ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს გამართული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.

ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა.

ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იძულებით ცვლილებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ამხანაგური მატჩისა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. შეხვედრა 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

nakrebi.ge

ყოჩაღ
ეროვნულ ნაციონალისტური გადაწყვეტილება !!აზაროვს ნავალოვსკის და საზონოვს რა უნდა ნაკრებში ბარემ ძიუბა გამოიძახეთ!!!!...100% მიზეზი ეგაა!!!გილოცავთ ეროვნულებო ჯიგრებოო აიტტტტ!
Master
აბა ყველაზე რთული აზაროვის ამოგდება იყოვო?შენც გაგაქოცეს ვილი?
Vaaaa
დედაშენმა ასე თქვა?
vava
კიდვ ერთხელ დადასტურდა ჩემი ნათქვამი, რომ აზაროვი და საზონოვი რუსული გვარების გამო ამოაგდეს სიიდან და არა იმიტომ, რომ შემადგენლობაში ადგილი აღარ იყო! თითქოს რომ ტიროდა, ეს აფერისტი ვილი, როგორ ვერ მოვახერხე აზაროვის "ჩატევაო" დდ
მოკლედ და კონკრეტულად
თდშ მაფიოზებო
G.LA
მგონი გიული მანჯგალაძის წაყვანა სჯობდა.რამდენი ხანია იმსახურებს
G.LA-ს
გილოცავ გათხოვებას.ბიჭიანობას გისურვებ
ბ.დილანიშვილს
დილანიშვილო შენი აზრით ვითომ რა თქვი?გველესიანი როგორც ფეხბურთელი დააკნინე თუ ირანი? არადა ცხოვრებაში ხო არ მინახიხარ და არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ შენი კომენტარი როგორც წავიკითხე ეგრევე მივხვდი რო ყურებიანი ,,მზე" ხარ

ხო კი, დაიჯერეთ ეგ ამ ტვინგამორეცხილებმა რომ ირანში ინტერნეტი აქვთ დაბლოკილი. აი დასავლეთმა ასე დაგაზომბირათ და "პრადვინუტებად" გაქციათ.
ნაპოლეონი
ეგ ვივამედში გითხრეს.
დიმო
აზაროვის პოზიციაზე ორი კაცი ყავს უკვე: შენგელია და წიტაიშვილი, კანკავა ნახევარმცველია და სიგუათი ჩაანაცვლა. რა არის გაუგებარი? აზაროვის წინააღმდეგი კი არაფერი მაქვს , პირიქით მომწონს აზაროვი.
ბ. დილანიშვილი
ვილი, ეს გველესიანი არ დაგეკარგოს არსად! რომ იცოდე, მასად სდომებია უარის თქმა, მაგრამ, სადაც თამაშობს, იქ ინტერნეტი აქვს დაბლოკილი.
დავით 67
ვერ გავიგე იმათი ვინც წერს, რომ სიგუასთვის კარგიაო, რადგან გამოცდილებას მიიღებსო. ვინმეს გჯერავთ რომ მას ათამაშებენ? თუნდაც შეცვლაზე. არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს ამ ბიჭის მიმართ, მაგრამ აზაროვის წაყვანა სჯობდა.
პლეხანოველი
შავო კაცო სიზმარი ნახე? ძალიან კარგი სიზმარი ყოფილა!
ნიკი
პირველ რიგში მინდა გამოვხატო უმაღლესი პატივისცემა ჯაბას მიმართ. ვფიქრობ,ასი პროცენტით არ ათამაშებს სიგუას. ვაითუ თავი გამოიჩინოს ბიჭმა, მაშინ სანიოლთან იქნება კითხვა: სრაზუ რატომ არ შეიყვანა განაცხადში.
Levani
კარგია,სიგუასთვის სტიმულია,თავი გამოიჩინოს და სამომავლოდ კიდე ერთი ძლიერი ცენტრი გვეყოლება კიტესთან ერთად-თან ეგ მაღალი ბიჭია რაც დიდი პლიუსია,ჩვენი როდრი უნდა გახდეს მომავალში
კირკიტა
ამხანაგური არ იქნებაო და რამე შეიცვალა?
ქომაგი
აზაროვის მოვისაკლისე ძალიან. სიგუას ამბავი კი მიხარია. აი, ნახავთ, თუ 2 მაინც არ შეაგდო შეცვლაზე შესულმა. დიდ გამოცდილებას მიიღებს და ეს ნაკრებს სამომავლოდ ძაან წაადგება.
ტორპედოელი
არაბიძე დაკარგავს ბურთს შეტევაში და შანსი არაა წამოყვეს მეტოქის შეტევას, დაცვას ნაკლებად ეხმარება. ეგ გამოასწოროს და ნაკრებზე მერე იფიქროს. მეტი მოძრაობა მეტი. დავიჯერო სტივ კინი ვერ ამჩნევს ამას ? ცოტა სიმკაცრე სჭირდება ისეთი ხასიათის ბიჭია.
G.LA
მისასალმებელია ახლაგაზდა სიგუას ევროპაზე წაყვან. სანიოლი მართალია პოზიცია არ დაასუსტა და იგივე პოზიციის მოთანაშე მიყავს. თუმცა მე ირაკლი აზაროვი მინდოდა ნაკრებში
ika
ხო ნუ ეს არაბიძე რო პირადულია 100 % თემაა.
Shavi kaci
ვინც სიგუას თამაშებს უყურა ალბად პრეტენზიაც არ ექნება სანიოლთან. ძალიან კარგი ბიჭია მშრომელი და ბოლომდე მებრძოლი რაც ცენტრს გაამაგრებს,ქოჩორას დუბლიორად იდეალურია. რაც შეეხება არაბას ჩემი სიმპატიების მიუხედავად ძალიან დაკარგულია მოედანზე გამონათებები აქვს მაგრამ დაცვას არ ეხმარება და ფაქტიურად სეირნობს მოედანზე და ამ თემაზე არ მეჭიდავოთ თამაშებს უყურეთ უმჯობესია ,ამდენს ევროპაზე არ გაცლიან რასაც ე ლიგაში.. და თუ ე ლიგიდან წიტას ან მამუჩას შეადარებთ გოლები არაა მხოლოდ საქმე ფეხბურთი გუნდური თამაშია.. წარმატებები ნაკრებს!! თურქეთი- საქართველო 1-1. ჩეხეთი საქართველო 0-2. პორტუგალია საქართველო 3-1.
ავთო 1964
აზაროვიც და არაბიძეც ყველაზე პატარა ტანის ფეხბურთელებია.მაღალ ბურთზე ბრძოლაში და პრესინგში სუსტები არიან რაც ისედაც ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემაა!
დათო
აზაროვი კი ბატონო, მაგრამ არაბიძეში რა ნახეთ. ტიპი დოინჯშემოყრილი თამაშობს ფეხბურთს
მალადეც
საგოლ სანიოლ მართლა სიგუა ამჯობინე
მდააააა
ძააააააან კარგიაააააააა…..აბა ჰეეე სიგუ შენ იცი …))) 1 გოლი საქართველოს ერთი კი პირადად ჯაბას …))))) აბა როგირააა საქმეები ჯაბას მაგალითს ვინ აიღებს რონ გზა ახალგაზრდა და პერსპექტიულებს დაეთმოს მიდით რა ნუ გრცხვენიაათ ….თორემ ჩვენ დავიწყებთ გვარების ჩამოთვლას ვინებსაც ჯაბას გარეშეც უნდა გეთქვათ ჩემი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე არ არის იმიტომ რომ ვარ ბებერი ვარ უვარგისი ფეხბურთელი და ასე შემდეგ …ტექტსაც გიკარნახებთ აბა ჰე დაიწყეთ იქონიეთ სინდისი !!!! თუმცა საიდან …როგორ იყო მალინოვსკიმ რომ მოგწერა სად გადახვედი ეგეთ ჩემპიონატში შენ რომ გოლი გაგატანინესო …ხომ მიხვდი ვისაც გეხება …?!?!
Givi
ჯაბა მაგარი კაცია, მიხვდა რომ სკამზე უნდა მჯდარიყო და ახალგაზრდა სიგუას მისცა შანსი, სიგუა უნიჭიერესია და ეს შანსი კიდევ უფრო მოტივაციას მისცემს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს აუცილებლად.
ავოირ
კარგად მუშაობს სიგუას მამა რა, რა გინდათ
რაბუს
რა არაბიძე ბიჭო, რაც მაგი არაა ტრამვის გამო ტორპედომ ყველა მოიგო, მანამდე ფრეებს ძლივს დებდნენ.დ
Mikheil
არაბიძე? მდაა
მწვრთნელი
სიგუა მომავალია და დიდი გამოცდილებას მიიღებს!
რაბუ
უეჭველია აზაროვზე რაღაც პირადულია, ასევე არაბიძეზე. სხვანაირად ვერ ვხსნი აზაროვის დატოვებას. სიგუას წარმატებები პერსპექტიული ბიჭია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ცნობილია იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობა, რომლებსაც "ნაპოლი" აკვირდება - ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრა ბევრს გაარკვევს
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა და სახლში ავტობუსით დაბრუნდა - ქართველმა ფანები აღაფრთოვანა