მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

სოსო
ფიზიკურ სისუსტეში,სწორედ ეგ იგულისხმება,ჯანის ნაკლებობასთან ერთად.როცა სირბილი არ შეუძლია,მაგაზე ვამბობთ,გამძლეობა არ აქვსო.ტერმინოლოგიაში შესაძლოა სხვანაირად იყოს,მაგრამ სასაუბრო ქართულში,ასეა.ირაკლი მართლაც მაგარი და ძალიან პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ თურქებთან და მათზე უფრო ათლეტურ ჩეხებთან,სწორედ ჯანით და სიმაღლით დაიჩაგრება დაცვაში და მგონი ამ ნიშნით არ შეიყვანა,განაცხადში.
hm
საზონოვი ჰაერივით გვჭირდება დაცვაში.
ჯეჯე
ჰააა სიგუა წაიყვანოსთქო და დიზლაიქები მომაყარეს))ჯიგარი ხარ ვილსონ)))კაშიას მაგივრად კალანდაძე და ეგაა))
რონი
რა მამუჩაშვილი ხალხო? საღ ჭკუაზე ხართ? ამ საკვებში აშკარად რაღაცას ირევენ ტვინი რო აგერიოთ.... ზოგს რუსეთი ჰგონია დედა სამშობლო ზოგს მამუჩა ჰგონია ახალი ლუკას ვასკესი.. აზაროვის დიდად არ მეხატება გულზე დაცვაში სუსტია მაგრამ მამუჩაშვილს თავისივე ფლანგზე რო დააყენო იქაც აჯობებს რა მამუჩა ტვინი გაატოკეთ ხალხნო?! ან გაგნიძე ან აზაროვი. საზონოვიც კაი იქნებოდა წაეყვანა სად გამოჩხრიკეს ტაბიძე?
Qomagi
Memgoni umetesoba tanxmdeba rom azarovi ualternativod!
ნიკოლოზი
მამუჩაშვილია გამოსაძახებელი, ტიპი 4 პოზიციაზე თამაშობს , დაცვისან შეტევამდე წინდა იკან სულ მოძრაობს ბევრს დარბის არ იღლება, 120 წუთი შეუძლია ტიპმა ირბინოს გაუჩერებლად, ბევრ სამუშაოს ასრულებს რაც მას არ ეხება იმასაც, ზუსტ პასებს იძლევა კარგი და ძლიერი დარტყმა აქვს, რავიცი მე სანიოლის ადგილზე მას წავიყვანდი
პიპიიი
ფეხბურთის ტაქტიკის გარტყმაში არა ხარ, მგონი ფეხბურთი ბურთის კენწლვა გგონია :)
zura222
რა მამუჩაშვილი ?? დაცვის(ნახევარდაცვი)პრობლემები გამოჩდა--შენგელია ბოლომდე ვერ ასწრებს ფორმაში8 ჩადგომას და ერთადერთთი წიტაიშვილის იმედზე ვრჩებით ? აზაროვი უალტერნატივოა !!
მერაბი
შეიძლება აზაროვი კარგია და გაგნიძესაც არაუშავს მაგრამ მამუჩაშვილი ორივეს ბევრად ჯობია, სხვა კლასია რა , უფრო მაღალი.
გიორგი
როგორ ვერ ხვდებით აზაროვის არ გამოძახება არ არის სპორტული ხასიათის კიდევ ხუთმა კაცმა რომ თქვა უარი მაინც დატოვებენ.რაც შეეხება ჯაბას მან კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა რომ მაგარი ადამიანია.
დავით 67
ვფიქრობ საზონოვი უფრო გამოადგება ნაკრებს. ბოლო მატჩში საბერძნეთთან ყველა მაგარი იყო, ყველა მოტივირებული და ბრძოლის ჟინით იყვნენ მაგრამ ერთია ბრძოლისუნარიანობა და მეორე პროფესიონალიზმი. ერთ თამაშს კარგად ყველა ფეხბურთელი ითამაშებს. ამიტომაცაა მწვრთნელის ხედვა საჭირო რათა გამოიცნოს თუ ვინაა უფრო სტაბილური და საჭირო გუნდისთვის.
G.LA
სამართალი თუ არსებობს ირაკლი აზაროვი უნდა იყოს ნაკრებში ევროპაზე. მიუხედავათ სხვა პოზიციებისა ჯაბას და აზაროვს შორის.
Burton
მამუჩაშვილის ფორმაზე წერდნენ ქვემოთ და რომ იცოდეთ, მამუჩაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად მომზადებული ფეხბურთელი ამ ნაკრებში. ყველაზე მეტ დროს ატარებს სავარჯიშო დარბაზში და თვითონ ფეხბურთელები ამბობენ ამას. ჩაკვეტაძეც ამბობდა ინტერვიუში, რომ მამუჩაშვილისგან მიიღო რჩევები რომელი დანამატები უნდა მიეღო და ა.შ. მოკლედ, მამუჩაშვილი შეიძლება მაღალი კლასით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ფიზიკური მომზადება ნამდვილად აქვს უმაღლეს დონეზე.
ჯეჯე
არცერთი!სიგუა წაიყვანოს გამოადგება!
Taxo
Azarovi uechveli gvindaaa
მწვრთნელი
ამოდენა სანქციები მოდის და ე მანდ ნაკრებიც არ დაგვისანქცირონ!
bensoni
აზაროვი ფიზიკურად სუსტიაო წერთ ზოგზოგიერთები თქვენ ფიზიკურ სისუსტეში სიმაღლეს და სიგამხდრეს გულისხმობთ ? ეხლა ინძაგიზე რო ეთქვა ვინმეს რო ფიზიკურად სუსტიაო .. ფიზიკურად სუსტია ფეხბურთელი 90 წუთი რომ ვერ დარბის და ორთაბძოლას ვერ იგებს ... აზაროვის თამაშებს უყურებთ ?
რეალობა
კვირკველიამ ბოლო ტურში 16 წუთი ითამაშა, და შეცვალეს. თუ ტრავმირებულია, ისიც შეიძლება ვერ წავიდეს ევროზე.
ბესო
ერთ ერთი საუკეთესო იყო რაც ითამაშა ნაკრებში,აბა ვის უნდა?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რა სამარცვინო ფიზიკურ ფორმაშია კიც ერთი და კიც მეორე. გეგონება ფეხბურთელი კი არა მინი ფეხბურთის მოთამაშეა. სირცხვილია მაგარი. არცერთი რო არ წაიყვანონ კი ჯობია არ მოკვდებიან გერმანიაში სიცილით
Ბაბუაწვერა
მამუჩაშვილი არა ბუბა დაუშვილი.საერთოდ რა უნდა ამას ნაკრებში?
გელას ძმა, ნუგზარა
გელას გამოიძახებენ უეჭველი, გვარი კი იცით.....
ვითომ ოქრი?)))
რაღაც საეჭვოდ გამოხტა ოქრი და რა ვიცი, აბა...არ გამიკვირდება ამათ რომ მუჯირის მამაც გამოიძახონ.))))
გარინჩა
სამი ვარიანტი მაქვს: ან ვოლსკი, ან კობიაშვილი, ან კალაძე. ვანო მერაბიშვილის მოსინჯვაც შეიძლებოდა.)))
C
ზემოთ სწორი ეწერა და ამიტომ სჯობს სანამ იქნება ბოლო ვადა გამოსაძახებლის დასახელების, სწორედ იქამდე გაწელონ, რომ ბოლო მომენტში დაამატონ ის ვინც შეიძლება იმ წუთისთვის დასჭირდეს ნაკრებს. თუ გაიბრწყინა ვიღაცამ მაგალითად ამ ხნის მანძილზე სასწაულად, ის შევა
L.J .
Bolos rodis itamasha lukam am sezonshi???ori tamashiaq at ati wuti shecvalzs natamashi....
Levani
მე ოთარ მარცვალაძე მომეწონა ბოლო თამაშში,ხორვატიას რო მოვუგეთ საგოლე პასი შეასრულა. მე მგონი უნდა გამოიძახოს
სინიოლს!
დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას! საზონოვი წაიყვანეთ, დაცვაში მნიშვნელოვანია მისი გამოყენება, გიბრალტართან სათამაშოთ კი არ მიდიხართ, ევროპის ჩემპიონატია,თავდამსხმელები ისედაც საკმარისზე მეტი გყავთ განაცხადში
Lobotka
საშა უნდა გამოიძახოს ჩივაძე.
ვანო
აზაროვი ან არაბიძე
Bs-ს
კვირკველია ნაკრებს არ გამოკლებია. ისე, მაგის პოზიციაზე კაკაბაძეს დააყენებს
Bs
კვირკველიას ზურგის პრობლემები შეექმნა. დაცვა გასაძლიერებელია! რა გაგნიძე? რა აზაროვი? მარჯვენა ცენტრალური მცველი გვჭირდება, თანაც სასწრაფოდ და აუცილებლად! კვირკველიას ისედაც სჯობია საზონოვი და ახლა მით უმეტეს უნდა დაამატოს შემადგენლობას სანიოლმა
სიმართლე
უთქვია რას ნიშNავს სიტყვა დატოვა? მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს ვინც ჭირდება? მგონია რომ მამუჩაშვილს გამოიძახებს, მაგრამ 2 ვინგერზე მეტი არ გვჭირდებაო და მარცხნივ თუ არ ჭირდება მარჯვნივ რატომ ჭირდება მაგას ვერ ვხვდები
David
Lუკა!!!
David
Lუკა გაგნიდზე გამოიდზახეტ
d
ამიტომ უნდა გამოიძახო გაფართოებული სემოდგენლობა 1 თვით ადრე რომ ასაცელებ 26 კაცსს რა იცი რა ხდება. იქნებ ვინმე დაშავდეს. ან რამე პრობლემა შეხვდეს. იქნებ ვისაც იძახებ არ არის ფორმაში. ხო უნდა შეამოწმო
მწვრთნელი
შენგელია და ქვილითაია გამოაკელით სიას კიდევ და ისე წადით ევროზე 23 კაცით!
ლადო
არაბიძე. რაც ათამშეს არაბიძე ერთი თამაში არ ჩაუგდია ნაკრებში და ანდეთ კიდევ ერთხელ ნაკრების მაისური, რისი იმედიც ნაკლებად მაქვას უთანხმოებიდან გამომდინარე
ზორო
აზაროვი კარგია, მაგრამ ფიზიკურადაა სუსტი ანანიძესავით.
სიმენონი
კანკავას უთქვია არაბას ვუთმობ ადგილსო, ვნახოთ, ვნახოთ...
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს