია მენეჯერები არიანო:)))))))))))
არა და
მიშას, თითქმის შიშველი ჟურნალის გარეკანზე მოპოზიორე კახა კალაძე რომ უძვრებოდა, ისე ვინ უძვრებოდა ?! და არველაძეები და ა.შ. როდის იყვნენ უფრო მეტად დაახლიებულები წინა ხელისუფლებასთან და საერთოდ ეს თემა, რა შუაშია ? რა შუაშია, აგდებულად და ქედმაღლურად საუბარი ნაკრებში თანაგუნფელზე, მერობამდე და ხელიფლება - ძალაუფლების მოპოვებამდე ქცევა და ქმედება, ბავშვობის ძმაკაცის ყველასათვის სავალდებულო (!) გულშემატკივრობასთან, რა სახსენებელია და ამ ისტორიასთან, რა მოსატანია? "მაგარი გამართლება" და "ლოგიკური კავშირია" !
მმმმმ
ვინც ფეხბურთს პოლიტიკაში არ ურევს ყველა აფასებს კახის,რომელმაც მართლა შრომით მიაღწია ყველაფერს,ჰაერზე რომ ლაპარაკობ იცი რამდენ ადამიანს დაეხმარა? ან კიდევ ბებიაშენისმა შენ ფულს არ კიდებ ხელს ისე გეზარება ხო?
საქართველო
აქ ზოგს ისე აქვს რეალობის შეგრძნება დაკარგული,რომ კახა კალაძეს და კახა ალადაშვილს ადარებს ერთმანეთს, მთავრობები წავლენ და წამოვლენ,მაგრამ თქვენ რა გეშველებათ.
მმმმმ
პატივცემულო კახის დასაცავად არ ვწერ სიმართლისთვის ვწერ,არველაძეები და ძმანნი მისი ერთ ადგილს რომ ულოკავდნენ მიშას,პირველ რიგში და ხმამაღლა დემეტრაძე ვინ დაიცვა? კახა კალაძემ,კობიაშვილმა და ძალიან ცოტა თანაგუნდელმა, და ამაზე ამბობთ ავიწყდება თანაგუნდელიო? სირცხვილია უბრალოდ
არა და
"ვიღაცეებს" კალაძისთვის "დიდხანს სიცოცხლის სურვილი" აშკარად არ მოეწონათ! ჰოდა, აბა კიდევ ერთხელ ტესტი: კახა, დიდხანს იცოცხლე ! ჯანსაღ მეხსიერებას გისურვებ!
ვაი, შენს ... "ცოდნა -განათლებას " !
დაგუგლე მაინც გვარი - ალადაშვილი, შე "განათლებულო" ! ------ განსაკუთრებით, "ჯენოაში" თამაშის პერიოდია აღსანიშნავი ! შენი რეალური "ჯიშ-ჯილაგის" მიხედვით მსჯელობ ? :)
ელიასი
1998-ის მს.ჩემპიონატზე სამხ.აფრიკელმა მცველმა პიერ ისამ საფრანგეთთან მატჩში 2 ავტოგოლი გაიტანა (ერთი ფიფამ ანრის ჩაუთვალა). ორივე შემთხვევაში იგი კარის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ძალიან უხეიროდ (იხ. UTube-ზე). კალაძემ ორივე გოლი ჩვენს კარში კაი მანძილიდან, ვით მაგარმა ცენტრფორვარდმა, ძაან შთამბეჭდავად გაჭედა. გარდა ამ სამარცხვინო დუბლისა, კალაძეს კიდევ მრავალი "ყლაპვა" აქვს ჩადენილი ნაკრების თამაშებში. რაც შეეხება მის მოღვაწეობას მილანში. იმ პერიოდში მილანის დაცვა ლამის მსოფლიოს ნაკრები იყო: კაფუ, კოსტაკურტა, ნესტა და მალდინი, სულ ლეგენდები. კალაძე ან ბენჩიდან შედიოდა ან სასტარტოში იყო იმ შემთხვევაში, როცა ძირითადის მარცხენა მცველი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. მოგვიანებით კოსტაკურტა დაბერდა, მალდინიმ ცენტრში გადაინაცვლა და კალაძე უფრო ხშირად იკავებდა ადგილს დაცვის მარცხენა ფლანგზე. "ყლაპვები" არც მანდ აკლდა, რასაც დიდი შრომისუნარიანობით აკომპენსირებდა. ასე იყო ეს.
დ
ამაზეა ნათქვამი, დედა ნახე ,მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო... კუს შვილი კუ იქნება, სპილო ვერანაირად ვერ იქნება.
გოგა
ალადაშვილს 10 წელი კი არა 10 თამაში არ ექნება ნათამაშები, მე არ მახსოვს რაღაც ეგ ოფიციალურ თამაშებში
გოგა
მეორე ფინალამდე ტრამვა ქონდა ახალი მოშუშებული და ბოლო 15 წუთი მაინც ათამაშა ანჩელოტიმ, 2:1 იყო ანგარიში და კალაძე შეიყვანა, ნდობა და ავტორიტეტი კი ქონდა მილანში რასაც ვერ დავუკარგავთ, იუვესთან პირველ ფინალში კი სულაც პენალტი დარტყმევინეს, კალაძის დონის მცველები გვყავდეს ნეტა ეხლა ნაკრებში, პოლიტიკოსობის რა მოგახაენოთ:)
ვალოდია ჯინჭარაძე, საქართველოს ნაკრებიდან
"დიდი ფული და ზედ ძალაუფლებაც და თუ გინდა, ნაკრებში თანაგუნდელიც დაგვიწყებიაო" - ქართული ხალხური სიბრძნე! ---------------- კახა, დიდო ქართველო ფეხბურთელო, ნაკრებში თანაგუნდელი მართლა ვერ გაიხსენე ? არაა ეს კაი(ს) ნიშანი ! მილანში, ალბათ ყველა თანაგუნდელს, ყველა ნამდვილად დიდ ფეხბურთელს და ვარსკვლავს ახსოვხარ ! დიდხანს იცოცხლე !
მადლობა წინასწარ !
გთხოვთ, გამარკვიოთ : იტალიის "სერია ა" - ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში უკვე აქვს 50- მდე "შედეგიანი მოქმედება", ანუ "გოლი +პასი" და კიდევ, რამდენიმე "გამომუშავებული პენალტი", დასახელებული იყო ევროპის საუკეთესო 20 ფეხბურთელს შორის, უკვე ითვლება ვარსკვლავად, თუ ჯერ კიდევ მხოლოდ "მომავალი ვარსკვლავია " ?
ეროვნული ნაკრები = "ფლეისტეიშენს" ?
ყოჩაღ შენ კახა და მალьადეც, კიდო! უუჰ, რა მაგრად უთხრა და უპასუხა! კი არის შესაფერისად ნათქვამი, კი ! აბა, რა !
ტაგუ
ინტელექტით და დახვეწილი იუმორით გვრთგუნავს. რაც აქვს, ვერ წაართმევ.
გია-ს -ს
თავმდაბლობაში და ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელის "ვერგახსენებაში" - ეს ერთი! მეორე ... თუმცა, არაა საკმარისი პირველი ?!
ვალოდია ჯინჭარაძე, საქართველოს ნაკრებიდან
"დიდი ფული და ზედ ძალაუფლებაც და თუ გინდა, ნაკრებში თანაგუნდელიც დაგვიწყებიაო" - ქართული ხალხური სიბრძნე! ---------------- კახა, დიდო ქართველო ფეხბურთელო, ნაკრებში თანაგუნდელი მართლა ვერ გაიხსენე ? არა ეს კაი(ს) ნიშანი ! მილანში, ალბათ ყველა თანაგუნდელს, ყველა ნამდვილად დიდ ფეხბურთელს და ვარსკვლავს ახსოვხარ ! დიდხანს იცოცხლე !,
d
კალაძე უყვარდა ხალხს, ნამდვილად ამაყობდა მისით მაგრამ ჩაყარა წყალში ყველაფერი. მიზეზი ?! კალას სამშობლოზე მეტად ფული უყვარს. ფული და კარიერიზმი არის ის 2 მთავარი მარწუხი რაც ადამიანს პირწმინდად აკარგვინებს ადამიანობას. სამწუხაროა რომ კახის ეს დაემართა
არა და, კაცი საქართველოს ნაკრებში(!) თამაშობდა
ამ უკბილო იუმორს რომ მოწონებას დაუწერ, მხოლოდ იმიტომ რომ თითქოს რამე კალაძის სასარგებლო დაწერა, ალადაშვილზე ასეთი მდაბიური უადგილო ქილიკით , იმ კაცის ღირსება არ გაიშვა ! ჰოდა, კახა კალაძე რომ "ვერ იხსენებს" ასეთ თანაგუნდელს, ამას რა ჰქვია ?! აბა, წარმოიდგინეთ, მართლა დიდმა ფეხბურთელებმა და ვარსკვლავმა მილანელებმა : მალდინიმ, შევშენკომ, კაკამ, ზეედორფმა, პირლომ... რომ იკადროს და რაღაც ამდაგვარი თქვან და დაწერონ თავიანთ ეროვნული ნაკრების თანაგუნდელზე , რა რეაქცია ექნებათ "ნორმალურ" ქვეყნებში ... ჰოდა, მიდით და (და)უკარით ტაში და თუ გინდათ, უკმიეთ ასეთ მდაბიო გამოხტომებს ! პატარა კაცი ...
ხაბეიშვილი
ამას თავის გამოჩენა უნდა კალაძესთან მაქ ნათამეშებიო. ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ 2005-06 წლებში 7 თამაში ჩაუტარებია ნაკრებში. მე არ მახსოვს ეს ვინაა. კალაძის თუნდაც ერთი ჩატარებული თამაში ნაკრებში, კიევში, მილანში, ჯენოაში, უფრო დიდი ღვაწლია ქვეყნის წინაშე ვიდრე ამ კაცის (თუ ვინცაა) ჯიშს და ჯილაგს გაუკეთებია (ან ოდესმე გაუკეთებს ქვეყანას).
პატრიოტი
მილანმა თუ არ ვცდები 2-ჯერ მოიგო კახასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პირველად იუვენტუსი დაამარცხა პენალტების სერიაში, კახამ გააფუჭა პენალტი, მეორეჯერ ძირაითადში არ იყო, და,საერთოდ კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ზოგჯერ ვერ ხვდებოდა მილანის ძირითადში, ხან მალდინი ამოაგდებდა, ხან სერჟინიო, მაგრამ იმ დროს ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ძალიან ვგულშემატკივრობდი, რომ მილანის ძირითადში ეთამაშა, მაგრამ ისტორიულმა ორმა გოლმა ჩვენი ნაკრების კარში ძალიან დამწყვიტა გული, საინტერესოა, არსებობს ანალოგიური მაგალითი?
თემო
თქვენ ყოფთ საზოგადოებას 12 წელია ნაცებად და თქვენიანებად.ვისი აზრიც არ მოგეწონებთ ეგრევე ნაცად ნათლავთ და აბულინგებთ,მიდის იმ ადამიანის გაშავება, კარგად ნაცნობი ბოტების მიერ.შენ არ იყავი ქოჩორაშვილის მამა ნაცი არიო და ლამის მტრად რო შერაცხე?თუ რამე გვეშლება?
თამაზას..
ბიჭო კალაძეს არ ამოუგდია თავიდან უკვე მეცამეტე წელია, ნაცი, ნაცი და ჩვენ ამოვიგდოთ თავისი საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი! მაგას რო არ გაეტანა თავის კარში ის გოლები, ხო ვტოვებდით იტალიას ჯგუფში? ჰოდა შემდეგშ უფრო ღირსეულად მოექცეოდნენ ჩვენ ნაკრებსაც და კვარასაც. მგონია მე.
cafu-s
შეცდომაა "სპორშმენი", სწორია- სპორტსმენი.
ავიმუსაიფი
კალაძე კალოში
თამაზა -ს-ს
არა და , არც მთლად "ავტოდუბლი" უკეთებია და მერე, არც "ჩვევაში გადასვლია" ბევრს ! და რაც, ძალიან ნიშანდობლივია, მიჩვევა და გაიოლება სცოდნია ამ საქმეს ...
შენ?
სად თამაშობდი , შენ ? და ვინ სად თამაშობდა, აქ რა შუაშია?! :((( ისე, რომ იცოდე, არც პუტინს და მედვედევს უთამაშიათ და არც ბაიდენს , სი ძინ პინს და კიდე "ბარე ორს" , ჰოდა მერე რა ?!
tngh-s
ეტყობა წნორის მილანში თამაშობდა
დიმო
გია ძმაო 10 წელი ნაკრებში თამაშობდა ალადაშვილი , კალაძესთან ერთად! არ გამიგია ეგეთი ფეხბურთელიო , სახის დაკარგვაა აბა რა არის?
niko
ეეეხ, კახი... ლობანოვსკიმ "ხისგან" სალამურად გაქცია, მაგრამ რად გინდა... ბიძინა სალამურიდან ისე "ხედ" გაქცია! ))) პ.ს. რა ვიცი, "ხის" ნაცვლად რა სიტყვაც გინდათ ის ჩასვით :)))
თამაზი
საკუთარ თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად თუ თვლი, არ უნდა შეყარო... ანდა კაპიტნის რანგში, ერთ თამაშში ორი გოლი ვისა აქვს შეგდებული?
ხვიჩა
კახი, მე რას მეტმასნები? დამანებე რა თავი და მიხედე შენს ჩასვრილ ცხოვრებას.
Cafu - ს
შეცდომაა სპორცმენი, სწორია - სპორშმენი.
თამაზას
საკუთარ კარში ვის არ გაუტანია შემთხვევით, რო კახი იყოს გამორიცხული? გეყოთ უკვე მაგ სისულელეზე აპელირება, ძალიან სუსტი არგუმენტი მოგყავთ, ვითომ კახის "გაშავებისთვის"? სასაცილოა უკვე!
tngh
კ. ალადაშვილი თამაშობდა "მილანში"... უჩინმაჩინის ქუდით!!!
უცნაური ...
უცნაური ისაა, ქართველ კაცს რუსეთი რომ მოსწონს და უნდა და აქ ყველა კომეტარს, რომელსაც ციტა მაინც "ევროპულობის ელფერი" დაჰკრავს და რუსეთი არ მოსეონს, "ანტილაიქით" პასუხობს ! ჰოდა, ხომ აშკარაა, ამ/ასეთი მართლა უცნაური ხალხის პოზიციას, მათი ყოფიერება განსაზღვრავს და განაპირობებს ! ჰოდა, არაა და ვერაა ეს კაი საქმე ! მხოლოდ (!) ყოფიერებით, ცხოველების ქმედებაა განპირობებული და არა ნორმალური მოაზრივნე ადამიანის . ------------ აბა, წავიდა ანტილაიქიი.. )))
გიას
აბა ერთი გვიბრძანე და გაგვანათლე, მაინც რაში დაკარგა სახე კალამ?
Cafu
კალაძეზე ტიტულოვანი ფეხბურთელი დამოუკიდებელ საქართველოს არ ყავს. კალაძეზე დიდი ფეხბურთი არ უთამაშია არც ერთს.ნახეთ რა მილანში თამაშობდა და იმ მილანში ძირითადის ფეხბურთელი იყო თითქმის სულ. მეორე საკითხია მოგწონს,არ მოგწონს,მოღალატეა თუ ორჯონიკიძე. რეალობის სხვანაირად წარმოსახვა საუბედუროდ მსოფლიო სენია და არამარტო ნაცის,ქოცის,შმოცის თუ ვისისც გინდათ. პოლიტიკური გემოვნებით რომ სპორცმენის შეფასებას დაიწყებ,მინიმუმ შენი ქვეყნის სპორცმენს გულრწფელად ვერ უგულშემატკივრებ მერე.
გია
კალაძემ მართლა დაკარგა სახე, საშინელებაა რაც ამ კაცის თავს ხდება
თამაზი
კახი, ამ ბიჭს საკუთარ კარში გოლები არ შეუყრია. ამ კუთხით ეს გაცილებით წარმატებული იყო საქართველოს ნაკრებში, ვიდრე შენ!
პირდაპირ, დახოცე ხალხი სიცილით !
უუჰ, რა "მაგრა" ხუმროო..ბ ! საერთოდ ასეთი ხუმარა ხარ, თუ ეს ექსპრომტად მოგაწვა ?
შენი ლოგიკა ...
და რაც "გაიხსენე" და დაწერე, ამ შემთხვევაში აქვს რაიმე მნიშვნელობა? შენი ე.წ. ლოგიკით, ხომ ბუნებრივია შეკითხვა: შენ სად თამაშობდი ამხელა "რაც გამახსენდა" რომ "გამოაქვეყნე" და შენი აზრი გამოხატე ? და თუ "დიდი ვერაფერი ფეხბურთელი" იყავი, მაშინ ... )))))
პატრიოტი
საქართველოს ნაკრების წევრი იყო და იქ შენსავით ვერ ბრწყინავდა, თუმცა, საკუთარ კარში, შენგან განსხვავებით, გოლი არ გაუტანია, ტიერი ანრიმ გაიტანა, თუ არ მეშლება, ისე სწრაფი კი იყო, როგორც მახსოვს, შენ როგორც გჩვევია მასაც და ყველას დასცინი
მათ შირის ...
ხაბაროვსკში რომ თამაშობდა , იმიტომაც უნდა ევროპა და არა მარტო ! შენ რუსეთი გინდა ?!
ჯიჯიო
ხაბაროვსკში ეს თამაშობდა და ახლა იძახის რუსეთი არ მინდა, ევროპა მინდაო. რა ძალიან უცნაურია
გ.შ.
ალააააად გახარა მოგვიკითხე ძმიიჩ, და კარლოსი (რობერტო) თავდასხმაში აწიე, კაი სისწრაფე და უდარი აქვს
Pepelu
მახსოვს ალადაშვილი მარჯვენა ნახევარმცველი იყო. შუშაკის დინამოში კარგი სეზონი ქონდა და ნაკრებში აიყვანესს მუშა და სწრაფი იყო. საშუალოზე ბევრად დაბალი კლასის ფეხბურთელი. დღევანდელობასთან შესადარებლად, გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე 2 თავით უკეთესი ფეხბურთელები არიან. შეიძლება მეტითაც ჯობნიან.
გია_544
მართლა უტიფარი ყოფილა!
"ბრავო" კალაძე !
არ შეარჩინო, გალახეთ, კახა! დადგენა, ჩასაფრება და ცემა ... მიდი კახა ! :(
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
პოლონელების ლოდინს ნაღდი ვამჯობინე - გიორგი ნავალოვსკი რუსეთში ბრუნდება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა