გადაცემაში "სპორტი იმედზე" თბილისის "დინამოს" შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში მოხვდეს.

"სარეაბილიტაციო პროცესი დავასრულე და გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ. მომდევნო ტურში ბათუმის "დინამოს" ვუმასპინძლებთ და სრულად თუ არა, რამდენიმე წუთით თამაშს მაინც შევძლებ. რაც შეეხება ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსებს, იმედები არ დამიკარგავს, რადგან ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, "დინამოს" შემადგენლობაში სამი მატჩის ჩატარების საშუალება მექნება და ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

თუ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ამ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ. უზომოდ მოტივირებული ვარ", - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები სტუმრად მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს გამართავს.

aburjga
ნუ წავუხდენთ ამ კაცს ხასიათს, ივარჯიშოს, მოინდომოს და თუ ახლა ვერ მოხვდება ნაკრებში შემდეგისათვის, მსოფლიოს შესარჩევისათვის ივარგოს! ვნახოთ, ივარჯიშოს! ჩვენც ეს გვინდა!
ი.კკ
ამ ბოლო დროს ან ძაან გააპიარეს, ან ფულს მაზავს სასტავთან და თავს იპიარებს იუთუბ არხებზე.ყველგან იწვევენ და ყველგან იძახის რომ მაგარ ფორმაშია.ამისთვის კლუბი არის ბასიანი და არა საფეხბურთო გუნდი
კრაველა
ეს რაღაცა ცუდად ალაპარაკდა ამ ბოლოს , მართლა არ წაიყვანონ !
Levani
ეს ის არ არის კრასნოდარში რო ვერ ხვდებოდა სტაბილურად ძირითადში? მაკედონიასთან წაგებული გუნდის უსტაბაში. წადი ბიძი,სამწვრთნელო კურსების,ან. აგენტი გახდი,ან სადმე ითამაშე შენთვის 4 ლიგაა საქართველოში,გუნდს სულ იპოვი
კირკიტა
ყოველთვის ასეთი არარეალისტურად ამბიციური ფეხბურთელი იყო და ამ მეტისმეტმა თავდაჯერებულობამ დაღუპა. წარმოუდგენელია ამხელა ამბიცია, რომ სამი თამაშის მიხედვით სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს... ერთი თუ ორი წელი გამქრალი იყო საერთოდ და არც არავინ კითხულობს, სად იყო. ისეთი ტრამვა არ ჰქონია, რომ ფეხბურთი არ ეთამაშა და ნაკრებში თამაში თუ უნოდა, ბურთიც იყო და მოედანიც, ვინ უშლიდა ხელს, რომ რომელიმე გუნდში ეთამაშა?!
რეზო
აბა რა 100% სიმართლეა. მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარული.
Gomako
დინამო კი არა ბაგა-ბაღია,ეგეც არ იყოს რეალი კაით რა,თავმოყვარე ზრდასრულ ფეხბურთელს ახლანდელ დინამოში არაფერი ესაქმება 17-19 წლის ბავშებს ვერ სჯობნი ოქრი და ევროპა?!
suxumchanin
თუ არაბიძეს ეგ არჩია ჩალით ყოფილა ქვეყანა გადახურული
კოტე
ოქრი ევროპაზე ნაკრებს ჭირდები.მაგრა გამოადგება
გოგა
მასე ძმაო ყველას ვისაც უთამაშია ნაკრებში ვარჯიშს დაიწყებს. ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა როცა იყო მაგრამ დამთავრდა. მასე ქინქლაძეც დაიწყებს არველაძე ჯამარაული ნემსაძე.... იქნებ გაჯობოს ვინმემ ეგ რა მინგომაა. ნამუსიც კაი საქონელია .აგერ არაბიძე არ მიყავს კაცს თითქმის ყველა მატში ულამაზესი გოლები გააქვს.
Lm
ეს თუ წაიყვანა და სანიოლს და ფედერაციას იმენა გინებაც აღარ უშველის
odala
რომ იძახით მზად არააო, რამდენს გინახავთ მისი ბოლოდროინდელი თამაში? ნანახი ხომ მაინც უნდა გქონდეს ეგ რომ თქვა? ჩამოწერილი რომ იყოს დინამო ხომ არ აიყვანდა?
პლეხანოველი
ანტი ყაზებო რას ერჩით ამ ბიჭს არ თამაშობს თუ გოლები არ გააქვს?
ეეე
ამას, რომ ნაკრებში არაფერი ესაქმება ორი აზრი არაა, მარა არაბიძეზეც რა უნდა თქვა კი ბატონო გაქონდა მარა ზონებს ვერ კეტავდა და ფრეს ლივს აღწევდა, აგერ ორი თამაში არაა და ტორბედომ ორივე უპრობლემოდ მოიგო,
oto777
არ ვიცი სანიოლს რაში დაარწმუნებ,მარა გულშემატკივარი უკვე დაარწმუნე,რომ სინდისი არ გაქვს!
ტოტტი
იუთუბ გადაცემაში ლაპარაკობდა არაბიძე რატომ უნდა გამოიძახოსო სანიოლმა და მე უნდა გამომიძახოსო ეხლა ამბობს ფაქტობრივად . მართლა არ რცხვენიათ საერთოდ . მოკლედ მაგარი უკანალში ვართ ყველანაირად : (
გოგიტა
ერთ თამაშში მაინც დაეხმარე ნაკრებს ერთა ლიგაზე? სხვის ნაწვალები ნაშრომ და ნაოფლარს რას ეცილები
G.LA
თორნიკე ჩვენში ნეგატივს ნუ გამოიწვევ. გვესმის დიდი სურვილი ევროზე მონაწილეობის, მაგრამ ამდენი ხანი ფუჭად რომ დაკარგე გეშრომა, გებრძოლა ნაკრებში გეთამაშა არ ჯობდა? გააგრძელე შრომა და ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ევრო24_ით არ მთავრდება ცხოვრება. მორჩება ევრო დაიწყება მსოფლიოს შესარჩევი და შანსი იქ მოხვედრის იქაც გვექნება.
Zura
ნამუსიც კარგი საქონელია .... არაბიძე დარჩება სავარაუდოდ სიის მიღმა და ეს მიბრძანდება...
Master
კაი რა თოკო.ისტორიაში უსუსტესი დინამოს ძირითადშიც ვერ ხვდები რა ევროპის ჩემპიონატზე ლაპარაკობ....ვერ შეიშნე ის უდიდესი ნიჭი რაც გქონდა,ჩაიარა მატარებელმა.
giorgi
ამას რაღა უნდა, რა ნაკრები, გუშინწინ დაიწყო თამაში.
llcl
მამულიჩას მოსაწევია ოქრიკ?
imereli27
ვფიქრობ , ყაზაიშვილი უნდა გამოიძახონ .ფაქტია ,კარგ ფორმაშია.
მათე
ოქრის დიდი პატივისცემის და მისი ამაგის მიუხედავად, მზად არაა და ვერ დაბრუნდება ნაკრებში სამწუხაროდ და წესით ამაზე ორეტენზიის ქონაც არაა მიზანშეწონილი. და ეს არაბიძე რო არ ჩააკვეხონ ყველგან არ შეილება?? სანიოლმა სათქმელი თქვა გასეგბად რო იცის ეს ფეხბურთელი და თვლის რო არაა მზად ჯერ და მოეშვით რა ბოლო ბოლო.
ავჭალიდან
არაფერი კატასტროფა არ იქნება რომ თოკო ნაკრებში გამოიძახონ... ათრია წლები ნაკრები, ან რომ უწერენ დაბერდიო ესაო ისაო დამსახურება ასე მალე რატომ გვავიწყდება ამ კაცის, და მეორეც 26 კაცში ოქრიც და არაბიძეც უნდა იყვნენ...
რაინდია
სიდან ბიჯო ამხელა ამბიციაი სიდან.სიდან ბიჯო ამ შოროპნელ კაცს.დეედა ბიჯო არ გამამიყვანა როლიდანი?
georgian
არაბიძე რო დაფრინავს და გოლს გოლზე იტანს იმას არ იძახებს და შენ რა გინდა მორჩა შენი ნაკრებში თამაშI მიხვდი შეეგუე რა ფორმაშI შენ ხარ ან რითი უნდა გააკვირვო თუ ჩააწყეს :DDD
Gomako
ოქრი ბევრი გაქ ნაკრებისთვის გაკეთებული,დაიმსახურე გულშემატკივრების სიყვარული და ამ უაზრო ამბიციით ქარს ნუ გაატან ყველაფერს,ივარჯიშე,ჩადექი ფორმაში და ევროპის მერე,შეიძლება ამაზე ფიქრი,ამ ეტაპზე ეს აბსურდია და ნუ გაიბანძებ თავს
gio
წავიდა ეხლა ჩაწყობები, სავარაუდოდ სულ ახალი სახეები იქნება ნაკრებში
კოლხიდელი
განა ამ დღეებში არ უნდა დასახელდეს საევროპო შემადგენლობა?ასეა ცნობილი.ასე,რომ რაის დარჩენილი სამი თამაში,რისი მონტენეგრო?...
Levani
ეს ნაგლია ხო? ამაზე უკეთესად ქეცბაია ითამაშებს ახლა
დრანდელი
ევროპის ჩემპიონატით ხომ არ მთავრდება ყველაფერი?უამრავი ტურნირებია წინ.რომ ეთქვა უახლოეს მომავლისთვის ვეცდები საფუძვლიანად შევიდე ფორმაში და დავამტკიცო სანაკრებო ამბიციებიო,მაშინ სწორი იქნებოდა.ახლა კი,არასრული ოცი დღე რომ არის დარჩენილი ტურნირის დაწყებამდე,ასეთი განცხადება-პრეტენზია,რბილად რომ ვთქვათ,სასაცილოა...
Deme
Arabidzes ar idzaxebs vinc martla imsaxurebs da shen ra namusit itxov gamodzaxebas,shenac ar gaxsovs romel celshi sheagde bolos goli
მწვრთნელი
შენ თუ სანიოლს მაგ თამაშით დაარწმუნებ(ძირითადად შეცვლაზე შედიხარ) მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! არაბიძემ და კოხრეიძემ მთელი სეზონი ვერ დაარწმუნეს სანიოლი და შენგინდა 3 თამაშში დაარწმუნო!? ალბათ ხშირად ჩამოდიხარ და დინამოს დაცვას ეხმარები!
Soso
შენ თუ წაგიყვანა და არაბიძე დატოვა აღარ ყოფილა სამართალი
ლაშა
რას ამბობ, რას?!
ვასო
აღარ ხარ ოქრი ნაკრების დონის. ბედს შეეგუე და გულშემატკივრის სტატუსით დაკმაყოფილდი
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
თორნიკე ოქრიაშვილი თბილისის დინამოელია
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?