პირველად ისტორიაში! საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია!

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ( ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიური თამაშები სტარტს 27 ივლისს აიღებს.

წარმოგიდგენთ ქართველ ძიუდოისტებს, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვეს.

1) გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)

2) ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

3) ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)

4) ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)

5) ლაშა ბექაური (90 კგ)

6) ილია სულამანიძე (100 კგ)

7) გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

8) ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

9 ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)

10) სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

aburjga
ძიუდო გუნდური სახეობაა?! მეტი თქვენ და ძიუდოს ფედერაციას რა გითხარით?! ))) ძიუდო და მაგალითად ფრენბურთი გინახავთ ვინმეს?! აბა თუ გამოიცნობთ რომელია სპორტის გუნდური სახეობა?! ))) თუ გინდათ ძიუდო გახდეს სპორტის გუნდური სახეობა სადმე შემოღობილში (ოქტაგონის მსგავსად) 6 : 6 -ზე (ექვსი ექვსზე) უნდა შევიდნენ სპორცმენები და დაეტაკონ ერთმანეთს ვისაც ვინ უნდა იმას ეცეეს, თუნდაც ერთი, სამი ერთს მივარდეს...! აი ეს იქნება გუნდური ძიუდო!!! ))) ვაიმეე..)))
სოსო
რეპორტაჟის დროს ვერ ვუყურე,მაგრამ იუთუბიზე იყო დადებული საქართველო -საფრანგეთის შეხვედრა,რომელშიც მარცხი განვიცადეთ და შოკი მივიღე,იქ დადებული კომენტარების მნახველმა.საფრანგეთს მართლაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს განსაკუთრებით ქალებში და ჩვენმა გოგოებმაც წააგეს,თავისი ბრძოლები.მათთან დამარცხების გამო,თურმე საერთოდ რა უნდათ ამათ ნაკრებშიო და ისეთი ეპითეტებით შეამკეს,მათ ნაცვლად მე შემრცხვა.ბიჯო,გასაგებია,შესაძლოა ჭიდაობაში თუ სპორტის სხვა სახეობაში ვერ ერკვეოდე,მაგრამ ვინ გექაჩება ენაზე,გინდა თუ არა შეურაცხყოფა მიაყენეო ვინმეს?არც არაფერი იციან,არც არაფერს კითხულობენ და არც აინტერესებთ,პერიპეტიები.მთავარია რომ წააგეს და უნდა ვლანძღოთ.ამდენ ხანს რატომ არიან ამ ნაკრებში სულ ერთი და იგივე სახეებიო.ამ ნაკრებში,მხოლოდ თუშიშვილი იყო,გამოცდილი მოჭიდავე და სომხიშვილი,რომელმაც 3 წლის წინ,ოლიმპიადაზე გამოვიდა.დანარჩენი,ყველანი პრაქტიკულად ახალბედები არიან,საერთაშორისო არენაზე.მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და ამათ სალანძღავად,ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს,ადამიანს?გოგოებზე იყო მეტი აგრესია,მაგრამ ლოლაძე,ეს 20-ოდე წლის გოგო,ზედ აკვდებოდა მეტოქეებს და ორი გამარჯვებაც მოგვიპოვა.ასკილაშვილი,იძულებით გამოდიოდა ზედა წონაში,7 კილოთი მძიმე მეტოქეებთან და დამარცხების მიუხედავად,ყველგან თავგანწირვით ომობდა.სოფო სომხიშვილიც ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოდა.ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ვერ ასწრებდა,მაგრამ ტრავმამოუშუშებელი,იმის გამო,რომ ნაკრები დაკომპლექტებულიყო და გუნდურში ჭიდაობის უფლებაც მოგვცემოდა,ყველგან ჭიდაობდა.არ არის დასაფასებელი?წააგო,მაგრამ გუნდმა გაიმარჯვა და ლიცენზიაც მოვიპოვეთ.ახლა იმკურნალებს კიდეც და ფორმასაც აკრეფს.როგორ შეიძლება ამის არ დანახვა,არ გაგება,ეს ვერ გამიგია.ვხედავდი როგორი ერთიანი იყო ჩვენი ნაკრები,როგორ განიცდიდნენ ერთმანეთის დამარცხებას თუ გამარჯვებას,ჩვენი გოგო ბიჭები და მთავარი ეგ არის.ერთმანეთის და მეგობრობის ფასი იციან,ამიტომაც არიან ასე ძლიერები.ძაღლი ყეფს,ქარავანი კი,მიდისო,ნათქვამია.ჩვენი ნაკრებიც წინ მიდის და სამომავლოდ,სულ უფრო და უფრო უკეთესი ნაკრები გვეყოლება.რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ლიცენზიის მოპოვება და მთელი გულით ვულოცავ!
ვლაფიმერი
ზვიადი არ იყო სამტრედიის სარკინიგზო კვანძი რომ გადააკეტინა უტვინო ძიძიგურს? მაშინდელ სამტრედიის პრეფექტს? რუსები მშივრები უნდა დავხოცოთო მერე სასომხეთის და აზერბაიჯანის ტვირთები გაიძარცვა რასაც მოყვა მოღალატე რუსეთის ჯაშუშის კიტოვანის შეიარაღებული ბანდის შესვლა აფხაზეთში და რაც მოხდა ვიცით ასე რომ მარტო გოცირიძე არა უფრო ბევრია მოღალატე ისე კოსტავას მოკვლის მერე გამსახურდია გახდა მარიონეტი საკუთარი ცოლის ხელში რაც შეეხება კომუნისტების ზიზღს იმ კომუნისტებშიც იყვნენ პატრიიტები ვისაც უყვარდა სამშობლო მარა ყველა გაყარეს და დანიშნეს მედოლეები კრიმინალები და ათასი უტვინო თანამდებობებზე
ზასტაველი
ზვიად გამსახურდიას მკვლელები ,ეროვნული ხელისუფლების დამამხობელნი და პუტჩის მანაწილეები დღევანდელ პარლამენტში ზიან,ერთერთი მათგანი რომან გოცირიძეა,რომელიც თავისთავად ერის მოღალატეა,სამწუხაროა,რომ რამდენი მასეთი ზის კიდევ პარლამენტში და ჩვენ უხდით ხელფასს,ასეთები უნდა განიდევნონ პარლამენტიდან.
Nts
წერია ყველაფერი კარგად ლელოს ვებ გვერდზე, ესენი ზიან ჭურში
ანუ?
შეიძლება კარგად ვერ გავიგე, მაგრამ... მოკლედ, ვინ უნდა დაიბოღმოს და ვის არ უნდა გაუხარდეს საქართველოს წარმომადგენლ(ებ)ის წარმატებები ოლიმპიადაზე - ქართველს ?! ნორმალური(!) ადამიანი, რა მიზეზით და საერთოდაც, რატომ და ვისზე უნდა დაიბოღმოს ქართველის წარმატებით ? თუ ეს "ფილოსოფიურ - სილოგისტური" ნააზრევი ბოღმასთან დაკავშირებით, პოლიტიკური საფუძვლითაა განპირობებული, იმით, რომ წარმატებებში დიდი პილიტიკის წვლილი - რა ვიცი, აბა ? არსებული მიღწევები : ტალახაძე - გრიგალაშვილ - კვარაცხელია- მამარდაშვილი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი - შენგელია- შერმადინი ... არ მგონია მაინცდამაინც პოლიტიკასთან დაკავშირებული და სპორტის მიმართულებით გატარებული პილიტიკით იყოს განპირობებული ! ასე, რომ: - ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, ამ კომენტარის პოლიტიკურად შეფერილი "აზრის არსი" ... - გამარჯვებები ოლიმპიადაზე და ყველა ქართველ სპორტსმენს, დიდი წარმატება ! საქართველოს და ქართველების ერთად დგომას გაუმარჯოს !
რისი თქმა გინდა ?
ვინ და რატომ უნდა დაიბოღმოს?! :( ანუ ?

ამდენი მოწონება ამ კომენტარს იმას ნიშნავს, რომ ... არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ... რა მოგეწონათ ამ ნაკლებად ინფორმირებული ადამიანის "ცოტა, გაუგებარ" შეკითხვაში ?! :) ერთი დადებითი მაინცაა : ამდენი ქართველი გაერთიანდა ! :)))
ზვიადი
ეგ სპორტალია მეგობარო. ამ საიტზე რომ ,,იჩითებიან" ისეთებს ძნელად თუ აღმოაჩენ )))
აქაც პოლიტიკაა და
"ასეა საჭირო და მიტომ" ! )))
ანუ?
შეიძლება კარგად ვერ გავიგე, მაგრამ... მოკლედ, ვინ უნდა დაიბოღმოს და ვის არ უნდა გაუხარდეს საქართველოს წარმომადგენლ(ებ)ის წარმატებები ოლიმპიადაზე - ქართველს ?! ნორმალური(!) ადამიანი, რა მიზეზით და საერთოდაც, რატომ და ვისზე უნდა დაიბოღმოს ქართველის წარმატებით ? თუ ეს "ფილოსოფიურ - სილოგისტური" ნააზრევი ბოღმასთან დაკავშირებით, პოლიტიკური საფუძვლითაა განპირობებული, იმით, რომ წარმატებებში დიდი პილიტიკის წვლილი - რა ვიცი, აბა ? არსებული მიღწევები : ტალახაძე - გრიგალაშვილ - კვარაცხელია- მამარდაშვილი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი - შენგელია- შერმადინი ... არ მგონია მაინცდამაინც პოლიტიკასთან დაკავშირებული და სპორტის მიმართულებით გატარებული პილიტიკით იყოს განპირობებული ! ასე, რომ: - ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, ამ კომენტარის პოლიტიკურად შეფერილი "აზრის არსი" ... - გამარჯვებები ოლიმპიადაზე და ყველა ქართველ სპორტსმენს, დიდი წარმატება ! საქართველოს და ქართველების ერთად დგომას გაუმარჯოს !
ეეე
აზრი გაქვთ იმათ ვინც ზვიადი დაადისლაიკეთ? რა თქვა ტყუილი?
თედორე
მივესალმები, ძალიან საამაყოა
ზვიადი
სპორტის ბევრ სახეობაში კი გვაქვს წინსვლა მაგრამ ჭიდაობებში კატასტროფაა. პეტრიაშვილის ფინალში წაგების შემდეგ საერთოდ გული მერევა ჭიდაობის ორივე ოლიმპიურ სახეობაზე მაგრამ მაინც გული შემტკივა თუ რა ხდება მანდ. ასევე ძალიან კატასტროფული მომავალი ჩანს კალათბურთში. იმედია კვლავ მოხდება კარგი თაობის აღზრდა
გიორგი
ქართული სპორტი განიცთის არნახულ აღმასვლას ასერომ თუ ძალიან არ აქვს ვინმეს ბოღმა გულში უნდა უგულშევმატკივროს ჩვეენს წარგზავნილებს ოლიმპიადაზე ასპარეზობისას გული მეუბნება წინ ჯერ არნახული რეკორრდული მედლების რაოდენობა გველოდება.
ჟორა გაბრიჭიძე
ეტყობა გაუნათდათ გონება საერთაშორისო ფედერაციაში და გუნდური პირველობის ქულები ცალკე დაითვალეს და არა ამა თუ იმ მოჭიდავეს პირადში აქვს თუ არა დაგროვილი ოლიმპიადაზე გამსვლელი ქულები.
ჟორა
ადრე არ ატარებდენ ოლიმპიადაზე გუნდურ პირველობას. დაიწყეს წინა ოლიმპიადაზე.
Dima
წარმატეები ჩვენს საამაყო ხალხს! პს. ახლა სადაა ის უსახელო ხალხი ევროპის ჩემპიონატის მერე რომ აკრიტიკებდა ძიუდოისტებსა და სამწვრთნელო შტაბს? თუ ელოდებით ფეხის დაცდენას და კლავიატურის მომარჯვებას?
ქართველი
უცნაურია აქამდე რომ არვიყავით გუნდურად წარმოდგენილი ოლიმპიადაზე, დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ძიუდო წამყვანი იყო მსოფლიოში ფრანგებთან და იაპონელებთან ერთად. წარმატებები ჩვენებს!!
კოლხიდელი
წინ,საქართველო,შიდა თუ გარე მტრების ჯინაზე,წინ,მხოლოდ და მხოლოდ წინ, ყველგან და ყველაფერში წინ!!!
jordan beli
გილოცავთ!!!თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო და გოგებო!!! თქვენ გამზრდელეს ვენაცვალე!ჩვენო საამაყო ქართველებო,ოლიმპიური მედალიც გვინდა გუნდურში. მე თქვენისთანა ქართველი გოგო-ბიჭების საქართველო მინდა!
odala
მაგარია!
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
უდიდესი სენსაცია - კვანტრიძემ მოქმედი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა!
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი - მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა